“საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებით დამტკიცებულ "საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ" და "საბროკერო კომპანიების ანგარიშგებისა და ფინანსური ანგარიშგების შესახებ" წესებში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
59
მიმღები ორგანო
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
მიღების თარიღი
2005-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-30
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.12.005.007.499
“საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებით დამტკიცებულ "საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ" და "საბროკერო კომპანიების ანგარიშგებისა და ფინანსური ანგარიშგების შესახებ" წესებში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.12.005.007.499

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება №59

2005 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ” და ,,საბროკერო კომპანიების ანგარიშგებისა და პერიოდული ფინანსური ანგარიშგების შესახებ” წესებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის საერთაშორისო სტანდარტებამდე ეტაპობრივად განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით კომისია, ადგენს:

1. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ზოგიერთ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ,,საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ” წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) არალიკვიდური აქტივები შემდეგი ოდენობით: 2005 წლის 1 ივნისიდან – 30%, 2006 წლის                 1 იანვრიდან – 35%, 2007 წლის 1 იანვრიდან – 40%, 2008 წლის 1 იანვრიდან – 65%, 2009 წლის                         1 იანვრიდან – 80%, 2010 წლის 1 იანვრიდან – 100%.”

ბ) ,,საბროკერო კომპანიების ანგარიშგებისა და პერიოდული ფინანსური ანგარიშგების შესახებ” წესის მე-16 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. კომპანიამ, რომლის არალიკვიდური აქტივების საერთო ღირებულება აღემატება მისი საწყისი საკუ-თარი კაპიტალის 50%-ს, კომისიაში უნდა წარადგი-ნოს კონფიდენციალური შეტყობინება ამ ფაქტის შესახებ მისი აღმოჩენიდან 24 საათში.”.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნების დღიდან.

თავმჯდომარე   მ. ჯიბუტი

 

კრებსითი — სრული ვერსია