“საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/692
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2005-05-27
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-01
სარეგისტრაციო კოდი
300.010.000.22.024.007.433
“საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.22.024.007.433

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/692

2005 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ

,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. 2005 წ. 27 მაისიდან დადგენილი და გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში შემდეგი ნიმუშის საქართველოს საფოსტო მარკები:

,,ევროპა 2005 _ გასტრონომია” _ 2 მარკა; ავტორი: ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა: ოფსეტური, მრავალფერიანი; ნომინალი: 20 და 80 თეთრი; რაოდენობა: 165000 ცალი თითოეული დასახელების მარკა, აქედან 40000 ცალი თითოეული დასახელების მარკა 10-მარკიან ფურცლებზე და 25000 ცალი ბუკლეტებად (ორ მცირე ფურცლად), ბუკლეტი შეიცავს 5 ცალ თითოეული დასახელების მარკას.

                   მარკა №376                                                               მარკა №377

                   20 თეთრი                                                                  80 თეთრი

                                                 

 

 

მუხლი 2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.

ა. ალექსიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია