“სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის №627 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
874
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2005-08-26
გამოქვეყნების თარიღი
2005-08-31
სარეგისტრაციო კოდი
140.130.000.22.034.007.655
“სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის №627 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.007.655

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №874

2005 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №627 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

„ნორმატიული აქტების” შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოaს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №627 ბრძანებით (სსმ III, 29.06.2005 წ., №77, მუხ. 827) დამტკიცებულ „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესებში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. პირმა, რომელმაც ვერ ჩააბარა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდა, დამატებით გამოცდაზე დაიშვება 7 დღის შუალედით.”;

ბ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგამოცდო ბილეთებისა და ბარათების ხმარების წესის განმარტების შემდეგ გამოსაცდელებს აუცილებელია შესთავაზონ ბილეთის არჩევა. გამოსაცდელის მიერ ბილეთის მიღებიდან იწყება დროის აღრიცხვა და განისაზღვრება 40 წუთით.”;

გ) მე-13 მუხლის „ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებისას:

ნ.ა) გამაფრთხილებელი სიგნალების დროული ჩართვა და ზოლიდან ზოლში გადასვლის წესების დაცვა;

ნ.ბ) მოძრაობის სიჩქარის მდორედ შეცვლა;

ნ.გ) სავალ ნაწილებზე (გვერდულზე) ავტომობილების სწორად გაჩერება.”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია