“არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომლთა შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8/2005
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2005-08-15
გამოქვეყნების თარიღი
2005-08-15
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.15.008.007.625
“არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომლთა შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ”

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №8/2005

 2005 წლის 15 აგვისტო

არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებსა და აპარატის თანამშრომელებს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში ყოველთვიურ ანაზღაურებასთან ერთად მიეცემათ ყოველთვიური ხელფასის ოდენობის თანაბარი დანამატი.

მუხლი 2. იმ თანამშრომელთა სიას, რომელთაც მიეცემათ პირველ მუხლში აღნიშნული დანამატი, განკარგულებით ამტკიცებს ცესკოს თავმჯდომარე. 

მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამარ­თ­ლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი  4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე                                                        ალ. ღონღაძე

კომისიის მდივანი                                                                                        გ. ჩალაგაშვილი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია