“პატიმრების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრსი 1999 წლის 28 დეკემბრის №362 დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
935
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-05-27
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-27
სარეგისტრაციო კოდი
100.110.000.22.027.007.429
“პატიმრების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრსი 1999 წლის 28 დეკემბრის №362 დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.007.429

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება №935

2005 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

„პატიმრობის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №362 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის „ ბ.ჟ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბა­მისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №362 ბრძანებით დამტკი­ცებულ „პატიმრობის მოხდის წესის შესახებ“ დებულე­ბაში (სსმ, 1999 წელი, №71(78), მუხ. 1092) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. მე-20 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„7. საპყრობილის გარეთ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად პატიმრის გაყვანის შემ­თხვევაში, საპყრობილეში დაბრუნებისას, პატიმარს უნ­და ჩაუტარდეს სავალდებულო სამედიცინო შემოწმება. შემოწმების შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საპყრობილის ადმინისტრაციას.“ .

2. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 24. პატიმრის ხანმოკლე გათავისუფლება

არსებით და გადაუდებელ პირად ან სამართლებრივ საქმეებზე, რაც მოითხოვს პატიმრის უშუალო მონა­წილეობას, გამომძიებლის შუამდგომლობით სასამარ­თლოს შეუძლია გასცეს პატიმრის ხანმოკლე გათავი­სუფლების ნებართვა სამი დღის ვადით. პატი­მარზე ზედამხედველობისა და ბადრაგირების წესს განსაზ­ღვრავს სასამართლო. ხანმოკლე გათავისუფ­ლებასთან და­კავ­შირებული ხარჯები დაეკისრება პატი­მარს. ხან­მოკლე გათავისუფლების შემდეგ საპყრობილეში დაბრუ­ნებისას, პატიმარს ჩაუტარდება სამედიცინო შემოწმება ამ დებულების მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.“ .

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნე­ბისთანავე.

კ. კემულარია

 

კრებსითი — სრული ვერსია