“საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის დებულების დამტკიცების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
3/393
მიმღები ორგანო
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-08-15
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-19
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.028.007.631
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის დებულების დამტკიცების შესახებ”

(ძალადაკარგულია - 19.03.2015, №05/40)

 

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/393

2005 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადე­მიუ­რი დასის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზი­დენტის 2005 წლის 22 ივნისის №528 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართუ­ლი ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი (შემდგომში – ნაციონალური ბალე­ტის დასი) წარმოადგენს ,,საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებუ­ლებით შექმნილ შემოქმედებით დაწესებულებას.

2 ნაციონალური ბალეტის დასს აქვს განცალ­კევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, შტამპი, ანგარიშსწორების და სხვა ანგარიშები როგორც სა­ქართველოს, ასევე საზღვარგარეთის საბანკო დაწესე­ბუ­ლებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

3. ნაციონალური ბალეტის დასს უფლება აქვს გა­ნახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი უფლე­ბე­ბი და მოვალეობები, დადოს გარიგებები, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები და გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.

4. ნაციონალური ბალეტის დასის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებ­ლის გამზირი №123.

    მუხლი 2 ნაციონალური ბალეტის დასის მიზნები, საქმიანობის საგანი და უფლებება-მოვალეობები

1. ნაციონალური ბალეტის მიზანი და საქმიანობის საგანია:

ა) საკონცერტო ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ქორეოგრაფიული ხელოვნების, ქართული ქორეოგრაფიული მუსიკალური კულტურის საუკეთესო ნიმუშების პროპაგანდა და პოპულარიზაცია;

2. ნაციონალური ბალეტის დასს უფლება აქვს:

ა) წარმართოს შემოქმედებითი და სხვა სახის საქმია­ნობა, რომელიც ემსახურება წინამდებარე დებულების ძი­რითადი მიზნის მიღწევას და არ ეწინააღმდება საქარ­თველოს კანონმდებლობას;

ბ) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომე­ლიც უზრუნველყოფს მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებით მიმართულებათა არჩევაში, რეპერტუარის შერჩევის, საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციისათვის;

გ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გასცეს თანხმობა საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიო­თი გადაცემის, მისი ყველა ჩანაწერის ტირაჟი­რების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;

დ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგე­ბანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმე­დებანი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებ­თან;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წე­სით აწარმოოს დამხმარე სახის საფინანსო-ეკონო­მიკური საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადა­ვიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს ნაციონა­ლური ბალეტის დასის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ნაციონალური ბალეტის დასის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას;

ვ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დამოუ­კიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგ­რამა და დამოუკიდებლად წარმართოს ეკონომიკუ­რი საქმიანობა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქ­ციისა და კულტურული მომსახურების რეალი­ზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;

ზ) შეიმუშაოს ნაციონალური ბალეტის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვა­ლის­წინებით, განსაზღვროს ნაციონალურ ბალეტში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხან­გრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს შემოქმედებითი კადრების გაცვლას და სხვა პროექტების განხორ­ციელებას საზღვარგარეთის ქვეყნებთან;

თ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გახსნას და დააფინანსოს თავის სტრუქტურაში შემავალი ფილიალები;

ი) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომ­ლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ამ დებულების შესაბამისად.

3. ნაციონალური ბალეტის დასს, მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით, შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა ) უძრავი ქონების შეძენა , გასხვისება და დატვირთვა ;

ბ ) სესხის აღება ;

გ ) თავდებობა ;

დ ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა ;

ე ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების , აგრეთვე თეატრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.

5. ნაციონალური ბალეტის დასი ვალდებულია:

ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელ­შეკ­რულებების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;

ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართვე­ლოს შრომის კანონმდებლობის საფუძველზე;

გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და და­დე­ბუ­ლი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალ­დე­ბუ­ლებები;

დ) დაიცვას დასის მუშაკთა პროფესიული და სოცია­ლური უფლებები.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/193-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1655

    მუხლი 3. ნაციონალური ბალეტის დასის მართვა

 1. ნაციონალური ბალეტის დასის მართვა ხორ­ციელ­დება საქართველოს კანონმდებლობისა და წინამ­დებარე დებულების შესაბამისად.

2. ნაციონალური ბალეტის დასს ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი.

3. სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.

4. დირექტორს სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.

5. ნაციონალური ბალეტის დასის სამხატვრო ხელმძღვანელი:

ა) ახორციელებს ნაციონალური ბალეტის დასის შემოქმედებით ხელმძღვანელობას, მასვე ეკისრება ნაციონალური ბალეტის დასის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუა­ლურ სამართლებრივ აქტებს;

გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ნაციონა­ლური ბალეტის დასს ყველა ინსტანციაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;

დ) უზრუნველყოფს ნაციონალური ბალეტის დასის მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს;

ე) ადგენს ნაციონალური ბალეტის დასის რეპერ­ტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას.

6. ნაციონალური ბალეტის დასის დირექტორი სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით:

ა) ნაციონალური ბალეტის დასის სახელით დებს გარიგებებს, დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;

ბ) საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად წარმართავს ნაციონალური ბალეტის დასის შრომით ურთიერთობებს; დებს შრომით ხელშეკრუ­ლებებს ნაციონალური ბალეტის დასის შემოქმედებით და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალთან;

გ) ამტკიცებს ნაციონალური ბალეტის დასის სტრუქტურას და შინაგანაწესს;

დ) აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერ­თობებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობებს.

7. სამხატვრო ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევა­ში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორი.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/193-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1655

    მუხლი 4. ნაციონალური ბალეტის დასის ქონება

1. ნაციონალური ბალეტის დასს , დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით , მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით , რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ;

2. ნაციონალური ბალეტის დასს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად , კანონმდებლობით დადგენილი წესით , განკარგოს კანონით ნებადართული დამხმარე სახის საფინანსო - ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად დარჩენილი შემოსავლები , რომლებიც მთლიანად ხმარდება ნაციონალური ბალეტის დასს , მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ ;

3. ნაციონალური ბალეტის დასის ქონებად ითვლება, აგრეთვე, ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/193-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1655

    მუხლი 5. ნაციონალური ბალეტის დასის სახელმწიფო კონტროლი

1. ნაციონალური ბალეტის დასის საქმიანობა ექვემდე­ბარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ნაციონალური ბალეტის დასის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. ნაციონალურ ბალეტის დასს უფლება აქვს ზემ­დგომ ორგანოში გაასაჩივროს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უკანონო ქმედება.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/193-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1655

    მუხლი 6. ნაციონალური ბალეტის დაფინანსების წყაროები

ნაციონალური ბალეტის დასის დაფინანსების წყა­როებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება ნაციონალური ბალეტის დასის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირების კულტურული მომსახურების გაწევით;

გ) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების გრანტები და შემოწირულობები;

დ) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები;

ე) სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 7. საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი

1. ნაციონალური ბალეტის დასის სამეურნეო-საფინან­სო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.

2. ნაციონალური ბალეტის დასი წლის დასაწყისში ადგენს წლიურ ბალანსს, აწარმოებს საბუღალტრო-ოპერატიულ და სტატისტიკურ აღრიცხვას და დადგენილ ვადებში დასამტკიცებლად წარუდგენს მაკონტროლებელ ორგანოს.

    მუხლი 8. ნაციონალური ბალეტის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია

ნაციონალური ბალეტის დასის, როგორც საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია ან რეორ­განიზაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

    მუხლი 9. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/193-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1655

 

კრებსითი — სრული ვერსია