“საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
340
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2005-05-23
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-30
სარეგისტრაციო კოდი
200.220.010.22.033.007.427
“საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.007.427

საქართველოს ფინანსთა

 მინისტრის ბრძანება №340

2005 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს საბიუჯეტო კლასი­ფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანებაში (სსმ III,  2004 წ., №30, მუხლი 251)  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატებები:

1. №1-ის დანართში დაემატოს შემდეგი შინაარსის 3361, 3362, 3363, 3364, 3365, 3366, 3367, და 3368 და 5411 სტრიქონები:

 

3361

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი

02 01 17 00 00

3362

წიაღით სარგებლობისათვის მოსაკრებელი

02 01 17 01 00

3363

ტყის ფონდის ზეზეული ხეების მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი

02 01 17 02 00

3364

გარემოდან ამოღებული მცენარეთა არამერქნული რესურსებისა და მათი პროდუქტებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი

02 01 17 03 00

3365

წყლის რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი

02 01 17 04 00

3366

ცხოველთა სამყაროს რესურსებით (ობიექტიებით) სარგებლობისათვის მოსაკრებელი

02 01 17 05 00

3367

გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებელი

02 01 17 06 00

3368

სხვა არაკლასიფიცირებული მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის

02 01 17 10 00

5411

1%-იანი ერთჯერადი გადასახდელი დაფარული ქონების ლეგალიზაციაზე

02 10 10 07 00

 

 

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ჩეჩელაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია