“საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №3/107 ბრძანებით დამტკიცებულ "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულებაში" ცვლილების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
3/219
მიმღები ორგანო
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-05-17
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-19
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.028.007.384
“საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №3/107 ბრძანებით დამტკიცებულ "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულებაში" ცვლილების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.384

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/219

2005 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №3/107 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულებაში” ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კა­ნონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ეროვნუ­ლი კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესა­ხებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად:

1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №3/107 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგ­რა­ფიის ეროვნული ცენტრის დებულებაში” (სსმ III, 2005 წ., №35,  მუხ. 360) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

დებუ­ლების მე-4 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

,,14. კინოცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული განყოფილება;

ბ) ფილმწარმოების განყოფილება;

გ) კინო-ექსპორტის განყოფილება;

დ) საინფორმაციო განყოფილება.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია