(ძალადაკარგულია - 14.07.2015, №348)
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-217
2005 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
საერთაშორისო ვეტერინარულ- სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული ,,ა” და ,,ბ” ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
,,ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული ,,ა” და ,,ბ” ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების თანდართული წესი.
2. ვეტერინარიის დეპარტამენტმა (ჯ. მაღლაკელიძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს გ. მახარაშვილს.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სვიმონიშვილი
საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული ,,ა” და ,,ბ” ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესები
ცხოველების თურქულთან ბრძოლის პროფილაქტიკური და საკარანტინო წესები
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. თურქული შინაური და გარეული წყვილჩლიქიანი ცხოველების ინფექციური მაღალი კონტაგიოზური, მწვავედ მიმდინარე, სწრაფად გავრცელებადი ვირუსული დაავადებაა, იწვევს დიდ ეკონომიკურ ზარალს.
2. ინფექციის აღმძღვრელის წყაროს წარმოადგენს თურქულით ავადმყოფი ცხოველები, მ.შ. ინკუბაციურ (ფარულ) პერიოდში მყოფი ცხოველები, ასეთი ცხოველები გამოყოფენ ვირუსს გარემო არეში აფთის შიგთავსით და აფთის ნაწილებით, რძით, ნერწყვით, შარდით, ფეკალური მასით, სპერმით, ამოსუნთქული ჰაერით და სხვა გამონაყოფებით. თურქულზე დიაგნოზს სვამენ ეპიზოოტოლოგიური, კლინიკური, პათოლოგო-ანატომიური მონაცემებით და აუცილებელი ლაბორატორიული გამოკვლევის დადებითი შედეგებით.
3. თურქულის საწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზაციის დროს საჭიროა ერთი მეორისაგან განსხვავებული იქნეს თურქულის ეპიზოოტიური კერა, თურქულზე არაკეთილსაიმედო პუნქტი, თურქულზე საშიში და ბუფერული ზონა, რომელთა საზღვრებს ადგენენ ვეტერინარული ორგანოები სამეურნეო კავშირების, სხვადასხვა ეკოლოგიური და გეოგრაფიული პირობების, ასევე ყველა ეპიზოოტოლოგიური ფაქტორების და მეცხოველეობის გაძღოლის თავისებურებების გათვალისწინებით.
4. თურქულზე ეპიზოოტიური მდგომარეობის გათვალისწინებით ქვეყნის სახელმწიფო ვეტსამსახურის ორგანოები ადგენს თურქულის საწინააღმდეგო ღონისძიებათა გეგმას, საზღვრავენ პროფილაქტიკისა და საკარანტინო წესებს და სხვა ღონისძიებათა ძირითად მიმართულებებს, საზღვრავენ პასუხისმგებელ შემსრულებლებს, გეგმები მტკიცდება ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ.
მუხლი 2. საქართველოს ტერიტორიაზე თურქულის აღმძვრელი ვირუსის შემოჭრის აღმკვეთი ღონისძიებები
1. ქვეყანაში ცხოველების შემოყვანას და ვეტკონტროლქვემდებარე სხვა ტვირთების შემოტანას, ტრანსპორტის დამუშავებას ახორციელებენ წინამდებარე და საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსით გათვალისწინებული წესების მიხედვით.
2. შემოყვანილი ცხოველები ექვემდებარება იზოლაციას დადგენილი წესის მიხედვით. დაავადების ან დაავადების მოხდის დადგენის შემთხვევაში შემოყვანილი ცხოველების მთელი სულადობა ნადგურდება ინფექციის გაუვრცელებლობის ვეტსანიტარიული წესების და მეთოდების დაცვით.
3. პროფილაქტიკის მიზნით ქვეყანაში გაზაფხულზე და შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს დაავადების ამთვისებელი ცხოვლების აცრები თურქულის ,,ა, ო, აზია-1” ტიპების საწინააღმდეგო ვაქცინით.
მუხლი 3. ღონისძიებები ცხოველების თურქულით დაავადებაზე ეჭვის მიტანის და დადგენის შემთხვევაში
1. ცხოველების თურქულით დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ცხოველების მფლობელები ვალდებულნი არიან დაუყონებლივ შეატყობინონ აღნიშნულზე დასახლებული პუნქტის მომსახურე ვეტსპეციალისტს, თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოს, ვეტსპეციალისტის მოსვლამდე სასწრაფოდ მიიღონ გამაფრთხილებელი ზომები თურქულის ვირუსის ეპიზოოტიის კერიდან გატანის და დაავადების გავრცელების შესაძლებლობის აღსაკვეთად.
2. რაიონის (ქალაქის) მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი ცხოველის თურქულით დაავადებაზე ეჭვის მიტანისას ვალდებულია სასწრაფოდ მივიდეს ადგილზე დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციის გასატარებლად. თურქულთან ბრძოლის მოქმედი ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების შესაბამისად შეწყვიტოს ამ არაკეთილსაიმედო კერიდან (ფერმიდან, ეზოდან) ცხოველების გაყვანა, რძის, ხორცის და ხორცპროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის და ცხოველური საკვების გატანა. ამავე დროს ჩაატაროს საფუძვლიანი ეპიზოოტიური ანალიზი თურქულის ინფექციის წყაროს და ვირუსის შემოტანის, შემოჭრის გზების დასადგენად; დააზუსტოს ეპიზოოტიის კერის საზღვრები და განსაზღვროს არაკეთილსაიმედო პუნქტის და საშიში ზონის საზღვრები; მეურნეობის ხელმძღვანელთან, ფერმერთან (პირუტყვის მფლობელთან) ერთად მოაწყოს ფერმაზე, ეზოზე, დასახლებულ პუნქტზე, საძოვარ ნაკვეთზე, სადაც იმყოფება ავადმყოფი ცხოველები, სავარაუდო საკარანტინო საგუშაგოები საჩვენებელი ნიშნით დაავადების არსებობისა და უცხო პირების დაშვების აკრძალვის წარწერებით; დააწესოს მეცხოველეობის პროდუქტების შენახვის და გადამუშავების წესი უშუალოდ არაკეთილსაიმედო პუნქტის ტერიტორიაზე და განახორციელოს კონტროლი დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვების შესრულებაზე; თურქულზე ეჭვის მიტანაზე შეატყობინოს რაიონის (ქალაქის) ადმიანისტრაციას, ზემდგომ ვეტერინარულ ორგანოს, მოსაზღვრე რაიონების, მთავარ სახელმწიფო ვეტინსპექტორებს, სახელმწიფო ვეტსანზედამხედველობის ორგანოებს საზღვარზე და ტრანსპორტზე.
3. თურქულის დიაგნოზის დადგენისას რაიონის (ქალაქის) მთავარმა სახელმწიფო ვეტინსპექტორმა დაუყონებლივ უნდა წარუდგინოს რაიონის (ქალაქის) ადმინისტრაციას არაკეთილსაიმედო პუნქტზე კარანტინის დაწესებაზე დადგენილების პროექტი, თურქულის საკარანტინო, სალიკვიდაციო ღონისძიებათა გეგმა.
4. რაიონის გამგეობა, ქალაქის მერია დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას არაკეთილსაიმედო პუნქტზე კარანტინის დაწესების შესახებ ეპიზოოტიის კერის საზღვრების, არაკეთილსაიმედო პუნქტის და საშიში ზონის მიჯნების აღნიშვნით.
5. კარანტინის პირობებში აკრძალულია:
ა) არაკეთილსაიმედო პუნქტში შეყვანა და გამოყვანა ყველა სახის ცხოველის, მათ შორის ფრინველის;
ბ) ცხოველების გადაჯგუფება ვეტსპეციალისტის გარეშე;
გ) არაკეთილსაიმედო პუნქტში დამზადება და გამოტანა მეცხოველეობისა და მემცენარეობის პროდუქტების, ცხოველის საკვების და სპერმის, ასევე სათანადო დამუშავების გარეშე სხვადასხვა მატერიალური საშუალებების;
დ) არაკეთილსაიმედო პუნქტიდან რძისა და რძის პროდუქტების გატანა გაუვნებლობის გარეშე;
ე) გამოფენების, ბაზრობების მოწყობა, ცხოველებით და მეცხოველეობის პროდუქტებით ვაჭრობა, რომელიც დაკავშირებულია ცხოველების, ადამიანისა და ტრანსპორტის შეგროვებასთან დაკარანტირებულ ტერიტორიაზე;
ვ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით და ნედლეულით ამანათების გაგზავნა;
ზ) აკრძალულია დაკარანტირებულ ზონაში ყოველგვარი ტრანსპორტის შესვლა და გამოსვლა. აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია ტრანსპორტის შესვლა და გამოსვლა მისი აუცილებელი საფუძვლიანი დეზინფექციის ჩატარებით.
6. ქვეყნის მთავარი სახელმწიფო ვეტინსპექტორი თურქულის გაჩენის შესახებ შეტყობინების მიღებისას დაუყონებლივ აცნობებს საერთაშორისო ეპიზოოტიურ ბიუროს, მეზობელი ქვეყნის ვეტსამსახურს, სასაზღვრო-სატრანსპორტო ვეტზედამხედველობის სამსახურს, ავტონომიური რესპუბლიკების მთავარ სახელმწიფო ვეტინსპექციებს, რაიონების, ქალაქების სახელმწიფო ვეტინსპექციებს და აგზავნის ვეტსპეციალისტებს ადგილზე დაავადების გავრცელების აღკვეთისა და ლიკვიდაციის კომპლექსურ ღონისძიებათა ორგანიზაციის და გატარებაში დახმარების აღმოსაჩენად.
მუხლი 4. თურქულის კერების ლიკვიდაციის მეთოდები
1. თურქულის კერების ლიკვიდაციას ახდენენ ცხოველების თურქულის პროფილაქტიკისა და მასთან ბრძოლის მოქმედი წესების თანახმად, სახელდობრ:
ა) თურქულის პირველადი კერის, ასევე თურქულის განსხვავებული ტიპის ვირუსით გამოწვეული კერის გამოვლინების დროს ქვეყნის მთავარი სახელმწიფო ვეტინსპექტორის გადაწყვეტილებით ავადმყოფ ცხოველებს სპობენ შემდგომში უტილიზაციით უშუალოდ კერის ტერიტორიაზე, კერაში მყოფ დანარჩენ (კლინიკურად ჯანმრთელ) ცხოველებს კლავენ ხორცკომბინატში, ხორცის გამოყენებით დაკლული ცხოველების ვეტერინარული შემოწმებისა და ხორცის და ხორც-პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის წესების თანახმად. ხორცკომბინატში დაკვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ცხოველების მთელი სულადობა ექვემდებარება დაკვლას და უტილიზაციას უშუალოდ კერაში ვეტზედამხედველობის და სათანადო ვეტსანიტარიული წესების დაცვით;
ბ) კერაში მყოფი ცხოველების სასწრაფოდ დაკვლის შეუძლებლობის შემთხვევაში მათ ტოვებენ ადგილზე და ადებენ დამღას და ინახავენ ცალკე ჯგუფებად (ნახირად) 12 თვის განმავლობაში გადაჯგუფების გარეშე, შემდგომ კი კლავენ. ხორცი და დაკვლის პროდუქტები დასაშვებია გამოყენებულ იქნეს საკლავი ცხოველების ვეტერინარული შემოწმების და ხორცის და ხორცპროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის წესების შესაბამისად;
გ) თურქულის ვირუსით დაინფიცირებული პროდუქტების და ცხოველური წარმოშობის ნედლეულის, რძის ქარხნებში, ტყავნედლეულის, მატყლის და სხვა დამამზადებელ საწარმოებში შეტანის შემთხვევაში აღნიშნული წარმოება კარანტირდება შესაბამისი რაიონის გამგეობების გადაწყვეტილებით. წარმოების ადმინისტრაცია და ვეტსამსახური ვალდებულია სასწრაფოდ მიიღოს ზომები ინფექციის აღმძვრელის არგავრცელებისათვის. კარანტინის ვადად წესდება ყველა შემოსული ნედლეულის გადამუშავების, ტერიტორიის შენობის, მოწყობილობის და სხვა საგნების გაუვნებლობისათვის საჭირო დრო.
მუხლი 5. ღონისძიებები თურქულის არაკეთილსაიმედო პუნქტში და თურქულის კერაში
1. თურქულზე არაკეთილსაიმედო პუნქტში, რაიონის გამგეობის, ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, კარანტინის პერიოდში ხორციელდება შემდეგი ღონისძიები:
ა) კეტავენ არაკეთილსაიმედო პუნქტიდან გამომავალ ყველა გზას (ბილიკს) და აწყობენ საჭირო რაოდენობით საკარანტინო შემზღუდავ საგუშაგოებს პოლიციის მუშაკთა და ვეტსპეციალისტთა სადღეღამისო მორიგეობით, გამომავალ გზებზე აკეთებენ შესაბამის წარწერას (საგზაო ნიშნებით) ,,კარანტინია”, ,,შესვლა აკრძალულია”, ,,ასაქცევი გზა”, გამოყოფენ საჭირო რაოდენობით ადამიანებს საგუშაგოზე სამორიგეოდ და განსაზღვრავენ მათ მოვალეობებს. აკეთებენ ,,შლაგბაუმებს”. აწყობენ სადეზინფექციო ბარიერებს, დგამენ საყარაულო სადგომს ტელეფონით;
ბ) ყველა ცხოველი გადაყავთ ბაგურ შენახვაზე ან სპეციალირად გამოყოფილ იზოლირებულ საძოვარ ნაკვეთზე, აყავთ აღრიცხვაზე არაკეთილსაიმედო პუნქტში მყოფი თურქულის ამთვისებელი ყველა ცხოველი, აცნობენ ცხოველთა მეპატრონეებს კარანტინის პირობებში მათი მოვლა-შენახვის პირობებს.
გ) არაკეთილსაიმედო პუნქტში დაავადების ამთვისებელ ყველა ცხოველს (მსხვილფეხა, წვრილფეხა, ღორი) აუცილებლად ცრიან თურქულის საწინააღმდეგოდ შესაბამისად ბიოპრეპარატის გამოყენების დარიგებისა;
დ) ატარებენ მეცხოველეობის სადგომების დეზინფექციას, ასევე სპეცტანსაცმელის, მოვლის საგნების, სატრანსპორტო საშუალებების და სხვა საგნების დამუშავებას შესაბამისად მოქმედი ინსტრუქციისა;
ე) არ დაიშვება ცხოველების უმეთვალყუროდ შენახვა, მათ შორის ძაღლების, კატების და ფრინველების;
ვ) ეპიზოოტიის საწინააღმდეგო კომისიის და ადგილობრივი ვეტერინარული ორგანოების მიერ დადგენილი წესის შეუსრულებლად აკრძალულია ადამიანების მოძრაობა არაკეთილსაიმედო პუნქტების ზონაში;
ზ) ცხოველთა სადგომების შესასვლელებში, ბაკებში, პირუტყვის მფლობელის ეზოში, ასევე ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოების შესასვლელში აუცილებლად აწყობენ სადეზინფექციო ხსნარით გაჟღენთილ სადეზინფექციო ბარიერებს ტრანსპორტის და ფეხსაცმლის სადეზინფექციოდ.
2. უშუალოდ თურქულის კერაში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) კერის ტერიტორია უნდა შემოიღობოს და დაწესდეს სადღეღამისო საკარანტინო გამშვებ პუნქტზე მორიგეობა, პუნქტს უზრუნველყოფენ პარაფორმალინის კამერით, სადეზინფექციო მოედნით და სადეზინფექციო დანადგარით;
ბ) კერის ტერიტორია უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ცხოველების მომსახურებისა და სხვა სამუშაოების ჩასატარებლად მუდმივი ტრანსპორტით კერიდან გამოუსვლელად, კერაში საკვების და სხვა აუცილებელი მასალების შესატანად კერის შესასვლელში უნდა მოეწყოს გადასაცემი მოედანი, სადაც გარედან მიიტანება ტვირთი ცალკე ტრანსპორტით. კერის ტერიტორიაზე მყოფი ცხოველები უნდა ინახებოდეს შენობაში ან ბაკში. კატეგორიულად იკრძალება ცხოველების გადაჯგუფება, ასევე კერის საზღვრებს გარეთ გაყვანა;
გ) ცხოველების მოსავლელად უნდა გამოიყოს აუცილებელი რაოდენობით მომსახურე პერსონალი, რომელთათვისაც უნდა დაწესდეს მკაცრი სანიტარიულ-გამშვები რეჟიმი კერაში მყოფი ყველა პირისათვის;
დ) ცხოველების მომსახურე პერსონალის კერაში ინტერნირების შეუძლებლობის შემთხვევაში თითოეული მათგანის გამოსვლა ნებადართულ უნდა იქნეს მხოლოდ სანიტარიული გამტარის საშუალებით, ტანსაცმლის აუცილებელი გამოცვლით სანიტარიულ-ჰიგიენური შხეფის მიღებით;
ე) კერაში მომუშავე პირები უზრუნველყოფილი უნდა იქნენ სანიტარიული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ორი კომპლექტით, პირსახოცით, საპნით, ხელის სადეზინფექციო ნივთიერებით, ასევე პირველადი დახმარების სამედიცინო აფთიაქით. იკრძალება კერიდან ინვენტარის, მოწყობილობის, პროდუქტების, ფურაჟის და სხვა ყოველგვარი საგნების გამოტანა;
ვ) უნდა ჩატარდეს პირუტყვის სადგომის, მოვლის საგნების, მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებათა, მეცხოველეობის ობიექტების, შენობის და ფერმის ტერიტორიის ყოველდღიური დეზინფექცია, დეზინფექციის არსებული წესის შესაბამისად. ლეში, ნაკელი, საკვები ანარჩენები და ქვეშსაფენი რეგულარულად გატანილ უნდა იქნეს, დაეწყოს კერის ტერიტორიაზე, დაიწვას ან ბიოთერმული ან სხვა საშუალებებით გაუვნებელდეს არსებული წესის თანახმად, ტანსაცმელი, თავსაფარი, ფეხსაცმელი უნდა გაუვნებელდეს ყოველდღიურად პარაფორმალინის კამერაში;
ზ) რძე, მიღებული თურქულის კერაში მყოფი ფურებისაგან, უნდა გაუვნებლდეს ადგილზე ადუღებით, შემდგომი უტილიზაციით ან მიეცეს კერაში მყოფ ცხოველებს. ეპიზოოტიის საწინააღმდეგო საგანგებო კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება კლინიკურად ჯანმრთელი ფურების რძის გატანა შემდგომი თერმული გადამუშავებისათვის და საგანგებო კომისიის მიერ განსაზღვრული რძის ქარხანაში გამოყენება. არაკეთილსაიმედო პუნქტში მყოფი დანარჩენი ფურების რძე ექვემდებარება ადუღებას ან პასტერიზაციას 850 C ტემპერტურაზე. პასტერიზაციის შემდეგ რძის გასატანი ჭურჭელის ინვენტარის და ტრანსპორტის დეზინფექციის წესს საზღვრავს რაიონის მთავარი სახელმწიფო ვეტინსპექტორი ეპიზოოტიის საწინააღმდეგო საგანგებო კომისიასთან ერთად და იგზავნება განსაზღვრულ რძის მიმღებ პუნქტში ან რძის გადამამუშავებელ ქარხანში.
3. ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ორგანოები ატარებენ ღონისძიებებს ადამიანთა თურქულით დაავადების პროფილაქტიკისათვის მათზე დაქვემდებარებულ სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სადგურების, უბნების სამედიცინო სპეციალისტების საშუალებით ქვეყნის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მითითების შესაბამისად.
მუხლი 6. ღონისძიებები საშიშ ზონაში
1. თურქულზე საშიშ ზონაში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) გადაყავთ მეცხოველეობის ფერმები, მოსახლეობის პირუტყვი ცხოველების შენახვის და ექსპლოატაციის მკაცრ ვეტერინარულ-სანიტარიულ რეჟიმზე. ცხოველების მომვლელად გამოყოფენ მომსახურე პერსონალის საჭირო რაოდენობას;
ბ) ცხოველები გადაყავთ ბაგურ შენახვაზე. მომთაბარე მეცხოველეობის რაიონებში არაკეთილსაიმედო ტერიტორიის საზღვარზე აწესებენ 10-15 კილომეტრის სიგრძის თურქულის ამთვისებელ ცხოველებისაგან თავისუფალ ტერიტორიას;
გ) დაავადების საშიში ზონის მეურნეობებზე, ფერმებზე და დასახლებულ პუნქტებზე ამაგრებენ ვეტერინარ მუშაკებს ვეტერინარულ-პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და კონტროლის განსახორციელებლად მეურნეობის, ფირმების და მოსახლეობის მიერ ვეტერინარულ-სანიტარიული წესების შესრულებაზე;
დ) აჰყავთ აღრიცხვაზე თურქულის ყველა ამთვისებელი ცხოველი და ცრიან მათ თურქულის საწინააღმდეგო ვირუსის შესაბამისი ტიპის ვაქცინით. საშიშ ზონაში ყველა ახლად შეყვანილი ცხოველი უნდა აიცრას თურქულის საწინააღმდეგოდ და მოთავსდეს საერთო ნახირში 30-დღიან კარანტინის შემდეგ, მხოლოდ არა უადრეს 21 დღისა ვაქცინაციის შემდეგ.
ე) თურქულის საშიში ზონის მეურნეობებიდან იკრძალება ცხოველების გაყვანა გარდა უახლოეს ხორცკომბინატებში დასაკლავად გაყვანისა;
ვ) სარძევე ნახირებში, სეპარატორულ და რძის მიმღებ პუნქტებში თურქულზე საშიში მეურნეობებიდან მიღებული რძე ექვემდებარება აუცილებელ გაწმენდას ცენტრიდანული რძის საწმენდებში და პასტერიზაციას 760 C ტემპერატურაზე. ნალექი მიღებული გაწმენდილი რძისაგან უნდა დაიწვას ან გაუვნებელ იქნეს ადუღებით. რძის პასტერიზაციის ხარისხს ამოწმებენ რეაქციით პეროქსიდაზაზე ან ფოსფატაზაზე ინსტრუქციის შესაბამისად. თუ რძის აღნიშნული გადამუშავების საშუალება არ არის ასეთ შემთხვევაში საშიში ზონიდან მიღებულ რძეს აუცილებლად ადუღებენ ან უკეთებენ პასტერიზაციას 850 C ტემპერატურაზე. ფერმებზე, მოსახლეობაზე დაბრუნებული მოხდილი რძე, შრატი და რძის სხვა პროდუქტები ექვემდებარება ადუღებას 5 წუთი. რძის ჭურჭლები (ფლიაგები და სხვა) და ავტოცისტერნა, რომლითაც გადატანილი იქნა ფერმიდან რძე დაბრუნების წინ, ასევე რეზინის მილები, რძის ქვაბები, საპასტერიზაციო დანადგარები, ცენტრიდანული გამწმენდი მოწყობილობა ექვემდებარება საფუძვლიან გარეცხვას 750 C და ზევით ტემპერატურაზე სარეცხი სხნარებით და დეზინფექციას.
ზ) თურქულის გავრცელების აღკვეთის მიზნით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები და რაიონის (ქალაქის) სახელმწიფო ვეტინსპექტორები აწესებენ მკაცრ ვეტსანიტარიულ კონტროლს ცხოველების გადარეკვის ტრასებზე, ცხოველთა ბაზებზე, ხორცკომბინატებზე, სასაკლაოებზე, სასაკლაო მოედნებზე და სხვა ცხოველური წარმოშობის ნედლეულის, პროდუქტების, დამამზადებელ-გადამამუშავებელ და სარეალიზაციო ობიექტებზე.
2. შეზღუდვები არ ვრცელდება სამრეწველო საქონელზე, საშენ მასალებზე და სხვა ტვირთებზე, რომლებიც გადაიტანება თურქულის საშიში ზონიდან ადგილობრივი ვეტერინარული ორგანოების მიერ დადგენილი წესების დაცვის შემთხვევაში.
3. რაიონში თურქულის არსებობის დროს ცხოველების გადარეკვა, გადაყვანა, ცხოველური პროდუქტების და ნედლეულის გადატანა ერთი რაიონიდან მეორეში დასაშვებია ზემდგომი მთავარი სახელმწიფო ვეტ-ინსპექტორის თანხმობით.
მუხლი 7. ღონისძიებები ბუფერულ ზონაში
1. ვეტსპეციალისტები ატარებენ ცხოველების სისტემატურ იმუნიზაციას თურქულის საწინააღმდეგოდ, ვაქცინის გამოყენების დარიგების შესაბამისად, ვაქცინაციას დაქვემდებარებული ცხოველების სახე, თურქულის ვაქცინის ტიპი და ვაქცინაციის ჩატარების ხანგრძლივობა განისაზღვრება ტერიტორიის მთავარი სახელმწიფო ვეტინსპექტორის მიერ ქვეყნის ვეტერინარიის დეპარტამენტთან შეთანხმებით ეპიზოოტიურ სიტუაციასთან დაკავშირებით.
2. ბუფერულ ზონაში ყველა ახლად შესაყვან ცხოველებს უტარდება აუცილებელი ვაქცინაცია.
3. განხორციელებულ უნდა იქნეს კონტროლი ცხოველების მოძრაობაზე, არ დაიშვება ვაქცინირებულ და არავაქცინირებული ცხოველების შერევა.
4. პერიოდულად უნდა გაკონტროლდეს ცხოველების იმუნური ფონის მდგომარეობა.
მუხლი 8. კარანტინის მოხსნა და შემდგომი შეზღუდვები
1. კარანტინს ხსნიან კერაში ავადმყოფი ცხოველების გამოჯანმრთელების, დაკვლის ან მოსპობის უკანსაკნელი დღიდან 21 დღის შემდეგ. კარანტინის მოხსნის წინ მეურნეობის ხელმძღვანელი და ცხოველთა მეპატრონე ვალდებულია ვეტსპეციალისტის მითითებით უზრუნველყოს ყველა ბინის, ტერიტორიის, სადაც იმყოფებოდა თურქულით ავადმყოფი ცხოველები, საფუძვლიანი დასუფთავება და დეზინფექცია, ასევე ინვენტარის, ტრანსპორტის მოქმედი ინსტრუქციის, ,,მეცხოველეობის ობიექტების დეზინფექციის ჩატარების წესის შესახებ” დაცვით. მეცხოველეობის ბინების შიგნით ატარებენ კედლების შეთეთრებას ახლად ჩამქრალი კირის ხსნარით. დასკვნითი ღონისძიებების ჩატარებისას კარანტინის მოხსნის პერიოდში წვიმიან, თოვლიან ამინდებში დაყინვების დროს კარგი ამინდების დადგომის შემდეგ, აღნიშნულ პუნქტებში განმეორებით ატარებენ ვეტერინარულ ღონისძიებათა კომპლექსს (სადგომის სანიტარიული რემონტი, დეზინფექცია და სხვა), რომელიც უზრუნველყოფს თურქულის ვირუსის სრულ მოსპობას.
2. იმ საწარმოებში, სადაც დაიკლა თურქულით დაავადებული და დაავადებაზე საეჭვო ცხოველები ან გადამუშავებული და შენახული იქნა თურქულის ვირუსით კონტამინირებული პროდუქტები და ცხოველური წარმოშობის ნედლეული კარანტინს და შეზღუდვებს ხსნიან დეზინფექციის საშუალებით თურქულის ვირუსის მოსპობის, საწარმოს შენობების და მისი ტერიტორიის, ინვენტარის, საწარმოოს მოწყობილობების და ავადმყოფი ცხოველების ხორცის და სხვა პროდუქტების გადამუშავების, ნედლეულის, რძის პროდუქტების გაუვნებლობის შემდეგ.
3. რაიონის (ქალაქის) მთავარი სახელმწიფო ვეტინსპექტორი ამოწმებს დასკვნითი ვეტსანიტარიული ღონისძიებების ჩატარების სისრულეს, ცხოველების თურქულზე კეთილსაიმედოობას, რის შემდეგ დაწესებული ფორმით ადგენს აქტს კარანტინის მოხსნის შესახებ და წარუდგენს შესაბამის ორგანოებს, თუ არაკეთილსაიმედო პუნქტში ყველა ცხოველი იქნა დაკლული, ამ შემთხვევაში კარანტინს ხსნიან სათანადო ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარების შემდეგ.
4. მმართველობის ადგილობრივი ორგანოების გადაწყვეტილებით იხსნება კარანტინი არაკეთილსაიმედო პუნქტზე და რჩება შემდეგი შეზღუდვები:
ა) იკრძალება კარანტინის მოხსნის შემდეგ მეურნეობიდან თურქულის საწინააღმდეგოდ იმუნიზირებული ცხოველების გაყვანა 12 თვის განმავლობაში და შეყვანა თურქულზე კეთილსაიმედო მეურნეობაში, ბაზარზე გასაყიდად, ასევე შენახვა არაიმუნიზირებულ ცხოველებთან ერთად;
ბ) არ დაიშვება შეყვანილ იქნეს ყოფილ არაკეთილსაიმედო პუნქტში თურქულის შესაბამისი ტიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ცხოველები ვაქცინაციიდან 21 დღეზე ადრე, ხოლო არავაქცინირებული 12 თვეზე ადრე.
გ) არ დაიშვება ზაფხულის პერიოდში 3 თვის განმავლობში, ხოლო ზამთარში 6 თვის განმავლობაში გამოყენებული იქნეს საძოვარი, ასევე გადასარეკი ტრასები, რომელზეც ძოვდნენ ან გადარეკილ იქნა თურქულით დაავადებული და დაავადებაზე საეჭვო ცხოველები არაიმუნური ცხოველების საძოვრად და გადასარეკად.
5. ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტები, ფურაჟი და სხვა საკვები, რომელიც კარანტინის პერიოდში მოთავსებული იყო არაკეთილსაიმედო პუნქტში და არ იყო მასთან შეხებაში თურქულით ავადმყოფი ცხოველები შეიძლება გატანილ იქნეს მხოლოდ იმავე ტერიტორიის ფარგლებში რაიონის (ქალაქის) სახელმწიფო ვეტინსპექტორის თანხმობით.
6. კარანტინის მოხსნის შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კერატები და კურო მწარმოებლები სპერმის მისაცემად სხვა მეურნეობაში, ან მოსახლეობის კუთვნილ ცხოველებში გამოსაყენებლად 3 თვის შემდეგ, თუ არ იყვნენ ისინი ვაქცინირებულნი, ხოლო 12 თვის შემდეგ, თუ ისინი იყვნენ ვაქცინირებული თურქულის მიმართ.
7. კარანტინის მოხსნის შემდეგ ცხოველების ვაქცინაცია თურქულის საწინააღმდეგოდ სწარმოებს რაიონის (ქალაქის) მთავარი სახელმწიფო ვეტინსპექტორის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთავარ სახელმწიფო ვეტინსპექტორთან შეთანხმებით.
8. წინამდებარე ცხოველების თურქულთან ბრძოლის პროფილაქტიკური და სალიკვიდაციო ღონისძიებების შეუსრულებლობის და დაავადების გავრცელების შემთხვევაში პირები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკური და საკარანტინო წესები
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ჯილეხი – ყველა შინაური და გარეული ცხოველების, აგრეთვე ადამიანის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებაა, სეპტიცემიის მოვლენებით, მძიმე ინტოქსიკაციით და კარბუნკულების წარმოქმნით. ადამიანებში ეს დაავადება ხშირად გამოვლინდება როგორც გარესაფარის ინფექცია, რომელიც იშვიათად რთულდება სეფსისით ან შესაძლოა განვითარდეს გენერალიზებული ინფექცია ფილტვის ან ნაწლავური ფორმის სახით. დაავადების აღმძვრელი მიკრობი მიეკუთვნება სპორაწარმოქმნელ მიკროორგანიზმებს, რომლებსაც განსაზღვრულ პირობებში ნიადაგში გამრავლების უნარი აქვთ და შეუძლიათ შეინარჩუნონ თავისი ცხოველმყოფელობა და ვირულენტური თვისებები ათეული წლებით. სპორებით დაინფიცირებული ნიადაგი ხანგრძლივი დროით რჩება ინფექციის აღმძვრელის გადაცემის ფაქტორად.
2. ჯილეხის საწინააღმდეგო ღონისძიებათა ორგანიზაციის დროს ერთი მეორესაგან გარჩეულ უნდა იქნეს ჯილეხის მხრივ საშიშროების ქვეშ მყოფი ტერიტორია, ასევე ეპიზოოტიური კერა, ნიადაგობრივი კერა, ეპიდემიური კერა.
მუხლი 2. ჯილეხის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებათა კომპლექსი
1. ჯილეხის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებათა კომპლექსი მოიცავს:
ა) ამთვისებელი ცხოველების მთლიანი სულადობის პროფილაქტიკურ იმუნიზაციას და ცხოველის დასენიანებისაგან დაცვას;
ბ) ცხოველის დაკვლისწინა გამოკვლევას და ნაკლავის ვეტერინარულ-სანიტარიულ ექსპერტიზას, იძულებით დაკლული ცხოველის ხორცის თანამედროვე მოქმედი წესებით აუცილებელ ლაბორატორიულ გამოკვლევას.
2. ჯილეხის მიმართ არაკეთილსაიმედო ადგილები (ეზო, ფერმერული მეურნეობა, ფირმა, დასახლებული პუნქტი, რაიონი და ა.შ.) აუცილებლად უნდა იყოს დაფიქსირებული რაიონის (ქალაქის) ეპიზოოტიური მდგომარეობის სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელიც მუდმივად ინახება რაიონის (ქალაქის) ვეტერინარული სადგურის საქმეში, ასევე რაიონის ეპიზოოტიურ რუქაზე, დაავადების შემთხვევების რაოდენობის, ცხოველის სიკვდილის თარიღის, ინფექციის კერის ზუსტი ადგილმდებარეობის ჩვენებით.
3. ჯილეხის მხრივ არაკეთილსაიმედო პუნქტში და დაავადების მხრივ საშიშროების ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ტარდება ვეტერინარულ-სანიტარიულ ღონისძიებათა კომპლექსი და ცხოველის პროფილაქტიკური იმუნიზაცია.
4. ვეტსანიტარიული ღონისძიებები მოიცავს:
ა) ცხოველის სამარხისა და ბიოთერმული ორმოს შემოღობვას და მათი შენახვის სათანადო სანიტარიულ მდგომარეობას;
ბ) დაინფიცირებული ნიადაგის გაუვნებლობას იმ ადგილებში, სადაც ნამდვილად დადგენილია ჯილეხით მკვდარი ცხოველის ლეშის სამარხი;
გ) მუდმივი მეთვალყურეობის ორგანიზაციას პირუტყვის თავშეყრის ადგილების სანიტარიულ მდგომარეობაზე, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების და ნედლეულის დამზადებაზე, შენახვაზე და გადამუშავებაზე;
ე) ფერმერული და სხვა მეურნეობის, ფირმის, გადამამუშავებელი საწარმოს და ყველა სხვა ობიექტის ხელმძღვანელის და ცხოველის მეპატრონის მიერ ცხოველის შენახვის ვეტერინარულ-სანიტარიული, ხოლო ვეტერინარი სპეციალისტის და მეცხოველეობის მუშაკის მიერ ცხოველის შენახვის და შიდა სამეურნეო მიზნით დაკვლის წესების აუცილებელ შესრულებას;
ვ) პირუტყვის დაკვლის აკრძალვას მოსახლეობაში, ასევე ხორცის და დაკვლის სხვა პროდუქტების (განსაკუთრებით იძულებით დაკლული ცხოველის ხორცის და ხორცის პროდუქტების) ადამიანის და ცხოველის საკვებად რეალიზაციის აკრძალვას ვეტერინარი სპეციალისტის ნებართვის გარეშე;
ზ) ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების მკაცრ შესრულებას ჰიდრომელიორაციული, საამშენებლო და სხვა სამუშაოს ჩატარებისას, რომელიც დაკავშირებულია სოფლის ტერიტორიაზე გრუნტის ამოღებასა და გადაადგილებასთან.
5. საძიებო, საამშენებლო, აეროჰიდრომელიორაციული და მიწის სხვა სამუშაოების ჩატარება, ჯილეხის მხრივ არაკეთილსაიმედო რაიონის ტერიტორიაზე, შეთანხმებული უნდა იყოს რაიონის მთავარ სახელმწიფო ვეტინსპექტორთან.
6. ჯილეხის მხრივ ყველა არაკეთილსაიმედო და დაავადების მხრივ საშიშროების ქვეშ მყოფ ადგილებზე მოსახლეობასთან დაავადების არსის, დასენიანების გზებისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ ახსნა-განმარტებითი მუშაობის ჩასატარებლად საჭიროა გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი პრესა, რადიო და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები.
7. ცხოველების ჯილეხის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრების ჩატარება ყველა მეურნეობაში, ფერმაში, მოსახლეობის კუთვნილ პირუტყვში იმუნიზაციის გეგმის შესაბამისად, მოზრდილი მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვარი, თხა, ცხენი წელიწადში ორჯერ 6 თვის შუალდით გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ხბო, კვიცი, ბატკანი 3 თვის ასაკში რევაქცინაციით 6 თვის ასაკში. ღორი წელიწადში ერთხელ მხოლოდ სეირანული ან ბანაკური შენახვის დროს.
8. აუცილებელ ვაქცინაციას ექვემდებარება საშიშ ტერიტორიაზე მყოფი პირუტყვი და ახლად შეძენილი ყველა სახის პირუტყვი, რომელიც საერთო ჯგუფში დაიშვებიან აცრიდან 14 დღის შემდეგ.
9. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია შეატყობინოს მომსახურე ვეტდაწესებულებას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ცხოველის შეძენის შესახებ, მიიყვანოს იგი ვეტდაწესებულებაში შესამოწმებლად და ჯილეხის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ხოლო საერთო ჯოგში შეიყვანოს აცრის ჩატარებიდან არა უადრეს 14 დღისა,
10. ჯილეხის საწინააღმდეგოდ აცრილი ცხოველი შეიძლება იძულების შემთხვევაში დაიკლას ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით ვადაზე ადრე იმ პირობით, თუ ცხოველს აქვს სხეულის ნორმალური ტემპერატურა და არ აღენიშნება აცრის შემდეგ გართულება.
11. ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 14 დღის გასვლამდე პერიოდში დახოცილი ცხოველების გატყავება დასაშვებია ჯილეხზე ამ ცხოველების სისხლის ნაცხების მიკროსკოპული გამოკვლევის უარყოფითი შედეგების მიღების შემთხვევაში.
12. მკვდარი და იძულებით დაკლული ცხოველის ტყავი ინახება სპეციალურად გამოყოფილ შენობაში (სათავსოები), ტყავის სინჯის პრეციპიტაციის რეაქციით გამოკვლევის შედეგების მიღებამდე.
13. ფერმერული და სხვა მეურნეობის, ფირმის (საწარმოს) ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ჯილეხთან ბრძოლის ღონისძიებათა ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების გატარებაზე.
14. აგრობაზრის ადმინისტრაცია, სამომხმარებლო კოოპერარაციის საწარმოოს ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს საჭირო პირობები, რათა ვეტ-სპეციალისტმა ჩაატაროს ცხოველის ტანხორცის და შინაგანი ორგანიების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა, ლაბორატორიული გამოკვლევა, ხორცის და ხორცპროდუქტების გაუვნებლობა, ასევე საკვებად უვარგისად მიჩნეული პროდუქტების უტილიზაცია ან მოსპობა. უზრუნველყოს ხორცის პროდუქციის სწორი შენახვა, ასევე ხორცის გაფუჭებისაგან დაცვა კეთილხარისხოვნობაზე ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების პერიოდში.
15. რაიონის, ქალაქის მთავარი სახელმწიფო ვეტინსპექტორი ვალდებულია:
ა) ხორცზე, ხორცის პროდუქტებზე და ცხოველური წარმოშობის ნედლეულზე ვეტერინარული მოწმობის (სერტიფიკატის) და ცნობის გაცემაზე, ასევე მათ დამდაღვაზე ნება დართოს მხოლოდ ვეტერინარ სპეციალისტს, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება და მისცა ხელწერილი იმის შესახებ, რომ მას აკისრია პერსონალური პასუხისმგებლობა დაკლული ცხოველის ხორცის ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის წესების დაცვაზე;
ბ) აღრიცხვაზე აიყვანოს ცხოველების სასაკლაო პუნქტები, განახორციელოს მუდმივი კონტროლი მათ ვეტერინარულ-სანიტარიულ მოდგომარეობაზე, მიუხედავად საუწყებო კუთვნილებისა, ასევე საკლავი ცხოველების ვეტერინარულ-სანიტარიული შემოწმების ჩატარებაზე და ხორცის და ხორცპროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიულ ექსპერტიზაზე;
გ) ცხოველის ჯილეხით დაავადების შესახებ შეტყობინების მიღებისათანავე სასწრაფოდ გაემგზავროს ადგილზე საკარანტინო ღონისძიებების ორგანიზაციის ხელშეწყობისათვის.
16. რაიონის გამგეობას, ქალაქის მერიას, რაიონის, ქალაქის მთავარი სახელმწიფო ვეტინსპექტორის მიერ ცხოველის ჯილეხის დადგენის შესახებ წარდგენილი მასალების საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება რაიონის (ქალაქის), დასახლებული პუნქტის ან მისი ნაწილის, მეურნეობის, ფირმის, ფერმის, ეზოს, საძოვრისა და ცხოველის გადასარეკი ტრასის მონაკვეთის, მეცხოველეობის პროდუქტებისა და გადამამუშავებელი საწარმოების არაკეთილსაიმედოდ გამოცხადებაზე და მათზე კარანტინის დაწესებაზე გადაუდებელი ღონისძიებათა განხორციელების შესახებ ვადების ჩვენებით და იმ პირთა დასახელებით, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დაავადების ლიკვიდაციაზე.
მუხლი 3. ჯილეხთან ბრძოლის საკარანტინო ღონისძიებები
1. არაკეთილსაიმედო პუნქტის ტერიტორიაზე კარანტინის პირობებით იკრძალება:
ა) ყველა სახეობის ცხოველის შეყვანა და გამოყვანა მის საზღვრებს გარეთ;
ბ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა და ნედლეულის დამზადება და გამოტანა;
გ) მეურნეობის შიგნით ცხოველთა გადაჯგუფება;
დ) ავადმყოფი ცხოველების რძის გამოყენება;
ე) ცხოველის სახორცედ დაკვლა;
ვ) ლეშის გაკვეთა და მკვდარი ცხოველის გატყავება;
ზ) ქირურგიული ოპერაციების ჩატარება გადაუდებელ შემთხვევების გარდა;
თ) არაკეთისაიმედო მეურნეობებში, ფირმაში, ფერმაში მოსახლეობის პირუტყვის სადგომში უცხო პირების შესვლა, დაკარანტინებულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის შესვლა, რომელიც დაკავშირებული არ არის დაკარანტინებული მეურნეობის ფირმის, ფერმის და სხვა ობიექტების მომსახურებასთან;
ი) ცხოველის დარწყულება საერთო გუბურიდან და სხვა წყალსაცავიდან;
კ) ცხოველებით და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით ვაჭრობა;
ლ) სასოფლო-სამეურნეო ბაზრობის, გამოფენების და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანისა და ცხოველის თავშეყრასთან.
2. კეთილსაიმედო სათეს მონაკვეთზე, საძოვარზე, სათიბსავარგულზე დამზადებული მარცვალი, უხეში და წვნიანი საკვები, რომლებსაც შეხება არ ჰქონდა ჯილეხით ავადმყოფ ცხოველთან და არ არიან გაჭუჭყიანებული მისი გამონადენებით, მისი გატანა, გაზიდვა დაიშვება მხოლოდ კარანტინის მოხსნის შემდეგ.
3. მარცვალი, უხეში და წვნიანი საკვები, რომლებიც დამზადებულია ან ინახება იმ ადგილებში, რომელთანაც უშუალო შეხებაში იმყოფებიან ჯილეხით ავადმყოფი ან მკვდარი ცხოველი, დაკარანტინებული პუნქტიდან, მეურნეობიდან, ფირმიდან, ფერმიდან გატანას არ ექვემდებარებიან და გამოიყენება ადგილზე ჯილეხის საწინააღმდეგოდ აცრილი ცხოველის საკვებად.
4. ჯილეხის მხრივ არაკეთილსაიმედო ფერმერული და სხვა მეურნეობის, ფირმის ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან გამოყონ ტექნიკა, მაქსიმალურად დაასაქმონ მომსახურე ზოოვეტსპეციალისტები და მუშახელი ცხოველის აცრების, სადეზინფექციო სამუშაოთი და საკარანტინო-შემზღუდავი, სამეურნეო-ორგანიზაციული ღონისძიებების შესასრულებლად, რომელიც მიმართულია გარემო არეში ჯილეხის აღმძვრელის მოსასპობად.
5. ავადმყოფი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების მოვლა-პატრონობისათვის, ვეტ.სამსახურთან შეთანხმებით უნდა გამოიყოს ცალკე მომვლელი პერსონალი და უზრუნველყოფილნი იქნენ ისინი სანიტარიული ტანსაცმლით (ხალათი, წინსაფარი, რეზინის ჩექმა, ხელთათმანები და სხვა), ის პოროვნება, რომელიც ხელებზე, სახეზე და სხეულის სხვა ღია ადგილზე აქვს განაკაწრი, ჭრილობა ან კანის დაზიანება ცხოველის მომვლელად, ლეშის ასაღებად, დაინფიცირებული ბინების გამწმენდად და დეზინფექციის ჩამტარებლად არ დაიშვება.
6. არაკეთილსაიმედო პუნქტის ყველა ცხოველის შემოწმების შემდეგ ვეტერინარი სპეციალისტი ყოფს მათ 2 ჯგუფად:
ა) პირველი ჯგუფი – ჯილეხით ავადმყოფი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველები. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ცხოველები, შემდეგი კლინიკური ნიშნებით: სხეულის მაღალი ტემპერატურა, ტიმპანია, კოლიკი, მეტეორიზმი, კარბუნკულები, ინფილტრანტი;
ბ) მეორე ჯგუფი – ჯილეხის დასენიანებზე საეჭვო ცხოველები ე.ი. ყველა დანარჩენი ამთვისებელი ცხოველი, რომელსაც არა აქვს ავადმყოფობის კლინიკური ნიშნები და იმყოფება ამ ნახირში, ჯოგში, ფერმაში, ეზოში, სადაც დადგენილია ჯილეხი.
7. პირველი ჯგუფის ცხოველებს მკურნალობენ ჯილეხის საწინააღმდეგო შრატით, გამაგლობულინით და ანტიბიოტიკებით, 14 დღის შემდეგ კლინიკური გამოჯანმრთელებიდან მათ ცრიან ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინით.
8. მეორე ჯგუფის ცხოველს ცრიან ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინით მისი გამოყენების დარიგების შესაბამისად.
9. ცხოველის ლეშს წვავენ, ჯილეხიანი ლეშის დამარხვა კატეგორიულად აკრძალულია.
მუხლი 4. კარანტინი მოხსნა
1. კარანტინი მოიხსნება მმართველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით 15 დღის გასვლის შემდეგ ჯილეხით ავადმყოფი ცხოველის სიკვდილის ან გამოჯანსაღების უკანასკნელი შემთხვევიდან, თუ ცხოველების ვაქცინით აცრაზე არ აღენიშნებათ გართულება.
2. ვეტერინარული და სამედიცინო ორგანოები და მათზე დაქვემდებარებული დაწესებულებები ვალდებულნი არიან ინფორმაცია მიაწოდონ ერთმანეთს ცხოველებისა და ადამიანების ჯილეხით დაავადების შესახებ. ჩაატარონ ეპიზოოტიური და ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები ინფექციის წყაროს დადგენისათვის, დასახონ და გაატარონ დაავადების სალიკვიდაციო ერთობლივი ღონისძიებები.
ცხოველების ბრუცელოზთან ბრძოლის პროფილაქტიკური და საკარანტინო წესები
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ბრუცელოზი – ცხოველთა ინფექციური, ქრონიკულად მიმდინარე დაავადებაა, რომლის ძირითადი კლინიკური გამოვლინებაა აბორტი. ავადდება ადამიანიც, რომლისთვისაც განსაკუთრებით საშიშია თხისა და ცხვრის ბრუცელოზის აღმძვრელი.
2. ცხოველებში, ბრუცელოზზე დიაგნოზს ადგენენ სეროლოგიური ბაქტერიოლოგიურ, და ალერგიული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე, ეპიზოოტოლოგიური მონაცემებისა და დაავადების კლინიკური ნიშნების გათვალისწინებით.
3. აღნიშნული მონაცემების მიხედვით ფერმებსა და დასახლებულ პუნქტებს ყოფენ ამ დაავადებაზე კეთილსაიმედო ან არაკეთილსაიმედო პუნქტებად.
4. ბრუცელოზზე კეთილსაიმედოდ ითვლება ფერმა, დასახლებული პუნქტი, რომელშიც გამოკვლევისას არ ვლინდება დაავადებული ცხოველები.
5. ბრუცელოზზე გამოკვლევისას დადებითად მორეაგირე ერთეული ცხოველების გამოვლინების შემთხვევაში, ფერმა, დასახლებული პუნქტი არაკეთილსაიმედოდ ითვლება, თუ 20-25 დღის ინტერვალით ჩატარებული ორჯერადი გამოკვლევისას კიდევ გამოვლინდება დადებითად მორეაგირე პირუტყვი.
6. ფერმების, დასახლებული პუნქტების, რაიონების (ქალაქების) ცხოველთა ბრუცელოზზე კეთილსაიმედოობას უზრუნველყოფენ: დასახლებულ პუნქტში, ფერმაში, მოსახლეობის პირუტყვის დაცვით მათში დაავადების აღმძვრელის მოხვედრისაგან, ვეტერინარულ-სანიტარული, პროფილაქტიკური ღონისძიებების და ცხოველთა ბრუცელოზზე გეგმური დიაგნოსტიკური გამოკვლევით; ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო ფერმის, დასახლებული პუნქტის გაჯანსაღებით და ინფექციის კერაში და მის გარშემო დაავადების აღმძვრელის გაუვნებლობის გზით.
მუხლი 2. ბრუცელოზთან ბრძოლის პროფილაქტიკის წესები
1. ბრუცელოზის მხრივ კეთილსაიმედო ფერმაში, დასახლებულ პუნქტში, გეგმაზომიერად უნდა განხორციელდეს პროფილაქტიკურ ღონისძიებათა კომპლექსი, ცხოველთა ნახირში ბრუცელოზის აღმძვრელის შეტანის დაუშვებლობისა და მათი კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფისათვის აწესებენ მუდმივ ვეტერინარულ ზედამხედველობას ცხოველთა სულადობის მდგომარეობაზე, გადაჯგუფებაზე, შემოყვანა-გაყვანაზე. ფერმაში, დასახლებულ პუნქტში, ვეტერინარულ-სანიტარული წესების შესრულებაზე.
2. კეთილსაიმედო დასახლებულ პუნქტში, ფერმაში, დაავადების თავიდან აცილების მიზნით, ცხოველების მფლობელნი ,,ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვალდებულნი არიან:
ა) არ დაუშვან ცხოველების შემოყვანა სხვა მეურნეობიდან, ფერმიდან და დასახლებული პუნქტიდან ვეტერინარი სპეციალისტის ნებართვის გარეშე;
ბ) ფერმაში, დასახლებულ პუნქტში შემოყვანილი ცხოველები იყოლიონ პროფილაქტიკურ კარანტინში 30 დღის განმავლობაში;
გ) კარანტინში ყოფნის დროს ცხოველები უნდა გამოიკვლიონ ბრუცელოზზე სეროლოგიურად (როზბენგალის სინჯით, აგლუტინაციის რეაქციით, კომპლემენტის ხანგრძლივი ფიქსაციის რეაქციით). წვრილფეხა პირუტყვი გამოკვლეულ უნდა იქნეს დამატებით ალერგიულად, ხოლო ერკემლები და მსინჯავები უნდა შეამოწმონ აგრეთვე ინფექციურ ეპიდიდიმიტზე;
დ) ცხოველები საერთო ჯოგში შეიყვანონ მხოლოდ მთელი სულადობის ბრუცელოზზე კეთილსაიმედობის დადგენის შემდეგ, ფერმის, დასახლებული პუნქტის ვეტერინარი ექიმის ნებართვით;
ე) იმ შემთხვევაში, თუ ფერმაში, დასახლებულ პუნქტში შემოყვანილ ცხოველებში კარანტინის პერიოდში აღმოჩნდნენ ბრუცელოზზე დადებითად მორეაგირენი, უნდა განხორციელდეს ღონისძიებები დიაგნოზის დასაზუსტებლად. ბრუცელოზის დადგენის შემთხვევაში, ჯგუფის მთელი სულადობა უნდა დაიკლას ვეტსანიტარიული წესების დაცვით;
ვ) არ დაუშვან ცხოველების კონტაქტი ბრუცელოზის მხრივ არაკეთილსაიმედო ფერმის, დასახლებული პუნქტის ცხოველებთან;
ზ) ფერმის, დასახლებული პუნქტის მომსახურე ვეტერინარი სპეციალისტის მოთხოვნისთანავე, წარუდგინონ ცხოველები კლინიკური შემოწმებისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევისათვის, ასევე დაცვითი აცრების ჩასატარებლად;
თ) ბრუცელოზის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების (აბორტი, ადრეული მშობიარობა და ა.შ.) აღმოჩენისთანავე, ასეთი ცხოველები გამოაცალკეონ საერთო ჯოგიდან, მოათავსონ ცალკე შენობაში და აცნობონ მომსახურე ვეტერინარ ექიმს;
ი) ვეტერინარი სპეციალისტი, რომელიც ემსახურება ფერმას, დასახლებულ პუნქტს, ცხოველებში ბრუცელოზზე საეჭვო ნიშნების გამოჩენისთანავე, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები დიაგნოზის დასადგენად, ასევე დაავადებაზე ეჭვის მიტანისთანავე აცნობოს სანიტარიული ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას;
კ) ბრუცელოზით ცხოველების დაავადების დროულად აღმოჩენის მიზნით, კეთილსაიმედო ფერმაში და დასახლებულ პუნქტში უნდა ჩატარდეს გეგმური პროფილაქტიკური დიაგნოსტიკური გამოკვლევები.
3. პროფილაქტიკური მიზნით ბრუცელოზზე გამოკვლევას ექვემდებარებიან კეთილსაიმედო ფერმის, დასახლებული პუნქტის მოსახლეობის კუთვნილი ფურები, დეკეულები, ნერბები (როზბენგალის სინჯით, აგლუტინაციის რეაქციით ან ალერგენით) ძირითადი ნეზვები (როზბენგალის სინჯით, კუროები, კერატები, ერკემლები და ძაღლები (როზბენგალის სინჯით, აგლუტინაციის რეაქციით) წელიწადში ერთხელ.
4. ბრუცელოზზე პროფილაქტიკურ-დიაგნოსტიკურ გამოკვლევას ექვემდებარებიან ამ დაავადებაზე კეთილსაიმედო პუნქტებში არსებული ცხოველები
5. გამოკვლევას ექვემდებარება აგრეთვე მომთაბარე მეცხვარეობის ყველა ფერმისა და მოსახლეობის კუთვნილი ერკემლები, ნერბები და მოზარდი სულადობა 6 თვის ასაკიდან. ცხვრის ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო რაიონებში არსებული წვრილფეხა პირუტყვის, ასევე კეთილსაიმედო რაიონების ფერმებისა და მოსახლეობის კუთვნილი ცხვარი (თხა), რომლებიც ტერიტორიულად ესაზღვრებიან წვრილფეხა პირუტყვის ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო პუნქტებს.
6. ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო რაიონებში განლაგებული ყველა კატეგორიის ფერმის წვრილფეხა პირუტყვი, მომთაბარე მეცხოველეობის ყველა კატეგორიის ფერმა, დასახლებული პუნქტი, რომელიც ესაზღვრება მეზობელი რაიონის ბრუცელოზის მიმართ არაკეთილსაიმედო პუნქტს – გამოკვლეულ უნდა იქნეს წელიწადში ორჯერ.
7. კეთილსაიმედო ფერმაში, რომელიც განლაგებულია არაკეთილსაიმედო პუნქტის ტერიტორიაზე, ბრუცელოზზე გამოკვლევას ექვემდებარებიან ფურები, კუროები და ერკემლები არანაკლებ წელიწადში ორჯერ, დეკეულები დათესვლის წინ და მის შემდეგ.
8. ,,ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფერმის ხელმძღვანელებსა და ცხოველთა მეპატრონეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბრუცელოზის წინააღმდეგ ბრძოლის საორგანიზაციო-სამეურნეო და ბრუცელოზით ცხოველების დაავადების გამაფრთხილებელი და სხვა ღონისძიებების შეუსრულებლობაზე.
9. ბრუცელოზთან ბრძოლის საკარანტინო შემზღუდავი ღონისძიებები:
ა) ცხოველთა ბრუცელოზის სალიკვიდაციო-საკარანტინო შემზღუდავ ღონისძიებებს ახორციელებენ თითოეული არაკეთილსაიმედო კერისათვის შემუშავებული გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა კალენდარული გეგმის მიხედვით;
ბ) მეცხოველეობის ფერმა, დასახლებული პუნქტი, ან მისი ნაწილი, სადაც გამოვლინდა ბრუცელოზით დაავადებული ცხოველები, რაიონის გამგეობის, ქალაქის მთავარი ვეტერინარი ექიმის წარდგინებით რაიონის, ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით ცხადდება ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედოდ და წესდება ვეტერინარული შეზღუდვები. იმავდროულად მათ მიერ მტკიცდება არაკეთილსაიმედო პუნქტის ბრუცელოზისაგან გაჯანსაღების (დაავადების ლიკვიდაციის) კალენდარული გეგმა ჯანმრთელიობის დაცვის ადგილობრივ ორგანოებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებით.
10. გამაჯანსაღებელი ღონისძიებების (დაავადების ლიკვიდაციის) კალენდარულ გეგმაში ასახული უნდა იქნეს ფერმის, დასახლებული პუნქტის ბრუცელოზის ეპიზოოტიური მდგომარეობა (დაავადების მიმდინარეობა, გავრცელების ხარისხი, ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილი ცხოველების რაოდენობა და სხვა). ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ვადები და მოცულობა, ცხოველების სეროლოგიური გამოკვლევით გამოვლენილი დაავადებული ცხოველების დაკვლის ვადები და თანმიმდევრობა, ასევე გასაჯანსაღებელ ფერმაში არაკეთილსაიმედო სულადობის ჯანმრთელი ცხოველებით შეცვლის ვადები და წყაროები, რძის გადამუშავების მეთოდები და საშუალებები.
11. გამაჯანსაღებელი ღონისძიებების (დაავადებების ლიკვიდაციის) კალენდარულ გეგმაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე ბრუცელოზის საწინააღმდეგო იმუნიზაციის, დეზინფექციის, დერატიზაციის ჩატარების ვადები და თანმიმდევრობა.
12. განისაზღვროს აგრეთვე არაკეთილსაიმედო ფერმის, დასახლებული პუნქტის გაჯანსაღების (დაავადების ლიკვიდაციის) მეთოდები და ვადები, მითითებულ იქნეს გეგმით გათვალისწინებული ცალკეული სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები.
13. ბრუცელოზის მხრივ არაკეთილსაიმედო პუნქტში აკრძალულია:
ა) შეძენილი და ახლადშემოყვანილი ცხოველების (გარდა მწარმოებლებისა) ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო ფერმის ნახირში, ფარაში შეყვანა;
ბ) მწარმოებლების შეყვანა დასაშვებია ყოველ ცალკეულ შემთხვევში რაიონის მთავარი სახელმწიფო ვეტინსპექტორის ნებართვით, ბრუცელოზთან ბრძოლის ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით;
გ) ნახირის (ფარის) გადაჯგუფება მეურნეობის, დასახლებული პუნქტის მომსახურე ვეტერინარი სპეციალისტის ნებართვის გარეშე;
დ) ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო ნახირის ფურებიდან მიღებული უმი რძის გატანა ბაზარზე გასაყიდად, კვების ობიექტებზე გაცემა;
ე) საძოვრების გამოყენება, რომელზეც ძოვდა ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო ნახირი (ფარა) 3 თვის განმავლობაში. ასეთი საძოვრებიდან აღებული თივა ექვემდებარება 2 თვით შენახვას, რის შემდეგაც ეძლევა ცხოველებს საკვებად იმავე დასახლებულ პუნქტში;
ვ) ჯანმრთელი ცხოველების შეყვანა სადგომებში, რომლებშიც ადრე მოთავსებული იყვნენ დაავადებული ცხოველები მათი მექანიკური გაწმენდის, სანიტარიული რემონტის, ასევე შენობის, სასეირნო მოედნების და სხვა ობიექტების დეზინფექციისა და დერატიზაცის გარეშე;
ზ) ცხვრისა და თხის წველა, არადეზინფიცირებული სამაჟდაკე ტყავის დამუშავება (გაშრობა-გაწმენდა და სხვ), ასევე ბატკნებისაგან სამაჟდაკე ტყავები ტანხორციდან მოცილებისთანავე ექვემდებარებიან დეზინფექციასა და დაკონსერვებას;
თ) დაავადების კლინიკური ნიშნების მქონე (აბორტი და სხვ.) ცხოველებისგან მიღებული რძე უნდა განადგურდეს.
ი) ბრუცელოზზე დადებითად მორეაგირე ყველა სახის, ასევე აბორტირებული ცხოველები, დაუყოვნებლივ გამოყოფილ უნდა იქნეს საერთო ჯოგიდან და ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით დაიკლას;
კ) რძის გასაფილტრ ქსოვილს, პირადი ჰიგიენის საგნებს და სპეცტანსაცმელს, აუვნებელყოფენ დუღილით 5 წუთის განმავლობაში. სადეზინფექციოდ შეიძლება გამოყენებული იქნეს კალციუმის ჰიპოქლორიდი, ქლორიანი კირი, ქლორიან სარეცხ საშუალებებთან ერთად;
ლ) ზაფხულში ცხოველთა სადგომებს (ფარეხებს, საღორეებს და სხვა) ასუფთავებენ ნაკელისაგან, უკეთებენ დეზინფექციას და ტოვებენ მთელი ზაფხულის განმავლობაში სანაციაზე. ასეთ სადგომებში ჯანმრთელი ცხოველების შეყვანა შეიძლება რაიონის (ქალაქის) მთავარი სახელმწიფო ვეტინსპექტორის ნებართვით, სასანაციო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ.
14. რაიონში სანიტარიული სასაკლაოს არარსებობის შემთხვევაში ბრუცელოზიანი ცხოველების დაკვლა ხდება ადგილზე მოწყობილ სასაკლაო მოედნებზე, ვეტერინარი სპეციალისტის კონტროლის ქვეშ მომსახურე პერსონალის პირადი ჰიგიენის წესების დაცვით და იმ მითხოვნების შესრულებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფექციის გაუვრცელებლობას. ასეთი ცხოველების დაკვლის შემდეგ ხორცისა და სხვა პროდუქტების გამოყენება ხდება ხორცისა და ხორც-პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის წესების დაცვით, ხოლო ტყავების, სამაჟდაკე ტყავების, მატყლის დამუშავებისას, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით.
15. არაკეთილსაიმედო პუნქტში ცხოველთა სადგომებში და ირგვლივ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს სათანადო ღონისძიებები: დეზინფექციის, დეზინვაზიის, დეზინსექციის და დერატიზაციის ინსტრუქციების შესაბამისად.
16. ნაკელი ექვემდებარება ბიოთერმულ გაუნებლობას. არაკეთილსაიმედო პუნქტში დაავადების გამწვავების შემთხვევაში დაავადებასთან ბრძოლის მეთოდი, ღონისძიებების ინტენსიურობა, უნდა შეიცვალოს ბრუცელოზთან ბრძოლის ინსტრუქციის შესაბამისად.
17. ცხოველთა მეპატრონეები ვალდებულნი არიან:
ა) უზრუნველყონ ბრუცელოზთან ბრძოლის საკითხებზე ვეტერინარი სპეციალისტის მითითებების განუხრელი შესრულება;
ბ) მეცხოველეობის საკუთარ მეურნეობებში გაატარონ დაავადების პროფილაქტიკისა და გაჯანსაღების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები;
გ) ორგანიზაცია გაუკეთონ არაკეთილსაიმედო და კეთილსაიმედო ნახირების ცხოველთა ცალკე ძოვებასა და დაწყურებას იმგვარად, რომ გამოირიცხოს ცხოველებში ბრუცელოზის დაავადების გავრცელება;
დ) ზუსტად დაიცვან უსაფრთხოების სანიტარიული წესები დაავადების აცილების მიზნით;
ე) გაუწიონ სისტემატური დახმარება ვეტერინარ სპეციალისტებს ცხოველების დიაგნოსტიკური გამოკვლევის, ბრუცელოზის საწინააღმდეგო აცრების, დეზინფექციის, დერატიზაციის ჩატარებაში, ასევე უზრუნველყონ გამოსაკვლევი პათმასალის მიტანა ვეტერინარიულ ლაბორატორიაში.
18. ადამიანის ბრუცელოზისაგან დაცვის ღონისძიებებია:
ა) ყველა მუშაკი, რომელიც უშუალოდ ემსახურება ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო პუნქტში ცხოველებს, ვალდებულია მკაცრად დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები, რომლებიც მათ უნდა გააცნონ მედიცინისა და ვეტერინარიის სპეციალისტებმა;
ბ) მეცხოველეობის ყველა მუშაკი უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირადი ჰიგიენის საგნებითა და სპეცტანსაცმლით;
გ) ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო ცხვრის, თხის ფარის მომსახურედ დაინიშნებიან ის პირები, რომლებიც აცრილი არიან ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ;
დ) ბრუცელოზით ადამიანის დაავადების დროულად გამოვლინების მიზნით ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივმა ორგანოებმა უნდა აწარმოონ ცხოველების მომსახურე პერსონალის დისპანსერიზაცია;
ე) ყოველ ფერმაში უნდა იყოს სანიტარიული ჟურნალი, რომელშიც ჩაიწერება მედიცინისა და ვეტერინარ სპეციალისტთა მითითებები და წინადადებები.
19. მეცხოველეობის ფერმა, დასახლებული პუნქტი ითვლება ბრუცელოზისაგან გაჯანსაღებულად, თუ მათში აღარ იმყოფებიან დაავადებული ცხოველები და თუ გატარებულია დაავადებასთან ბრძოლის ინსტრუქციით გათვალისწინებულ ღონისძიებათა სრული კომპლექსი. დასკვნითი ღონისძიებების გატარებაზე დგება სათანადო აქტი, რომლის საფუძველზეც რაიონის (ქალაქის) მთავარ სახელმწიფო ვეტინსპექტორს შეაქვს საკითხი რაიონის გამგეობის, ქალაქის მერიის სხდომაზე ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო პუნქტიდან შეზღუდვების მოხსნის თაობაზე.
ცხოველების ტუბერკულოზთან ბრძოლის პროფილაქტიკური და საკარანტინო წესები
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ტუბერკულოზი ცხოველთა ინფექციური, ხშირ შემთხვევაში, ქრონიკულად მიმდინარე დაავადებაა, რომელიც რეგისტრირებულია მრავალი სახეობის შინაურ და გარეულ ცხოველებში, ფრინველში. შინაურ ცხოველთაგან უფრო ხშირია მსხვილფეხა საქონლის დასენიანება.
2. ტუბერკულოზით ავადმყოფი ცხოველისაგან (ფრინველისაგან) შეიძლება დაავადდეს ადამიანიც, ხოლო ტუბერკულიოზიანი ადამიანიდან – ცხოველი.
3. ეპიზოოტიური სიტუაციიდან გამომდინარე, ფერმა, მეურნეობა, დასახლებული პუნქტი, იყოფა ტუბერკულოზზე კეთილსაიმედო და არაკეთილსაიმედოდ.
4. მეურნეობათა, ფერმების, საწარმოთა ხელმძღვანელები, ასევე პირუტყვის მფლობელები ,,ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ტუბერკულოზთან ბრძოლის საწინააღმდეგო ორგანიზაციულ-სამეურნეო სპეციალური სანიტარიული და შემზღუდავი ღონისძიებების შესრულება, რომელიც მიმართულია ტუბერკულოზის თავიდან ასაცილებლად.
5. რაიონების (ქალაქების) სახელმწიფო ვეტინსპექტორები ვალდებულნი არიან აწარმოონ მუდმივი ხელმძღვანელობა და კონტროლი ცხოველთა ტუბერკულოზის იმ პროფილაქტიკურ და სალიკვიდაციო ღონისძიებეთა შესრულებაზე, რომლებიც ტარდება უშუალოდ ფერმაში, დასახლებულ პუნქტში და შეატყობინონ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, ასევე – ვეტერინარიის დეპარტამენტს შესრულებული სამუშაოს მიმდინარეობის შესახებ.
6. იმ პირებს, რომლებიც დაარღვევენ ცხოველთა ტუბერკულოზთან ბრძოლის ინსტრუქციით გათვალისწინებულ პროფილაქტიკურ და შემზღუდავ ღონისძიებებს და არ შეასრულებენ ადგილობრივი ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ან ხელს უწყობენ დაავადების გავრცელებას, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. ტუბერკულოზზე დიაგნოზს ადგენენ ეპიზოოტოლოგიური, კლინიკური, პათანატომიური, ალერგიული და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე.
მუხლი 2. ტუბერკულოზის პროფილაქტიკის წესები
1. იმ მიზნით, რომ არ იქნეს დაშვებული ტუბერკულოზით ცხოველთა დასენიანება, მეურნეობის ხელმძღვანელები, პირუტყვის მფლობელები და ვალდებული არიან:
ა) არ დაუშვან პირუტყვის სხვა მეურნეობიდან და დასახლებული პუნქტიდან შემოყვანა და შიდა გადაადგილება ვეტერინარი სპეციალისტის ნებართვის გარეშე;
ბ) ყველა შემოყვანილი პირუტყვი 30 დღის განმავლობაში მოათავსონ იზოლირებულად და ჩაუტარონ ტუბერკულინიზაცია. საერთო ჯოგში შეიყვანონ მხოლოდ არამორეაგირე პირუტყვი. მორეგირე პირუტყვის გამოვლინებისას დიაგნოზი დააზუსტონ და ტუბერკულოზის დადგენის შემთხვევაში შემოყვანილი პირუტყვის მთელი სულადობა უნდა დაიკლას ვეტსანექსპერტიზის წესების დაცვით;
გ) არ დაუშვან უცხო პირები მეცხოველეობის ფერმებში, ეზოებში, ასევე ცხოველთა კონტაქტი ტუბერკულოზზე არაკეთილსაიმედო ფერმებთან, დასახლებულ პუნქტებთან დარწყულების ადგილებში;
დ) ვეტერინარი სპეციალისტების მოთხოვნისთანავე უზრუნველყონ პირუტყვის გამოყვანა დათვალიერებისთვის, სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისთვის შექმნან სათანადო პირობები კომპლექსური ღონისძიების გასატარებლად.
2. ტუბერკულოზზე კეთილსაიმედო მეურნეობიდან საწარმოო და სანაშენე მიზნით, ცხოველის გაყვანა ნებადართულია, თუ დაავადებას ადგილი არ ჰქონია მსხვილფეხა საქონელში არანაკლებ 4 წელი.
3. რაიონის მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი ვალდებულია აკონტროლოს ყოველი ფერმის ტუბერკულოზის ეპიზოოტიური მდგომარეობა.
4. არ უნა იქნეს დაშვებული უცხო პირები მეცხოველეობის ფერმებში და ეზოებში, ასევე ცხოველთა კონტაქტი ტუბერკულოზზე არაკეთილსაიმედო ფერმებთან, დასახლებულ პუნქტებთან, დარწყულების ადგილებში.
5. დაინფიცირებული საძოვარი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნიადაგში მიკობაქტერიების გამძლეობის გათვალისწინებით 4-6 თვის შემდეგ.
6. რაიონის მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი ვალდებულია აკონტროლოს ყოველი ფერმის ტუბერკულოზის ეპიზოოტიური მდგომარეობა.
7. დასახლებულ პუნქტებში ტუბერკულოზის დადგენისას დაავადებული პირუტყვი სასწრაფოდ უნდა დაიკლას ვეტერინარული და ვეტსანექსპერტიზის წესების დაცვით. დანარჩენ სულადობას უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა.
8. ტუბერკულოზზე არაკეთილსაიმედო ნახირის საძოვარზე გადარეკვა აკრძალულია.
მუხლი 3. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვეტსანიტარიული, შემზღუდავი ღონისძიებები არაკეთილსაიმედო კერებში
1. ცხოველებში ტუბერკულოზის გამოვლინების შემთხვევაში ფერმა, ცალკეული ნახირი, ცხოველის მფლობელის ეზო ცხადდება ამ ინფექციის მიმართ არაკეთილსაიმედოდ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ.
2. ვეტერინარიისა და მედიცინის სპეციალისტები ადგენენ ტუბერკულოზის პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის ღონისძიებათა გეგმებს ცხოველის ცალკეული სახეობის მიხედვით. ასეთივე გეგმები შემუშავდება დასახლებული პუნქტისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მიხედვით. ტუბერკულოზის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის, სამეურნეო საქმიანობის განსაკუთრებული პირობებისა და რეჟიმის დაწესება და მოხსნა ხორციელდება რაიონის, ქალაქის გამგეობის (მერიის) მიერ.
3. მეურნეობათა, ფერმების ხელმძღვანელები, პირუტყვის მფლობელები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ ვეტერინარ სპეციალისტთა მოთხოვნები ტუბერკულოზის ლიკვიდაციისთვის;
ბ) სწორად გამოიყენონ კეთილსაიმედო ნახირისათვის საძოვარი სავარგულები, დასარწყულებელი ადგილები; უზრუნველყონ ჯანმრთელი პირუტყვის განთავსება ვეტსანიტარიული პირობების დაცვით;
გ) არაკეთილსაიმედო კერებში განახორციელონ რძის და რძის პროდუქტების საიმედო გაუვნებლობა;
დ) ვეტსპეციალისტებს გაუწიონ სათანადო დახმარება ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკო გამოკვლევების, დეზინფექციების და სხვა ღონისძიებების გატარებაში;
ე) არაკეთილსაიმედო კერაში უნდა გამოიკრას ნიშანი, რომელიც კრძალავს უცხო პირთა შესვლას, ტრანსპორტის მოძრაობას, ცხოველთა გადაჯგუფებას ვეტსპეციალისტის ნებართვის გარეშე.
4. აკრძალულია:
ა) ცხოველთა გატარება არაკეთილსაიმედო ტერიტორიაზე, პირუტყვის შემოყვანა და გაყვანა;
ბ) არაკეთილსაიმედო ტერიტორიიდან თივის, ნამჯის და სხვა უხეში საკვების გატანა, ასევე ბაზრობებისა და გამოფენების მოწყობა;
გ) ავადმყოფი, მორეაგირე პირუტყვის და მათგან მიღებული თაობის გამოყენება ჯოგის აღწარმოებისათვის;
დ) არაკეთილსაიმედო პუნქტიდან მოსახლეობისათვის პირუტყვის მიყიდვა გამოზრდისა და გასუქების მიზნით;
ე) მეცხოველეობის შენობებში ტუბერკულოზიანი პირუტყვის შენახვა, ასევე ავადმყოფი პირუტყვისაგან მეურნეობაში ფერმაში, პირუტყვის მფლობელის ეზოში არაკეთილსაიმედო ტერიტორიაზე რაიმე ჯგუფის შექმნა.
5. ტუბერკულოზზე დადებითად მორეაგირე ავადმყოფი და კლინიკური ნიშნის მქონე ყველა ცხოველი ნამატთან ერთად უნდა განცალკევდეს და დაიკლას ვეტსანიტარიული წესების დაცვით, მიუხედავად მისი კონდიციისა, ასაკისა, მაკეობისა და საწარმოო ღირებულებისა. ხორცი და ხორცპროდუქტები გამოყენებულ უნდა იქნეს ვეტსანექსპერტიზის წესების შესაბამისად.
6. იკრძალება ძოვება, დარწყულება და სხვა კონტაქტი ავადმყოფი და არაკეთილსაიმედო ჯოგის პირუტყვის კეთილსაიმედო ჯოგის პირუტყვთან. ასევე იკრძალება გადარეკვა და გადაყვანა არაკეთილსაიმედო ჯოგის პირუტყვისა მომთაბარე საძოვარზე.
7. ტუბერკულოზიანი ცხოველის ლეში სასწრაფოდ ისპობა ან ხდება მისი უტილიზაცია.
8. აკრძალულია, ტუბერკულოზზე არაკეთილსაიმედო კერიდან, ფერმიდან გაუუვნებელი რძის გატანა გადამამუშავებელ საწარმოში, გაყიდვა ბაზარზე, საზოგადოებრივი კვებისთვის გამოყენება და სხვა. ასეთი რძე დაავადების საბოლოო ლიკვიდაციამდე სისტემატურად საჭიროებს ადგილზე თერმულ დამუშვებას. რძე მიღებული ტუბერკულოზზე კლინიკური ნიშნების მქონე ფურებისაგან არ დაიშვება ადამიანისა და პირუტყვის საკვებად. ის უნდა მოისპოს 5%-იანი ფორმალინის, კრეოლინის შერევით. ანალოგიურად იქცევიან ტუბერკულინზე დადებითად მორეგირე ფურების რძის მიმართ.
9. აკრძალულია არაკეთილსაიმედო კერიდან:
ა) ცხოველების გაყვანა-შემოყვანა;
ბ) თივის, ნამჯის და სხვა უხეში საკვების გატანა;
გ) არაკეთილსაიმედო კერიდან პირუტყვის მოსახლეობაზე გაყიდვა.
10. ტუბერკულოზზე დადებითად მორეაგირე ავადმყოფი ცხოველი ნამატთან ერთად დაუყოვნებლივ უნდა დაიკლას ვეტსანიტარიული წესების დაცვით. ხორცი და ხორცპროდუქტები გამოყენებულ უნდა იქნეს ვეტსანექსპერტიზის დაცვით.
11. ტუბერკულოზზე არაკეთილსაიმედო ფერმებში, ეზოებში, დაცულ უნდა იქნეს სისუფთავე. ჩატარდეს დეზინფექცია, დერატიზაცია, ცხოველთა სადგომების სანიტარული რემონტი და სხვა ვეტერინარული ღონისძიებები.
12. ტუბერკულოზიანი ცხოველის მიერ გამოყოფილი ნაკელი, ქვეშსაფენი, საკვები ანარჩენები უნდა მოისპოს ან გაუვნებლდეს ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური მეთოდით.
13. ტუბერკულოზზე არაკეთილსაიმედო ფერმის პერსონალი და ცხოველის მეპატრონე ვალდებულია დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები, რომელიც მათ უნდა გააცნონ მედიცინისა და ვეტერინარმა სპეციალისტებმა.
14. მეურნეობის, ფერმების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან დროულად უზრუნველყონ მეცხოველეობაში დასაქმებული პერსონალის გამოკვლევა ტუბერკულოზზე, სამედიცინო შემოწმების გარეშე არ დაუშვან ისინი ცხოველებთან, უზრუნველყონ სპეცტანსაცმლით, ფეხსაცმლით. მეცხოველეობის ფერმებში მოაწყონ პირსაბანი, პირველადი დახმარების აფთიაქი.
ცხოველების ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკური და საკარანტინო წესები
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ცოფი ტიპური ზოოანთროპონოზური მწვავე ინფექციური დაავადებაა.
2. ცოფის გამომწვევია ფილტრში გამავალი ნეიროტროპული ვირუსი, რომელიც იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებასა და ცხოველის სიკვდილს.
3. ცოფით ავადდება ყველა თბილსისხლიანი ცხოველი და ადამიანი, იშვიათად ფრინველი.
4. ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა ცოფით დაავადებული ძაღლი, კატა, მელა, მგელი, ტურა და ყველა სხვა სახეობის ხორცისმჭამელი ცხოველი.
მუხლი 2. ცოფთან ბრძოლის ძირითადი ღონისძიებანი
1. შინაური ძაღლებისა და კატების სავალდებულო აღრიცხვა, მათი მოვლა-შენახვის წესების დაცვა და გარეული ხორცისმჭამელი ცხოველების რიცხოვნობის რეგულირება.
2. შინაური ცხოველების მაწანწალა ძაღლებისა და უპატრონო კატებისაგან, აგრეთვე გარეული ცხოველებისაგან დაცვა.
3. მაწანწალა ძაღლებისა და უპატრონო კატების იზოლირება და მოსპობა.
4. ძაღლებისა და კატების მთელი სულადობის ცოფის საწინააღმდეგოდ აცრა.
5. გარეული ცხოველების (მელა) ბუნებრივ პირობებში ორალური მეთოდით იმუნოპროფილაქტიკა სატყუარების გამოყენებით.
6. ცოფის დაავადების დროული დიაგნოსტიკა, დაავადების კერების გამოვლინება და მათი ლიკვიდაცია.
7. მოსახლეობაში ცოფის საწინააღმდეგო ფართო საგანმანათლებლო ახსნა-განმარტებითი მუშაობა დაავადების არსის, ცხოველთა სავალდებულო პროფილაქტიკის, მათი აღრიცხვისა და მოვლა-შენახვის წესების დაცვის შესახებ.
მუხლი 3. ცოფის პროფილაქტიკის წესები
1. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველა ძაღლი და კატა აუცილებლობის შემთხვევაში, განურჩევლად მათი კუთვნილებისა და დანიშნულებისა, ექვემდებარება ცოფის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციას, სახელმწიფო ვეტერინარული ორგანოების მიერ რეკომენდებული ვაქცინით, მოქმედი დარიგების შესაბამისად და ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული გეგმების მიხედვით.
2. აცრების ჩატარების შესახებ შედგენილ აქტებში სავალდებულოა აცრილ სულადობასთან ერთად აღინიშნოს მათ შორის ძუ ძაღლების რაოდენობა და მას დაერთოს აცრილი ძაღლებისა და კატების სახელობითი სიები ცხოველების მფლობელთა მისამართების ჩვენებით.
3. ცოფის საწინააღმდეგო გეგმურ-პროფილაქტიკური აცრები იგეგმება და ტარდება ყოველწლიურად, ამავე დროს ტარდება შინაური ძაღლებისა და კატების ყოველწლიური სავალდებულო აღრიცხვა (პასპორტიზაცია).
4. ცოფის პოსტვაქცინური იმუნიტეტის დაძაბულობისა და მისი ხანგრძლივობის დადგენის მიზნით, ყოველ წელს იგეგმება და ტარდება ცოფზე აცრილი ცხოველების შერჩევითი ლაბორატორიული გამოკვლევა.
5. პროფილაქტიკური აცრების დაგეგმვაში სავალდებულოა მოსალოდნელი ნამატის სულადობის გათვალისწინება ძუ ძაღლების რაოდენობის გამრავლებით 1-4-ზე კოეფიციენტით.
6. ცოფის საწინააღმდეგო გეგმური აცრები ტარდება ქვეყნის ყველა ქალაქსა და რაიონში ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ დადგენილ ვადებში, რაიონის (ქალაქის) ცენტრიდან პერიფერიისკენ (გარეუბნებისკენ) გადანაცვლებით.
7. ქვეყანაში ცოფის საწინააღმდეგო ერთიანი იმუნური ფონის შექმნის მიზნით, შინაური ცხოველების გეგმურ-პროფილაქტიკურ აცრებთან ერთად, ტარდება ბუნებრივ პირობებში გარეული ხორცისმჭამელი ცხოველების (მელა) ორალური ვაქცინაცია.
8. ქვეყნის ტერიტორიაზე ცოფის გაჩენისა და მისი გავრცელების აღსაკვეთად, ყველა შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულებათა ხელმძღვანელი და ცხოველის მფლობელი ვალდებულია:
ა) მკაცრად დაიცვას სახელმწიფო ნორმატიული აქტებით რეგლამენტირებული შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) აღრიცხვის და მოვლა-შენახვის წესები;
ბ) დადგენილ ვადებში უზრუნველყოს მათ საკუთრებაში მყოფი შინაური ცხოველების ადგილსამყოფელის მიხედვით სახელმწიფო ვეტერინარულ დაწესებულებებში ერთდროულად სავალდებულო აღრიცხვაზე გატარება, ჯანმრთელობაზე შემოწმება, დიაგნოსტიკური გამოკვლევა და ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრა;
გ) წლის ყველა დროს ახლად შეძენილი შინაური ცხოველი (ძაღლი, კატა), ასევე მიღებული ნამატი (სულადობა), არა უგვიანეს 5 დღისა, მიიყვანოს შესაბამისი ქალაქის, რაიონის სახელმწიფო ვეტერინარულ დაწესებულებაში, შესაბამისი ვეტერინარულ ღონისძიებათა გასატარებლად;
დ) ცოფის საწინააღმდეგოდ აუცრელი ძაღლები არ გაუშვას ეზოში, ქუჩაში, ბაღში, მეცხოველეობის ფერმის ტერიტორიაზე, სეზონურ საძოვარზე, პირუტყვის გადასარეკ ტრასაზე, ნახირში, ჯოგში, ფარეხში და სანადიროდ;
ე) არ დაუშვას საზოგადოებრივ ობიექტებში საყარაულო და სამომსახურო ძაღლების შეხება გარეშე ძაღლებთან და სხვა სახეობის ხორცისმჭამელ ცხოველებთან;
ვ) ქალაქისა და რაიონის ქუჩებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, ბაღებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ან სანადიროდ ძაღლი გაიყვანოს მხოლოდ მოკლე საბმელით, ალიკაპით, საყელურზე დამაგრებული სანომრე ნიშნით, თან იქონიოს აღრიცხვაზე გატარებისა და ცოფის საწინააღმდეგო აცრის დამადასტურებელი მოწმობა (პასპორტი). სხვა დანარჩენ შემთხვევაში სახლიდან, საკუთარი ეზოდან, საზოგადოებრივ დაწესებულებათა ობიექტებიდან გამოსული და გამოყვანილი ყველა ძაღლი ითვლება მაწანწალად, ექვემდებარება იზოლირებას და მოსპობას.
9. ქალაქსა და რაიონში მაწანწალა ძაღლებისა და უპატრონო კატების იზოლირება (მოსპობა) ევალებათ ქალაქის მერიისა და რაიონის გამგეობის კომუნალურ მეურნეობათა სამსახურის მუდმივმოქმედ სპეც-ბრიგადებს.
10. შინაური და გარეული ცხოველების მიერ სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველების დაკბენისა და ცოფის დაავადებაზე ეჭვის მიტანის ყველა შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უახლოეს სახელმწიფო ვეტერინარულ დაწესებულებას, მეურნეობისა და დასახლებული პუნქტის ვეტერინარ სპეციალისტებს, რომელთაც ევალებათ როგორც დაავადებაზე საეჭვოდ მიჩნეული ცხოველების, ისე იმავე ტერიტორიაზე მაწანწალა ძაღლების და უპატრონო კატების, აგრეთვე გარეული მტაცებელი ცხოველების ლიკვიდაციის დაჩქარება; ამასთან, დამკბენ ცხოველზე 10-დღიანი სავალდებულო საკარანტინო ვეტერინარული ზედამხედველობის დაწესება.
11. გარეულ მტაცებელ ცხოველებში ცოფის ადრეული გამოვლინებისა და დაავადების გავრცელების აღკვეთის მიზნით სატყეო მეურნეობის, ბუნების დაცვის, სამონადირო და ნაკრძალთა მეურნეობის სამსახურები ვალდებულნი არიან:
ა) სასწრაფოდ აცნობონ უახლოეს ვეტერინარულ დაწესებულებას ბუნებრივ პირობებში ცოფის გამოვლენის ყველა შემთხვევა და გარეული ცხოველების უჩვეულო მოქცევის შესახებ (ადამიანისადმი შიშის დაკარგვა, უმიზეზოდ ადამიანებზე და ცხოველებზე თავდასხმა და სხვ.);
ბ) გააგზავნონ უახლოეს სახელმწიფო ვეტერინარულ ლაბორატორიაში ტყეში და ველად ნაპოვნი ყველა სახის მკვდარი გარეული ცხოველის ლეში ცოფის დაავადებაზე გამოსაკვლევად;
გ) ადგილობრივ სახელმწიფო ვეტერინარულ დაწესებულებებთან ერთად შეიმუშაონ კომპლექსური ღონისძიებები გარეული ხორცისმჭამელი ცხოველების რიცხობრივი რეგულირებისათვის და მათი ოპტიმალური რაოდენობის პოპულაციის შენარჩუნებისათვის;
დ) ორგანიზაციული და პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინონ სახელმწიფო ვეტერინარულ დაწესებულებას ტყეში და ველად გარეული ხორცისმჭამელი ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ორალური მეთოდით პროფილაქტიკური აცრების ჩასატარებლად;
ე) შეამოწმონ მონადირეთა საბუთები, მათ კუთვნილებაში მყოფი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრების შესახებ და აკრძალონ აუცრელი ძაღლების სანადიროდ გაშვება.
12. ცხოველის მეპატრონე პირი, ორგანიზაცია, მეურნეობა, ფირმა და სხვა ასევე მაწანწალა ძაღლების და უპატრონო კატების სპეცდამჭერი ბრიგადა, ვალდებულია მიიყვანოს უახლოეს სახელმწიფო ვეტერინარულ დაწესებულებაში შესამოწმებლად ის ძაღლი, კატა ან სხვა სახის ცხოველი, რომელმაც დაკბინა ადამიანი ან ცხოველი. მათზე წესდება 10-დღიანი საკარანტინო ზედამხედველობა.
13. რაიონის (ქალაქის) მთავარი სახელმწიფო ვეტინსპექტორის ნებართვით დასაშვებია ასეთი ცხოველი დატოვებულ იქნეს მეპატრონესთან ადგილზე ხელწერილის ქვეშ იმ გარანტიით, რომ მეპატრონე იღებს პირად პასუხისმგებლობას შეინახოს ცხოველი მკაცრ იზოლაციაში 10 დღე და ხელი შეუწყოს ვეტერინარულ სამსახურს ვეტკანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებაში.
14. ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის ყველა შემთხვევაში, სახელმწიფო ვეტერინარული დაწესებულება ახორციელებს დაკარანტინებული ცხოველების ზედამხედველობას, აღნიშნულის შესახებ აღრიცხავს სპეციალურ ჟურნალში და რეაგირებისათვის აცნობებს ადგილობრივ სამედიცინო სამსახურს.
15. წესდება 10-დღიანი ვეტერინარული საკარანტინო ზედამხედველობა ცოფის საწინააღმდეგოდ აცრილ ყველა იმ ცხოველზე, რომლებმაც აცრიდან 10 დღის პერიოდში დაკბინა ან დადორბლა ადამიანი ან ცხოველი. ანალოგიური ღონისძიება ტარდება ცოფიანი ცხოველის მიერ დაკბენილ ყველა აცრილი ცხოველის დაკბენის შემთხვევაში.
16. ძაღლებისა და კატების ყიდვა-გაყიდვა საზღვარგარეთ უნდა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის დაქვემდებარების სახელმწიფო ვეტინსპექციების მიერ გაცემული სერტიფიკატით, რომლის მიხედვითაც ცოფზე აცრების ხანდაზმულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 თვეს. ცოფზე აცრილი ცხოველების ქალაქებსა და რაიონებში შეყვანა-გამოყვანა დასაშვებია აცრიდან 30 დღის შემდეგ.
მუხლი 4. ღონისძიებანი ცოფის კერების ლიკვიდაციისათვის
1. ცოფის დაავადებაზე დიაგნოზის დადგენა წარმოებს კომპლექსურად: ეპიზოოტოლოგიური, კლინიკური, პათანატომიური მონაცემებითა და ძირითადად, ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე.
2. ცოფის დაავადებაზე ლაბორატორიული გამოკვლევები ტარდება საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ვეტერინარული დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის ცენტრალურ ლაბორატორიაში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერინარულ ლაბორატორიაში.
3. ცოფის დაავადებაზე სადიაგნოსტიკოდ ვეტერინარულ ლაბორატორიაში იგზავნება შემდეგი სახის პათოლოგიური მასალა: წვრილი ცხოველების ახალი ლეში ან თავი, მსხვილი ცხოველების თავი ან თავის ტვინი ახალი ან დაკონსერვებული 30-50%-იან გლიცერინის ხსნარში. პათოლოგიური მასალის აღება უნდა მოხდეს სტერილურ პირობებში პირადი პროფილაქტიკის მკაცრი დაცვით.
4. ლაბორატორიული გამოკვლვის შედეგი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პათოლოგიური მასალის გამომგზავნი რაიონის (ქალაქის) სახელმწიფო ვეტერინარულ დაწესებულებას და ვეტერინარიის დეპარტამენტს.
5. ცოფის დაავადების გამოვლინების შემთხვევაში რაიონის, ქალაქის მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი ოპერატიულად და წერილობით აცნობებს მომიჯნავე რაიონების სახელმწიფო ვეტერინარულ დაწესებულებებს, ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივ ორგანოს, ადგილობრივ ხელმძღვანელ ორგანოებს, ვეტერინარიის დეპარტამენტს.
6. ტერიტორია, სადაც გამოვლინდა ცოფის დაავადება ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რაიონის მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის წარდგინებით და რაიონის გამგეობის, ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ცხადდება ცოფის დაავადების მხრივ არაკეთილსაიმედოდ.
7. ცოფის დაავადების მხრივ, არაკეთილსაიმედოდ უნდა გამოცხადდეს რაიონის (ქალაქის) კვარტალი, ქუჩა, ეზო, სოფელი, დაბა, დასახლებული პუნქტი, საძოვარი, პირუტყვის გადასარეკი ტრასის მონაკვეთი, ტყის მასივი, ნაკრძალის ნაწილი და სხვ.
8. რაიონის (ქალაქის) მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი შეიმუშავებს ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა გეგმის პროექტს და წარუდგენს მას რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანოებს განსახილველად.
9. იმუნურ-ბუფერული ზონის შექმნის მიზნით, ცოფის კერის ირგვლივ უნდა გატარდეს ცოფის ყველა ამთვისებელი ცხოველის იძულებითი რკალური პროფილაქტიკური ვაქცინაცია, 2-3 კმ. რადიუსით (განურჩევლად წინა ვაქცინაციის ჩატარების ვადებისა).
10. გარეულ მტაცებელ ცხოველებში ცოფის გაჩენისას რაიონის (ქალაქის) მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მონადირეთა კავშირის და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაცია-დაწესებულებებთან ერთად იღებს ზომებს არაკეთილსაიმედო კერაში ცოფის ამთვისებელი ცხოველების სულადობის შესამცირებლად რეკომენდებულ ყველა ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით (დახოცვა, დაჭერა, სოროებისა და ბუნაგების დაგაზვა, შეწამვლა და სხვ) სანადირო სეზონურობის გათვალისწინების გარეშე.
11. ცოფის დაავადების მხრივ არაკეთილსაიმედო კერაში:
ა) კატეგორიულად აკრძალულია ძაღლებისა და კატების გამოფენების და ბაზრობების მოწყობა, ძაღლების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანა, სანადიროდ გაყვანა-გადაყვანა შეზღუდვების მოხსნამდე;
ბ) აუცილებელია ცოფით დაავადებული და დაავადების მხრივ ყველა საეჭვო ცხოველის დაუყოვნებლივ იზოლირება და მათი ლიკვიდაცია გარდა იმ ცხოველისა, რომელმაც დაკბინა, დადორბლა ადამიანი ან ცხოველი. ასეთი ცხოველის მიმართ უნდა გატარდეს ღონისძიებანი, რომელიც გათვალისწინებულია დაავადებული ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველის შემთხვევაში;
გ) ცოფით მკვდარი, დაავადების გამო მოკლული და დაავადებაზე საეჭვო ცხოველის ლეში ექვემდებარება უტილიზაციას ვეტერინარულ სანიტარიული წესების დაცვით;
დ) შემჭიდროებულ ვადში უნდა ჩატარდეს ყველა ჯანმრთელი ძაღლის, კატის და ცოფის ამთვისებული ყველა სხვა სახეობის ცხოველის სავალდებულო იძულებითი აცრები განურჩევლად იმუნიტეტის ვადისა;
ე) ცოფით დასენიანებაზე საეჭვო ცხოველების იძულებითი აცრები უნდა ჩატარდეს ვაქცინის გამოყენების დარიგების შესაბამისად. უნდა მოხდეს აცრილი სულადობის მკაცრი იზოლირება აცრების დამთავრებიდან 60 დღის განმავლობაში;
ვ) ცოფიანი და დაავადების მხრივ საეჭვო ცხოველების მკურნალობა და დაავადების საწინააღმდეგოდ აცრა აკრძალულია;
ზ) ცოფით დასენიანებაზე საეჭვო სასოფლო-სამეურნეო და ბეწვიანი ცხოველების, რომლებიც აცრილი არიან ამ დაავადების საწინააღმდეგოდ დაკვლა და მათი დაკვლის პროდუქტების გამოყენება დაიშვება ,,საკლავი ცხოველების ვეტერინარულ შემოწმებასა და ხორცისა და ხორცპროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის წესების“ შესაბამისად;
თ) ცოფის მხრივ არაკეთილსაიმედო ფერმაში (ნახირში, ფარაში, ჯოგში) კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველებისაგან მიღებული რძე (ცოფზე აცრილი ცხოველების ჩათვლით) დასაშვებია გამოყენებულ იქნეს ადამიანის საკვებად 80-850 C გრადუსზე 30- წუთიანი პასტერიზაციის ან 5 წუთიანი დუღილის შემდეგ:
ი) ცოფიანი და დაავადების მხრივ საეჭვო ცხოველების სადგომები, ცხოველების მოვლის საგნები, ცხოველების მომვლელი პერსონალის დადორბლილი ტანსაცმელი და სხვა გამონაყოფებით დასვრილი საგნები ექვემდებარებიან დეზინფექციას მოქმედი ინსტრუქციის შესაბამისად.
12. ცოფის მხრივ არაკეთილსაიმედო კერაში შეზღუდვები მოიხსნება რაიონის (ქალაქის) მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის წარდგინებით ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით შეზღუდვების მოხსნის წინა დასკვნით ღონისძიებათა ჩატარებისა და ცხოველის ცოფით დაავადების უკანასკნელი შემთხვევიდან 2 თვის გასვლის შემდეგ.
13. საზღვარგარეთიდან და ქვეყნის ტერიტორიიდან ძაღლების, კატების და ცოფის ამთვისებელი ყველა სახეობის ცხოველების შემოყვანა-გაყვანა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ გაცემული სერტიფიკატით, ცოფის საწინააღმდეგო აცრების თარიღის აღნიშვნით.
14. სასაზღვრო-სატრანსპორტო სახელმწიფო ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემულ სერტიფიკატში გაურკვევლობისა და ცხოველის ჯანმრთელობაზე ეჭვის მიტანის ყველა შემთხვევაში, ცხოველები ექვემდებარებიან იზოლაციას, საკარანტინო ზედამხედველობის ორგანოების სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე.
15. აკრძალულია სახელმწიფო საბაჟო ზონაში და ტერმინალის ტერიტორიაზე ძაღლებისა და ცოფის ამთვისებელი ყველა სახეობის ცხოველების შენახვა, გარდა ცოფზე აცრილი სპეცდანიშნულების ძაღლებისა.
16. რაიონის (ქალაქის) მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი, ვალდებულია ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად, შეიმუშაოს ცოფთან ბრძოლის კომპლექსური გეგმა, განახორციელოს ამ სამსახურთან ერთად, საგანმანათლებლო მუშაობა პრესის, რადიოს, ტელევიზიის და სხვა საინფორმაციო საშუალებათა ფართო გამოყენებით, მოსახლეობისათვის ცოფის დაავადების მოსალოდნელი საშიშროებისა და პროფილაქტიკის საკითხზე.
17. ცოფთან ბრძოლის ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევებისათვის პირი პასუხს აგებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
ღორის კლასიკურ ჭირთან ბრძოლის პროფილაქტიკურ
და საკარანტინო ღონისძიებათა წესი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 27 ივნისის ბრძანება №2-123 - ვებგვერდი, 27.06.2014წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ღორის კლასიკური ჭირი (Pestis suum) – (შემდგომში - ჭირი), ღორის ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, სისხლძარღვებისა და სისხლმბადი ორგანოების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება, მსხვილი ნაწლავების კრუპოზულ-დიფთერიული ანთება.
2. ჭირთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
წინამდებარე წესის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ღორი - ცხოველი ღორების ოჯახიდან, მათ შორის, გარეული ღორი;
ბ) გარეული ღორი - ღორი, რომლის შენახვა და მოშენება არ ხდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე;
გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის, მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი არ მოიცავს სასაკლაოს, სატრანსპორტო საშუალებას და, ასევე, შემოღობილ ტერიტორიას, სადაც ბინადრობენ გარეული ღორები და მათზე ნებადართულია ნადირობა;
დ) ფერმა - ობიექტი, სადაც ხდება ღორების მოშენება ან შენახვა, მუდმივად ან დროებით;
ე) ჭირით ინფიცირებული ღორი - ღორი ან ღორის სხეული, რომელშიც კლინიკური სიმპტომებით, სიკვდილის შემდგომი დაზიანებებით ან ლაბორატორიული გამოკვლევით დასტურდება ჭირის არსებობა;
ვ) ჭირის ეპიზოოტია - ჭირის ერთი ან მეტი შემთხვევის გამოვლენა მოცემულ ტერიტორიაზე;
ზ) ჭირის პირველადი ეპიზოოტია - დაავადების გამოვლენა, რომელიც ეპიზოოტიურად არ არის დაკავშირებული ქვეყნის იმავე რეგიონში წინა გამოვლენასთან, ან პირველი გამოვლენა ქვეყნის სხვა რეგიონში;
თ) ინფიცირებული ზონა - ტერიტორია, სადაც გარეულ ღორებში დადასტურებულია ჭირის ერთი ან მეტი შემთხვევა და ადგილზე განხორციელდა წინამდებარე წესის მე-15 ან მე-16 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები;
ი) გარეული ღორების მეტაპოპულაცია - გარეული ღორების ნებისმიერი ჯგუფი ან ქვეპოპულაცია, რომელთაც შეზღუდული კონტაქტი აქვთ სხვა ჯგუფებთან ან ქვეპოპულაციასთან;
კ) მფლობელი - პირი, რომელსაც ჰყავს ღორები საკუთრებაში ან ფლობს აღნიშნულ ცხოველებს ფინანსური მოგების ან სხვა მიზნით;
ლ) სააგენტოს მიერ უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმი (შემდგომში - უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმი) - ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სააგენტოს მიერ უფლებამოსილია ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის;
მ) დამუშავება - მაღალი რისკის მასალისადმი განხორციელებული ქმედების ერთ-ერთი სახე ჭირის ვირუსის განეიტრალების მიზნით;
ნ) სურსათის ნარჩენი - ნარჩენი რესტორნიდან, საზოგადოებრივი კვების ობიექტიდან ან სამზარეულოდან, ფერმერების ან ღორების მომვლელი პირების საოჯახო მეურნეობიდან;
ო) ვაქცინა - იმუნიტეტის წარმოქმნის უნარის მქონე ვაქცინა, რომელიც განსხვავდება ველურ ბუნებაში ვირუსის სპონტანური ინფექციით გამოწვეული იმუნური რეაქციისაგან;
პ) დაკვლა - ცხოველის სიკვდილის გამოწვევა სისხლის გამოშვებით;
ჟ) ღორების მაღალი სიმჭიდროვის ზონები - ნებისმიერი გეოგრაფიული ზონა 6 კილომეტრის რადიუსით იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარშემო, სადაც მოთავსებულია ჭირის ვირუსით სავარაუდოდ ინფიცირებული ღორები, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე ღორების განთავსების სიმჭიდროვე აღემატება 800 ღორს ერთ კვადრატულ კილომეტრზე ან ფერმებში - 300 ღორს ერთ კვადრატულ კილომეტრზე;
რ) კონტაქტური ფერმა - ობიექტი, სადაც ჭირი შეიძლება გამოვლინდეს ადგილმდებარეობის, პირების, ღორების ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებების შედეგად ან სხვა გზით;
ს) ეპიზოოტიური კერა - ღორის სადგომი ან ირგვლივ მყოფი ტერიტორია, რომელზეც იმყოფება ჭირის აღმძვრელის ერთი ან რამდენიმე წყარო;
ტ) არაკეთილსაიმედო პუნქტი - დასახლებული ადგილი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან მეღორეობის ფერმა, რომლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ერთი ან მეტი ეპიზოოტიური კერა.
მუხლი 3. ჭირის შესახებ შეტყობინების ვალდებულება
1. ჭირის საეჭვო ან დადასტურებული ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, მფლობელი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს.
2. ჭირის დადასტურების ნებისმიერ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დაავადების შესახებ გაუგზავნოს შეტყობინება და მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო ეპიზოოტიურ ბიუროს (OIE), დადგენილი წესით.
მუხლი 4. ჭირის პროფილაქტიკა და ზომები ჭირის არსებობაზე ეჭვის მიტანის შეთხვევაში
1. ჭირის ვირუსის შეტანისაგან, ფერმის დაცვის მიზნით, მფლობელი ვალდებულია:
ა) ფერმა დააკომპლექტოს ჭირზე კეთილსაიმედო ფერმიდან შეყვანილი ჯანმრთელი ღორებით;
ბ) ახლად შეყვანილი ღორები შეინახოს იზოლირებულად 30 დღის განმავლობაში. მხოლოდ ჭირის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, დაუშვას ისინი საერთო კოლტში ან გადაიყვანოს სხვა სადგომში ვეტერინარი ექიმის თანხმობით;
გ) არ დაუშვას:
გ.ა) ჭირის მიმართ არაკეთილსაიმედო ფერმასთან სამეურნეო კავშირი;
გ.ბ) კავშირი ისეთ ფერმასთან, რომელიც იყენებს ღორების საკვებად სასაკლაოს და სურსათის ნარჩენებს;
გ.გ) სხვა ღორების დაგრილება ფერმის ტერიტორიაზე მათი კუთვნილი კერატებით (მწარმოებლებით);
გ.დ) ტერიტორიაზე და ფერმაში უცხო პირებისა და ტრანსპორტის შესვლა, რომელიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ტერიტორიის და ფერმის მომსახურეობასთან. ცალკეულ შემთხვევაში, ტერიტორიაზე შესვლა დასაშვებია მფლობელის ნებართვით, ვეტერინარი ექიმის თანხმობით;
გ.ე) ტერიტორიაზე და ფერმაში შემსვლელი პირი, სანიტარულ გამშვებში შხაპის მიღების, სპეციალური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლით შემოსვის გარეშე;
გ.ვ) ღორების გადაჯგუფება სხვა სადგომში ან მის ფარგლებს გარეთ, ვეტერინარი ექიმის ნებართვის გარეშე;
დ) დაიცვას ვეტერინარულ - სანიტარული და ზოოჰიგიენური მოთხოვნები.
2. ფერმები უნდა იმყოფებოდეს დახურული ტიპის საწარმოო რეჟიმზე. მოსახლეობაში ღორების ეზოებრივი შენახვისას, მათი გამოზრდა უნდა ხდებოდეს იზოლირებულად, სპეციალურად აგებულ სადგომებში, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით.
3. საკვები სამზარეულოები განლაგებული უნდა იქნეს ფერმიდან მოშორებით და საკვების მიღების, შენახვის, მომზადების ტექნოლოგიური პროცესები ტარდებოდეს იზოლირებულად, ამ საქმიანობისათვის სპეციალურად გამოყოფილი პერსონალის მეშვეობით.
4. საერთო პროფილაქტიკურ ღონისძიებებთან ერთად, ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების საკითხს წყვეტს სააგენტო, ამ წესის და ვაქცინის დარიგების მოთხოვნათა შესაბამისად:
ა) ეპიზოოტიური კერიდან ჭირის აღმძვრელის შეტანის უშუალო საშიშროების დროს;
ბ) ფერმაში, რომელიც კომპლექტდება ნაკრები სულადობით, ასევე რომლებიც იყენებენ ღორების საკვებად სასაკლაოს და სურსათის ნარჩენებს;
გ) ფერმაში, რომელიც მდებარეობს ხორცის გადამამუშავებელ საწარმოსთან ახლოს, ასევე ჭირის მიმართ არაკეთილსაიმედო ქვეყნის სახელმწიფო საზღვართან ახლოს;
დ) ფერმაში, რომელიც განლაგებულია ზონაში, სადაც არის, ან უკანასკნელი სამი წლის მანძილზე აღინიშნებოდა გარეული ღორების ჭირით დაავადების შემთხვევები.
5. ჭირზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს ამის შესახებ სააგენტოს და, უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმის მოსვლამდე, გაატაროს შემდეგი ღონისძიებები:
ა) გამოაცალკევოს ავადმყოფი და დაავადებაზე საეჭვო ღორები და მიამაგროს მათ მოსავლელად სპეცტანსაცმლითა და ცალკე ინვენტარით აღჭურვილი მომვლელი პერსონალი;
ბ) არ დაუშვას ტერიტორიაზე და ფერმაში უცხო პირთა შესვლა, ასევე კავშირი ფერმებს შორის;
გ) აკრძალოს ღორების შეყვანა და გაყვანა, საკვების, მოწყობილობების და ინვენტარის, ღორების დაკვლისას მიღებული ხორცის და სხვა პროდუქტების, ასევე ნედლეულის გატანა, ღორების სულადობის გადაჯგუფება ტერიტორიის შიგნით;
დ) არ დაუშვას ტრანსპორტის გამოსვლა ტერიტორიიდან სადეზინფექციო დამუშავების გარეშე, ასევე ნაკელისა და ქვეშსაფენის გატანა ტერიტორიის გარეთ;
ე) ჭირზე ეჭვის მიტანის ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმის გამოცხადება ადგილზე, რომელიც ვეტერინარ ექიმთან ერთად ღებულობს ზომებს დიაგნოზის დასადგენად და დაავადების გავრცელების ასაცილებლად.
6. ჭირის საეჭვო ნიშნების არსებობისას, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მთლიან სულადობაზე წესდება დაკვირვება. სააგენტომ, ვეტერინარ ექიმთან და მფლობელთან ერთად, უნდა უზრუნველყოს:
ა) სხვადასხვა კატეგორიის ყველა ღორის კლინიკური დათვალიერება და დათვლა, მკვდარი და თითოეულ კატეგორიის მიხედვით, სავარაუდოდ ინფიცირებული ღორების ჩამონათვალის შედგენა, რომელიც უნდა ახლდებოდეს თაობების დაბადების ან სიკვდილიანობის შემთხვევაში, მთელი საეჭვო პერიოდის განმავლობაში (საბოლოო დიაგნოზის დადგომამდე);
ბ) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვისა და ანალიზის ჩატარება, კონტაგიოზურობის ხარისხის დადგენა ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
გ) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) სიტუაციის დაზუსტება ირგვლივ მყოფ პოპულაციაში;
დ) მკვდარი ღორების ლეშების განადგურება ან უტილიზაცია, საეჭვო ფერმის ტერიტორიაზე;
ე) ფერმაში და მის ტერიტორიაზე ცოცხალი ღორების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ცხოველთა სხვა სახეობების შეყვანისა და გაყვანის აკრძალვა. სააგენტომ უნდა გააგრძელოს აკრძალვები და მოითხოვოს შესაბამისი ზომების გამოყენება მღრღნელების და მწერების გასანადგურებლად.
7. დაუშვებელია დაკლული ცხოველის ტანხორცის, სავარაუდოდ ჭირით ინფიცირებული ღორის ხორცის, მისი პროდუქტების, სპერმის, კვერცხუჯრედის და ემბრიონის, ცხოველის საკვების, ჭურჭლის, მასალების ან ნარჩენების გატანა სააგენტოს ნებართვის გარეშე.
8. უცხო პირების ან სატრანსპორტო საშუალებების ფერმის ტერიტორიაზე და ფერმის ტერიტორიიდან გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ სააგენტოს წერილობითი ნებართვის საფუძველზე. სატრანსპორტო საშუალებას შესვლა-გასვლის დროს უკეთდება დეზინფექცია.
9. ფერმის ტერიტორიაზე და ფერმის შესასვლელ - გასასვლელებში ეწყობა დეზობარიერი და დეზოხალიჩები. ფერმაში შემსვლელმა და გამომსვლელმა პირებმა უნდა შეასრულონ შესაბამისი ჰიგიენური პროცედურები, რომელიც საჭიროა ჭირის ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად.
10. ჭირის დიაგნოზს ადგენენ ეპიზოოტოლოგიური, კლინიკური და პათანატომიური მონაცემების საფუძველზე. საბოლოო დიაგნოზი დგინდება ლაბორატორიის მიერ. დიფერენციალური დიაგნოზისთვის უნდა გამოირიცხოს ღორის აფრიკული ცხელება, ვირუსული განსტროენტერიტი, დიზენტერია, სალმონელოზი, პასტერელოზი, წითელი ქარი და ჭირის ნიშნების მქონე სხვა დაავადებები.
მუხლი 5. ზომები ფერმაში ჭირის დადასტურების შემთხვევაში
1. ჭირის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) ვეტერინარული კარანტინის დროს ცხოველთა საკარანტინო დაავადებების აღმძვრელის გავრცელების, ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის, კარანტინის დაწესებას, მოხსნას და მისი განხორციელების ხელშეწყობას;
ბ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და იძულებითი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას.
2. ჭირზე კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:
ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე − სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ;
ბ) ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე − ამ თვითმმართველ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ.
3.არაკეთილსაიმედო პუნქტის ტერიტორიაზე კარანტინის პირობებით იკრძალება:
ა) ფერმიდან ღორების გაყვანა და ფერმაში შეყვანა, ასევე უმი ხორცის, ორგანოებისა და მეცხოველეობის სხვა პროდუქტების გატანა;
ბ) ვეტერინარი ექიმის ნებართვის გარეშე ღორების გადაჯგუფება და დაკვლა;
გ) ყველა სახის ტრანსპორტის გასვლა, ასევე მომსახურე პერსონალის გასვლა ზედა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის სანიტარული დამუშავების გარეშე;
დ) კარანტინს დაქვემდებარებული, დამცავი და საკონტროლო ზონებიდან ცოცხალი ღორის, ღორის ხორცის და მისი უმი პროდუქტების ბაზრებსა და ბაზრობებზე გაყიდვა;
ე) მოსახლეობისა და სხვა უცხო პირების, ტრანსპორტის შესვლა, თუ ის დაკავშირებული არ არის არაკეთილსაიმედო პუნქტის ტერიტორიაზე არსებულ სხვა ობიექტების მომსახურებასთან;
ვ) მეცხოველეობაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვების დამზადება და გატანა.
4. სააგენტომ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ზომების გარდა უნდა გამოიყენოს სხვა ზომები, მათ შორის:
ა) ჭირის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ფერმაში არსებული ყველა ღორის დაუყოვნებლივ დაკვლა სააგენტოს ზედამხედველობით;
ბ) ღორების დაკვლის შემდეგ აღებული სათანადო რაოდენობის ნიმუშების გამოკვლევისათვის გადაგზავნა შესაბამის ლაბორატორიაში, რათა დადგინდეს ჭირის შეტყობინებამდე ფერმაში ჭირის შეტანის გზები და მისი შესაძლო არსებობის დროის ხანგრძლივობა;
გ) მკვდარი ან დაკლული ღორის გამოშიგნული სხეულის დამუშავება სააგენტოს ზედამხედველობით;
დ) ფერმაში ჭირის სავარაუდო შეტანის და სათანადო ზომების გატარების პერიოდებს შორის შეგროვებული ღორის სპერმის, კვერცხუჯრედის და ემბრიონების აღრიცხვა და განადგურება სააგენტოს ზედამხედველობით;
ე) სავარაუდოდ ინფიცირებული ყველა ნარჩენის, მათ შორის ფურაჟის განადგურება, ასევე, ყველა ერთჯერადი მასალის განადგურება, რომელიც შეიძლება დაინფიცირდეს დაკვლის დროს. აღნიშნული განადგურებული უნდა იქნეს სააგენტოს ზედამხედველობით;
ვ) ღორების მოცილების შემდეგ, ღორების განთავსებისათვის გამოყენებული სადგომები, გატყავებული და გამოშიგნული სხეულის ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული საშუალებები და მოწყობილობა, ექსკრემენტები და სუსპენზიები, რომლებიც შესაძლოა დაინფიცირდეს, უნდა გაიწმინდოს, მოხდეს მათი დეზინფექცია ან დამუშავება ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად;
ზ) ჭირის პირველადი ეპიზოოტიის შემთხვევაში, ჭირის ვირუსის გამოყოფა და გენეტიკური ტიპის დადგენა ლაბორატორიული გამოკვლევის გზით;
თ) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის განხორციელება ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
ი) ფერმის შემდგომი დაკომპლექტებისას, ღორების ვაქცინაციის საკითხის გადაწყვეტა ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და ვაქცინის დარიგების მოთხოვნათა შესაბამისად.
5. რეპროდუქტიულ ფერმაში, სადაც არაკეთილსაიმედო სულადობის დაკვლა მიზანშეწონილად არ მიიჩნევა, სააგენტო აწარმოებს ღორების ყოველდღიურ კლინიკურ დათვალიერებას და თერმომეტრიას. კლავენ ყველა ავადმყოფ და ავადმყოფობაზე საეჭვო ღორს, ასევე ზრდა - განვითარებაში ჩამორჩენილ და სუსტ, ფილტვისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე სულადობას. ნორმალური ტემპერატურის მქონე ყველა დანარჩენ სულადობას, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ცრიან ჭირის საწინააღმდეგოდ ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის და ვაქცინის დარიგების მოთხოვნათა შესაბამისად - შემჭიდროვებულ ვადაში. ვაქცინაციის შემდეგ ახდენენ აცრილ ღორებზე კლინიკურ დათვალიერებას და მაღალი ტემპერატურის, ძლიერი დათრგუნვისა და უმადობის გამოვლენისას, სულადობა იკვლება.
6. ზოოპარკებში, ნაკრძალებში, ლაბორატორიებში, სადაც ღორების შენახვა ხდება მეცნიერული მიზნებისთვის ან სახეობების ან იშვიათი ჯიშების დაცვის მიზნებისთვის, ჭირის ეპიზოოტის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტომ შეიძლება განახორციელოს გადაუდებელი ვაქცინაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ეპიზოოტიურ კერებში ჭირის შეჭრა-შეტანის გზებისა და დროის დადგენა.
8. ჭირის შეჭრა-შეტანის და ოფიციალური ზომების მიღების პროცედურებს შორის შეგროვებული სპერმა, კვერცხუჯრედი და ემბრიონი უნდა აღირიცხოს და განადგურდეს საააგენტოს კონტროლის ქვეშ.
9. სავარაუდოდ ინფიცირებული ყველა ნივთი, ინვენტარი და ნარჩენი უნდა დამუშავდეს. ყველა ერთჯერადი მასალა, რომელიც შეიძლება დაიფინცირდეს (მათ შორის, დაკვლის პროდუქტებისთვის გამოყენებული) უნდა განადგურდეს. აღნიშნული ზომები უნდა განხორციელდეს უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმის მითითებების შესაბამისად.
10. სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დაავადებული და დაავადებაზე საეჭვო ღორები იკვლება სანიტარულ სასაკლაოზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სასაკლაოზე ცალკე ცვლაში. ხორცისა და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავება-გამოყენების საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. სასაკლაოზე ღორების დასაკლავად შეყვანა და დაკვლის პროდუქტების შეტანა ხდება სითხეგაუმტარი ძარიანი ავტოტრანსპორტით. იკრძალება გზაზე გაჩერება და ღორების დაკვლა. გადაზიდვის ყოველ შემთხვევაზე გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ვეტერინარული დოკუმენტი. სასაკლაოდან გამოსვლისას ავტომანქანები გულმოდგინედ იწმინდება (ირეცხება) და უტარდება დეზინფექცია, ჭირის გასანეიტრალებლად დატვირთვა - გადმოტვირთვაზე მომუშავე პირთა სპეცტანსაცმელი დეზინფიცირდება.
12. სასაკლაოში ჭირით დაავადებული და სავარაუდოდ დაინფიცირებული ღორების გადაყვანისა და ტანხორცის გადატანისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება ღორების მფლობელსა და სასაკლაოს მფლობელ ბიზნესოპერატორს.
13. ჭირით დაავადებული, დაავადებაზე და გაუვნებლებაზე საეჭვო ღორების, ასევე ჭირის საწინააღმდეგოდ აცრილ და დაკვლის წინ მაღალი ტემპერატურის მქონე ღორის პროდუქტების გამოყენება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
14. ჭირით მკვდარი ცხოველების ლეშებს სპობენ დაწვით და ღრმად ჩამარხვით, ხოლო უტილიზაციის დანადგარის არსებობის შემთხვევაში კი უტარებენ უტილიზაციას.
მუხლი 6. ზომები ფერმებში ჭირის დადასტურების შემთხვევაში
ჭირის დადასტურების შემთხვევაში, ღორების გასუქებისათვის, სააგენტოს შეუძლია არ განახორციელოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები ისეთ ფერმებში, სადაც გამოყოფილია ცალკე სადგომები ღორების განთავსებისათვის, მოვლა-შენახვისა და კვებისათვის და ჭირის გავრცელება ერთი სადგომიდან მეორეში შეუძლებელია.
მუხლი 7. ზომები კონტაქტურ ფერმებში
1. კონტაქტურია ფერმა, თუ უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმი ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგად აღმოაჩენს ან ჩათვლის, რომ ჭირი შეტანილია ამ წესის მე-4 ან მე-5 მუხლში მითითებული ფერმიდან.
2. ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები გამოყენებული უნდა იქნეს ასეთ ფერმებში მანამ, სანამ არ გამოირიცხება ჭირის არსებობის ეჭვი.
3. ეპიზოოტიური სიტუაციიდან გამომდინარე, სააგენტომ კონტაქტურ ფერმებში უნდა გამოიყენოს ამ წესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ზომები.
მუხლი 8. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა
ჭირის ეპიზოოტიასთან ან საეჭვო შემთხვევებთან დაკავშირებით, ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა წარმოებს ამ წესის მე-20 მუხლში მითითებული საგანგებო გეგმების ფარგლებში მომზადებული კითხვარის საფუძველზე. თუ გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ჭირი შეიძლება გავრცელდეს სხვა მეზობელ სახელმწიფოებში, მათ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამის შესახებ.
მუხლი 9. დამცავი და საკონტროლო ზონების შექმნა
1. ჭირის დიაგნოზის ოფიციალურად დადასტურებისთანავე, სააგენტომ, ეპიზოოტიის კერის გარშემო, არანაკლებ 6 კმ რადიუსით, უნდა შექმნას საკონტროლო ზონა, რომელიც თავისთავად მოიცავს დამცავ ზონას, არანაკლებ 3 კმ რადიუსის ფარგლებში. ამ წესის მე-10 და მე-11 მუხლებში მითითებული ზომები მიღებულ უნდა იქნეს შესაბამის ზონებში.
2. ზონების შექმნისას, სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს:
ა) ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგები;
ბ) ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრები;
გ) ფერმების ადგილმდებარეობა და სიახლოვე;
დ) გადაადგილების და ღორებით ვაჭრობის პრინციპები და სასაკლაოს ხელმისაწვდომობა;
ე) სადგომები და პერსონალი, რომელიც აკონტროლებს ღორების ნებისმიერ გადაადგილებას აღნიშნულ ზონებში, დასაკლავი ღორების ფერმიდან გაყვანის აუცილებლობა.
3. თუ ზონა მოიცავს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიის ნაწილსაც, შესაბამისმა უწყებებმა უნდა ითანამშრომლონ სააგენტოსთან ზონის დადგენის საკითხზე.
4. სააგენტომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, მათ შორის, გამოიყენოს შესამჩნევი აღნიშვნები და გამაფრთხილებელი შეტყობინებები, მედიარესურსები, იმის უზრუნველსაყოფად, რომ დამცავ და საკონტროლო ზონებში მყოფი პირები სრულად იყვნენ ინფორმირებულნი ამ წესის მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად მოქმედი შეზღუდვების შესახებ.
მუხლი 10. ზომები შექმნილ დამცავ ზონებში
1. საკარანტინო მოთხოვნებით, სააგენტო, ეპიზოოტის კერის გარშემო, არანაკლებ 6 კმ რადიუსით, ქმნის საკონტროლო ზონას, რომელიც შედის არანაკლებ 3 კმ რადიუსის ფარგლების მქონე დამცავ ზონაში. სააგენტომ, დამცავ ზონებში, უნდა უზრუნველყოს შემდეგი ზომების განხორციელება:
ა) ღორების კლინიკური შემოწმების, საიდენტიფიკაციო ნიშნების და რეგისტრაციის შემოწმებისათვის, ყველა ფერმის უმოკლეს დროში აღწერა, ვეტერინარი ექიმის მიერ;
ბ) საზოგადოებრივი სარგებლობის ან ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებულ გზებზე ღორების გადაადგილების და ტრანსპორტირების აკრძალვა, თუ ეს ღონისძიებები არ ზღუდავს ფერმებთან დაკავშირებას და ამ მუხლის მე-5 პუნქტით მითითებული გადაადგილება ნებადართული არ იქნება სააგენტოს მიერ. აღნიშნული აკრძალვა არ გამოიყენება ღორების ავტომაგისტრალით ან რკინიგზით გადაყვანისას, გადმოტვირთვის ან შესვენების გარეშე. შეზღუდვა ვრცელდება დამცავი ზონის ფარგლებს გარე ტერიტორიიდან მომავალი და აღნიშნულ ზონაში მდებარე სასაკლაოსკენ მიმავალ გზაზეც.
2. სატვირთო ავტომობილები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები, მოწყობილობა, რომელიც შეიძლება ინფიცირებული იყოს (გატყავებული და გამოშიგნული ღორი, ფურაჟი, ნაკელი და სხვა) უნდა გაიწმინდოს (გაირეცხოს), მოხდეს მათი დეზინფექცია ამ წესის მე-12 მუხლში განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ღორების გადაზიდვაში გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება არ შეიძლება გავიდეს დამცავი ზონიდან გაწმენდისა (გარეცხვის) და დეზინფექციის, შემდგომში კი სააგენტოს ნებართვის გარეშე.
3. დაუშვებელია სხვა შინაური ცხოველის ფერმაში შეყვანა ან ფერმიდან გაყვანა სააგენტოს თანხმობის გარეშე.
4. ფერმაში ღორების დაავადების და სიკვდილიანობის შემთხვევები უნდა ეცნობოს სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს დაავადებული და მკვდარი ღორების ლაბორატორიულ გამოკვლევას.
5. დაუშვებელია ღორების ფერმიდან გაყვანა, სადაც ისინი იმყოფებიან ინფიცირებული ფერმის დასუფთავების და დეზინფექციის დასრულებიდან არანაკლებ 30 დღის მანძილზე. 30 დღის შემდგომ ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული პირობის საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან ღორების გაყვანა მხოლოდ:
ა) მის მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე;
ბ) გადასამუშავებელ საწარმოში ან შესაბამის ადგილზე, სადაც მოხდება ღორების დაუყოვნებლივ დაკვლა და მათი სხეულის დამუშავება სააგენტოს ზედამხედველობით.
6. სპერმა, კვერცხუჯრედი და ემბრიონი არ უნდა იქნეს გატანილი დამცავ ზონაში მდებარე ფერმიდან.
7. პირი, რომელიც შედის ფერმაში ან გამოდის ფერმიდან, ვალდებულია დაიცვას შესაბამისი ჰიგიენური მოთხოვნები.
8. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვების 30 დღეზე მეტი ხნის გაგრძელების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია, მფლობელის დასაბუთების შემდეგ, დაუშვას ღორების ფერმიდან გაყვანა დამცავ ზონაში, საიდანაც ღორები პირდაპირ გადაყვანილ უნდა იქნან:
ა) დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, რომელიც უმჯობესია მდებარეობდეს დამცავ ან საკონტროლო ზონაში;
ბ) გადასამუშავებელ ქარხანაში ან შესაბამის ადგილზე, სადაც ხდება ღორების დაუყოვნებლივ დაკვლა და მათი ტანხორცის დამუშავება სააგენტოს ზედამხედველობით.
9. ამ მუხლის მე-10 პუნქტის გამოყენებაზე მითითების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან ღორების გაყვანა იმ პირობით რომ:
ა) უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმი განახორციელებს ფერმაში არსებული ამ ღორების კლინიკურ შემოწმებას. შემოწმებისას აუცილებელია სხეულის ტემპერატურის გაზომვა, საიდენტიფიკაციო ნიშნების და რეგისტრაციის შემოწმება;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოწმება არ ადასტურებს ჭირის არსებობას;
გ) სატრანსპორტო საშუალებები, სადაც მოთავსებულია ღორები დალუქული უნდა იყოს სააგენტოს მიერ;
დ) სატრანსპორტო საშუალება და მოწყობილობა დაუყოვნებლივ გასუფთავდება (გაირეცხება) და მოხდება მისი დეზინფექცია ტრანსპორტირების შემდეგ ამ წესის მე-12 მუხლში განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
ე) ღორების მოკვლის ან დაკვლის შემდეგ აღებული ნიმუშები გაიგზავნება ლაბორატორიაში, ფერმაში ჭირის არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით.
10. თუ ღორების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სასაკლაოზე, აუცილებელია, რომ:
ა) სასაკლაოზე პასუხისმგებელი პირი წინასწარ ინფორმირებული იყოს სასაკლაოზე ღორის გადაყვანის შესახებ;
ბ) სასაკლაოზე ღორების განთავსება და დაკვლა უნდა მოხდეს ღორების სხვა პარტიისაგან განცალკევებით;
გ) განსაზღვრულ სასაკლაოზე ღორების დაკვლისწინა და დაკვლის შემდგომი შემოწმების დროს, სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს ღორის ჭირის არსებობის ნიშნები;
დ) ასეთი ღორის ხორცის მარკირება მოხდეს სპეციალური შტამპით. შტამპი უნდა იყოს ოვალური ფორმის, რომელზეც გავლებულია ორი პარალელური სწორი ხაზი, მათ შორის მანძილი სულ მცირე 1 სმ-ს უნდა შეადგენდეს, ხაზი უნდა კვეთდეს ოვალური ფორმის წრეს ისე, რომ მასზე დატანებული ინფორმაცია გარკვევით იკითხებოდეს. ამასთან, ორი პარალელური ხაზი ისევე აშკარა უნდა იყოს, როგორც ნიშნის გარე კიდე/ნაპირი ან ასეთი ღორის ხორცი ექვემდებარება განაცალკევებით გადამუშავებას და ის შეიძლება ჩაერთოს საერთაშორისო ვაჭრობაში იმ შემთხვევაში, თუ ხორცს გავლილი აქვს დამუშავების შემდეგი სახე:
დ.ა) სითბური დამუშავება ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, ცენტრისკენული ძალით 3,00 ან მეტი;
დ.ბ) დამუშავება ჰერმეტულ, დალუქულ ჭურჭელში (კონტეინერში) არანაკლებ 600 C ტემპერატურაზე 4 საათის განმავლობაში, რა პერიოდშიც ხორცის ნაჭრების სისქეში ტემპერატურა 30 წუთის განმავლობაში უნდა იყოს 700c. აღნიშნული პროცესი უნდა ხორციელდებოდეს მუდმივი მონიტორინგის ქვეშ.
ე) ამ პუნქტის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამუშავება განხორციელდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ დაწესებულებაში, სადაც ხორცი უნდა გაიგზავნოს დალუქულ მდგომარეობაში.
11. ამ მუხლის პირველი-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ზომების გამოყენება დამცავ ზონაში უნდა გაგძელდეს არანაკლებ:
ა) ინფიცირებული ფერმის გაწმენდის და დეზინფექციის განხორციელებამდე;
ბ) ყველა ფერმის ღორების კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმების განხორციელებამდე, ჭირის შესაძლო გამოვლინების მიზნით, ინფიცირებული ფერმების წინასწარი გასუფთავების და დეზინფექციის დასრულებიდან 30 დღის შემდეგ.
მუხლი 11. საკონტროლო ზონებში გასატარებელი ზომები
1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს საკონტროლო ზონებში შემდეგი ზომების გამოყენება:
ა) ზონის ყველა ფერმაში არსებული სულადობის აღწერა;
ბ) საზოგადოებრივი სარგებლობის ან ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებულ გზებზე ღორების გადაადგილების და ტრანსპორტირების აკრძალვა, თუ ეს ღონისძიებები არ ზღუდავს ფერმებთან დაკავშირებას. აღნიშნული არ ეხება ღორების ავტომაგისტრალით ან რკინიგზით გადაყვანას გადმოტვირთვის ან შეჩერების გარეშე. სააგენტოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს საკონტროლო ზონის ფარგლების გარე ტერიტორიიდან მომავალ და სასაკლაოს (თუ ის მდებარეობს საკონტროლო ზონაში) მიმართულებით ღორების დაუყოვნებლივ დაკვლისათვის გამოყენებულ გზაზეც;
გ) ღორების ან სხვა მასალის ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული იმ სატვირთო ავტომობილების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მოწყობილობის გადაადგილების აკრძალვა, ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული პროცედურებით დადგენილი გაწმენდის, გარეცხვის და დეზინფექციის ჩატარებამდე;
დ) სხვა შინაური ცხოველის ფერმაში შეყვანისა და ფერმიდან გამოყვანის აკრძალვა საკონტროლო ზონის შექმნიდან პირველი 7 დღის განმავლობაში; გამონაკლისი დაიშვება სააგენტოს ნებართვით;
ე) მფლობელისგან ფერმაში ღორების სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაციას მიღებისას, ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება;
ვ) ფერმიდან ღორების გაყვანის დაუშვებლობა ინფიცირებული ფერმის დასუფთავების და დეზინფექციის დასრულებიდან სულ მცირე 21 დღის მანძილზე. 21 დღის შემდეგ, ამ წესის მე-10 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული პირობების თანახმად, სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან ღორების გაყვანა იმ პირობით, რომ მათი გადაყვანა მოხდება:
ვ.ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე;
ვ.ბ) გადამამუშავებელ საწარმოში ან ისეთ ადგილზე, სადაც შესაძლებელია ღორების დაუყოვნებლივ დაკვლა და მათი სხეულის დამუშავება სააგენტოს კონტროლის ქვეშ, ან გამონაკლის შემთხვევაში, დამცავი ზონის ფარგლებში მდებარე სხვა სადგომებში;
ზ) ღორების სპერმის, კვერცხუჯრედისა და ემბრიონის დამცავ ზონაში მდებარე ფერმიდან გატანის აკრძალვა.
2. საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორთან შეთანხმების გათვალისწინებით, სააგენტოს შეუძლია სასაკლაოზე ტრასპორტირებულ და დაკლულ ღორებთან დაკავშირებით არ გაითვალისწინოს ამ წესის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-10 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები, ღორის ხორცის მარკირებასთან, მის შემდგომ გამოყენებასთან, დამუშავებული პროდუქტის საბოლოო გამოყენების ადგილთან დაკავშირებით.
3. ნებისმიერი პირი, რომელიც შედის ან გამოდის ფერმიდან ვალდებულია დაიცვას პირადი ჰიგიენური წესი, რომელიც საჭიროა ჭირის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით.
4. თუ ამ წესის მე-10 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვები გაგრძელდა 30-ზე მეტი დღის განმავლობაში, სააგენტოს შეუძლია, ფერმის მფლობელის დასაბუთების შემდეგ, დაუშვას ღორების ფერმიდან გაყვანა საკონტროლო ზონაში, რომელიც პირდაპირ გადაყვანილი უნდა იქნას:
ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრული სასაკლაოზე, უმჯობესია დამცავი ან საკონტროლო ზონის ფარგლებში;
ბ) გადასამუშავებელ ქარხანაში ან სხვა ადგილზე, სადაც შესაძლებელი იქნება ღორების დაუყოვნებელი დაკვლა და მათი სხეულის დამუშავება სააგენტოს კონტროლის ქვეშ, ან, გამონაკლის შემთხვევაში, დამცავი ზონის ფარგლებში მდებარე სხვა შენობა - ნაგებობებში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ზომების გამოყენება დამცავ ზონაში კვლავ უნდა გაგრძელდეს:
ა) ინფიცირებული ფერმის გაწმენდის (გარეცხვის), დასუფთავების და დეზინფექციის განხორციელებამდე:
ბ) ფერმის ყველა ღორის კლინიკურ და ლაბორატორიულ შემოწმებამდე ჭირის შესაძლო გამოვლინების მიზნით;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული შემოწმებების განხორციელება დაუშვებელია ინფიცირებული ფერმის წინასწარი გასუფთავების და დეზინფექციის დასრულებიდან 20 დღის გასვლამდე.
6. დამცავ და საკონტროლო ზონებში ჭირის საწინააღმდეგოდ ვაქცინის გამოყენების საკითხს წყვეტს სააგენტო ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის და ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების დარიგების შესაბამისად.
მუხლი 12. დასუფთავება და დეზინფექცია
1. დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცედურების საერთო პრინციპებია:
ა) დასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოები და, საჭიროების შემთხვევაში, ზომების განხორციელება მღრნელების და მწერების გასანადგურებლად, სააგენტოს მითითებებითა და ზედამხედველობით;
ბ) გამოსაყენებელი სადეზინფექციო საშუალებების შერჩევა საგენტოს მიერ;
გ) სავალდებულოა სადეზინფექციო საშუალებების მოქმედების ეფექტურობის შემოწმება გამოყენების წინ;
დ) სადეზინფექციო საშუალებების და დეზინფექციის პროცედურების შერჩევა დასამუშავებელი შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების და ობიექტის ტიპის გათვალისწინებით;
ე) ცხიმის მოსაცილებელი ნივთიერებების და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება ისეთ პირობებში, რომ ზიანი არ მიადგეს ან არ შემცირდეს აღნიშნული ნივთიერებების მოქმედების ეფექტურობა. დაცული უნდა იქნას მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პირობები, როგორიცაა წნევა, მინიმალური ტემპერატურა და საჭირო საკონტაქტო დრო.
2. დასუფთავებისა და დეზინფექციისას დაცული უნდა იქნას შემდეგი წესები:
ა) სადენზიფექციო საშუალებებით ქვეშსაფენის და ფეკალური მასის სრული გაჟღენთვა;
ბ) სადგომების დემონტაჟის შემდეგ მიწის, იატაკის, ჭერისა და კედლების, ასევე მოწყობილობებისა და ინსტალაციების გაწმენდა-გასუფთავება და ჯაგრისით გახეხვა;
გ) გაწმენდითი სამუშაოების დროს გამოყენებული წყლის გამოყენება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ თავიდან იქნას აცილებული ჭირის გავრცელების რისკი;
დ) თუ გაწმენდა წარმოებს სითხეებით, რომლებიც გამოიყენება წნევით, თავიდან უნდა იქნას აცილებული უკვე გასუფთავებული ნაწილის ხელახალი დაბინძურება;
ე) უნდა განხორციელდეს სავარაუდოდ დაბინძურებული მოწყობილობის, ინსტალაციის და საგნების გაწმენდა, დეზინფექცია ან განადგურება;
ვ) დეზინფექციის დამთავრების შემდეგ, თავიდან უნდა იქნას აცილებული განმეორებითი დაბინძურება;
ზ) დასუფთავებისა და დეზინფექციების პროცედურებთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების შესახებ უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერები. ჩანაწერები უნდა ინახებოდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთან და უნდა მიეწოდოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას.
3. ინფიცირებული ფერმების დასუფთავებისა და დეზინფექციის სპეციფიკური მოთხოვნებია:
ა) ცხოველების დაკვლის დროს, ჭირის ვირუსის გავრცელების აცილების ან ასეთი საფრთხის მინიმუმამდე დაყვანისათვის ისეთი ზომების მიღება, რომელიც მოიცავს დროებითი სადეზინფექციო მოწყობილობების დამონტაჟებას, დამცავი ტანსაცმლით, შხაპებით უზრუნველყოფას, გამოყენებული მოწყობილობების, ინსტრუმენტების და შენობა-ნაგებობების გაწმენდას, ვენტილაციისთვის ენერგომომარაგების შეწყვეტას;
ბ) დაკლული ცხოველების გატყავებული და გამოშიგნული სხეულების სადეზიფექციო საშუალებებით გაჟღენთვა:
გ) დამუშავების მიზნით, გატყავებული და გამოშიგნული სხეულების ფერმიდან გატანის აუცილებლობისას, დახურული და წყალგაუმტარი კონტეინერების გამოყენება;
დ) ღორების დაკვლის დროს დაბინძურებული მიდამოს ამ წესის მე-12 მუხლში განსაზღვრული გამოსაყენებლად ნებადართული სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება;
ე) ნებისმიერი ქსოვილის ან სისხლის, რომელმაც შეიძლება გაჟონოს დაკვლის ან გვამის გაკვეთის დროს, ფრთხილად შეგროვება და დამუშავება;
ვ) გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებების, დამუშავებულ ზედაპირზე, არანაკლებ 24 საათის განმავლობაში შენარჩუნება;
ზ) საბოლოო დასუფთავება და დეზინფექცია:
ზ.ა) ნაკელისა და გამოყენებული ქვეშსაფენის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გატანა და დამუშავება;
ზ.ბ) ყველა ზედაპირიდან, ცხიმებისა და ჭუჭყის, ცხიმის მოსაცილებელი ნივთიერებების გამოყენებით მოცილება და ზედაპირის წყლით დამუშავება;
ზ.გ.) წყლით გარეცხვის შემდეგ, დამატებითი სადეზინფექციო საშუალებების შესხურება;
ზ.დ.) შვიდი დღის შემდეგ, შენობა-ნაგებობების ცხიმის მოსაცილებელი ნივთიერებებით დამუშავება, წყლის გადავლება, სადეზინფექციო საშუალებების შესხურება და განმეორებით წყლის გადავლება.
4. დაბინძურებული ქვეშსაფენის, ნაკელის და წუნწუხის დეზინფექციისას:
ა) ქვეშსაფენის, ნაკელის და წუნწუხის სუსპენზია შენახული უნდა იქნას სითბოში და მოხდეს სადეზინფექციო საშუალებების შესხურება. ასეთი სუსპენზია დაყოვნებული უნდა იქნეს არანაკლებ 42 დღის განმავლობაში, ან განადგურდეს მიწაში ჩაფლვით;
ბ) სუსპენზია შენახული უნდა იქნეს ინფიცირებული მასალის ბოლო დამატებიდან არანაკლებ 42 დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სააგენტო დაუშვებს შენახვის შემცირებულ ვადას.
5. ღია ფერმის შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია განსაზღვროს დასუფთავების და დეზინფექციის სპეციალური პროცედურები, ფერმის ტიპის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
მუხლი 13. ღორის დაავადების შემდგომი რეპოპულაცია (აღწარმოება) ფერმაში
1. დაუშვებელია ამ წესის მე-5 მუხლში მითითებული ფერმის ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება), ამ წესის მე-12 მუხლით დადგენილი გასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოების დასრულებიდან არანაკლებ 30 დღის განმავლობაში.
2. ღორის რეპოპულაციის (აღწარმოება) დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ფერმაში გამოყენებული ღორების გამოზრდის ტექნოლოგია, რომელიც უნდა დაექვემდებაროს შემდეგ პროცედურებს:
ა) ღია ტიპის ფერმასთან დაკავშირებით, ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება) უნდა მოხდეს ინდიკატორული ღორების შეყვანით, რომლებიც შემოწმებულია და რომლებზეც გამოვლენილია ჭირის მიმართ ანტისხეულების არსებობის ნეგატიური შედეგი, ან არიან იმ ფერმიდან, რომელიც არ ექვემდებარება რაიმე შეზღუდვას ჭირთან დაკავშირებით. ინდიკატორული ღორები უნდა განთავსდეს სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად, ინფიცირებული ფერმის მთელ ტერიტორიაზე. ფერმაში განთავსებიდან 40 დღის შემდეგ, უნდა მოხდეს ნიმუშის აღება და შემოწმება ანტისხეულების არსებობაზე. თუ არც ერთ ღორს არ განუვითარდა ანიტისხეულები ჭირის მიმართ, შესაძლებელი იქნება მათი სრული გამრავლება;
ბ) სხვა ტიპის ფერმებში ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება) უნდა განხორციელდეს ამ მუხლის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში წარმოდგენილი საერთო რეპოპულაციის საფუძველზე იმ პირობით, რომ:
ბ.ა) ყველა ღორი შეყვანილი იქნება 20 დღის განმავლობაში იმ ფერმებიდან, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვებს ჭირთან დაკავშირებით;
ბ.ბ) განმეორებით გამრავლებულ კოლტში არსებული ღორები დაექვემდებარება სეროლოგიურ გამოკვლევას. ასეთი შემოწმებისათვის ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს ღორების ბოლო შეყვანიდან არა უგვიანეს 40 დღის განმავლობაში.
მუხლი 14. ზომები ჭირის არსებობის შესახებ ეჭვის მიტანის და დადასტურების შემთხვევაში სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში
1. სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში ჭირის გაჩენის შესახებ ეჭვის შემთხვევაში, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს კვლევის ოფიციალური საშუალებების ამოქმედება აღნიშნული დაავადების დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით.
2. სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში, ჭირის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს რომ:
ა) დაუყოვნებლივ დაიკლას ყველა ღორი;
ბ) დაკლული ღორების გამოშიგნული და გატყავებული სხეული, შინაგანი ორგანოები და ცხოველური ნარჩენი დამუშავდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;
გ) შენობების და მოწყობილობების, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების გასუფთავებისა და დეზინფექციის განხორციელება უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად;
დ) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა განხორციელდეს ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
ე) ჭირის იდენტიფიკაცია განხორციელდეს ლაბორატორიული გამოკვლევით;
ვ) ამ წესის მე-7 მუხლში მითითებული ზომები გამოყენებულ იქნეს იმ ფერმაში, საიდანაც არიან ინფიცირებული ღორები;
ზ) არ მოხდეს სასაკლაოზე სხვა ცხოველის დაკვლა ან სატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვა, გასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოს დასრულებიდან არანაკლებ 24 საათის განმავლობაში.
მუხლი 15. ზომები გარეულ ღორებში ჭირის არსებობის ეჭვის ან დადასტურების შემთხვევაში
1. სააგენტომ, გარეული ღორების სავარაუდო დაინფიცირების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ყველა სათანადო ზომა ჭირის არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით და მიაწოდოს ინფორმაცია მფლობელებს, მონადირეებს, გამოიკვლიონ და ლაბორატორიულად შეამოწმონ ყველა ნანადირევი და დაკლული ღორი.
2. გარეულ ღორებში ჭირის პირველადი ეპიზოოტიის დადასტურებისთანავე, დაავადების გავრცელების აღსაკვეთად ან შესამცირებლად, სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდაშექმნას ექსპერტთა ჯგუფი ვეტერინარი ექიმების, მონადირეების, ბიოლოგების, ეპიდემიოლოგების შემადგენლობით, რომელიც სააგენტოს დაეხმარება:
ა) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) სიტუაციის დადგენაში;
ბ) დაინფიცირებულ ტერიტორიაზე გამოსაყენებელი შესაბამისი ზომების განსაზღვრაში. აღნიშნული ზომები შეიძლება მოიცავდეს ნადირობისა და გარეული ღორის ხორცით კვების აკრძალვას;
გ) ჭირის ლიკვიდაციის გეგმის შედგენაში;
დ) მონიტორინგის ჩატარებაში, ინფიცირებული ტერიტორიიდან ჭირის ლიკვიდაციისათვის მიღებული ზომებიდან ეფექტურობის შემოწმების მიზნით.
მუხლი 16. გარეული ღორების პოპულაციაში ჭირის ლიკვიდაციის გეგმები
ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილი ზომების თანახმად, სააგენტომ, გარეულ ღორებში ჭირის პირველადი ეპიზოოტიის დადასტურებიდან 90 დღის განმავლობაში, უნდა შეიმუშაოს დაინფიცირებულ ტერიტორიაზე ჭირის ლიკვიდაციისათვის მისაღები და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ ფერმებში გამოსაყენებელი ზომების წერილობითი გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვების, ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად განხორციელებული კონტროლის შედეგების და ჭირის გავრცელების არეალის შესახებ;
ბ) ინფიცირებული ზონის შესახებ, რომლის განსაზღვრისას სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს:
ბ.ა) განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგები და დაავადების გავრცელების არეალი;
ბ.ბ) გარეული ღორების პოპულაცია აღნიშნულ ზონაში;
გ) ექსპერტთა ჯგუფის შესახებ;
დ) საინფორმაციო კამპანიის შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს მონადირეების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით იმ ზომების შესახებ, რომლებიც მათ უნდა მიიღონ სალიკვიდაციო გეგმის ფარგლებში;
ე) დაინფიცირებულ ზონაში და მის გარშემო გარეული ღორების მეტაპოპულაციის, ადგილმდებარეობის და რაოდენობის განსაზღვრისათვის განხორციელებული სპეციალური ზომების შესახებ;
ვ) ინფიცირებულ ზონაში და მის გარშემო გარეული ღორების მეტაპოპულაციის დაახლოებითი რაოდენობის შესახებ;
ზ) გარეული ღორების პოპულაციაში ჭირის ფარგლების განსაზღვრისათვის განხორციელებული სპეციალური ზომების შესახებ, მონადირეების მიერ მოკლული გარეული ღორების ან მკვდარი ღორების ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების შესახებ;
თ) გარეული ღორების გადაადგილების ან/და გარეული ღორების მეტაპოპულაციებს შორის კონტაქტის გამო, დაავადების გავრცელების შემცირების მიზნით მიღებული ზომების შესახებ;
ი) შესაძლო ინფიცირებული გარეული ღორების პოპულაციის და გოჭების შესამცირებლად მიღებული ზომების შესახებ;
კ) ნადირობისათვის დაწესებული მოთხოვნების შესახებ;
ლ) მკვდარი ან მოკლული გარეული ღორების მოცილების მეთოდების შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს სააგენტოს ზედამხედველობით;
მ) ლაბორატორიულ გამოკვლევებით, ჭირზე დადებითად მორეაგირე ყველა გამოშიგნული ცხოველისა და ტანხორცის ყველა ნაწილის დამუშავების ან/და განადგურების შესახებ;
ნ) თითოეულ მოკლულ ან მკვდარ გარეულ ღორზე განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შესახებ. აღნიშნული გამოკითხვა უნდა მოიცავდეს კითხვარის შევსებას, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია:
ნ.ა.) იმ ტერიტორიის შესახებ, სადაც ნაპოვნია მოკლული ან მკვდარი ცხოველი;
ნ.ბ.) იმ თარიღის შესახებ, როდესაც ნაპოვნია მოკლული ან მკვდარი ცხოველი;
ნ.გ.) იმ პირის შესახებ, რომელმაც იპოვნა მოკლული ან მკვდარი ცხოველი;
ნ.დ.) მკვდარი ღორის შემთხვევაში გამოშიგნული სხეულის შესახებ;
ნ.ე.) ლაბორატორიული მონაცემების და შედეგების შესახებ;
ო) კონტროლის პროგრამების ან პრევენციის ღონისძიებების შესახებ, რომელიც გამოიყენება განსაზღვრულ და ინფიცირებულ ტერიტორიაზე მდებარე ფერმებში და, საჭიროების შემთხვევაში, მის გარშემო, მათ შორის ტრანსპორტში, ინფიცირებულ ზონაში ან ზონიდან გადაადგილების ფარგლებში;
პ) სხვა კრიტერიუმების შესახებ, რომელიც გამოყენებული უნდა იქნას განსაზღვრულ ზონაში დაავადების ლიკვიდაციისათვის მიღებული ზომების ხელშეწყობისათვის;
ჟ) იმ ორგანოს შესახებ, რომელიც პასუხისმგებელია გეგმის განხორციელების მეთვალყურეობასა და კოორდინაციაზე;
რ) ამ წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ ექსპერტთა ჯგუფის მიერ, სალიკვიდაციო გეგმის შედეგების რეგულარულად განხილვის შესაძლებლობის შესახებ;
ს) დაავადების მონიტორინგის ღონისძიებების შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს განსაზღვრულ ინფიცირებულ ზონაში გარეულ ღორებში ჭირის ბოლო დადასტურებული შემთხვევიდან არანაკლებ 12 თვის შემდეგ.
მუხლი 17. დიაგნოსტიკური პროცედურები და ბიოუსაფრთხოების მოთხოვნები
1. დაავადების დიაგნოსტირების მიზნით სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ნიმუშის აღება და გამოკვლევისათვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადაგზავნა;
2. ლაბორატორიამ გამოკვლევისას უნდა გამოიყენოს კვლევის თანამედროვე სტანდარტები და მეთოდები;
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილი ქმედებების დროს დაცული უნდა იქნას ბიოუსაფრთხოების წესები.
მუხლი 18. გადაუდებელი (იძულებითი) ვაქცინაცია ღორების ფერმაში
1. ფერმაში ჭირის დადასტურების შემთხვევაში, თუ ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მონაცემები მიუთითებს გავრცელების რისკს, ფერმაში შეიძლება განხორციელდეს გადაუდებელი ვაქცინაცია ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებში განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.
2. გადაუდებელი ვაქცინაციის გამოყენებისას, გათვალისწინებულ უნდა იყოს ვაქცინაციის გამოყენებით გამოწვეული მთავარი კრიტერიუმები და რისკფაქტორები, რომლებიც შეიძლება შესწორდეს ან შეიცვალოს მეცნიერული მიღწევების ან გამოცდილების გათვალისწინებით.
3. სააგენტოს მიერ ვაქცინაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო ვალდებულია შეადგინოს ღორების გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია:
ა) დაავადების მიმდინარეობის შესახებ, რამაც გამოიწვია გადაუდებელი ვაქცინაციის მოთხოვნა;
ბ) იმ ტერიტორიის შესახებ, რომლებშიც უნდა განხორციელდეს გადაუდებელი ვაქცინაცია და ამ ტერიტორიაზე ღორების ფერმების რაოდენობის შესახებ;
გ) ღორების კატეგორიებისა და იმ ღორების მიახლოებითი რაოდენობის შესახებ, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია;
დ) გამოსაყენებელი ვაქცინის შესახებ;
ე) ვაქცინაციის ხანგრძლივობის შესახებ;
ვ) ვაქცინირებული ცხოველის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის შესახებ;
ზ) ღორებისა და მათი პროდუქტების გადაადგილებასთან დაკავშირებული ზომების შესახებ;
თ) კრიტერიუმების შესახებ, რომლითაც გადაწყვეტილი უნდა იქნეს ვაქცინაცია კონტაქტურ ფერმებში;
ი) საგანგებო სიტუაციის სხვა საკითხების შესახებ მათ შორის, კლინიკური ან ლაბორატორიული გამოკვლევები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ვაქცინირებულ და ვაქცინაციის ტერიტორიაზე მდებარე სხვა ფერმებში აღებულ ნიმუშებზე. გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა შეიძლება შემდგომში შეიცვალოს ან შესწორდეს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.
4. გადაუდებელი ვაქცინაციის განხორციელებისას:
ა) არცერთმა ღორმა არ უნდა დატოვოს ვაქცინაციის ზონა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საჭიროა მათი ტრანსპორტირება სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაომდე;
ბ) ვაქცინირებული ღორებისაგან წარმოებული ახალი ღორის ხორცი დამუშავებული უნდა იყოს ამ წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული დებულებების შესაბამისად;
გ) ასაცრელი ღორებიდან შეგროვებული სპერმა, კვერცხუჯრედი და ემბრიონები ვაქცინაციამდე 30 დღის განმავლობაში უნდა განადგურდეს სააგენტოს ზედამხედველობით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები გამოყენებული უნდა იქნას საეჭვო ტერიტორიაზე ვაქცინაციის დასრულებიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ექვსთვიანი პერიოდის დასრულებამდე, მიღებული უნდა იქნეს ზომები რათა აიკრძალოს:
ა) სეროდადებითი ღორების ფერმიდან გაყვანა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მათი დაუყონებლივ დაკვლის საჭიროება;
ბ) სპერმის, ემბრიონის, კვერცხუჯრედის შეგროვება სეროდადებითი ღორებიდან;
გ) სეროდადებითი ღორებიდან მიღებული გოჭების გაყვანა ფერმიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ საჭიროა მათი ტრანსპორტირება:
გ.ა) სასაკლაოზე დაუყოვნებლივ დაკვლისთვის;
გ.ბ) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ფერმაში, საიდანაც ისინი უნდა გაიგზავნოს პირდაპირ სასაკლაოზე;
გ.გ) ფერმაში ჭირის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე სეროლოგიური გამოკვლევიდან მიღებული უარყოფითი შედეგების შემდეგ.
7. გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა მიეთითოს, რომ ფერმაში, სადაც ვაქცინა უნდა იქნას გამოყენებული, ყველა ღორი უნდა დაიკლას ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვაქცინაციის დასრულებიდან გონივრულ დროში. წარმოებული ახალი ხორცი უნდა დამუშავდეს ან მოხდეს მისი მარკირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში განსაზღვრული დებულებების მიუხედავად, ამ მუხლის მე-4 პუნქტში წარმოდგენილი ზომები შესაძლოა მიღებულ იქნას მას შემდეგ რაც:
ა) ყველა ღორი ფერმაში, სადაც ვაქცინაა გამოყენებული, დაიკვლება ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ასეთი ღორებისაგან წარმოებული ახალი ხორცი დამუშავდება ან მისი მარკირება მოხდება ამ წესის მე-10 მუხლში განსაზღვრული დებულებების შესაბამისად;
ბ) ყველა ფერმა, სადაც იმყოფება ვაქცინირებიული ღორები გასუფთავდება და მოხდება მათი დეზინფექცია ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად.
9. ამ მუხლის მე-4 პუნქტში წარმოდგენილი ზომების მიღებისას, სააგენტომ
ა) არ დაუშვას ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება) მანამ, სანამ ვაქცინირებული ღორის დაკვლიდან და დასუფთავებისა და დეზინფექციის სამუშაოების დასრულებიდან 10 დღე არ გავა;
ბ) რეპოპულაციის (აღწარმოება) შემდეგ ვაქცინაციის ზონაში ყველა ფერმის ღორს ჩაუტაროს კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმება ჭირის ვირუსის შესაძლო არსებობის გამოვლენის მიზნით, სულ მცირე 40 დღის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში დაუშვებელია ფერმიდან ღორების გაყვანა.
10. ვაქცინირებული ღორების ხორცის მარკირება, მათი შემდგომი გამოყენება და დამუშავებული პროდუქტის დანიშნულების განსაზღვრა ხდება სააგენტოს გადაწყვეტილებით.
მუხლი 19. გარეული ღორების გადაუდებელი (იძულებითი) ვაქცინაცია
1. გარეულ ღორებში ჭირის დადასტურების შემთხვევაში, ასევე ეპიზოოტოლოგიურ გამოკითხვის მონაცემებით, საფრთხის გავრცელების არსებობისას, გარეულ ღორებში შეიძლება განხორციელდეს გადაუდებელი ვაქცინაცია ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
2. სააგენტოს მიერ ვაქცინაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო ვალდებულია შედგინოს გარეული ღორების გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია:
ა) დაავადების მიმდინარეობის შესახებ, რამაც გამოიწვია გადაუდებელი ვაქცინაციის საჭიროება;
ბ) იმ ტერიტორიის შესახებ, სადაც უნდა განხორციელდეს გადაუდებელი ვაქცინაცია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ზონა უნდა იყოს ინფიცირებული ტერიტორიის ნაწილი;
გ) გამოსაყენებელი ვაქცინის ტიპისა და ვაქცინაციის პროცედურის შესახებ;
დ) გოჭების ვაქცინაციისათვის განხორციელებული სპეციალური ღონისძიებების შესახებ;
ე) ვაქცინაციის ხანგრძლივობის შესახებ;
ვ) ასაცრელი გარეული ღორების მიახლოებითი რაოდენობის შესახებ;
ზ) გარეული ღორების პოპულაციის მაღალი ბრუნვის თავიდან ასაცილებლად მიღებული ზომების შესახებ;
თ) ვაქცინაციის ზონაში ვაქცინირებული ღორებისაგან ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გატარებული ზომების შესახებ;
ი) ვაქცინაციის მოსალოდნელი შედეგისა და იმ პარამეტრების შესახებ, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას მისი ეფექტურობის შემოწმების მიზნით;
კ) გეგმის შესრულებაზე, მეთვალყურეობასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ორგანოს (ორგანოები) შესახებ;
ლ) საგანგებო გარემოებებთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ.
3. იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის ზონა მდებარეობს სხვა ქვეყნების ტერიტორიასთან ახლოს, საჭიროა ვაქცინაციის განხორცილება ჩატარდეს კოორდინირებულად.
4. სააგენტოს მიერ გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა შესაძლოა შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.
მუხლი 20. საგანგებო გეგმები
1. სააგენტო ვალდებულია, ჭირის ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში, შეადგინოს საგანგებო გეგმა, რომელშიც ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის, გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა სახის რესურსებსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა. გეგმაში ასევე განსაზღვრული უნდა იქნას:
ა) გადაუდებელ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რეგიონები, ვაქცინაციისათვის საჭირო ვაქცინის რაოდენობა და სახეობა;
ბ) რეგიონებში ღორების მაღალი სიმჭიდროვის ზონები, ასევე დაავადების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფის საშუალებები.
2. საგანგებო გეგმის შედგენისას გამოყენებული უნდა იქნას შემდეგი კრიტერიუმები და მოთხოვნები:
ა) ჭირის ეპიზოოტიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები უნდა განხორციელდეს კოორდინირებულად;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს გადაუდებელი ვაქცინაციის დეტალური გეგმები.
3. პერსონალმა რეგულარულად უნდა გაიაროს სწავლებები ჭირზე ეპიდემიოლოგიურ გამოკითხვასა და ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით.
მუხლი 21. კვების ობიექტების ნარჩენების გამოყენება
დაუშვებელია ღორების საკვებად სურსათის ნარჩენების გამოყენება.
მუხლი 22. ღორის ხორცში ჭირის ვირუსის დაშლის (გაუვნებლობის) პროცედურები
ღორის ხორცში ჭირის ვირუსის დაშლის მეთოდებია:
ა) თერმული დამუშავება, რომლის დროსაც ხორცი უნდა დამუშავდეს ერთ-ერთი მეთოდით:
ა.ა) დამუშავება 700c ტემპერატურაზე, რომელიც უნდა აღწევდეს ხორცის ნაჭრების მთელ სისქეში;
ა.ბ) დამუშავება ჰერმეტულ დალუქულ ჭურჭელში (კონტეინერში) შემდეგი მაჩვენებლის გათვალისწინებით - Fo - 3,00 ან უფრო მაღალი;
ა.გ) დამუშავება ჰერმეტულ, დალუქულ ჭურჭელში (კონტეინერში) არანაკლებ 600 C ტემპერატურაზე 4 საათის განმავლობაში, რა პერიოდშიც ხორცის ნაჭრების სისქეში ტემპერატურა 30 წუთის განმავლობაში უნდა იყოს 700c.
ბ) ბუნებრივი ფერმენტაცია და მომწიფება:
ბ.ა) ძვლოვანი და უძვლო ღორის ხორცი უნდა დაექვემდებაროს დამუშავებას არანაკლებ 9 თვე ბუნებრივი ფერმენტაციით და მომწიფებით შემდეგი პარამეტრების მიღწევამდე Aw - 0,93 ან მეტი, pH - 6,0 ან მეტი;
ბ.ბ) შაშხი უნდა დაექვემდებაროს ბუნებრივ ფერმენტაციას და მომწიფებას სულ მცირე 190 დღე, ხოლო კისრის ნაწილები - 140 დღე.
გ) ღორის ხორცის მშრალი დამარილებით დამუშავება:
გ. ა) იტალიური ტიპის ძვლოვანი შაშხისათვის ღორის ხორცი ჯერ ექვემდებარება დამარილებას, შემდეგ გამოშრობას არანაკლებ 313 დღის განმავლობაში;
გ. ბ) ესპანური ტიპის ძვლოვანი შაშხისათვის ღორის ხორცი ჯერ ექვემდებარება დამარილებას და შემდეგ გამოშრობას 252 დღე, იბერიული შაშხისათვის - 252 დღე, 140 დღე იბერიული ბარკლისათვის, 126 დღე იბერიული კისრისათვის და 140 დღე სერანარსკის შაშხისათვის.
მუხლი 23. ღორის ტყავში და ნანადირევში ჭირის ვირუსის დაშლის პროცედურები
ღორის ტყავში და ნანადირევში, ჭირის ვირუსის შესაძლო არსებობისას, მისი დაშლისათვის გამოყენებული უნდა იქნას ერთ-ერთი მეთოდი:
ა) წყალში ხარშვა იმ ხანგრძლივობით, რის შემდეგაც ცალკ-ცალკე გამოიყოფა ძვლები, კბილები და ეშვები;
ბ) გამა-სხივებით ირადიაცია 20 KG მინიმალური დოზის ოთახის ტემპერატურაზე (200C და მეტი);
გ) 4% კაუსტიკური სოდის ხსნარში დასველებით, არანაკლებ 48 საათი, pH 11,5-ის და მეტის პირობებში არანაკლებ 48 საათისა;
დ) ჭიანჭველამჟავას ხსნარში დასველებით (100 კგ NaCl და 12 კგ ფორმალდეჰიდი, 1000 ლ. წყალზე), pH 3,0 ან დაბალი, არანაკლებ 48 საათისა;
ე) დაუმუშავებელი ტყავის შემთხვევაში - ზღვის მარილით გაჯერებით, რომელიც უნდა შეიცავდეს 2%-იან კაუსტიკურ სოდას არანაკლებ 48 დღისა.
ღორის აფრიკულ ჭირთან (ცხელებასთან) ბრძოლის პროფილაქტიკურ
და საკარანტინო ღონისძიებათა წესი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 13 ოქტომბრ ის ბრძანება №2-200 - ვებგვერდი, 13. 10 .2014წ.
მ უხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ღორის აფრიკული ჭირი (ცხელება) - Pestis Africana suis (შემდგომში - „აფრიკული ჭირი“) მაღალკონტაგიოზური, მწვავე ფორმით მიმდინარე ინფექციური დაავადებაა. დაავადების ამთვისებელია ყველა ასაკის და ჯიშის გარეული და შინაური ღორი. დაავადების აღმძვრელია ფილტრში გამავალი ვირუსი, რომელიც განსხვავებულია ღორის კლასიკური ჭირის გამომწვევისაგან იმუნობიოლოგიური თვისებებით. ვირუსი მდგრადია გამოშრობის, გაყინვისა და ლპობის მიმართ, სისხლსა და შრატში ძლებს 5 წელზე მეტ ხანს, ხორცსა და ძვლის ტვინში, 20 – 80 C ტემპერატურაზე, 150 დღეს, შარდში - 60 დღეს, ხოლო ნიადაგში ვირუსი ინარჩუნებს ვირულენტობას 190 დღე.
2. ბუნებრივ პირობებში ღორის დასნებოვნება ხდება დაავადებული ცხოველის ჯანმრთელთან კონტაქტის დროს. უმთავრესად ცხოველი ავადდება ალიმენტარული გზით (დაინფიცირებული გადაუმუშავებელი ღორის სასურსათო და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის) საკვების ნარჩენების მიღებით, ასევე ჰაერწვეთოვანი გზით დაზიანებული კანიდან და ვირუსის მატარებელი ტკიპების კბენით. ინფექციის წყაროა ასევე შენობები, რომელშიც იმყოფებოდა დაავადებული ღორი, სასაკლაოს, საწარმოს, ხორცის დამამუშავებელი საამქროების აღჭურვილობა - იარაღები, ტრანსპორტი, ტანსაცმელი და სხვ.
3. ვირუსის გადატანა შეუძლიათ მწერებს, ტკიპებს, ხოლო სხვადასხვა ცხოველები, ფრინველები, ადამიანი, მღრღნელები წარმოადგენენ აღმძვრელის მექანიკურ გადამტანებს. ინკუბაციური პერიოდი ბუნებრივი დასნებოვნების დროს 3-დან 12 დღეა.
4. აფრიკული ჭირის დროს კლინიკური ნიშნების ჩამოყალიბება ხდება სხეულის ტემპერატურის აწევიდან 2–3 დღეში, შემდეგ ვითარდება დეპრესია, მადის დაკარგვა, სისუსტე, ყურის ნიჟარის, ცხვირის სარკის, კიდურების შიგნითა ზედაპირის, მუცლისა და მკერდის ქვედა ნაწილების სიწითლე, ციანოზი, ცხვირიდან, სწორი ნაწლავიდან სისხლის დენა, დიარეა. ღორი კვდება სხეულის ტემპერატურის აწევიდან მე-3 –მე-10 დღეს.
5. დაავადების სწრაფი მიმდინარეობა და მაღალი სიკვდილიანობა (98–100%) იწვევს დიდ ეკონომიკურ ზარალს. ზომიერად ვირულენტური ვირუსი იწვევს ნაკლები ინტენსივობის სიმპტომებს და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც 30-70%-ში მერყეობს. დაავადების ქრონიკული მიმდინარეობის სიმპტომებია: წონის დაკარგვა, წყვეტილი ცხელება, რესპირატორული სიმპტომები, კანის ქრონიკული წყლულები და ართრიტი.
6. აფრიკულ ჭირთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - „სააგენტო“).
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ღორი - ცხოველი ღორების ოჯახიდან, მათ შორის გარეული ღორი;
ბ) გარეული ღორი - ღორი, რომლის შენახვა ან მოშენება არ ხდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე;
გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის – მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი არ მოიცავს სასაკლაოს, სატრანსპორტო საშუალებას და ასევე შემოღობილ ტერიტორიას, სადაც ბინადრობენ გარეული ღორები და მათზე ნებადართულია ნადირობა;
დ) ინფიცირებული ღორი - ღორი ან ღორის სხეული, რომელშიც კლინიკური სიმპტომებით, სიკვდილის შემდგომი დაზიანებებით ან ლაბორატორიული გამოკვლევებით დასტურდება აფრიკული ჭირის არსებობა;
ე) აფრიკული ჭირის ეპიზოოტია (ეპიდემია) - ჭირის ერთი ან მეტი შემთხვევის გამოვლენა მოცემულ ტერიტორიაზე;
ვ) აფრიკული ჭირის პირველადი ეპიზოოტია (ეპიდემია) - დაავადების გამოვლენა, რომელიც არ არის დაკავშირებული ქვეყნის იმავე რეგიონში წინა გამოვლენასთან, ან პირველადი გამოვლენა ქვეყნის სხვა რეგიონში;
ზ) ინფიცირებული ზონა - ტერიტორია, სადაც გარეულ ღორებში დადასტურებულია აფრიკული ჭირის ერთი ან მეტი შემთხვევა და ადგილზე განხორციელდა ამ წესის მე-15 ან მე-16 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები;
თ) აფრიკული ჭირის პირველადი შემთხვევა გარეულ ღორებში - ნებისმიერი გამოვლენილი შემთხვევა გარეულ ღორში იმ ტერიტორიაზე, სადაც არ გატარებულა ღონისძიებები ამ წესის მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად;
ი) კონტაქტური ფერმა - ობიექტი, სადაც აფრიკული ჭირი შეიძლება გამოვლინდეს ადგილმდებარეობის, ადამიანის, ღორების ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შედეგად ან სხვა გზით;
კ) მფლობელი - პირი, რომელსაც ჰყავს ღორი საკუთრებაში ან მფლობელობაში ფინანსური მოგების ან სხვა მიზნით;
ლ) სახელმწიფო ვეტერინარი ექიმი (შემდგომში - სახელმწიფო ვეტერინარი) - ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სააგენტოს მიერ უფლებამოსილია ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის;
მ) ვეტერინარი ექიმი - ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ნ) აუდიტი - დასახული მიზნის მისაღწევად სისტემატური ან დამოუკიდებელი შემოწმება განხორციელებული საქმიანობის დაგეგმვის ეფექტიანობისა და შედეგების შესაბამისობის დასადგენად;
ო) დამუშავება - მაღალი რისკის მასალისადმი განხორციელებული ქმედების ერთ-ერთი სახე აფრიკული ჭირის ვირუსის განეიტრალების მიზნით;
პ) დაკვლა - ცხოველის სიკვდილის გამოწვევა სისხლის გამოშვებით;
ჟ) მოკვლა - ნებისმიერი პროცესი, რომელმაც გამოიწვია ცხოველის სიკვდილი;
რ) გადამტანი - Ornithodorus erraticus-ის სახეობების ტკიპა, რომელიც წარმოადგენს აფრიკული ჭირის ვირუსის გამავრცელებელს;
ს) ფერმა - ობიექტი (ფერმერული მეურნეობა, ოჯახური წარმოება), სადაც ხდება ღორების მოშენება ან შენახვა, მუდმივად ან დროებით.
მუხლი 3. აფრიკული ჭირის შესახებ შეტყობინების ვალდებულება
1. აფრიკული ჭირის საეჭვო ან დადასტურებული ნებისმიერი შემთხვევის შესახებ მფლობელი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს.
2. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგებისა და აფრიკული ჭირის დადასტურების ნებისმიერი შემთხვევის (ფერმებში, სასაკლაოებში, სატრანსპორტო საშუალებებში, გარეულ ღორებში) შესახებ, სააგენტო ვალდებულია დაავადების შესახებ გაუგზავნოს შეტყობინება და მიაწოდოს ინფორმაცია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (OIE), დადგენილი წესით.
მუხლი 4. აფრიკული ჭირის პრევენცია და საწინააღმდეგო ზომები მის არსებობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში
1. აფრიკული ჭირის ვირუსის შეტანისაგან ფერმის დაცვის მიზნით, მფლობელი ვალდებულია:
ა) ფერმა დააკომპლექტოს აფრიკულ ჭირზე კეთილსაიმედო ფერმიდან შეყვანილი ჯანმრთელი ღორებით;
ბ) ახლად შეყვანილი ღორები განათავსოს იზოლირებულად 40 დღის განმავლობაში. მხოლოდ აფრიკული ჭირის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში დაუშვას ისინი საერთო კოლტში ან გადაიყვანოს სხვა სადგომში ვეტერინარი ექიმის თანხმობით;
გ) არ დაუშვას:
გ.ა) აფრიკული ჭირის მიმართ არაკეთილსაიმედო ფერმასთან სამეურნეო კავშირი;
გ.ბ) კავშირი ისეთ ფერმასთან, რომელიც იყენებს ღორების საკვებად სასაკლაოს და სურსათის ნარჩენებს;
გ.გ) სხვა ღორების დაგრილება ფერმის ტერიტორიაზე მათი კუთვნილი კერატებით (მწარმოებლებით);
გ.დ) ტერიტორიაზე და ფერმაში უცხო პირებისა და ტრანსპორტის შესვლა, რომელიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ტერიტორიის და ფერმის მომსახურებასთან. ცალკეულ შემთხვევაში, ტერიტორიაზე შესვლა დასაშვებია მფლობელის ნებართვით, ვეტერინარი ექიმის თანხმობით;
გ.ე) ტერიტორიაზე და ფერმაში შესვლა სანიტარიულ გამშვებში შხაპის მიღების, სპეციალური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარეშე, ოჯახურ წარმოებაში - სპეციალური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარეშე;
გ.ვ) ღორების გადაჯგუფება სხვა სადგომში ან მის ფარგლებს გარეთ ვეტერინარი ექიმის თანხმობის გარეშე;
დ) დაიცვას ვეტერინარულ - სანიტარიული და ზოოჰიგიენური მოთხოვნები.
2. ფერმები უნდა იმყოფებოდეს დახურული ტიპის საწარმოო რეჟიმზე. ოჯახურ წარმოებაში ღორების ეზოებრივი შენახვისას, მათი გამოზრდა უნდა ხდებოდეს იზოლირებულად, სპეციალურად აგებულ სადგომებში, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით.
3. საკვების მოსამზადებელი სათავსები განლაგებული უნდა იქნეს ფერმიდან მოშორებით და საკვების მიღების, შენახვის, მომზადების ტექნოლოგიური პროცესები ტარდებოდეს იზოლირებულად, ამ საქმიანობისათვის სპეციალურად გამოყოფილი პერსონალის მეშვეობით.
4. აფრიკული ჭირზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს ამის შესახებ სააგენტოს და სახელმწიფო ვეტერინარის მოსვლამდე გაატაროს შემდეგი ღონისძიებები:
ა) გამოაცალკევოს დაავადებული და დაავადებაზე საეჭვო ღორები და მიამაგროს მათ მოსავლელად სპეცტანსაცმლითა და ცალკე ინვენტარით აღჭურვილი მომვლელი პერსონალი;
ბ) არ დაუშვას ტერიტორიაზე და ფერმაში უცხო პირთა შესვლა, ასევე კავშირი ფერმებს შორის;
გ) აკრძალოს ღორების შეყვანა და გაყვანა, საკვების, მოწყობილობების და ინვენტარის, ღორების დაკვლისას მიღებული ხორცის და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის, ასევე ნედლეულის გატანა, ღორების სულადობის გადაჯგუფება ტერიტორიის შიგნით;
დ) არ დაუშვას ტრანსპორტის გამოსვლა ტერიტორიიდან სადეზინფექციო დამუშავების გარეშე, ასევე ნაკელისა და ქვეშსაგების გატანა ტერიტორიის გარეთ.
5. აფრიკულ ჭირზე ეჭვის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს სახელმწიფო ვეტერინარის გამოცხადება ადგილზე.
6. თუ არსებობს ეჭვი, რომ ფერმაში არის აფრიკული ჭირის ვირუსით დაინფიცირებული ერთი ან მეტი ღორი, სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს დაავადების არსებობის დადასტურება ან გამორიცხვა ლაბორატორიული გამოკვლევებით.
[7. სახელმწიფო ვეტერინარმა ფერმაში უნდა შეამოწმოს ღორების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან. )].
8. სააგენტოს გადაწყვეტილებით, აფრიკულ ჭირზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ფერმაზე უნდა დაწესდეს ზედამხედველობა და:
ა) განხორციელდეს სხვადასხვა კატეგორიის ყველა ღორის დათვლა, შედგეს დაავადებული, მკვდარი ან თითოეულ კატეგორიაში სავარაუდოდ ინფიცირებული ღორების რაოდენობის ჩამონათვალი. აღნიშნული ჩამონათვალი უნდა განახლდეს ღორების დაბადების და სიკვდილის შემთხვევების გათვალისწინებით, საეჭვო პერიოდის განმავლობაში. განახლებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს სააგენტოში მოთხოვნისთანავე და შესაძლებელი იყოს მისი შემოწმება ყოველი ვიზიტის დროს;
ბ) ყველა ღორი შემოიზღუდოს თავიანთ სადგომში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც შესაძლებელი იქნება მათი იზოლირება;
გ) არცერთი ღორი არ იქნეს შეყვანილი ან/და გამოყვანილი ფერმიდან. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია გააგრძელოს აკრძალვა ფერმის დატოვებაზე ცხოველთა სხვა სახეობებზეც და მოითხოვოს შესაბამისი ზომების გამოყენება მღრღნელების ან მწერების გასანადგურებლად.
9. სააგენტოს ნებართვის გარეშე, დაუშვებელია დაკლული ცხოველის სხეულის, აფრიკული ჭირის აღმძვრელით დაინფიცირებული ღორის ხორცის, მისი არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების, სპერმის, კვერცხუჯრედის და ემბრიონის, ცხოველის საკვების, ჭურჭლის, მასალების ან ნარჩენების ფერმიდან გამოტანა.
10. ფერმაში ან ფერმიდან ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დასაშვებია სააგენტოს ნებართვის საფუძველზე.
11. შენობა-ნაგებობების, ფერმის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილ სანიტარიულ გამტარში, სადეზინფექციო ხალიჩებზე, სადეზინფექციო ბარიერებზე გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებები. ოჯახურ წარმოებაში გამოიყენება სადეზინფექციო ხალიჩები შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით. ფერმაში შესვლა-გამოსვლისას დაცული უნდა იყოს შესაბამისი ჰიგიენური პროცედურები, რომელიც საჭიროა აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად; ასევე, უნდა მოხდეს ყველა სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია ფერმის დატოვებამდე.
12. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა ხორციელდება ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად.
13. თუ ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) სიტუაცია მოითხოვს, სააგენტოს შეუძლია:
ა) გამოიყენოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ზომები, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ფერმაში, ასევე, დაუშვას გამარტივებული ზომების გამოყენება მხოლოდ აფრიკული ჭირის ვირუსით სავარაუდოდ დაინფიცირებულ ღორებზე და ფერმის იმ ნაწილზე, სადაც ისინი ბინადრობენ, თუ ასეთი ღორების მოთავსება, შენახვა და კვება ხორციელდება ფერმაში არსებული სხვა ღორებისგან იზოლირებულად. ღორების მოკვლის შემდეგ აღებული უნდა იქნეს სათანადო რაოდენობის ნიმუშები, აფრიკული ჭირის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით;
ბ) განსაზღვროს დროებით საკონტროლო ზონა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ფერმის გარშემო. ამ მუხლის მე-6-მე-12 პუნქტებში მითითებული ზოგიერთი ან ყველა ზომა გამოყენებული უნდა იქნეს ღორების ფერმასა და დროებითი საკონტროლო ზონის ფარგლებში.
14. ამ მუხლის მე-8-მე-12 პუნქტებში წარმოდგენილი ზომები არ უნდა გაუქმდეს აფრიკული ჭირის შესახებ ეჭვის ოფიციალურად გამორიცხვამდე.
მ უხლი 5. ზომები ფერმაში აფრიკული ჭირის დადასტურების შემთხვევაში
1. აფრიკული ჭირის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) ვეტერინარული კარანტინის დროს ცხოველთა საკარანტინო დაავადების აღმძვრელის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის ან სხვა შეზღუდვების დაწესებას, მოხსნას და მის გატარებაში ხელშეწყობას;
ბ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და იძულებითი ღონისძიებების განხორციელებაში ხელშეწყობას.
2. აფრიკულ ჭირზე კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:
ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე − სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ;
ბ) ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე − ამ თვითმმართველ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ.
3. ფერმაში აფრიკული ჭირის არსებობის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო, ამ წესის მე-4 მუხლის მე-8-მე-12 პუნქტებში მითითებული ზომების გარდა, ადგენს:
ა) აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ზედამხედველობის ქვეშ, დაუყოვნებლივ მოიკლას ფერმაში არსებული მთლიანი სულადობა;
ბ) ფერმაში აფრიკული ჭირის ვირუსის შეტანის ფორმისა და ფერმაში მისი შესაძლო არსებობის დროის ხანგრძლივობის დასადგენად, დაავადების შეტყობინებამდე, მოკლული ღორებიდან ლაბორატორიული გამოკვლევისათვის აღებულ იქნეს სათანადო რაოდენობის ნიმუშები;
გ) მკვდარი ან მოკლული ღორის სხეული დამუშავდეს ზედამხედველობის ქვეშ;
დ) ფერმაში დაავადების სავარაუდო შეტანის და ოფიციალური ზომების მიღების პერიოდებს შორის სასაკლაოზე დაკლული ღორების ხორცზე განხორციელდეს მიკვლევადობა, რათა ხორცი დამუშავდეს ზედამხედველობის ქვეშ;
ე) აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ფერმაში დაავადების სავარაუდო შეტანის და ოფიციალური ზომების მიღების პერიოდებს შორის შეგროვებული ღორების სპერმაზე, კვერცხუჯრედზე და ემბრიონებზე განხორციელდეს მიკვლევადობა, რათა აღირიცხოს და განადგურდეს ზედამხედველობის ქვეშ;
ვ) აფრიკული ჭირის ვირუსის გაუვნებლობის მიზნით, სავარაუდოდ დაინფიცირებული ყველა ნივთიერება, როგორიცაა ფურაჟი და ნარჩენი, დამუშავდეს. ერთჯერადი მოხმარების მასალა, რომელიც შეიძლება დაინფიცირდეს, განსაკუთრებით, დაკვლის დროს გამოყენებული მასალა-ინვენტარი, განადგურდეს სახელმწიფო ვეტერინარის მითითებებითა და ზედამხედველობით;
ზ) ღორების განთავსებისთვის გამოყენებული შენობები, ასევე, სატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობები, ქვეშსაგები, რომელიც გამოყენებული იყო ცოცხალი ან გატყავებული და გამოშიგნული ღორების ტრანსპორტირებისთვის, გაიწმინდოს და მოხდეს მათი დეზინფექცია ან დამუშავება ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად, მათ შორის ნაკელისა და წუნწუხის;
თ) აფრიკული ჭირის პირველადი ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში, დადგინდეს ვირუსის გენეტიკური ტიპი;
ი) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემოლოგიური) გამოკითხვა განხორციელდეს ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად.
4. ლაბორატორიაში, ზოოპარკში, დაცულ ტერიტორიებზე, სამონადირეო მეურნეობების ან შემოღობილ ტერიტორიაზე, სადაც ღორების შენახვა ხდება მეცნიერული მიზნებისთვის, სახეობების ან იშვიათი ჯიშების დაცვისათვის, ეპიზოოტიის (ეპიდემიის) დადასტურების შემთხვევაში, სააგენტომ შესაძლებელია არ გაითვალისწინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „,ა“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნები, თუ იგი ნეგატიურად არ აისახება ეპიზოოტიურ (ეპიდემიოლოგიურ) კეთილსაიმედოობაზე.
მუხლი 6. ზომები აფრიკული ჭირის დადასტურების შემთხვევაში ფერმებში, რომლებიც შედგება სხვადასხვა საწარმოო-სამეურნეო ერთეულ(ებ)ისაგან
აფრიკული ჭირის დადასტურების შემთხვევაში, ფერმებში, რომლებიც შედგება ორი ან მეტი საწარმოო-სამეურნეო ერთეულ(ებ)ისაგან, სადაც შესაძლებელია ღორების გასუქების დასრულება, სააგენტოს შეუძლია არ განახორციელოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები, თუ სახელმწიფო ვეტერინარი დაადასტურებს, რომ აღნიშნულ საწარმოო-სამეურნეო ერთეულებს შორის მანძილი, ზომა და მოწყობა ისეთია, რომ ისინი წარმოადგენენ ღორების განთავსებისათვის, შენახვისათვის და გამოკვებისათვის ცალკე შენობა-ნაგებობებს და აფრიკული ჭირის გავრცელება ერთი შენობიდან მეორეში შეუძლებელია.
მუხლი 7. ზომები კონტაქტურ ფერმებში
1. კონტაქტურია ფერმა, თუ სახელმწიფო ვეტერინარი ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგად აღმოაჩენს ან ჩათვლის, რომ აფრიკული ჭირის გამომწვევი ვირუსი შეტანილია ამ წესის მე-4 ან მე-5 მუხლში მითითებული ფერმიდან.
2. აფრიკული ჭირის არსებობაზე ეჭვის გამორიცხვამდე გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ კონტაქტურ ფერმებში, თუ ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემოლოგიური) სიტუაცია ამგვარად მოითხოვს, სააგენტომ უნდა გამოიყენოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ზომები.
4. აფრიკული ჭირის ვირუსის დადასტურების ან გამოირიცხვის მიზნით, კონტაქტურ ფერმებში მოკლული ღორებისგან აღებულ უნდა იქნას ნიმუშები ლაბორატორიული გამოკვლევისათვის.
მუხლი 8. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა
1. აფრიკული ჭირის პირველად ეპიზოოტიასთან (ეპიდემიასთან) ან საეჭვო შემთხვევებთან დაკავშირებით ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემოლოგიური) გამოკითხვა ხორციელდება კითხვარების საფუძველზე, რომლებიც მომზადებულია ამ წესის მე-19 მუხლში მითითებული საგანგებო გეგმის ფარგლებში.
2. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემოლოგიური) გამოკითხვა უნდა ითვალისწინებდეს:
ა) დროის ინტერვალს, აფრიკული ჭირის ვირუსის ფერმაში შესაძლო არსებობაზე ეჭვის გაჩენიდან დაავადების შეტყობინებამდე;
ბ) ფერმაში აფრიკული ჭირის შესაძლო წარმოშობასა და სხვა ფერმების იდენტიფიკაციას, სადაც ღორები შეიძლება დაინფიცირდეს იმავე წყაროდან;
გ) პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ღორების, მოკლული ღორის სხეულების, ხორცის, სპერმის ან ნებისმიერი მასალის გადაადგილებას, რის შედეგად შესაძლებელია ვირუსის გადატანა დაინფიცირებული ფერმიდან სხვა ფერმებში;
დ) გადამტანების ან გარეული ღორების მიერ დაავადების გავრცელების შესაძლებლობას.
3. თუ გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ აფრიკული ჭირი შეიძლება გავრცელდეს მეზობელ სახელმწიფოებში, მათ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამის შესახებ.
მუხლი 9. დამცავი და საკონტროლო ზონების შექმნა
1. აფრიკული ჭირის დიაგნოზის ოფიციალურად დადასტურებისთანავე, სააგენტომ, ეპიზოოტიის (ეპიდემიის) კერის გარშემო არანაკლებ 3 კმ-ის რადიუსით, უნდა შექმნას დამცავი ზონა, რომელიც შედის არანაკლებ 10 კმ-ის რადიუსის საკონტროლო ზონაში. ამ წესის მე-10 და მე-11 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები გატარებული უნდა იქნეს შესაბამის ზონებში.
2. ზონების შექმნისას, სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს:
ა) ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგები;
ბ) გეოგრაფიული მდებარეობა, განსაკუთრებით ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრები;
გ) ფერმების ადგილმდებარეობა და სიახლოვე;
დ) ღორების გადაადგილებისა და ვაჭრობის პრინციპები, სასაკლაოების ხელმისაწვდომობა და საწარმოები ტანხორცის გადამუშავებისათვის;
ე) შენობა-ნაგებობები და პერსონალი, რომელიც აკონტროლებს ღორების ნებისმიერ გადაადგილებას, თუ მოსაკლავი ღორები გაყვანილი უნდა იქნეს მათი წარმოშობის ფერმებიდან.
3. თუ ზონა მოიცავს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიის ნაწილსაც, სააგენტომ უნდა ითანამშრომლოს შესაბამის უწყებებთან ზონის დადგენის საკითხზე.
4. სააგენტომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, მათ შორის, გამოიყენოს შესამჩნევი აღნიშვნები და გამაფრთხილებელი შეტყობინებები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, დამცავ და საკონტროლო ზონებში მყოფი პირების ინფორმირებისათვის ამ წესის მე-10 და მე-11 მუხლებით დადგენილი შეზღუდვების შესახებ.
მ უხლი 10. ზომები შექმნილ დამცავ ზონაში
1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონებში შემდეგი ზომების გამოყენება:
ა) ფერმების აღწერა შესაძლო მოკლე დროში, რომლთა დათვალიერებისას სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს:
ა.ა) ღორების კლინიკური მდგომარეობა;
[ა.ბ) ღორების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; (ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.)].
ბ) საზოგადოებრივი სარგებლობის ან პირის მფლობელობაში არსებულ გზებზე ღორების გადაადგილების და ტრანსპორტირების აკრძალვა, თუ ეს ღონისძიებები არ ზღუდავს ფერმებთან დაკავშირებას და ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით მითითებული გადაადგილება ნებადართული არ იქნება სააგენტოს მიერ. აღნიშნული აკრძალვა არ გამოიყენება ღორების ავტომაგისტრალით ან რკინიგზით გადაყვანისას, გადმოტვირთვის ან შესვენების გარეშე. შეზღუდვა ვრცელდება დამცავი ზონის ფარგლებს გარე ტერიტორიიდან მომავალ და აღნიშნულ ზონაში მდებარე სასაკლაოსკენ მიმავალ გზაზეც;
გ) სატვირთო ავტომობილები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები, მოწყობილობები, რომელიც შეიძლება ინფიცირებული იყოს, გაწმენდა (გარეცხვა), მათი დეზინფექცია ამ წესის მე-12 მუხლში განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ღორების გადაზიდვაში (გადაყვანაში) გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება არ შეიძლება გავიდეს დამცავი ზონიდან გაწმენდისა (გარეცხვის) და დეზინფექციის, შემდგომში კი სააგენტოს ნებართვის გარეშე;
დ) სხვა შინაური ცხოველების ფერმაში შეყვანა ან ფერმიდან გაყვანის აკრძალვა სააგენტოს თანხმობის გარეშე;
ე) ფერმაში დაავადებული ღორებისა და მათი სიკვდილიანობის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, ნიმუშების აღების უზრუნველყოფა ლაბორატორიულ გამოკვლევისათვის;
ვ) ღორების ფერმიდან გაყვანის აკრძალვა, სადაც ისინი იმყოფებოდნენ ინფიცირებული ფერმის დასუფთავების, დეზინფექციის ან დეზინსექციის დასრულებიდან არანაკლებ 40 დღის მანძილზე. 40 დღის შემდგომ ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული პირობების საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან ღორების გაყვანა მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი ტრანსპორტირებულნი იქნებიან პირდაპირ:
ვ.ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, უმჯობესია დამცავი ან საკონტროლო ზონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით;
ვ.ბ) გადასამუშავებელ საწარმოში ან შესაბამის ადგილზე, სადაც ხდება ღორების დაუყოვნებლივ მოკვლა და მათი სხეულის დამუშავება, სააგენტოს ზედამხედველობოს ქვეშ;
ვ.გ) გამონაკლის შემთხვევებში დამცავი ზონის ფარგლებში მდებარე სხვა შენობა-ნაგებობებში;
ზ) დამცავ ზონაში მდებარე ფერმებიდან ღორების სპერმის, კვერცხუჯრედისა და ემბრიონების გატანის აკრძალვა;
თ) ფერმაში შესვლისას ან გამოსვლისას შესაბამისი ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა.
2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვები გაგრძელდება 40 დღეზე მეტ ხანს, დაავადების შემდგომი ეპიზოოტიის (ეპიდემიის) ან ღორების შენახვისას წარმოქმნილი ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული ან სხვა პრობლემების შედეგად, ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული პირობების საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია მფლობელის მიერ დასაბუთებული მიმართვის შემდეგ, დაუშვას დამცავი ზონაში მდებარე ფერმიდან ღორების გადაყვანა, რომელთა ტრანსპორტირება უნდა მოხდეს პირდაპირ:
ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, უმჯობესია დამცავი ან საკონტროლო ზონის ფარგლებში დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით;
ბ) დასამუშავებელ საწარმოში ან შესაბამის ადგილზე, სადაც ხდება ღორების დაუყოვნებლივ მოკვლა და მათი სხეულის დამუშავება, სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;
გ) გამონაკლის შემთხვევებში, დამცავი ზონის ფარგლებში მდებარე სხვა შენობა-ნაგებობებში.
3. სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან ღორების გაყვანა, იმ პირობით, რომ:
ა) სახელმწიფო ვეტერინარი განახორციელებს ფერმაში არსებული და გადასაყვანი ღორების კლინიკურ შემოწმებას და მათი სხეულის ტემპერატურის გაზომვას;
[ბ) განახორციელებს ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ( ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.)].
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოწმებით არ დასტურდება აფრიკული ჭირის არსებობა;
დ) სატრანსპორტო საშუალებები, სადაც მოთავსებულია ღორები, დალუქულია სააგენტოს მიერ;
ე) სატრანსპორტო საშუალება და მოწყობილობა დაუყოვნებლივ გასუფთავდება (გაირეცხება) და მოხდება მისი დეზინფექცია ტრანსპორტირების შემდეგ, ამ წესის მე-12 მუხლში განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
ვ) ღორების მოკვლის ან დაკვლის შემდეგ აღებული ნიმუშები გაიგზავნება ლაბორატორიაში, ფერმაში ჭირის არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით.
4. თუ ღორების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სასაკლაოზე:
ა) სახელმწიფო ვეტერინარი, რომელიც ზედამხედველობას უწევს სასაკლაოზე დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომ პროცესებს, ინფორმირებული უნდა იყოს ღორების სასაკლაოზე გაგზავნის შესახებ და ამის შესახებ უნდა აცნობოს სააგენტოს;
ბ) სასაკლაოზე ღორების დაბინავება და დაკვლა უნდა მოხდეს ღორების სხვა პარტიისაგან განცალკევებით;
გ) სასაკლაოზე ღორების დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმების დროს, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა გაითვალისწინოს აფრიკული ჭირის არსებობის ნიშნები.
5. ასეთი ღორის ხორცის მარკირება უნდა მოხდეს სპეციალური შტამპით, შტამპი უნდა იყოს ოვალური ფორმის, რომელზეც გავლებულია ორი პარალელური სწორი ხაზი, მათ შორის მანძილი არანაკლებ 1 სმ-ს უნდა შეადგენდეს, ხაზი უნდა კვეთდეს ოვალური ფორმის წრეს ისე, რომ იქ არსებული ინფორმაცია გარკვევით იკითხებოდეს, ამასთან ორი პარალელური ხაზი ისევე აშკარა უნდა იყოს, როგორც ნიშნის გარე კიდე ან ასეთი ღორის ხორცი ექვემდებარება განაცალკევებით გადამუშავებას და ის შეიძლება ჩაერთოს საერთაშორისო ვაჭრობაში იმ შემთხვევაში, თუ ხორცს გავლილი აქვს სითბური დამუშავება ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, ცენტრისკენული ძალით 3,00 ან მეტი.
6. დამუშავება უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დაწესებულებაში, სადაც ხორცი უნდა გაიგზავნოს დალუქულ მდგომარეობაში.
7. ამ მუხლის პირველი-მე-6 პუნქტებით დადგენილი ზომების გამოყენება დამცავ ზონაში უნდა გაგრძელდეს:
ა) დაინფიცირებული ფერმების გაწმენდის და დეზინფექციის განხორციელებამდე;
ბ) ყველა ფერმის ღორების კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმების განხორციელებამდე აფრიკული ჭირის ვირუსის არსებობის შესაძლო გამოვლენის მიზნით.
8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში, მე-2 და მე-8 პუნქტებში მითითებული 40 და 45 დღიანი პერიოდები შეიძლება შემცირდეს 30 დღემდე იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება ინტენსიური ნიმუშის აღებისა და შემოწმების პროგრამა, რომელიც აფრიკული ჭირის არსებობის ეჭვის გამორიცხვის შესაძლებლობას იძლევა.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული შემოწმებები არ უნდა განხორციელდეს დაინფიცირებული ფერმების წინასწარი გასუფთავების და დეზინფექციის საჭიროებისას, დეზინსექციის დასრულებიდან 45 დღის გასვლამდე.
მ უხლი 11. ზომები შექმნილ საკონტროლო ზონაში
1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ საკონტროლო ზონებში გამოყენებულ იქნეს შემდეგი ზომები:
ა) ღორის ყველა ფერმის აღწერა;
ბ) საზოგადოებრივი სარგებლობის ან პირის მფლობელობაში არსებულ გზებზე ღორების გადაადგილების და ტრანსპორტირების აკრძალვა, თუ ეს ღონისძიებები არ ზღუდავს ფერმებთან დაკავშირებას. აღნიშნული არ ეხება ღორების ავტომაგისტრალით ან რკინიგზით გადაყვანას გადმოტვირთვის ან შეჩერების გარეშე. სააგენტოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს საკონტროლო ზონის ფარგლების გარე ტერიტორიიდან მომავალ და სასაკლაოს (თუ ის მდებარეობს საკონტროლო ზონაში) მიმართულებით ღორების დაუყოვნებლივ დაკვლისათვის გამოყენებულ გზაზეც;
გ) სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობა ღორების და სხვა შინაური ცხოველების ან მასალის ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც შეიძლება დაინფიცირებული იყოს (მაგალითად, ღორის სხეულით, ფურაჟით, ნაკელით და სხვა), უნდა გაიწმინდოს, მოხდეს მათი დეზინფექცია და დამუშავება დაინფიცირებიდან შესაძლო მოკლე დროში ამ წესის მე-12 მუხლში განსაზღვრული დებულებების და პროცედურების შესაბამისად. ღორების გადაზიდვაში გამოყენებული სატვირთო ან სხვა სატრანსპორტო საშუალება არ შეიძლება გავიდეს აღნიშნული ზონიდან გაწმენდის და დეზინფექციის და შემდეგ სააგენტოს შემოწმების და ნებართვის გარეშე;
დ) სხვა შინაური ცხოველის ფერმაში შეყვანისა ან ფერმიდან გამოყვანის აკრძალვა ზონის შექმნიდან პირველი შვიდი დღის განმავლობაში ნებართვის გარეშე;
ე) ფერმაში მკვდარი ან დაავადებული ღორის სათანადო ლაბორატორიული გამოკვლევები;
ვ) ფერმიდან ღორების გაყვანის დაუშვებლობა ინფიცირებული ფერმის დასუფთავების, დეზინფექციის და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექციის დასრულებიდან სულ მცირე 30 დღის მანძილზე. 30 დღის შემდეგ ამ წესის მე - 10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან ღორების გაყვანა იმ პირობით, რომ მათი გადაყვანა მოხდება პირდაპირ:
ვ.ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, უმჯობესია დამცავი ან საკონტროლო ზონის ფარგლებში დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით;
ვ.ბ) გადასამუშავებელ საწარმოში ან შესაბამის ადგილზე, სადაც მოხდება ღორების დაუყოვნებლივ მოკვლა და მათი სხეულის დამუშავება, სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;
ვ.გ) გამონაკლის შემთხვევებში დამცავი და საკონტროლო ზონის ფარგლებში მდებარე სხვა შენობა-ნაგებობებში;
ზ) საკონტროლო ზონაში მდებარე ფერმიდან ღორების სპერმის, კვერცხუჯრედისა და ემბრიონის გატანის აკრძალვა;
თ) ფერმაში შესვლისას ან გამოსვლისას შესაბამისი ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა.
2. საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორთან შეთანხმების გათვალისწინებით, სააგენტოს შეუძლია სასაკლაოზე ტრასპორტირებულ და დაკლულ ღორებთან მიმართებაში არ გაითვალისწინოს ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4-მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, ასეთი ღორის ხორცის მარკირებასთან, მის შემდგომ გამოყენებასთან, დამუშავებული პროდუქტის საბოლოო გამოყენების ადგილთან დაკავშირებით.
3. თუ ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ზომები გაგრძელდა 40 დღეზე მეტი, სააგენტოს შეუძლია ფერმის მფლობელის დასაბუთების შემდეგ დაუშვას ღორების ფერმიდან გაყვანა საკონტროლო ზონაში, რომელთა ტრანსპორტირება უნდა მოხდეს პირდაპირ:
ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, უმჯობესია დამცავი ან საკონტროლო ზონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით;
ბ) გადასამუშავებელ საწარმოში ან შესაბამის ადგილზე, სადაც ხდება ღორების დაუყოვნებლივ მოკვლა და მათი სხეულის დამუშავება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;
გ) გამონაკლის შემთხვევებში, დამცავი ზონის ან საკონტროლო ზონის ფარგლებში მდებარე სხვა შენობა-ნაგებობებში.
4. ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში მითითებული ზომების გამოყენება საკონტროლო ზონაში უნდა გაგრძელდეს:
ა) ინფიცირებული ფერმის გაწმენდის (გარეცხვის), დასუფთავების, დეზინფექციის და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექციის განხორციელებამდე;
ბ) ფერმის ყველა ღორის კლინიკურ და ლაბორატორიულ შემოწმებამდე, აფრიკული ჭირის შესაძლო გამოვლინების მიზნით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული პერიოდი შესაძლოა შემცირდეს 21 დღემდე, მე-3 პუნქტში მითითებული პერიოდი - 30 დღემდე და მე-5 პუნქტში მითითებული პერიოდი - 20 დღემდე, თუ გამოიყენება ინტენსიური ნიმუშის აღებისა და შემოწმების პროგრამა, რომელიც აფრიკული ჭირის არსებობის ეჭვის გამორიცხვის შესაძლებლობას იძლევა.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული შემოწმებების განხორციელება დაუშვებელია ინფიცირებული ფერმის წინასწარი დასუფთავების, დეზინფექციის და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექციის დასრულებიდან 40 დღის გასვლამდე.
მ უხლი 12. დასუფთავება, დეზინფექცია და ინსექტიციდებით დამუშავება
1. დასუფთავების, დეზინფექციის და ინსექტიციდებით დამუშავების პრინციპები და პროცედურებია:
ა) დასუფთავების, დეზინფექციის და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექციის სამუშაოების განხორციელება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;
ბ) აფრიკული ჭირის ვირუსის განადგურების მიზნით, გამოსაყენებელი სადეზინფექციო საშუალებებისა და მათი კონცენტრაციების გამოყენება სააგენტოს ნებართვით;
გ) სადეზინფექციო საშუალებების მოქმედების შემოწმება გამოყენებამდე, რათა თავიდან იქნას აცილებული კონკრეტული სადეზინფექციო საშუალებების მოქმედების შესუსტება ხანგრძლივი შენახვის შედეგად;
დ) სადეზინფექციო საშუალებების და დეზინფექციის პროცედურების შერჩევის განხორციელება შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების და იმ ობიექტების ტიპის გათვალისწინებით, რომელიც უნდა დამუშავდეს;
ე) ცხიმის გამცლელი ნივთიერებების და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება ისეთ პირობებში, რომ ზიანი არ მიადგეს ან არ შემცირდეს აღნიშნული ნივთიერებების ეფექტურობა. კერძოდ, დაცული უნდა იყოს გამოსაყენებელო საშუალების თანმხლებ ინსტრუქციაში მითითებული პირობები, როგორიცაა: წნევა, მინიმალური ტემპერატურა და საჭირო საკონტაქტო დრო;
ვ) გამოსაყენებელი საშუალების თანმხლებ ინსტრუქციაში მითითებული პირობებთან ერთად, შემდეგი საერთო წესების დაცვა:
ვ.ა) სადენზიფექციო საშუალებებით ქვეშსაფენის და ფეკალური მასის სრული გაჟღენთვა;
ვ.ბ) სადგომების დემონტაჟის შემდეგ მიწის, იატაკის, ჭერისა და კედლების, ასევე მოწყობილობებისა და ინსტალაციების გაწმენდა-გასუფთავება და ჯაგრისით გახეხვა;
ვ.გ) გაწმენდითი სამუშაოების დროს გამოყენებული წყლის გაუვნებელყოფა ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული აფრიკული ჭირის გავრცელების რისკი;
ვ.დ) წნევით სითხეებით წმენდისას, უკვე გასუფთავებული ნაწილის ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილება;
ვ.ე) სავარაუდოდ დაბინძურებული მოწყობილობის, დანადგარების და საგნების გაწმენდა, დეზინფექცია ან განადგურება;
ვ.ვ) დეზინფექციის დამთავრების შემდეგ, განმეორებითი დაბინძურების თავიდან აცილება;
ვ.ზ) დასუფთავებისა და დეზინფექციების პროცედურებთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების შესახებ შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება დამოწმებული სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, რომელიც უნდა ინახებოდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთან.
2. ინფიცირებული ფერმების დასუფთავებისა და დეზინფექციის სპეციფიკური მოთხოვნებია:
ა) წინასწარი გაწმენდა და დეზინფექცია, რომლის დროსაც:
ა.ა) ცხოველების მოკვლისას მიღებულ უნდა იქნას ყველა აუცილებელი ზომა, რათა თავიდან იქნას აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელება. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს დროებითი სადეზინფექციო მოწყობილობის დამონტაჟებას, დამცავი ტანსაცმლის, შხაპების უზრუნველყოფას, გამოყენებული მოწყობილობის, ინსტრუმენტების და შენობა-ნაგებობების გაწმენდას, ვენტილაციისთვის ენერგომომარაგების შეწყვეტას;
ა.ბ) მოკლული ღორების სხეულები უნდა გაიჟღინთოს სადეზინფექციო საშუალებებით;
ა.გ) ფერმიდან ღორების სხეულის გატანის აუცილებლობისას მათი დამუშავების მიზნით, გამოყენებულ უნდა იქნას დახურული და წყალშეუღწევადი კონტეინერები;
ა.დ) დამუშავების მიზნით, ღორების სხეულის გატანისთანავე, ფერმის ის ნაწილები, რომელშიც განთავსებული იყვნენ ეს ცხოველები და სხვა ადგილები, რომლებიც დაბინძურდა ღორების მოკვლის ან დაკვლისშემდგომი შემოწმების დროს, უნდა დამუშავდეს, ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად გამოსაყენებლად ნებადართული სადეზინფექციო საშუალებებით;
ა.ე) ნებისმიერი ქსოვილი ან სისხლი, რომელმაც შეიძლება გამოჟონოს დაკვლის ან დაკვლისშემდგომი შემოწმების ან შენობების, ეზოების, ჭურჭლის ან სხვ. მასობრივი დაბინძურების დროს, ფრთხილად უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს;
ა.ვ) გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებები დამუშავებულ ზედაპირზე უნდა დარჩეს მინიმუმ 24 საათის განმავლობაში;
ბ) საბოლოო გაწმენდა და დეზინფექცია, რომლის დროსაც:
ბ.ა) ნაკელი და ქვეშსაგები გატანილი და დამუშავებული უნდა იქნას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ბ.ბ) ცხიმი და ჭუჭყი მოცილებულ უნდა იქნას ყველა ზედაპირიდან ცხიმის მომცილებელი ნივთიერებების გამოყენებით და ზედაპირები უნდა დამუშავდეს წყლით;
გ) წყლით გარეცხვის შემდეგ, დამატებითი სადეზინფექციო საშუალებების შესხურება;
დ) შვიდი დღის შემდეგ, შენობა-ნაგებობების ცხიმის მოსაცილებელი ნივთიერებებით დამუშავება, წყლის გადავლება, სადეზინფექციო საშუალებების შესხურება და განმეორებით წყლის გადავლება.
3. დაბინძურებული ქვეშსაგების, ნაკელისა და წუნწუხის დეზინფექციისას:
ა) ნაკელი და გამოყენებული ქვეშსაგები უნდა შეგროვდეს, შესხურდეს სადეზინფექციო საშუალებები და დაყოვნდეს არანაკლებ 42 დღის განმავლობაში ან განადგურდეს დაწვით ან მიწაში დამარხვით;
ბ) წუნწუხი დაყოვნებულ უნდა იქნას არანაკლებ 60 დღე დაინფიცირებული მასალის ბოლო დამატებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სააგენტო დაუშვებს შენახვის შემცირებულ ვადას წუნწუხისათვის, რომელიც დამუშავდა სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად.
4. ღია ფერმების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია განსაზღვროს გაწმენდის და დეზინფექციის სპეციალური პროცედურები ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, ფერმის ტიპისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
მ უხლი 13. ფერმაში ღორის რეპოპულაცია (აღწარმოება) ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემდეგ
1. დაუშვებელია ამ წესის მე-5 მუხლში მითითებული ფერმის ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება), ამ წესის მე-12 მუხლით დადგენილი გასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოების დასრულებიდან არანაკლებ 40 დღის განმავლობაში.
2. ღორის რეპოპულაციის (აღწარმოების) დროს, სადაც დაავადების გამოვლენა არ უკავშირდება გადამტანებს, გათვალისწინებული უნდა იქნას ფერმაში გამოყენებული ღორების გამოზრდის ტექნოლოგია. ასეთ შემთხვევაში:
ა) ღია ტიპის ფერმაში, ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება) უნდა მოხდეს ინდიკატორული ღორების შეყვანით, რომლებიც შემოწმებულია და გამოვლენილია აფრიკული ჭირის მიმართ ანტისხეულების არსებობის ნეგატიური შედეგი ან ღორები არიან იმ ფერმიდან, რომელიც არ ექვემდებარება რაიმე შეზღუდვას აფრიკულ ჭირთან დაკავშირებით. ინდიკატორული ღორები უნდა განთავსდეს სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად, ინფიცირებული ფერმის მთელ ტერიტორიაზე. ფერმაში განთავსებიდან 45 დღის შემდეგ, უნდა მოხდეს ნიმუშის აღება და შემოწმება ანტისხეულების არსებობაზე. არცერთმა ღორმა არ უნდა დატოვოს ფერმა სეროლოგიური გამოკვლევებით უარყოფითი შედეგის მიღებამდე; თუ არცერთ ღორს არ განუვითარდა ანიტისხეულები აფრიკული ჭირის მიმართ, შესაძლებელი იქნება მათი სრული გამრავლება;
ბ) სხვა ტიპის ფერმებში ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება) უნდა განხორციელდეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში წარმოდგენილი საერთო რეპოპულაციის (აღწარმოების) საფუძველზე იმ პირობით, რომ:
ბ.ა) ყველა ღორი შეყვანილი იქნება 20 დღის განმავლობაში იმ ფერმებიდან, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვებს აფრიკულ ჭირთან დაკავშირებით;
ბ.ბ) განმეორებით გამრავლებულ კოლტში არსებული ღორები დაექვემდებარება სეროლოგიურ გამოკვლევას. ასეთი შემოწმებისათვის ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს ღორების ბოლო შეყვანიდან 45 დღის შემდეგ;
ბ.გ) ღორების გაყვანა არ მოხდება ფერმიდან სეროლოგიური გამოკვლევებით უარყოფითი შედეგის მიიღებამდე.
3. იმ ფერმების შემთხვევაში, სადაც დაავადების გამოვლენა უკავშირდება გადამტანებს, რეპოპულაცია (აღწარმოება) არ უნდა მოხდეს არანაკლებ ექვსი წლის განმავლობაში, თუ:
ა) იმ შენობებში და ადგილებში, სადაც დაგეგმილია ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება) და შესაძლებელია მათი კონტაქტი გადამტანთან, სათანადო ზედამხედველობის ქვეშ არ განხორციელდება სპეციალური სამუშაოები გადამტანების აღმოფხვრის მიზნით;
ბ) არსებული გადამტანის არსებობა აღარ წარმოადგენს აფრიკული ჭირის გადატანის მნიშვნელოვან რისკს, რომლის შემდეგ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ზომები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ზომების გარდა, არცერთმა ღორმა არ უნდა დატოვოს ფერმა სრული რეპოპულაციის (აღწარმოების) შემდეგ, სანამ არ მიიღება უარყოფითი შედეგი აფრიკულ ჭირზე სეროლოგიური შემოწმებით. ფერმაში ღორებიდან ნიმუშის აღება ხდება სრული რეპოპულაციიდან (აღწარმოებიდან) 60 დღის შემდეგ.
5. სააგენტოს, ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) სიტუაციის გათვალისწინებით, შეუძლია არ გაითვალისწინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები, თუ დაავადების გამოვლენა არ უკავშირდება გადამტანებს და ფერმაში დასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოების დასრულებიდან გასულია ექვს თვეზე მეტი.
6. ამ წესის მე-5 მუხლში მითითებულ ფერმაში შინაური ცხოველების რეინტროდუქცია უნდა განხორციელდეს სააგენტოს ნებართვის საფუძველზე და გათვალისწინებული უნდა იყოს ინფექციის გავრცელების ან/და რეინტროდუქციის შედეგად გადამტანების არსებობის რისკი.
მ უხლი 14. ზომები აფრიკული ჭირის არსებობის შესახებ ეჭვის მიტანის და დადასტურების შემთხვევაში სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში
1. სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში აფრიკული ჭირის გაჩენაზე ეჭვის მიტანისას, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დაავადების დადასტურება ან გამორიცხვა ლაბორატორიული გამოკვლევებით.
2. სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში, აფრიკული ჭირის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს:
ა) სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში მყოფი დაავადებაზე საეჭვო ყველა ღორის დაუყოვნებლივ მოკვლა;
ბ) ღორის სხეულ(ებ)ის, შინაგანი ორგანოების და ცხოველური ნარჩენის დამუშავება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;
გ) შენობების და მოწყობილობების, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავება, დეზინფექცია და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექცია სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად;
დ) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
ე) აფრიკული ჭირის გენეტიკური ტიპის დადგენა ლაბორატორიული გამოკვლევით.
3. ამ წესის მე-7 მუხლში მითითებული ზომები გამოიყენება კონტაქტურ ფერმებში და იმ ფერმებში, საიდანაც არიან ინფიცირებული ღორები ან მათი სხეულები. ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები გამოიყენება დაინფიცირებული ღორების ან მათი სხეულების წარმოშობის ფერმაში, თუ ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. დაუშვებელია სასაკლაოზე სხვა ცხოველის დაკვლა ან სატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვა ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული დასუფთავების, დეზინფექციის და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექციის სამუშაოს დასრულებიდან არანაკლებ 24 საათის განმავლობაში.
მ უხლი 15. ზომები გარეულ ღორებში აფრიკული ჭირის არსებობის ეჭვის ან დადასტურების შემთხვევაში
1. სააგენტომ, გარეული ღორების სავარაუდო დაინფიცირების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ყველა სათანადო ზომა, რომ აფრიკული ჭირის არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით, გამოიკვლიონ და ლაბორატორიულად შეამოწმონ ყველა ნანადირევი და მკვდარი ღორის სხეული და მიაწოდოს ინფორმაცია მფლობელებსა და მონადირეებს.
2. გარეულ ღორებში აფრიკული ჭირის პირველადი შემთხვევის დადასტურებისთანავე, დაავადების გავრცელების აღსაკვეთად ან შესამცირებლად, სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) შექმნას ექსპერტთა ჯგუფი ვეტერინარი ექიმების, მონადირეების, ბიოლოგების, ეპიდემიოლოგების შემადგენლობით, რომელიც სააგენტოს დაეხმარება:
ა.ა) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) სიტუაციის შესწავლასა და დაინფიცირებული ზონის დადგენაში ამ წესის მე-16 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული დებულებების მიხედვით;
ა.ბ) დაინფიცირებულ ტერიტორიაზე გამოსაყენებელი შესაბამისი ზომების განსაზღვრაში, გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ პუნქტებისა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ნადირობისა და გარეული ღორის ხორცის საკვებად გამოყენების აკრძლავას;
ა.გ) აფრიკული ჭირის ლიკვიდაციის გეგმის შედგენაში;
ა.დ) აუდიტის ჩატარებაში, ინფიცირებული ტერიტორიიდან აფრიკული ჭირის ლიკვიდაციისათვის გატარებული ზომების ეფექტიანობის დადგენის მიზნით;
ბ) განსაზღვრულ დაინფიცირებულ ტერიტორიაზე არსებული ღორების ფერმები დაუყოვნებლივ აიყვანოს ზედამხედველობის ქვეშ, რომელის დროსაც:
ბ.ა) მფლობელმა ყველა ფერმაში აღრიცხოს ყველა კატეგორიის ღორი და მოპოვებული ინფორმაცია მოთხოვნისთანავე წარადგინოს სააგენტოში. ღია ტიპის ღორების ფერმებში პირველი აღრიცხვა შეიძლება განხორციელდეს სავარაუდო შეფასების საფუძველზე;
ბ.ბ) უზრუნველყოფილ იქნეს ფერმაში არსებული ყველა ღორის გარეული ღორებისგან იზოლირება. დაუშვებელია გარეული ღორების წვდომა ისეთ მასალაზე, რომელიც შესაძლოა შემდგომ კონტაქტში იყოს ფერმის ღორებთან;
ბ.გ) არცერთი ღორი არ იქნეს შეყვანილი და გამოიყვანილი ფერმიდან სააგენტოს ნებართვის გარეშე;
ბ.დ) ფერმის და შენობების შესასვლელებში და გამოსასვლელებში მოეწყოს შესაბამისი, სადეზინფექციო ბარიერი, სადეზინფექციო ხალიჩები ან გამტარები და, საჭიროების შემთხვევაში, სადეზინფექციო საშუალებებთან ერთად გამოყენებულ იქნეს დეზინსექციის საშუალებები;
ბ.ე) ფერმაში შემსვლელმა ყველა პირმა, აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, დაიცვას სათანადო ჰიგიენური ზომები;
ბ.ვ) ფერმაში აფრიკული ჭირის სიმპტომებით მკვდარი ყველა ღორიდან აღებული ნიმუში აფრიკული ჭირის ვირუსის დადგენის ან გამორიცხვის მიზნით გადაიგზავნოს ლაბორატორიაში;
გ) არ დაუშვას მოკლული ან მკვდარი გარეული ღორის ნაწილების, აგრეთვე ნებისმიერი მასალის ან მოწყობილობის, რომელიც შესაძლოა დაინფიცირებული იყოს აფრიკული ჭირის ვირუსით შეტანა ღორების ფერმაში;
დ) აკრძალოს ვაჭრობის მიზნით დაინფიცირებული ტერიტორიიდან ცოცხალი ღორების გაყვანა, მათი სპერმის, ემბრიონის ან კვერცხუჯრედის გატანა;
ე) უზრუნველყოს, რომ დაინფიცირებულ ტერიტორიაზე მონადირებული ან მკვდარი ყველა ღორი შემოწმდეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ აფრიკული ჭირის არსებობაზე. დადებითი შედეგის შემთხვევაში, ღორის სხეული უნდა დამუშავდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში დასაშვებია გარეული ღორის ხორცის ბაზარზე განთავსება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის. ნაწილები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, უნდა დამუშავდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;
ვ) უზრუნველყოს ლაბორატორიული გამოკვლევით, აფრიკული ჭირის გენეტიკური ტიპის დადგენა.
3. იმ შემთხვევაში, თუ გარეულ ღორებში გამოვლინდება აფრიკული ჭირი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიასთან ახლოს, აღნიშნულმა სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ დაავადების აღმოფხვრისათვის.
მუხლი 16. გარეული ღორების პოპულაციაში აფრიკული ჭირის აღმოფხვრის გეგმა
ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილი ზომების თანახმად, სააგენტომ, გარეულ ღორებში აფრიკული ჭირის პირველადი შემთხვევის დადასტურებიდან მოკლე პერიოდში, უნდა შეიმუშაოს დაინფიცირებულ ტერიტორიაზე აფრიკული ჭირის აღმოფხვირსათვის საჭირო და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ ფერმებში გამოსაყენებელი ზომების გეგმა, რომელიც შესაძლოა შესწორდეს სიტუაციის განვითარების გათვალისწინებით და უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვების, ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად განხორციელებული კონტროლის შედეგების და აფრიკული ჭირის გავრცელების არეალის შესახებ;
ბ) ინფიცირებული ზონის შესახებ, რომლის განსაზღვრისას სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს:
ბ.ა) განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგები და დაავადების გავრცელების არეალი;
ბ.ბ) გარეული ღორების პოპულაცია დაინფიცირებულ ზონაში;
ბ.გ) ბუნებრივი და ხელოვნური დაბრკოლებების არსებობა;
გ) ექსპერტთა ჯგუფის შესახებ;
დ) საინფორმაციო კამპანიის შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს მონადირეების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით სალიკვიდაციო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი ზომების შესახებ;
ე) მონადირებული ან ნაპოვნი მკვდარი გარეული ღორების ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე, გარეული ღორების პოპულაციაში აფრიკული ჭირის გავრცელების ფარგლების განსაზღვრისათვის განხორციელებული სპეციალური ზომების შესახებ;
ვ) ნადირობისათვის დადგენილ მოთხოვნების შესახებ, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით;
ზ) მონადირებული ან ნაპოვნი მკვდარი გარეული ღორების მოცილების მეთოდების შესახებ, რომელიც ეფუძნება:
ზ.ა) დამუშავებას სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ;
ზ.ბ) სახელმწიფო ვეტერინარის მიერ შემოწმებას და ლაბორატორიულ გამოკვლევას. დადებითი შედეგის შემთხვევაში, ღორის სხეული მუშავდება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო უარყოფითი შედეგის შემთხვევაში - დაიშვება გარეული ღორის ხორცის ბაზარზე განთავსება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის. ნაწილები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, უნდა დამუშავდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;
თ) თითოეულ მოკლულ ან ნაპოვნ მკვდარ გარეულ ღორზე განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შესახებ, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია:
თ.ა.) იმ არეალის შესახებ, სადაც ნაპოვნია მოკლული ან მკვდარი ცხოველი;
თ.ბ.) იმ თარიღის შესახებ, როდესაც ნაპოვნია მოკლული ან მკვდარი ცხოველი;
თ.გ.) იმ პირის შესახებ, რომელმაც იპოვნა მოკლული ცხოველი ან მოკლა;
თ.დ.) მკვდარი ღორის სხეულის მდგომარეობის შესახებ;
თ.ე.) ლაბორატორიული მონაცემების და შედეგების შესახებ;
ი) ზედამხედველობის პროგრამების ან პრევენციის ღონისძიებების შესახებ, რომელიც გამოიყენება განსაზღვრულ და ინფიცირებულ ტერიტორიაზე მდებარე ფერმებში და, საჭიროების შემთხვევაში, მის გარშემო, მათ შორის ტრანსპორტში, ინფიცირებულ ზონაში ან ზონიდან გადაადგილების ფარგლებში;
კ) სხვა კრიტერიუმების შესახებ, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს განსაზღვრულ ზონაში დაავადების ლიკვიდაციისათვის მიღებული ზომების ხელშეწყობისათვის;
ლ) გეგმის განხორციელების მეთვალყურეობასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ორგანოს შესახებ;
მ) ამ წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის მიერ სალიკვიდაციო გეგმის შედეგების რეგულარულად განხილვის შესახებ;
ნ) დაავადების მონიტორინგის ღონისძიებების შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს განსაზღვრულ ინფიცირებულ ზონაში გარეულ ღორებში აფრიკული ჭირის ბოლო დადასტურებული შემთხვევიდან არანაკლებ 12 თვის შემდეგ. აღნიშნული მონიტორინგის ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 12 თვის განმავლობაში და უნდა მოიცავდეს ამ მუხლის ,,ვ“, ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად უკვე განხორციელებულ ზომებს.
მუხლი 17. გადამტანის მეშვეობით აფრიკული ჭირის გავრცელების პრევენციის ზომები
1. ფერმაში აფრიკული ჭირის დადასტურების შემთხვევაში, თუ გადამტანის არსებობა შესაძლებელია ან საეჭვოა, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ დაინფიცირებული შენობა მისი გარემომცველი ტერიტორიით შემოწმდეს გადამტანების არსებობაზე, ფიზიკური შემოწმებით და, საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშების აღებით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტერიტორიის ძველ შენობებსა და ჩრდილიან ადგილებს, სადაც გადამტანების არსებობისათვის პირობები ტენიანობისა და ტემპერატურის თვალსაზრისით ხელსაყრელია. გადამტანების გააქტიურების პერიოდია გვიანი გაზაფხული, ზაფხული და ადრეული შემოდგომა.
2. გადამტანის მოძიებისათვის გამოიყენება ორი მეთოდი:
ა) ძიება ნიადაგში, ქვიშაში ან მტვერში, რომელიც აიღება ქვებს შორის ღრიჭოებიდან (ქვით ნაშენი ზონების შემთხვევაში), შენობების საძირკვლიდან, ფილების ქვეშ, კედლებში არსებული ცარიელი ადგილებიდან, ბზარებიდან ჯაგრისით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში ნიადაგი და ქვიშა უნდა გაიცრას. მატლების ძიებისას გამოიყენება გამადიდებელი შუშა;
ბ) ძიება CO2 დამჭერების მეშვეობით, რომელიც უნდა განთავსდეს რამდენიმე საათის განმავლობაში ღორების ბაგაში, უმჯობესია ღამით და, სხვა შემთხვევაში, დღის სინათლისგან დაცულ ბნელ ადგილებში. დამჭერები იგება ისე, რომ გადამტანები საკმარისად მიუახლოვდეს CO2 წყაროს და შეუძლებელი იყოს მათი თავდაპირველ ადგილსამყოფელში დაბრუნება.
3. გადამტანების არსებობის დადასტურების შემთხვევაში, აფრიკული ჭირის ვირუსის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით, ხდება გადამტანების ლაბორატორიული გამოკვლევა და ფერმაში და ფერმის გარშემო ტერიტორიაზე იგეგმება შესაბამისი შემოწმების, მონიტორინგისა და კონტროლის ღონისძიებები.
4. თუ შეუძლებელია გადამტანების კონტროლი, დაუშვებელია ღორების და საჭიროების შემთხვევაში სხვა შინაური ცხოველების შენახვა ფერმაში არანაკლებ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში.
მ უხლი 18. დიაგნოსტიკური პროცედურები და ბიოუსაფრთხოების მოთხოვნები
1. დაავადების დიაგნოსტირების მიზნით, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ნიმუშის აღება და გამოკვლევისათვის ლაბორატორიაში გადაგზავნა.
2. ლაბორატორიამ გამოკვლევისას უნდა გამოიყენოს კვლევის თანამედროვე სტანდარტები და მეთოდები.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილი ქმედებების დროს დაცული უნდა იქნეს ბიოუსაფრთხოების წესები.
მუხლი 19. საგანგებო გეგმა
1. სააგენტო ვალდებულია, აფრიკული ჭირის ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში, შეადგინოს საგანგებო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) ეპიზოოტიის (ეპიდემიის) სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის, ყველა სახის რესურსსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა;
ბ) რეგიონებში ღორების მაღალი სიმჭიდროვის ზონები, დაავადების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფის საშუალებები;
გ) შენობა-ნაგებობების, მოწყობილობების, პერსონალისა და ეპიზოოტიის (ეპიდემიის) სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის საჭირო ყველა სხვა მასალისადმი წვდომა;
დ) აფრიკული ჭირის ეპიზოოტიასთან (ეპიდემიასთან) დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების კოორდინირებულად განხორციელების შესაძლებლობა;
ე) ლაბორატორიის პერსონალის და დიაგნოსტიკური გამოკვლევების ხელმისაწვდომობისათვის სწრაფი და ეფექტური კამპანიის განხორციელების შესაძლებლობა;
ვ) ინსტრუქციული სახელმძღვანელოს გამოცემა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება აფრიკული ჭირის ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში გამოსაყენებელი ყველა პროცედურის, ინსტრუქციის და ზომების დეტალური, სრული და პრაქტიკული აღწერილობა;
ზ) ექსპერტთა ჯგუფების პერსონალით, საშუალებებითა და მოწყობილობებით, საკომუნიკაციო სისტემებით, მართვის ეფექტური და მკაფიო ქსელით უზრუნველყოფა.
3. პერსონალმა წელიწადში არანაკლებ ორჯერ უნდა გაიაროს ორგანიზებული, სიმულაციური სწავლებები აფრიკულ ჭირზე, მათ შორის საკომუნიკაციო ტექნიკის ათვისებას, ეპიზოოტოლოგიურ (ეპიდემიოლოგიურ) გამოკითხვას, კლინიკურ ნიშნებსა და ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით. სწავლებებში ჩართული უნდა იყვნენ ვეტერინარები, სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფერმერები.
4. აღნიშნული გეგმები შემდგომში შესაძლოა შესწორდეს ან შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. ნებისმიერ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია ხუთ წელიწადში ერთხელ განაახლოს საგანგებო გეგმა და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
მუხლი 20. ექსპერტთა ჯგუფები
1. სააგენტოს მიერ იქმნება ექსპერტთა მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც დაეხმარება სააგენტოს:
ა) ეპიზოოტოლოგიურ (ეპიდემოლოგიურ) გამოკითხვაში;
ბ) ნიმუშის აღებასა და ლაბორატორიული შემოწმების შედეგების გაანალიზებაში (ინტერპრეტაციაში);
გ) დაავადების კონტროლის ზომების განსაზღვრაში;
დ) სხვა საკითხების განხორციელებაში.
2. დასაშვებია სააგენტოს მიერ ექსპერტთა ჯგუფის ფუნქციისა და მოვალეობების შესახებ დამატებითი კრიტერიუმებისა და მოთხოვნების განსაზღვრა.
ნიუკასლის ( ფრინველის ჭირი ) დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ
და საკარანტინო ღონისძიებათა წესი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 23 იანვრი ს ბრძანება №2-16 - ვებგვერდი, 26.01.2015წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ნიუკასლის ( ფრინველის ჭირი ) დაავადება ( შემდგომში -,, ნიუკასლის დაავადება “) - Marbus Newcastle - მაღალ კონტაგიოზური დაავადებაა , რომელიც გამოწვეულია ფრინველის paramyxovirus1 შტამით . ნიუკასლის დაავადების დროს ინტრაცერებრალური პათოგენობის ინდექსი ზრდასრულ ფრინველებში შეადგენს 0,7- ზე მეტს . ვირუსის გუნდში მოხვედრიდან ყველა ფრინველი ფაქტობრივად ინფიცირდება 2-6 დღეში . ფრინველებში დაავადება მიმდინარეობს სასუნთქი ორგანოების ან კუჭნაწლავის ტრაქტის ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით , გამომდინარე იქიდან , თუ ვირუსის რომელი შტამით არის დაინფიცირებული ფრინველი . ნიუკასლის დაავადების გამომწვევმა ვირუსმა შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანებში კონიუნქტივიტი .
2. ნიუკასლის დაავადების ინკუბაციური პერიოდი 3-7 დღეა , რომელიც შესაძლოა 9-12 დღემდე გაგრძელდეს . ნიუკასლის დაავადების აღმძვრელი წყაროა დაავადებული და ინკუბაციურ პერიოდში მყოფი ფრინველი . ასეთი ფრინველი ვირუსს გარემოში გამოყოფს ძირითადად ცხვირის გამონადენთან ერთად , რომელიც ძლებს გარემოში რამდენიმე კვირა , განსაკუთრებით ცივი ამინდის პირობებში . ნიუკასლის დაავადების აღმძვრელი წყარო შეიძლება იყოს ასევე დაავადებული ფრინველიდან მიღებული პროდუქტები და ნედლეული , ვირუსით დაბინძურებული საკვები , წყალი , ინვენტარი , მომსახურე პერსონალის ტანსაცმელი , ფეხსაცმელი , სატრანსპორტო საშუალებები და სხვ . კლინიკურად გამოჯანმრთელებული ფრინველი ვირუსს გამოყოფს გამოჯანმრთელებიდან 2-4 თვის განმავლობაში .
3. დაავადების მწვავედ მიმდინარეობისას ავადმყოფობა აღწევს 100%- ს , ხოლო სიკვდილიანობა - 60-90%- ს .
4. ნიუკასლის დაავადებაზე ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო ( შემდგომში - სააგენტო ).
მუხლი 2. რეგულირების სფერო
ეს წესი ვრცელდება :
ა ) შინაურ ფრინველზე ;
ბ ) სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედებსა და გალიაში მყოფ სხვა ფრინველზე .
მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები
1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა :
ა ) დაინფიცირებული შინაური ფრინველი - ნებისმიერი შინაური ფრინველი , რომელშიც ნიუკასლის დაავადების არსებობა ოფიციალურად დასტურდება ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ან მეორე ან შემდგომი აფეთქებისას , ნიუკასლის დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები ან სიკვდილის შემდგომი დაზიანებები გამოვლინდა იგივე კერაში ;
ბ ) დაინფიცირებაზე საეჭვო შინაური ფრინველი - ნებისმიერი შინაური ფრინველი , რომელსაც აქვს ნიუკასლის დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები ან სიკვდილის შემდგომი დაზიანებები ;
გ ) კონტამინაციაზე საეჭვო შინაური ფრინველი - ნებისმიერი შინაური ფრინველი , რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ექვემდებარება ვირუსის ზეგავლენას ;
დ ) საზოგადოებრივი კვების ანარჩენები - ნარჩენები სამზარეულოებიდან , საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან , ან ნებისმიერი სხვა საწარმოდან , რომელიც წარმოება - გადამუშავებისათვის იყენებს ხორცს ;
ე ) კონტაქტური საფრინველე ან სამტრედე - ობიექტი , რომელიც ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსით ბინძურდება ადამიანის , ფრინველის ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შედეგად ან სხვა გზით ;
ვ ) სახელმწიფო ვეტერინარი ექიმი ( შემდგომში - „ სახელმწიფო ვეტერინარი “) - ფიზიკური პირი , რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული , სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სააგენტოს მიერ უფლებამოსილია ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის ;
ზ ) სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედი - ნებისმიერი მტრედი , რომელიც სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოყავთ სამტრედედან და ღონისძიების დასრულების შემდეგ აბრუნებენ უკან ;
თ ) სამტრედე - ნაგებობა , რომელიც გამოიყენება სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედის შესანახად ან მოსაშენებლად ;
ი ) მფლობელი - პირი , რომელსაც ჰყავს შინაური ფრინველი ან / და სპორტული ან / და გასართობი დანიშნულების მტრედი საკუთრებაში ან მფლობელობაში ფინანსური მოგების ან სხვა მიზნით ;
კ ) საფრინველე - ობიექტი ( ფერმერული მეურნეობა , ოჯახური წარმოება ), სადაც ხდება შინაური ფრინველის მოშენება ან შენახვა , მუდმივად ან დროებით .
2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება ,, სურსათის / ცხოველის საკვების უვნებლობის , ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით “ განსაზღვრული ტერმინები , თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი .
მუხლი 4. ნიუკასლის დაავადების პროფილაქტიკა
1. ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის შეტანისაგან , საფრინველის დაცვის მიზნით , მფლობელი ვალდებულია :
ა ) საფრინველე დააკომპლექტოს დაავადებაზე კეთილსაიმედო საფრინველედან ან ადგილზე გამოზრდილი ჯანმრთელი ფრინველით ;
ბ ) ახლად შეყვანილი ფრინველი შეინახოს იზოლირებულად 30 დღის განმავლობაში . მხოლოდ დაავადების ნიშნების არარსებობის შემთხვევაში , დაუშვას ისინი საერთო გუნდში ან გადაიყვანოს სხვა საფრინველეში ვეტერინარი ექიმის თანხმობით ;
გ ) არ დაუშვას :
გ . ა ) ნიუკასლის დაავადების მიმართ არაკეთილსაიმედო საფრინველეებთან სამეურნეო კავშირი ;
გ . ბ ) ტერიტორიაზე და საფრინველეში უცხო პირებისა და ტრანსპორტის შესვლა , რომელიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ტერიტორიის და ფერმის მომსახურებასთან ;
გ . გ ) ტერიტორიაზე და საფრინველეში შესვლა სანიტარულ გამშვებში შხაპის მიღების , სპეციალური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოსვის გარეშე , ოჯახურ წარმოებაში - სპეციალური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოსვის გარეშე ;
დ ) დაიცვას ვეტერინარულ - სანიტარიული და ზოოჰიგიენური მოთხოვნები .
2. საფრინველე უნდა იმყოფებოდეს დახურული ტიპის საწარმოო რეჟიმზე . ოჯახურ წარმოებაში ფრინველის ეზოებრივი შენახვისას , მათი გამოზრდა უნდა ხდებოდეს იზოლირებულად , სპეციალურად აგებულ საფრინველეში , ვეტერინარულ - სანიტარიული წესების დაცვით .
3. საერთო პროფილაქტიკურ ღონისძიებებთან ერთად , ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების საკითხს წყვეტს ვეტერინარი ექიმი , მფლობელთან შეთანხმებით , ამ წესისა და ვაქცინის გამოყენების ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად .
მუხლი 5. ნიუკასლის დაავადების შესახებ შეტყობინების ვალდებულება
ნიუკასლის დაავადების საეჭვო ან დადასტურებული ნებისმიერი შემთხვევის შესახებ მფლობელი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს .
მუხლი 6. ზომები ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანისას
1. ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე , სააგენტო ვალდებულია , უზრუნველყოს სახელმწიფო ვეტერინარის გამოცხადება ადგილზე , რომელიც დაავადების დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით , იღებს ნიმუშებს და აგზავნის ლაბორატორიაში გამოკვლევისათვის .
2. სააგენტოს გადაწყვეტილებით , ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში , საფრინველეზე უნდა დაწესდეს ზედამხედველობა :
ა ) განხორციელდეს სხვადასხვა კატეგორიისა და ასაკის ფრინველის დათვლა , შედგეს დაავადებული , მკვდარი ან თითოეულ კატეგორიაში სავარაუდოდ ინფიცირებული ფრინველის რაოდენობის ჩამონათვალი . აღნიშნული ჩამონათვალი უნდა განახლდეს , მათი გამოჩეკის და სიკვდილის შემთხვევების გათვალისწინებით , საეჭვო პერიოდის განმავლობაში . მოპოვებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს სააგენტოში მოთხოვნისთანავე და შესაძლებელი იყოს მისი შემოწმება ყოველი ვიზიტის დროს ;
ბ ) ყველა ფრინველი შემოიფარგლოს თავის სადგომში ან ნებისმიერ სხვა ადგილას , სადაც შესაძლებელი იქნება მათი იზოლირება ;
გ ) არცერთი ფრინველი არ უნდა შეიყვანონ ან / და გამოიყვანონ საფრინველედან .
3. საფრინველეში ან საფრინველედან ადამიანების , ცხოველისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დასაშვებია სააგენტოს ნებართვის საფუძველზე .
4. სააგენტოს ნებართვის გარეშე , დაუშვებელია მკვდარი ან / და დაკლული ფრინველის ხორცის ან მათი საკვების , ნარჩენების , სკორეს , ქვეშსაგების , ჭურჭლის , მასალების საფრინველედან გამოტანა .
5. დაუშვებელია კვერცხის გამოტანა საფრინველედან , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც სააგენტოს ნებართვით პირდაპირ იგზავნება აღიარებულ საწარმოთა რეესტრში მითითებულ კვერცხის პროდუქტების მწარმოებელ და / ან გადამამუშავებელ საწარმოში .
6. აღიარებულ საწარმოთა რეესტრიდან , კვერცხის პროდუქტების მწარმოებელი ან / და გადამამუშავებელი საწარმო სააგენტოს მიერ შეირჩევა იმ შემთხვევაში თუ :
ა ) საწარმოს შეუძლია კვერცხის პროდუქტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლების გამოკვლევების ჩატარება ;
ბ ) კვერცხის პროდუქტები ინახება შემნახველ საკნებში , სადაც არსებობს შენახვის შესაბამისი პირობები და იწარმოება ჩანაწერები , ამასთან გაცივების მაჩვენებელი უზრუნველყოფს შენახვისათვის საჭირო ტემპერატურის მიღწევას უმოკლეს დროში და ჰაერი მათ გარშემო თავისუფლად ცირკულირებს , გარდა გარემოს ტემპერატურაზე შენახული კვერცხის პროდუქტებისა ;
გ ) ტემპერატურა , შემნახველ საკანში არ აღემატება ღრმად გაყინული პროდუქტებისთვის -180C, გაყინული პროდუქტებისთვის -12 0C, გაგრილებული პროდუქტებისთვის +40C;
დ ) კვერცხის პროდუქტების ტრანსპორტირებისას შენარჩუნდება ამ პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით დადგენილი ტემპერატურა და დაცული იქნება დაზიანებისაგან ;
ე ) ლაბორატორიული გამოკვლევებისა და შემოწმების შედეგების ჩანაწერებს აწარმოებს და ინახავს 2 წლის ვადით .
7. კვერცხის პროდუქტის ყოველი პარტიის ეტიკეტირება და საიდენტიფიკაციო ნიშნის დადება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
8. კვერცხის შერჩეულ საწარმოში გაგზავნამდე სატრანსპორტო საშუალება ილუქება სახელმწიფო ვეტერინარის მიერ და წინასწარ ატყობინებს ამ საწარმოს და სააგენტოს კვერცხის გაგზავნის შესახებ .
9. სააგენტო ზედამხედველობას უწევს , რომ :
ა ) ამ მუხლის მე -8 პუნქტში მითითებული კვერცხი ინახებოდეს სხვა კვერცხისგან იზოლირებულად , მათი მიღებიდან გადამუშავებამდე ;
ბ ) ასეთი კვერცხის ნაჭუჭები მიჩნეულ იქნას მაღალი რისკის შემცველ მასალად და განადგურდეს დამარხვით ან დაწვით , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;
გ ) კვერცხის ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება , შესაფუთი მასალა , კვერცხთან შეხებაში მყოფი ნებისმიერი მასალა , გასუფთავდეს და ჩაუტარდეს დეზინფექცია ისე , რომ განადგურდეს ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსი .
10. სახელმწიფო ვეტერინარი წერილობით ინფორმირებული უნდა იყოს გადამუშავებული კვერცხის ყველა პარტიის შესახებ .
11. საფრინველეს შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილ სანიტარულ გამტარში , სადეზინფექციო ხალიჩებზე , სადეზინფექციო ბარიერებზე გამოყენებულ უნდა იქნას შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებები , ოჯახურ წარმოებაში გამოიყენება სადეზინფექციო ხალიჩები გაჟღენთილი შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით . საფრინველეში შესვლა - გამოსვლისას დაცული უნდა იყოს შესაბამისი ჰიგიენური პროცედურები , რომელიც საჭიროა ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად .
12. ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანისას , ხორციელდება ეპიდემიოლოგიური გამოკითხვა ამ წესის მე -9 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად .
13. ნიუკასლის დაავადებაზე საეჭვო შინაური ფრინველის მფლობელი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის მე -2- მე -6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები .
14. სააგენტომ ამ მუხლის მე -2- მე -11 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები უნდა გაატაროს იმ საფრინველეებშიც , რომლებიც ნიუკასლის დაავადების შეჭრისა და გავრცელების საშიშროების ქვეშ არიან .
15. ამ მუხლით დადგენილი ზომები არ უნდა გაუქმდეს ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის ოფიციალურად გამორიცხვამდე .
მუხლი 7. ზომები ნიუკასლის დაავადების დადასტურების შემთხვევაში
1. ნიუკასლის დაავადების დადასტურებისას , სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის , ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარების გზით .
2. ნიუკასლის დაავადებაზე კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე :
ა ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე − სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ ;
ბ ) ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე − ამ თვითმმართველ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ .
3. საფრინველეში ნიუკასლის დაავადების არსებობის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში , სააგენტო , ამ წესის მე -6 მუხლის მე -2- მე -15 პუნქტებში მითითებული ზომების გარდა , ადგენს :
ა ) ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით , სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ , ადგილზე დაუყოვნებლივ მოიკლას საფრინველეში არსებული მთლიანი სულადობა . კვერცხი , მკვდარი და მოკლული სულადობა უნდა განადგურდეს .
ბ ) ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის გაუვნებლობის მიზნით , სავარაუდოდ დაინფიცირებული ყველა ნივთიერება და ნარჩენი , როგორიცაა საკვები , ქვეშსაგები , სკორე , განადგურდეს ან დამუშავდეს სახელმწიფო ვეტერინარის მითითებებითა და ზედამხედველობით ;
გ ) ნიუკასლის დაავადების ინკუბაციის პერიოდში დამზადებული ფრინველის ხორცი და საინკუბაციო კვერცხი , რომელიც გატანილია საფრინველედან , იქნას მიკვლეული და განადგურებული , ხოლო დაავადების საინკუბაციო პერიოდში გამოჩეკილ წიწილებზე წესდება ზედამხედველობა . ამავე პერიოდში საფრინველედან გატანილი სუფრის კვერცხი უნდა იქნას მიკვლეული და განადგურებული , გარდა იმ კვერცხისა , რომელსაც გატანამდე ჩაუტარდა დეზინფექცია ;
დ ) ამ პუნქტის ,, ა “ და ,, ბ “ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გატარების შემდეგ საფრინველეები , მათი შემოგარენი , სატრანსპორტო საშუალებები და სავარაუდოდ დაინფიცირებული ყველა დანადგარ - მოწყობილობა , გაიწმინდოს და მოხდეს მათი დეზინფექცია ან დამუშავება ამ წესის მე -15 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ;
ე ) აიკრძალოს ფრინველის საფრინველეში აღწარმოება , ამ პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნების შესრულებიდან არანაკლებ 21 დღის გასვლამდე ;
ვ ) ეპიდემოლოგიური გამოკითხვა განხორციელდეს ამ წესის მე -9 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად .
4. დასაშვებია , სააგენტომ გაავრცელოს ამ მუხლის მე -3 პუნქტში მითითებული ზომები იმ მეზობელ საფრინველეებზეც , რომელთა მდებარეობა ხელს უწყობს აღმძვრელის შეტანას იმ საფრინველეებიდან , რომლებშიც დადასტურდა ნიუკასლის დაავადება .
5. ფრინველის იმ გუნდში , რომელშიც ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად გამოყოფილია ნიუკასლის დაავადების ვირუსის შტამი , რომლის ინტრაცელებრალური პათოგენური ინდექსი აჭარბებს 0,7- ს და ნაკლებია 1,2- ზე , არ მჟღავნდება ნიუკასლის დაავადების კლინიკური ნიშნები და ვირუსი გამოყოფილია ატენუირებული ცოცხალი ვაქცინიდან , სააგენტოს შეუძლია არ გაითვალისწინოს ამ მუხლის მესამე პუნქტის ,, ა “ და ,, ე “ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები . ამ შემთხვევაში , სააგენტო ვალდებულია 30 დღის განმავლობაში საფრინველეზე დააწესოს ზედამხედველობა და მოითხოვოს :
ა ) ამ წესის მე -6 მუხლის მე -2, მე -3, მე -5 და მე -11 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გატარება ;
ბ ) საფრინველედან ფრინველის გაყვანის აკრძალვა , გარდა სააგენტოს ნებართვით სასაკლაოზე გაგზავნილი ფრინველისა .
6. სააგენტომ წინასწარ უნდა აცნობოს სასაკლაოს მფლობელ ბიზნესოპერატორს ფრინველების გაგზავნის შესახებ . ამ მუხლის მე -5 პუნქტით განსაზღვრული ფრინველი სასაკლაოზე უნდა განთავსდეს და დაიკლას განცალკევებით სხვა ფრინველისგან .
7. ამ მუხლის მე -5 და მე -6 პუნქტების შესაბამისად მიღებული ახალი ფრინველის ხორცზე დაიტანება ჯანმრთელობის ნიშანდება სპეციალური შტამპით . შტამპი უნდა იყოს ოვალური ფორმის , რომელზეც გავლებულია ორი პარალელური სწორი ხაზი , რომელთა შორის მანძილი არანაკლებ 1 სმ - ს უნდა შეადგენდეს , ხაზი უნდა კვეთდეს ოვალური ფორმის წრეს ისე , რომ იქ არსებული ინფორმაცია გარკვევით იკითხებოდეს , ამასთან ორი პარალელური ხაზი ისევე აშკარა უნდა იყოს , როგორც ნიშნის გარე კიდე .
8. ამ მუხლის მე -7 პუნქტის შესაბამისად ნიშანდებული ხორცი უნდა იყოს მიღებული , დაჭრილი , ტრანსპორტირებული და შენახული განცალკევებით იმ ხორცისაგან , რომელიც განკუთვნილია შიდა ვაჭრობისათვის და უნდა იყოს გამოყენებული ისე , რომ თავიდან იქნას აცილებული მისი შეტანა შიდა ვაჭრობისათვის განკუთვნილ ხორცის პროდუქტებში , გარდა იმ შემთხვევისა , თუ ხორცს გავლილი აქვს სითბური დამუშავება ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში , ცენტრისკენული ძალით 3,00 ან მეტი .
9. ამ მუხლის მე -5 და მე -6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები შეიძლება გადაიხედოს მეცნიერული კვლევების შედეგების გათვალისწინებით , ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინ ( ებ ) ის დანერგვა - გამოყენებისას .
მუხლი 8. ზომები ნიუკასლის დაავადების დადასტურების შემთხვევაში ორი ან მეტი განცალკევებული ერთეულისაგან შემდგარ საფრინველეში ( გუნდი )
თუ ორი ან მეტი განცალკევებული ერთეულისაგან შემდგარ საფრინველეში , სახელმწიფო ვეტერინარი დაადასტურებს , რომ ამ საფრინველეებში ფრინველს კვებავენ და ინახავენ ისე , რომ გამორიცხულია ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის ერთი განცალკევებული ერთეულიდან მეორეში გავრცელება , სააგენტოს შეუძლია ამ წესის მე -7 მუხლის მე -3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ გაატაროს პირობითად ჯანმრთელ საფრინველეებში .
მუხლი 9. ეპიდემიოლოგიური გამოკითხვა
ეპიდემიოლოგიური გამოკითხვა უნდა ითვალისწინებდეს :
ა ) საფრინველეებსა და სამტრედეებში ნიუკასლის დაავადების დაფიქსირებიდან გამოკითხვის ჩატარებამდე დროის ხანგრძლივობას ;
ბ ) საფრინველეებში და სამტრედეებში ნიუკასლის დაავადების შესაძლო წარმოშობასა და სხვა საფრინველის , სამტრედისა და გალიებში მყოფი ფრინველის იდენტიფიკაციას , სადაც ისინი შეიძლება დაინფიცირდნენ დაავადების იმავე წყაროდან ;
გ ) პირების , სატრანსპორტო საშუალებების , ფრინველის , მტრედის და გალიაში მყოფი ფრინველის , კვერცხის , ხორცის გადაადგილებას ან ნებისმიერ ფაქტორს , რის შედეგად შესაძლებელია ვირუსის გადატანა დაინფიცირებული ადგილიდან სხვა ადგილას .
მუხლი 10. ზომები კონტაქტურ საფრინველეში
1. თუ სახელმწიფო ვეტერინარს საფუძვლიანი ეჭვი აქვს ადამიანიდან , ფრინველიდან ან ტრანსპორტიდან ფრინველის ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსით კონტამინაციაზე , ამ საფრინველეში ხორციელდება ნიუკასლის დაავადების საეჭვო შემთხვევის აღმოჩენა , ფრინველის რაოდენობის დადგენა და მათ გადაადგილებაზე მონიტორინგი .
2. საჭიროების შემთხვევაში , კონტაქტური საფრინველეებიდან სააგენტომ უნდა აკრძალოს ფრინველის გადაადგილება , გარდა სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ გადაუდებელი დაკვლის მიზნით სასაკლაოზე ფრინველის ტრანსპორტირებისა .
3. სასაკლაოზე ტრანსპორტირებამდე , ნიუკასლის დაავადების გამორიცხვის მიზნით , სახელმწიფო ვეტერინარმა კლინიკურად უნდა შეამოწმოს ყველა ფრინველი . ამასთან ფრინველის გადაადგილების აკრძალვა წესდება უკანასკნელი , პოტენციური დასნებოვნების თარიღიდან 21 დღის განმავლობაში , ხოლო კლინიკური ნიშნების არარსებობის შემთხვევაში , აკრძალვა დასაშვებია შემცირდეს 7 დღემდე .
4. სააგენტოს შეუძლია გაატაროს გამარტივებული ზომები განცალკევებით არსებულ საფრინველეში , რომელსაც ემსახურება ცალკე პერსონალი .
5. თუ სახელმწიფო ვეტერინარს აქვს საფუძვლიანი ეჭვი სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედის ან სხვა მტრედების ნიუკასლის დაავადების ვირუსით დასნებოვნების შესახებ , არანაკლებ 21 დღის განმავლობაში იკრძალება სამტრედიდან მტრედის გადაადგილება .
მუხლი 11. დამცავი და საკონტროლო ზონების შექმნა
1. ნიუკასლის დაავადების დიაგნოზის ოფიციალურად დადასტურებისთანავე , სააგენტომ , ეპიდემიის კერის გარშემო არანაკლებ 3 კმ - ის რადიუსით უნდა შექმნას დამცავი ზონა , რომელიც შედის არანაკლებ 10 კმ - ის რადიუსის საკონტროლო ზონაში .
2. ზონების შექმნისას , სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს :
ა ) ამ წესის მე -9 მუხლის შესაბამისად განხორციელებული ეპიდემიოლოგიური გამოკითხვის შედეგები ;
ბ ) გეოგრაფიული მდებარეობა ;
გ ) საფრინველეების ადგილმდებარეობა და სიახლოვე ;
დ ) ეკოლოგიური და ეპიდემიოლოგიური ფაქტორები ;
ე ) მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა .
3. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს საკონტროლო და დამცავ ზონებში მყოფი პირების ინფორმირება ყველა აკრძალვა - შეზღუდვასა და ამ წესით დადგენილი ზომების გატარებაზე .
მუხლი 12. ზომები შექმნილ დამცავ ზონაში
1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონაში შემდეგი ზომების გამოყენება :
ა ) საფრინველეების აღწერა შესაძლო მოკლე დროში ;
ბ ) სახელმწიფო ვეტერინარის პერიოდული ვიზიტები ფრინველის კლინიკური მდგომარეობის შესამოწმებლად , საჭიროების შემთხვევაში , ნიმუშების აღება და ლაბორატორიაში გადაგზავნა გამოკვლევებისათვის ; ვიზიტისა და გამოვლენილი დარღვევების შესახებ დგება აქტი ;
გ ) ფრინველის თავიანთ საფრინველეში ან სხვა ადგილას იზოლირება ;
დ ) სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება საფრინველეების შესასვლელებსა და გამოსასვლელებში ;
ე ) ფრინველის , მკვდარი ან / და დაკლული ფრინველის , კვერცხის , მომსახურე პერსონალისა და ფრინველის გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების კონტროლი ზონის შიგნით და ტრანსპორტირების აკრძალვა . აღნიშნული აკრძალვა არ გამოიყენება ფრინველის ავტომაგისტრალით ან რკინიგზით გადაყვანისას ;
ვ ) საფრინველედან ფრინველის გაყვანისა და საინკუბაციო კვერცხის გატანის აკრძალვა , გარდა :
ვ . ა ) ფრინველის გადაუდებელი დაკვლისათვის სააგენტოს მიერ ნებადართული სატრანსპორტო საშუალებით სასაკლაოში გადაყვანისა , რომელიც სასურველია მდებარეობდეს დაინფიცირებულ არეალში , ან თუ ეს შეუძლებელია , სასაკლაოში , რომელიც არჩეულია სააგენტოს მიერ დაინფიცირებული ტერიტორიის გარეთ . ასეთი ფრინველის ხორცი ექვემდებარება ნიშანდებას ამ წესის მე -7 მუხლის მე -7 პუნქტის შესაბამისად , ხოლო შიდა ვაჭრობაში ჩართვას ამ წესის მე - 7 მუხლის მე -8 პუნქტის თანახმად ;
ვ . ბ ) ერთდღიანი წიწილების ან კვერცხმდებელი ფრინველის გადაყვანისა საკონტროლო ზონაში , სადაც არ არის სხვა ფრინველი . ამასთან , ასეთ საფრინველეებზე წესდება ამ წესის მე -10 მუხლით დადგენილი ზომები ;
ვ . გ ) საინკუბაციო კვერცხის სააგენტოს მიერ შერჩეულ ინკუბატორში ტრანსპორტირებისა , რომლის დროსაც კვერცხი შესაფუთი მასალით ექვემდებარება დეზინფექციას ;
ზ ) ამ პუნქტის „ ვ “ ქვეპუნქტში მითითებულ მოთხოვნების შესრულებაზე წესდება სახელმწიფო კონტროლი . გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ საფრინველეში სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ჩატარებული ჯანმრთელობის შემოწმების შემდეგ . სატრანსპორტო საშუალება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ ექვემდებარება დასუფთავებასა ( გაწმენდა ) და დეზინფექციას ;
თ ) ფრინველის სკორეს , ქვეშსაფენის გავრცელებისა და გატანის აკრძალვა სააგენტოს ნებართვის გარეშე ;
ი ) ფრინველის სარეალიზაციო ბაზრის , ბაზრობების , შოუებისა და სხვა შეკრებების აკრძალვა .
2. დამცავ ზონაში გამოყენებული ზომები გრძელდება არანაკლებ 21 დღისა , ამ წესის მე -15 მუხლში დადგენილი მოთხოვნების თანახმად , წინასწარი დასუფთავებისა ( გარეცხვის ) და დეზინფექციის ჩატარების შემდეგ .
მუხლი 13. ზომები შექმნილ საკონტროლო ზონაში
1. საკონტროლო ზონაში გამოყენებული ზომები მოიცავს :
ა ) ყველა საფრინველის აღწერას ;
ბ ) ზონაში ფრინველისა და საინკუბაციო კვერცხის გადაადგილების კონტროლს ;
გ ) პირველი 15 დღის განმავლობაში ზონიდან ფრინველის გადაადგილების აკრძალვას , გარდა პირდაპირ საკონტროლო ზონის გარეთ მდებარე სააგენტოს მიერ ნებადართულ სასაკლაოში გადაყვანისა . ასეთი ფრინველის ხორცი ექვემდებარება ნიშანდებას ამ წესის მე -7 მუხლის მე -7 პუნქტის , ხოლო შიდა ვაჭრობაში ჩართვას - ამ წესის მე - 7 მუხლის მე -8 პუნქტის შესაბამისად ;
დ ) საინკუბაციო კვერცხის საკონტროლო ზონიდან გადაადგილების აკრძალვა , გარდა სააგენტოს მიერ შერჩეული ინკუბატორისა . გაგზავნამდე კვერცხი და მათი შესაფუთი მასალა ექვემდებარება დეზინფექციას ;
ე ) სკორეს , ქვეშსაფენის ზონიდან გადაადგილების აკრძალვას ;
ვ ) ფრინველის სარეალიზაციო ბაზრების , ბაზრობების , შოუების და სხვა შეკრებების აკრძალვას ;
ზ ) ამ პუნქტის ,, ა “ და „ ბ “ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით ფრინველის ტრასპორტირების აკრძალვას , გარდა ავტომაგისტრალითა და რკინიგზით გადაყვანისა .
მუხლი 14. მფლობელის ვალდებულებები
1. ფრინველ ( ებ ) ის და / ან სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედ ( ებ ) ის და / ან გალიაში მყოფი ფრინველ ( ებ ) ის მფლობელი ან მომვლელი ვალდებულია ითანამშრომლოს სააგენტოსთან და მიაწოდოს ინფორმაცია ფრინველის საფრინველეში შეყვანისა და საფრინველედან გაყვანის , კვერცხის საფრინველეში შეტანის და გატანის , სპორტული და / ან გასართობი დანიშნულების მტრედების შოუებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების შესახებ .
2. ყველა პირი , რომელიც დაკავებულია ფრინველის , კვერცხის , გალიაში მყოფი ფრინველისა და სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედის ტრანსპორტირებითა ან / და ყიდვა - გაყიდვით , ვალდებულია ითანამშრომლოს სააგენტოსთან და მიაწოდოს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია .
მუხლი 15. დასუფთავება და დეზინფექცია
1. დასუფთავების და დეზინფექციის ჩატარების პრინციპები და პროცედურებია :
ა ) ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის განადგურების მიზნით გამოსაყენებელი სადეზინფექციო საშუალებებისა და მათი კონცენტრაციების გამოყენება სააგენტოს ნებართვით ;
ბ ) დასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოების განხორციელება სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული მითითებებისა და ზედამხედველობის ქვეშ .
2. ინფიცირებული საფრინველეების საწყისი გაწმენდისა და დეზინფექციის სპეციფიკური მოთხოვნებია :
ა ) უტილიზაციისათვის , ფრინველის სხეულის გატანის შემდეგ , საფრინველეების იმ ნაწილის , სადაც ფრინველები ბინადრობდნენ , და ნებისმიერი სხვა შენობა , ეზო , რომელიც დაბინძურდა , დაკვლისას ან დაკვლის შემდგომი შემოწმებისას სადეზინფექციო საშუალებებით შესხურება ;
ბ ) ფრინველისა ან კვერცხის , რომლებმაც შეიძლება დააბინძუროს შენობები , ეზოები , ინვენტარი ( ჭურჭელი ), შეგროვება და განადგურება ფრინველის სხეულთან ერთად ;
გ ) გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებების დამუშავებულ ზედაპირზე არანაკლებ 24 საათის განმავლობაში გაჩერება .
3. საბოლოო გაწმენდისა და დეზინფექციის სპეციფიკური მოთხოვნებია :
ა ) ცხიმისა და ჭუჭყის მოცილება ყველა ზედაპირიდან ცხიმის მოსაცილებელი საშუალებების გამოყენებით , ზედაპირის წყლით ჩამორეცხვა ;
ბ ) წყლით გარეცხვის შემდეგ , დამატებითი სადეზინფექციო საშუალებების შესხურება ;
გ ) შვიდი დღის შემდეგ , შენობა - ნაგებობების ცხიმის მოსაცილებელი ნივთიერებებით დამუშავება , წყლის გადავლება , სადეზინფექციო საშუალებების შესხურება და განმეორებით წყლის გადავლება ;
დ ) გამოყენებული ქვეშსაგებისა და სკორეს დეზინფენქციისას ვირუსის გამანეიტრალებელი ერთ - ერთი მეთოდის გამოყენება :
დ . ა ) დაწვა ან ორთქლით დამუშავება 70 0 С- ზე ;
დ . ბ ) მიწაში ღრმად დამარხვა მტაცებელი და სხვა გარეული ფრინველებისაგან დაცვის მიზნით ;
დ . გ ) შეგროვება , დანესტიანება ( საჭიროების შემთხვევაში , ფერმენტაციისათვის ) და დაფარვა ისე , რომ მიაღწიოს და შეინარჩუნოს სითბო 20°C ტემპერატურამდე . მტაცებელი და სხვა გარეული ფრინველებისაგან დაცვის მიზნით , დარჩეს გადაფარებული 42 დღის განმავლობაში .
მუხლი 16. ვაქცინაცია
1. საქართველოში ნებადართულია იმ ვაქცინების გამოყენება , რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
2. დაავადების საწინააღმდეგო ზომებთან ერთად ტარდება პროფილაქტიკური ან იძულებითი ვაქცინაცია .
3. შეჯიბრში , შოუში ან სხვა ღონისძიებაში ნებადართულია მხოლოდ ნიუკასლის დაავადების წინააღმდეგ ვაქცინირებული მტრედების მონაწილეობა .
4. ნიუკასლის დაავადების დადასტურების შემთხვევაში ამ წესით დადგენილ ზომებთან ერთად , სააგენტო აკონკრეტებს ტერიტორიულ არეალსა და იმ პერიოდს , რომელშიც შერჩეული სახეობებისათვის სწრაფი და სისტემური ვაქცინაცია ( გადაუდებელი ვაქცინაცია ) გატარდება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ .
5. ამ მუხლის მე -4 პუნქტით განსაზღვრულ სიტუაციაში , აკრძალულია ამ წესის მე -6 მუხლით დადგენილი მოთხოვნების გატარება ფრინველის ვაქცინაციის ან რევაქცინაციისას .
6. ამ მუხლის მე -4 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში :
ა ) ყველა შერჩეული სახეობის ფრინველი უნდა იყოს ვაქცინირებული დაუყოვნებლივ ;
ბ ) ვაქცინაციის არეალში მოქცეულ საფრინველეში ყველა შერჩეული სახეობის ფრინველი , გამოჩეკილი ან გადმოყვანილი სხვა მეურნეობიდან , უნდა იყოს აცრილი გადმოყვანამდე ან გადმოყვანის შემდეგ ;
გ ) ვაქცინაციისას , ვაქცინაციის არეალში მოქცეულ საფრინველეში , რჩება ყველა შერჩეული სახეობის ფრინველი , გარდა :
გ . ა ) ერთი დღის წიწილებისა , რომლებიც შეიყვანეს ვაქცინაციის არეალში მდებარე მეურნეობაში , სადაც უნდა აიცრან ;
გ . ბ ) პირდაპირ სასაკლაოზე გადაადგილებული ფრინველებისა , გადაუდებელი ( დაუყოვნებელი ) დაკვლისათვის . თუ სასაკლაო მდებარეობს ვაქცინაციის არეალის გარეთ , შინაური ფრინველის გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ სახელმწიფო ვეტერინარის მიერ განხორციელებული ჯანმრთელობის შემოწმების შემდეგ ;
დ ) ვაქცინაციის არეალის გარეთ გადაადგილება დასაშვებია , თუ ამ პუნქტის ,, ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვაქცინაცია დასრულებულია :
დ . ა ) სახორცე დანიშნულების ერთი დღის წიწილებისთვის , რომლებიც შეიძლება გადაადგილდეს საფრინველეში , სადაც ისინი აიცრებიან ; აღნიშნული საფრინველე უნდა იყოს ზედამხედველობის ქვეშ , ვიდრე ფრინველი , რომელიც გადაადგილდა , დაიკვლება ;
დ . ბ ) 21 დღის წინ აცრილი ფრინველისათვის , რომელიც განკუთვნილია დაუყოვნებლივ დაკვლისათვის ;
დ . გ ) საინკუბაციო კვერცხი , რომელიც დადებულია 21 დღის წინ ვაქცინირებული მოსაშენებელი ფრინველისგან ; კვერცხი და მისი შესაფუთი მასალა ექვემდებარება დეზინფექციას გადაადგილებამდე .
7. ამ მუხლის მე -6 პუნქტის „ ბ “ და „ დ “ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები უნდა გამოიყენებოდეს სამი თვის ვადით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვაქცინაციის დასრულებიდან . დასაშვებია ვაქცინაციის ერთი ან მეტი სამთვიანი პერიოდით გახანგრძლივება .
8. ამ მუხლის მე -6 პუნქტის „ ა “ და „ ბ “ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე , სააგენტოს მიერ დასაშვებია განსაკუთრებული სამეცნიერო დანიშნულების გუნდის განთავისუფლება სისტემატური ვაქცინაციისაგან იმის გათვალისწინებით , რომ უზრუნველყოფილი იქნება მათი ჯანმრთელობა და პერიოდულად დაექვემდებარებიან სეროლოგიური შემოწმებას .
მუხლი 17. ზომები მტრედებისა და გალიაში მყოფი სხვა ფრინველის ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანისას
1. მატარებელი მტრედების ან გალიაში მყოფი სხვა ფრინველის ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანისას , სააგენტომ უნდა უზრუნველყოს , რომ სახელმწიფო ვეტერინარმა დაიწყოს დაუყოვნებლივ მოკვლევა დაავადების დადასტურებისათვის , ნიმუშების აღება ლაბორატორიული გამოკვლევისთვის ან დარწმუნდეს , რომ ნიმუშები უკვე აღებულია .
2. დაავადებაზე ეჭვის მიტანისას , სააგენტომ უნდა მოაქციოს სამტრედე ან საეჭვო ადგილი ზედამხედველობის ქვეშ და აკრძალოს მტრედის ან გალიაში მყოფი სხვა ფრინველის ან ინფექციის გამავრცელებელი ( გადამტანი ) ნებისმიერი ფაქტორის მიერ ტერიტორიის დატოვება .
3. ამ მუხლის პირველი და მე -2 პუნქტებით დადგენილი ზომები გრძელდება ვიდრე სახელმწიფო ვეტერინარი არ გამორიცხავს ნიუკასლის დაავადებას .
4. ნიუკასლის დაავადების ოფიციალურად დადასტურებისთანავე , სააგენტომ უზრუნველყოს :
ა ) ამ წესის მე -7 მუხლის მე -3 პუნქტის „ ა “, „ ბ “, „ დ “ და „ ე “ ქვეპუნქტებით დადგენილი ზომების გამოყენება დაავადების აღმძვრელის მატარებელ მტრედებთან ან გალიაში მყოფ სხვა ფრინველთან და ნიუკასლის დაავადების ვირუსით დაინფიცირებულ სამტრედესთან დაკავშირებით ;
ბ ) მტრედის ან გალიაში მყოფი სხვა ფრინველის გადაადგილების აკრძალვა სამტრედეს გარეთ ან მეურნეობაში არანაკლებ 60 დღისა , მას შემდეგ რაც ნიუკასლის დაავადების კლინიკური ნიშნები გაქრება ;
გ ) სავარაუდოდ დაბინძურებული ნებისმიერი გადაცემის ფაქტორის ან ნარჩენის განადგურება ან დამუშავება ისე , რომ ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსი და 60 დღის მანძილზე დაგროვილი ყველა ნარჩენი განადგურდეს ;
დ ) ეპიდემიოლოგიური გამოკითხვა ამ წესის მე -9 მუხლის მიხედვით .
მუხლი 18. მოთხოვნები ფრინველის საკვების შესახებ
1. აკრძალულია ფრინველის საკვებად საზღვაო , საჰაერო ან სახმელეთო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კვების ანარჩენების გამოყენება .
2. ფრინველის საკვებად დასაშვებია შესაბამის პირობებში , ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის განადგურებისა და გაუვრცელებლობის მიზნით , სითბური დამუშავების შემდეგ საკვების ნარჩენების გამოყენება , გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საზოგადოებრივი კვების ანარჩენებისა .
მუხლი 19. დიაგნოსტიკური პროცედურები და ბიოუსაფრთხოების მოთხოვნები
1. დაავადების დიაგნოსტირების მიზნით , სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ნიმუშის აღება და გამოკვლევისათვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადაგზავნა .
2. ლაბორატორიამ გამოკვლევისას უნდა გამოიყენოს კვლევის თანამედროვე სტანდარტები და მეთოდები .
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილი ქმედებების დროს , დაცული უნდა იქნას ბიოუსაფრთხოების შესაბამისი დონის მოთხოვნები .
მუხლი 20. საგანგებო გეგმები
1. სააგენტო ვალდებულია , ნიუკასლის დაავადების აფეთქების შემთხვევაში , შეადგინოს საგანგებო გეგმა , რომელშიც დაავადების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა სახის შენობებზე , მოწყობილობებზე , პერსონალზე და სხვა ყველა მასალაზე ხელმისაწვდომობა , ასევე , უნდა განსაზღვროს იძულებითი ვაქცინაციის ჩასატარებლად ვაქცინის შესახებ მოთხოვნები .
2. საგანგებო გეგმა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს :
ა ) ნიუკასლის დაავადების ეპიდემიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით , გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების კოორდინირებულად განხორციელებას ;
ბ ) ლაბორატორიის პერსონალის და დიაგნოსტიკური გამოკვლევების ხელმისაწვდომობისათვის სწრაფი და ეფექტური კამპანიის განხორციელებას ;
გ ) ინსტრუქციული სახელმძღვანელოს გამოცემას , რომელშიც წარმოდგენილი იქნება ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანისას და დადასტურებისას გამოსაყენებელი ყველა პროცედურის , ინსტრუქციის და ზომების დეტალური , სრული და პრაქტიკული აღწერილობა , მათ შორის მკვდარი და მოკლული ფრინველის განადგურების შესახებ ;
დ ) დეტალურ ინფორმაციას , კონტროლის ღონისძიებებში ჩართული პერსონალის უნარებისა და მოვალეობების შესახებ ;
ე ) დაავადების კონტროლის ღონისძიებების სათანადო გატარებისათვის მოწყობილობებისა და მასალების ხელმისაწვდომობას , მათ შორის ნიმუშების სწრაფი ტრანსპორტირების ორგანიზებას ;
ვ ) ტრენინგპროგრამების განხორციელებას საველე , მათ შორის , სწრაფი ტესტების გამოყენების , საკომუნიკაციო ტექნიკის ათვისებასთან , ეპიდემიოლოგიურ გამოკითხვასთან , კლინიკურ ნიშნებსა და დაავადების საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით და ადმინისტრაციული პროცედურების ( უნარების ) შენარჩუნებისა და განვითარებისათვის ;
ზ ) პოსტვაქცინალური იმუნიტეტის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე , განმეორებითი ვაქცინაციის სქემის დეტალებს .
3. ამ მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების მიხედვით რიკის საფუძველზე დგება გეგმა , რომელიც წარედგინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასამტკიცებლად . აღნიშნული გეგმები შემდგომში შესაძლოა შესწორდეს ან შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით .
მუხლი 21. ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის განადგურების მეთოდები კვერცხსა და კვერცხის პროდუქტებში
კვერცხსა და კვერცხის პროდუქტებში , ნიუკასლის დაავადების გამომწვევის შესაძლო არსებობისას , ვირუსის განადგურებისათვის თერმული დამუშავების მეთოდებია :
ა ) მთლიანი კვერცხი არაუმეტეს 55 გრამისა - 2521 წამი ;
ბ ) მთლიანი კვერცხი არაუმეტეს 57 გრამისა 1596 წამი ;
გ ) მთლიანი კვერცხი არაუმეტეს 59 გრამისა - 674 წამი ;
დ ) თხევადი კვერცხის ცილა არაუმეტეს 55 გრამისა - 2278 წამი ;
ე ) თხევადი კვერცხის ცილა არაუმეტეს 57 გრამისა - 986 წამი ;
ვ ) თხევადი კვერცხის ცილა არაუმეტეს 59 გრამისა - 301 წამი ;
ზ ) კვერცხის გული არაუმეტეს 55 გრამისა 10% - იანი მარილიან ხსნარში - 176 წამი ;
თ ) მშრალი კვერცხის ცილა არაუმეტეს 57 გრამისა - 50,4 სთ .
მუხლი 22. ნიუკასლის დაავადების განადგურება ფრინველის ხორცში
შინაური ფრინველის ხორცში , ნიუკასლის დაავადების გამომწვევის შესაძლო არსებობისას , ვირუსის განადგურებისათვის თერმული დამუშავების მეთოდებია :
ა ) ფრინველის ხორცი არაუმეტეს 65 გრამისა - 840 წამი ;
ბ ) ფრინველის ხორცი არაუმეტეს 70 გრამისა - 874 წამი ;
გ ) ფრინველის ხორცი არაუმეტეს 74 გრამისა - 280 წამი ;
დ ) ფრინველის ხორცი არაუმეტეს 80 გრამისა - 203 წამი .