“სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1538
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2005-08-29
სარეგისტრაციო კოდი
100.020.020.22.027.007.659
“სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.027.007.659

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1538

2005 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 62-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 1996 წლის 29 ოქტომბრის საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანების (სსმ III, 1999 წ., №71(78), მუხ. 1093) მე-11 მუხლის I პუნქტის „ე” ქვეპუნქტში სიტყვა „მოკვლევა” შეიცვალოს სიტყვით „შემოწმება” და „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დადგენილი წესით ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება, განიხილოს განცხადებები და საჩივრები, მიიღოს მოქალაქეები.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

 

 

კრებსითი — სრული ვერსია