“საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №1-1/112 ბრძანებით დამტკიცებულ “საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესში" ცვლილების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/880
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2005-07-26
გამოქვეყნების თარიღი
2005-08-02
სარეგისტრაციო კოდი
310.050.010.22.024.007.588
“საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №1-1/112 ბრძანებით დამტკიცებულ “საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესში" ცვლილების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.22.024.007.588

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/880

2005 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №1-1/112 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესში” ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებული ფუნქციონირების უზრუნველმყოფი ნორმატიული ბაზის სრულყოფის მიზნით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართელოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №1-1/112 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2005 წ., №19, მუხლი 179) დამტკიცებული ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის” მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები (გარდა ,,ტ” ქვეპუნქტისა) წარდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის ან ნოტარიალურად დამოწმებული ასლის სახით”.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 ი. ჩოგოვაძე

კრებსითი — სრული ვერსია