სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.007.600
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №239
2005 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის №62 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის №62 ბრძანების (სსმ III, 2005 წ., №113, მუხ. 1006) პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით დამტკიცებულ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე (მათ შორის – ერთი პირველი), რომელთაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.”
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი