,,საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
43
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-03-11
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-17
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.000.000000
,,საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №43

2009 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

ნიკა გვარამია –  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

გრიგოლ ვაშაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

თემურ იაკობაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი

თამარ კოვზირიძე – საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსი

ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ლაშა ჟვანია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ვასილ სიხარულიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი

კობა სუბელიანი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი

დევი ჭანკოტაძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი

დიმიტრი შაშკინი – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი

გიორგი ხაჩიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ელენე ხოშტარია – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის მდივანი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია