“საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ოქტომბრის შუალედური და ხელახალი არჩევნებისათვის ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტების გამოყენების თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9/2005
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2005-08-30
გამოქვეყნების თარიღი
2005-09-01
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.15.008.007.684
“საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ოქტომბრის შუალედური და ხელახალი არჩევნებისათვის ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტების გამოყენების თაობაზე”

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №9/2005

2005 წლის 30 აგვისტო  

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ოქტომბრის შუალედური და ხელახალი არჩევნებისათვის ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტების გამოყენების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ღ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს პრეზიდენტის №714 (24.08.2005) ბრძანებულების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ოქტომბრის ხელახალი და შუალედური არჩევნებისათვის დაშვებულ იქნეს ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტების გამოყენება ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისა და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცესში, თუ პასპორტში მითითებულია მოქალაქის რეგისტრაციის ადგილი.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენ­დარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                          გ. ქავთარაძე

კომისიის მდივანი                                                                                    გ. ჩალაგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია