“საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქცციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №508 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
728
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2005-08-09
გამოქვეყნების თარიღი
2005-08-12
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.033.007.612
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქცციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №508 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ"

სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი

040.030.000.22.033.007.612

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №728

2005 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი 

   ,,საჯარო სამართლის იურიდიული  პირის ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №508 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №508 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუღალტრული აღრიცხვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი III,  2004 წ., №82).

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებისათვის იხელმძღვანელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 26 ივნისის №341 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციით და „საბიუჯეტო ორგანიზაციათა ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 17 ოქტომბრის №521 ბრძანებით.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია