„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
93
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“

(ძალადაკარგულია - 31.12.2014, №758)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №93

2010 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების თანდართული მეთოდოლოგია.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს №126 დადგენილება.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

 

სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი და რეგისტრირებული ოჯახების (შემდგომში – მაძიებელი) კეთილდღეობის დონის შესაფასებლად ამ მეთოდოლოგიის მიხედვით გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ დადგენილების მე-2 მუხლით.

2. მაძიებლის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც მაძიებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში – ოჯახის დეკლარაცია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილი პირის (შემდგომში – ინტერვიუერი) დახმარებით.

3. ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება მაძიებლის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში (შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურის აღწერაში მოცემული Yi,j და Yi,j,k სიდიდეები).

    მუხლი 2. შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურა

1. შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი – „I“ გამოითვლება ფორმულით:

 

სადაც:

ა) C – არის შინამეურნეობის სამომხმარებლო ინდექსი;

ბ) N – შინამეურნეობის საჭიროების ინდექსი.

2. რაც უფრო ნაკლებია კეთილდღეობის ინდექსი, მით უფრო დაბალია შინამეურნეობის კეთილდღეობის დონე.

    მუხლი 3. სამომხმარებლო ინდექსის გამოთვლა

1. შინამეურნეობის სამომხმარებლო ინდექსი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

ა) P=1, თუ ინტერვიუერის სუბიექტური შეფასებით ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობაა „უკიდურესად ღატაკი“;

ბ) p=0.75, თუ ინტერვიუერის სუბიექტური შეფასებით ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობაა „უკიდურესად ღატაკსა და ღატაკს შორის“;

გ) p=0.5, თუ ინტერვიუერის სუბიექტური შეფასებით ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობაა „ღატაკი“;

დ) p=0.25, თუ ინტერვიუერის სუბიექტური შეფასებით ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობაა „ღატაკსა და ღარიბს შორის“;

ე) p=0, თუ ინტერვიუერის სუბიექტური შეფასებაა „ღარიბი“, „ღარიბსა და საშუალო შეძლებას შორის“, „საშუალო შეძლების“, „საშუალო შეძლებასა და მდიდარს შორის“ ან „მდიდარი“;

ვ) K0 – არის მუდმივი კოეფიციენტი;

ზ) C1 – სასოფლო-სამეურნეო ქონების (მიწის) ინდექსი;

თ) C2 – სასოფლო-სამეურნეო ქონების (პირუტყვის) ინდექსი;

ი) C3 – არასასოფლო-სამეურნეო ქონების ინდექსი;

კ) C4 – შემოსავლების ინდექსი;

ლ) C5 – კომუნალური ხარჯების ინდექსი;

მ) C6 – დემოგრაფიული ინდექსი;

ნ) C7 – განათლებისა და ჩვევების ინდექსი;

ო) c8 – ტერიტორიული ინდექსი;

პ) C9 – ინტერვიუერის ინდექსი;

ჟ) C10 – სხვა უძრავი ქონების ინდექსი;

რ) C0 – გასული პერიოდის განმავლობაში ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მიღებული (ან მისაღები) ფულადი სოციალური დახმარება „საარსებო შემწეობა“ ან სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი, რომლის გაცემა „საარსებო შემწეობის“ მიღების შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ან სხვა ფულადი დახმარება, რომლის გაცემა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის დადგენილება № 231 – ვებგვერდი, 19 .03.2014წ.

    მუხლი 4. სასოფლო-სამეურნეო ქონების (მიწის) ინდექსის გამოთვლა

1. სასოფლო-სამეურნეო ქონების (მიწის) ინდექსი გამოითვლება ფორმულით:

სადაც:

ა) K1,i , i=1,2,...,11 არის კოეფიციენტები;

ბ) Y1,1 – შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული სათიბის ფართობი (ჰა);

გ) Y1,2 – შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული ვენახის ფართობი (ჰა);

დ) Y1,3 – შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული ხეხილის ფართობი (ჰა);

ე) Y1,4 – შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული ხორბლისა და მზესუმზირას ნათესის ფართობი (ჰა);

ვ) Y1,5 – შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული სიმინდის ნათესის ფართობი (ჰა);

ზ) Y1,6 – შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული კარტოფილის ნათესის ფართობი (ჰა);

თ) Y1,7 – შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული თხილის ნარგავების ფართობი (ჰა);

ი) Y1,8 – შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული ციტრუსის, კივის, ფეიხოას პლანტაციების ფართობი (ჰა);

კ) Y1,9 – შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული ჩაის ნათესის ფართობი (ჰა);

ლ) Y1,10 – შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული ლობიოსა და სოიოს ნათესების ფართობი (ჰა);

მ) Y1,11 – შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული ბოსტნეულ-ბაღჩეულის ნათესების ფართობი (1000 კვ.მ).

    მუხლი 5. სასოფლო-სამეურნეო ქონების (პირუტყვის) ინდექსის გამოთვლა

1. სასოფლო-სამეურნეო ქონების (პირუტყვის) ინდექსი გამოითვლება ფორმულით:

სადაც:

ა) K2,i , i=1,2,3,4 არის კოეფიციენტები;

ბ) Y2,1 – ძროხებისა და კამეჩების საერთო რაოდენობა შინამეურნეობაში;

გ) Y2,2 – ფუტკრის სკების რაოდენობა შინამეურნეობაში;

დ) Y2,3 – შინაური ფრინველის რაოდენობა შინამეურნეობაში;

ე) Y2,4 – ღორების რაოდენობა შინამეურნეობაში.

    მუხლი 6. არასასოფლო-სამეურნეო ქონების ინდექსის გამოთვლა

1. არასასოფლო-სამეურნეო ქონების ინდექსი გამოითვ­ლება ფორმულით:

 

სადაც:

ა) K3, i , i =1,2,...,11 არის კოეფიციენტები;

ბ) Y3,1  – საბჭოთა ავტომობილების რაოდენობა შინა­მეურ­ნე­ობაში;

გ) Y3,2 – უცხოური ავტომობილების რაოდენობა შინა­მეურ­ნეობაში;

დ) Y3,3 – პატარა ტრაქტორების რაოდენობა შინა­მეურ­ნე­ო­ბაში;

ე) Y3,4 – უცხოური მაცივრების რაოდენობა შინამეურ­ნე­ო­ბაში;

ვ) Y3,5 – უცხოური სარეცხი მანქანების რაოდენობა შინა­მეურნეობაში;

ზ) Y3,6 – არასაბჭოთა გაზქურების რაოდენობა შინამეურ­ნეობაში;

თ) Y3,7 – ტრაქტორების, კომბაინებისა და თესლის ჩამ­ყრე­ლი აპარატების რაოდენობა შინამეურნეობაში;

ი) Y3,8 – სხვა ხანგრძლივი მოხმარების საგნების რაოდე­ნობა შინამეურნეობაში;

კ) Y3,9  – Y3,9 =1, თუ სხვა ხანგრძლივი მოხმარების საგ­ნე­ბის რაოდენობა შინამეურნეობაში არის 1, Y3,9 =0 წინააღმ­დეგ შემთხვევაში;

ლ) Y3,10 – Y3,10 =1, თუ სხვა ხანგრძლივი მოხმარების საგ­ნე­ბის რაოდენობა ოჯახში არის 2-დან 4-ის ჩათვლით, Y3,10 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

მ) Y3,11 – Y3,11 =1, თუ სხვა ხანგრძლივი მოხმარების საგ­ნების რაოდენობა ოჯახში არის 4-ზე მეტი, Y3,11 =0 წინა­აღმ­დეგ შემ­თხ­ვევაში.

2. ამ დადგენილების მიზნებისათვის „სხვა ხანგრძლივი მოხმარების საგნებში“ (ცვლადები Y3,8, Y3,9, Y3,10, Y3,11, ) იგულისხმება შემდეგი ხანგრძლივი მოხმარების საგნები:

ა) (ამოღებულია – 24.04.2012, №149);

ბ) თანამედროვე (არასაბჭოთა) წარმოების ელექტრო წყლის გამათბობელი ავზი;

გ) გაზის წყლის გამათბობელი;

დ) თანამედროვე (არასაბჭოთა) წარმოების გაზის გამათბობელი;

ე) (ამოღებულია – 24.04.2012, №149);

ვ) (ამოღებულია – 24.04.2012, №149);

ზ) ვიდეო ან ციფრული ფოტოკამერა;

თ) ვიდეომაგნიტოფონი ან DVD ფლეერი;

ი) დენის გენერატორი;

კ) (ამოღებულია – 17.05.2013, №114);

ლ) თანამედროვე (არა საბჭოთა) წარმოების კონდიციონერი;

მ) (ამოღებულია – 24.04.2012, №149);

ნ) სამზარეულოს კომბაინი;

ო) თანამედროვე (არასაბჭოთა) წარმოების მაცივარი;

პ) თანამედროვე (არასაბჭოთა) წარმოების სარეცხი მანქანა;

ჟ) ჭურჭლის სარეცხი მანქანა;

რ) გათბობისა და ცხელი წყლით მომარაგების ინდივიდუალური სისტემა;

ს) თხევადკრისტალური ან პლაზმურეკრანიანი ტელევიზორი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება №155 - სსმ III, №67, 14.06.2010წ., მუხ.988

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის დადგენილება №149 - ვებგვერდი, 27.04.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის დადგენილება №114 – ვებგვერდი, 20.05.2013წ.

       

    მუხლი 7. შემოსავლების ინდექსის გამოთვლა

1.      შემოსავლების ინდექსი გამოითვლება ფორმულით : C4=K4,1In(1+Y4,1)

სადაც :

ა ) K4,1 არის კოეფიციენტი ;

ბ ) Y4,1 – არის Y 4,11 და Y4,12 – ის ჯამი :

ბ . ა ) Y 4,11 – გასულ თვეში ოჯახის ყველა წევრის ჯამური პი ­­ რადი ფუ ­ ლა ­ დი შემოსავლების , გარდა სახელმწიფო პენსიისა , მათ შორის , გასული თვის წინა თვის ხელფასისა ( ყველა სხ ­ ვა ანაზღაურების ჩათვლით ) და გასულ 12 თვეში ოჯახის სხვა ჯამური ფუ ­­ ლა ­ დი შემოსავლების 1/12 ნაწილის ჯამი ;

ბ.ბ)  Y4,12 – ოჯახის თითოეული წევრის მიერ გასულ თვეში მიღებულ სახე­ლ­მწიფო პენსიასა და 110-ს შორის მინიმალური მნიშვნელობების ჯამი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება №155 - სსმ III, №67, 14.06.2010წ., მუხ.988

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №1 5 6 – ვებგვერდი, 2 1.06.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №237 – ვებგვერდი,16.09.2013წ.

    მუხლი 8. კომუნალური ხარჯების ინდექსის გამოთვლა

1. კომუნალური ხარჯების ინდექსი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

 

სადაც:

ა) K5,1 არის კოეფიციენტი;

ბ) Y5,1 – ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე გადახდილი თანხა ბოლო 12 თვის განმავლობაში.

    მუხლი 9. დემოგრაფიული ინდექსის გამოთვლა

1. დემოგრაფიული ინდექსი გამოითვლება ფორმულით:

 

სადაც:

ა) K6, i , i =1,2,...,5 არის კოეფიციენტები;

ბ) Y6,1  – შინამეურნეობის წევრთა რაოდენობის ლოგა­რით­მი;

გ) Y6,2  – 18-დან 65 წლამდე შრომისუნარიანი წევრების წი­ლი ოჯახში (შრომისუნარიან წევრებში იგულისხმება პიროვ­ნებები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შემდეგ კატეგორიებს: სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი; დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს; მკვეთ­რად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (I ჯგუფი); მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შე­საძლებლობის მქონე პირი (II ჯგუფი); შეზღუდული შესაძ­ლებლობის მქონე პირველი ჯგუფის უსინათლო პირი);

დ) Y6,3  – Y6,3 =1, თუ ოჯახის წევრს ერთი შვილი მაინც ჰყავს სრულწლოვანი, რომელიც ცხოვრობს დამოუკიდებელ ოჯახად, Y6,3  =0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

ე) Y6,4  – Y6,4 =1, თუ ოჯახში ცხოვრობს მხოლოდ 40-60 წლის ქალი, Y6,4  =0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

ვ) Y6,5  – Y6,5 =1, თუ ოჯახის უფროსი არის კაცი, Y6,5 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება №155 - სსმ III, №67, 14.06.2010წ., მუხ.988

    მუხლი 10. განათლებისა და ჩვევების ინდექსის გამოთვლა

1. განათლებისა და ჩვევების ინდექსი გამოითვლება ფორმულით:

 

სადაც:

ა) K7,i , i=1,2 არის კოეფიციენტები;

ბ) Y7,1  – 22-დან 65 წლის ჩათვლით ოჯახის წევრებში უმაღლესი განათლების მქონე წევრთა წილი;

გ) Y7,2 – ფილტრიანი სიგარეტის მწეველთა წილი სიგარეტის მწეველებში; Y7,2 =0 , თუ ოჯახში სიგარეტს არავინ ეწევა.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება №155 - სსმ III, №67, 14.06.2010წ., მუხ.988

    მუხლი 11. ტერიტორიული ინდექსის გამოთვლა

1. ტერიტორიული ინდექსი გამოითვლება ფორმულით:

 

სადაც:

ა) K8,i , i= 1,2,..,10 არის კოეფიციენტები;

ბ) Y8,1 – შიდა ქართლის ინდიკატორი (Y8,1=1 , თუ შინამეურნეობა შიდა ქართლშია და Y8,1 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში);

გ) Y8,2 – სამცხე-ჯავახეთის ინდიკატორი (Y8,2=1 , თუ შინამეურნეობა სამცხე-ჯავახეთშია და Y8,2 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში);

დ) Y8,3 – აჭარის ინდიკატორი (Y8,3=1 , თუ შინამეურნეობა აჭარაშია და Y8,3 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში);

ე) Y8,4 – გურიის ინდიკატორი (Y8,4=1 , თუ შინამეურნეობა გურიაშია და Y8,4 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში);

ვ) Y8,5 – სამეგრელო-ზემო სვანეთის ინდიკატორი (Y8,5=1 , თუ შინამეურნეობა სამეგრელოში ან ზემო სვანეთშია და Y8,5=0 წინააღმდეგ შემთხვევაში);

ზ) Y8,6 – იმერეთის ინდიკატორი (Y8,6=1 , თუ შინამეურნეობა იმერეთშია და Y8,6 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში);

თ) Y8,7 – მცხეთა-მთიანეთის ინდიკატორი (Y8,7=1 , თუ შინამეურნეობა მცხეთა-მთიანეთშია და Y8,7 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში);

ი) Y8,8 – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ინდიკატორი (Y8,8=1 თუ შინამეურნეობა რაჭა-ლეჩხუმში ან ქვემო სვანეთშია და Y8,8 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში);

კ) Y8,9 – კახეთის ინდიკატორი (Y8,9=1 , თუ შინამეურნეობა კახეთშია და Y8,9 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში);

ლ) Y8,10 – ქვემო ქართლის ინდიკატორი (Y8,10=1 , თუ შინამეურნეობა ქვემო ქართლშია და Y8,10 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში).

    მუხლი 12. ინტერვიუერის ინდექსის გამოთვლა

1. ინტერვიუერის ინდექსი გამოითვლება ფორმულით:

 

 

სადაც:

ა) K9,1,i, i=1,2,..,10 და i=1,2,..,4 არის კოეფიციენტები;

ბ) Y9,1,1 – ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ინტერვიუერის მიერ. Y9,1,1=1 თუ ინტერვიუერი მეზობლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლების თანხმობით ადგენს, რომ ოჯახი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, Y9,1,1 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

გ) Y9,1,2 – ინტერვიუერის სუბიექტური შეფასება: Y9,1,2=1 , თუ ინტერვიუერის შეფასებაა „უკიდურესად ღატაკი“, Y9,1,2=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

დ) Y9,1,3 ინტერვიუერის სუბიექტური შეფასება: Y9,1,3=1 , თუ ინტერვიუერის შეფასებაა „უკიდურესად ღატაკსა და ღატაკს შორის“, Y9,1,3 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

ე) Y9,1,4 – ინტერვიუერის სუბიექტური შეფასება: Y9,1,4=1 , თუ ინტერვიუერის შეფასებაა „ღატაკი“, Y9,1,4 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

ვ) Y9,1,5 – ინტერვიუერის სუბიექტური შეფასება: Y9,1,5 =1 , თუ ინტერვიუერის შეფასებაა „ღატაკსა და ღარიბს შორის“, Y9,1,5=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

ზ) Y9,1,6 – ინტერვიუერის სუბიექტური შეფასება: Y9,1,6=1 , თუ ინტერვიუერის შეფასებაა „ღარიბი“, Y9,1,6 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

თ) Y9,1,7 – ინტერვიუერის სუბიექტური შეფასება: Y9,1,7=1 , თუ ინტერვიუერის შეფასებაა „ღარიბსა და საშუალო შეძლებას შორის“, Y9,1,7 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

ი) Y9,1,8 – ინტერვიუერის სუბიექტური შეფასება: Y9,1,8=1 , თუ ინტერვიუერის შეფასებაა „საშუალო შეძლების“, Y9,1,8 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

კ) Y9,1,9 – ინტერვიუერის სუბიექტური შეფასება: Y9,1,9=1 , თუ ინტერვიუერის შეფასებაა „საშუალო შეძლებასა და მდიდარს შორის“, Y9,1,9=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

ლ) Y9,1,10 – ინტერვიუერის სუბიექტური შეფასება: Y9,1,10=1 თუ ინტერვიუერის შეფასებაა „მდიდარი“, Y9,1,10=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

მ) Y9,2,1 – ჩაცმულობა (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი) და გარეგნული ჰიგიენა: Y9,2,1 =1 , თუ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, Y9,2,1=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

ნ) Y9,2,2 – ჩაცმულობა (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი) და გარეგნული ჰიგიენა: Y9,2,2=1 , თუ ცუდ მდგომარეობაშია, Y9,2,2=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

ო) Y9,2,3 – ჩაცმულობა (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი) და გარეგნული ჰიგიენა: Y9,2,3=1 , თუ ნორმალურ მდგომარეობაშია, Y9,2,3=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

პ) Y9,2,4 – ჩაცმულობა (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი) და გარეგნული ჰიგიენა: Y9,2,4=1 , თუ კარგ მდგომარეობაშია, Y9,2,4=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

ჟ) Y9,3,1 – იატაკის მდგომარეობა: Y9,3,1=1 , თუ იატაკი მიწისაა (ძირითადი ნაწილი ან მთლიანად), Y9,3,1=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

რ) Y9,3,2 – იატაკის მდგომარეობა: Y9,3,2=1 , თუ იატაკის საფარი მთლიანად საჭიროებს გამოცვლას/შეკეთებას, Y9,3,2=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

ს) Y9,3,3 – იატაკის მდგომარეობა: Y9,3,3=1 , თუ იატაკის საფარი საჭიროებს ნაწილობრივ გამოცვლას/შეკეთებას, Y9,3,3=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

ტ) Y9,3,4 – იატაკის მდგომარეობა: Y9,3,4=1 , თუ იატაკის საფარი საჭიროებს მცირე რემონტს, Y9,3,4=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

უ) Y9,4,1 – Y9,4,1=1 , თუ ოჯახს არა აქვს კბილის პასტა, Y9,4,1=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

ფ) Y9,4,2 – Y9,4,2=1 , თუ ოჯახს არა აქვს შამპუნი, Y9,4,2=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

ქ) Y9,4,3 – Y9,4,3=1 , თუ ოჯახს არა აქვს სარეცხი საპონი/ფხვნილი, Y9,4,3 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

ღ) Y9,4,4 – Y9,4,4=1 , თუ ოჯახს არა აქვს ჭურჭლის სარეცხი საშუალებები, Y9,4,4 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში.

    მუხლი 13. სხვა უძრავი ქონების ინდექსი

1. სხვა უძრავი ქონების ინდექსი გამოითვლება ფორმულით:

 

სადაც:

ა) , i=1,2 არის კოეფიციენტები;

ბ) Y10,1 – Y10,1=1 , თუ ოჯახი ფლობს ძირითადი საცხოვრებლის გარდა სხვა საცხოვრებელს (ბინას, სახლს ან აგარაკს), Y10,1=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

გ) Y10,2 – Y10,2=1 , თუ ოჯახი არ ფლობს ავტოფარეხს, მარანს/სამზადს, დაუმთავრებელ სახლს ან ნაგებობას/სახელოსნოს, ბოსელს, ნალიას, სარდაფს, კომერციულ ფართობს, Y10,2=0 წინააღმდეგ შემთხვევაში, ე.ი. თუ ჩამოთვლილთაგან ერთს მაინც ფლობს.

    მუხლი 14. კოეფიციენტების ცხრილები

1. კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში სხვადასხვა ტიპის დასახლებულ პუნქტებში კოეფიციენტები განსხვავებულია. გამოიყოფა ოთხი ტიპის დასახლებული პუნქტები:

ა) დედაქალაქი;

ბ) დიდი ქალაქები (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი, გორი, ზუგდიდი);

გ) თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული ცენტრები;

დ) სხვა დასახლებული პუნქტები.

2. კოეფიციენტების მნიშვნელობები განსხვავებული ტი­პის დასახლებული პუნქტებისათვის განსაზღვრულია №1 ცხრი­­ლით:

  ცხრილი № 1

კოეფიციენტები

 

დედაქალაქი

დიდი

ქალაქი

თვითმმართველი

ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი

სხვა

დასახლებული

პუნქტი

K0

3.901

4.151

4.716

4.922

K1,1

0.000

0.000

0.000

0.060

K1,2

0.000

0.000

0.000

0.159

K1,3

0.000

0.000

0.000

0.094

K1,4

0.000

0.000

0.000

0.101

K1,5

0.000

0.000

0.000

0.154

K1,6

0.000

0.000

0.000

0.174

K1,7

0.000

0.000

0.000

0.094

K1,8

0.000

0.000

0.000

0.321

K1,9

0.000

0.000

0.000

0.156

K1,10

0.000

0.000

0.000

0.089

K1,11

0.000

0.000

0.000

0.131

K2,1

0.000

0.000

0.119

0.188

K2,2

0.000

0.000

0.145

0.080

K2,3

0.000

0.000

0.065

0.044

K2,4

0.000

0.000

0.253

0.070

K3,1

0.189

0.175

0.195

0.105

K3,2

0.943

0.876

0.943

0.527

K3,3

0.784

0.228

0.000

0.072

K3,4

0.125

0.094

0.000

0.079

K3,5

0.000

0.163

0.000

0.000

K3,6

0.000

0.000

0.000

0.076

K3,7

0.000

0.000

0.000

0.079

K3,8

0.000

0.236

0.124

0.097

K3,9

0.150

0.000

0.000

0.000

K3,10

0.262

0.000

0.000

0.000

K3,11

0.482

0.000

0.000

0.000

K4,1

0.114

0.058

0.037

0.042

K5,1

0.036

0.075

0.056

0.034

K6,1

0.390

0.458

0.345

0.370

K6,2

0.268

0.000

0.000

0.000

K6,3

0.000

0.137

0.000

0.000

K6,4

-0.250

0.000

-0.128

-0.150

K6,5

0.000

0.000

0.148

0.054

K7,1

0.000

0.000

0.104

0.094

K7,2

0.063

0.168

0.158

0.144

K8,1

0.000

0.000

-0.450

-0.498

K8,2

0.000

0.000

0.000

-0.291

K8,3

0.000

0.000

-0.081

-0.182

K8,4

0.000

0.000

-0.133

-0.226

K8,5

0.000

0.000

-0.073

-0.175

K8,6

0.000

0.000

-0.086

-0.185

K8,7

0.000

0.000

0.000

-0.287

K8,8

0.000

0.000

-0.217

-0.299

K8,9

0.000

0.000

-0.363

-0.424

K8,10

0.000

0.000

0.000

-0.153

K9,1,1

-1.496

-0.460

-0.883

-0.882

K9,1,2

-0.214

-0.066

-0.126

-0.126

K9,1,3

-0.201

-0.048

-0.095

-0.095

K9,1,4

-0.188

-0.031

-0.064

-0.063

K9,1,5

-0.094

-0.016

-0.032

-0.032

K9,1,6

0.000

0.000

0.000

0.000

K9,1,7

0.189

0.035

0.114

0.084

K9,1,8

0.566

0.104

0.342

0.251

K9,1,9

1.186

0.182

0.681

0.465

K9,1,10

2.021

0.280

1.131

0.745

K9,2,1

0.000

-0.296

0.000

0.000

K9,2,2

0.000

-0.150

0.000

0.000

K9,2,3

0.000

0.098

0.000

0.000

K9,2,4

0.000

0.206

0.000

0.000

K9,3,1

0.000

0.000

-0.223

-0.134

K9,3,2

0.000

0.000

-0.209

-0.120

K9,3,3

0.000

0.000

-0.144

-0.086

K9,3,4

0.000

0.000

-0.129

-0.053

K9,4,1

0.000

-0.195

0.000

0.000

K9,4,2

0.000

0.000

-0.127

-0.111

K9,4,3

0.000

0.000

-0.433

-0.155

K9,4,4

0.000

0.000

0.000

-0.067

K10,1

0.169

0.109

0.000

0.000

K10,2

0.000

0.000

-0.096

-0.093

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება №155 - სსმ III, №67, 14.06.2010წ., მუხ.988

მუხლი 15. შინამეურნეობის საჭიროების ინდექსის გამოთვლა

1. შინამეურნეობის საჭიროების ინდექსის დასადგენად უნდა დავადგინოთ ეკვივალენტურ მოზრდილ წევრთა ჯამური რაოდენობა შინამეურნეობაში.

2. ეტალონურ მოზრდილად ითვლება 30-39 წლის ჯანმრთელი მამაკაცი.

3. ეკვივალენტურ მოზრდილ წევრთა ჯამური რაოდენობა შინამეურნეობაში გამოითვლება შემდეგი წესით: შინამეურნეობის ყოველი წევრისათვის მისი სქესის, ასაკის, ფიზიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე განისაზღვრება ეკვივალენტობის კოეფიციენტი: რიცხვი ei, რომელიც გამოხატავს ამ ოჯახის i-ური წევრის საჭიროების დონეს ეტალონურ მოზრდილთან მიმართებაში.

4. ეკვივალენტურობის კოეფიციენტები მოცემულია № 2 ცხრილში.

  ცხრილი №2

 

 

 

 

სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფი

№

კატეგორია

0–3

4–6

7–12

13–17

 

18–29

კაცი

18–29

ქალი

30–39

კაცი

30–39

ქალი

40–59

კაცი

40–59

ქალი

60+

კაცი

60+

ქალი

1

ჯანმრთელი

0.90

0.83

0.85

0.90

0.97

0.86

1.00

0.90

0.96

0.84

0.87

0.75

2

შშმ ბავშვი

1.54

1.42

1.46

1.53

-

-

-

-

-

-

-

-

3

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შემდგომში – შშმპ)

(I ჯგუფი)

-

-

-

-

1.75

1.63

1.78

1.68

1.74

1.61

1.65

1.53

4

მნიშვნელოვნად გამოხატული

შშმპ (II ჯგუფი)

-

-

-

-

1.64

1.53

1.67

1.57

1.63

1.51

1.56

1.42

5

ზომიერად გამოხატული

შშმპ (III ჯგუფი)

-

-

-

-

1.48

1.36

1.50

1.40

1.47

1.34

1.38

1.26

6

იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები/ლტოლვი-ლები

1.18

1.01

1.06

1.11

1.20

1.09

1.23

1.13

1.19

1.07

1.10

0.98

7

სარეცელს მიჯაჭული

1.63

1.46

1.51

1.56

1.71

1.60

1.74

1.64

1.70

1.58

1.60

1.49

8

მარტოხელა პენსიონერი

-

-

-

-

1.42

1.31

1.45

1.35

1.41

1.29

1.32

1.20

9

ფეხმძიმე ქალი

-

-

-

0.93

-

0.89

-

0.93

-

0.87

-

-

10

მეძუძური დედა

-

-

-

0.97

-

0.93

-

0.97

-

0.91

-

-

11

მარტოხელა დედა

-

-

-

1.02

-

0.98

-

1.02

-

0.96

-

-

12

ობოლი (დედ-მამით)

1.16

0.94

0.98

1.03

-

-

-

-

-

-

-

-

13

სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს გადაუდებელ ოპერაციას

1.63

1.46

1.51

1.56

1.71

1.60

1.74

1.64

1.70

1.58

1.60

1.49

14

სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტო-ზურ/ამბულატორიულ მკურნალობას

1.63

1.46

1.51

1.56

1.71

1.60

1.74

1.64

.70

1.58

1.60

1.49

 

5. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრი ერთდროულად მიეკუთვნება № 2 ცხრილით განსაზღვრულ რამდენიმე კატეგორიას, მაშინ მას მიენიჭება ის კოეფიციენტი, რომელსაც უფრო მაღალი მნიშვნელობა აქვს.

6. შინამეურნეობაში ეკვივალენტურ მოზრდილ წევრთა ჯამური რაოდენობა (E) ტოლია მისი თითოეული წევრის ეკვივალენტობის კოეფიციენტის ჯამისა:

 

7. შინამეურნეობის საჭიროების ინდექსი გამოითვლება ფორმულით:

 

სადაც:

ა) n – არის შინამეურნეობის წევრთა რაოდენობა;

ბ) b =0.2 – თანაცხოვრების ეფექტის მაჩვენებელი;

გ) E – ეკვივალენტურ მოზრდილთა რაოდენობა შინამეურნეობაში;

დ) B – მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულება ფორმულის შექმნის მომენტში (135 ლარი).

    მუხლი 16. შინამეურნეობის სარეიტინგო ქულის გამოთვლა და გამოყენება

1. ამ მეთოდოლოგიის მე-4-მე-13 და მე-15 მუხლებით განსაზღვრულ ფორმულებში შეიტანება ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული Yi,j და Yi,j,k სიდიდეების შესაბამისი მონაცემები, Ki,j და Ki,j,k კოეფიციენტებისათვის შესაბამისი მნიშვნელობები № 1 ცხრილიდან, ხოლო ei-ს მნიშვნელობები № 2 ცხრილიდან. შედეგად, სამომხმარებლო და საჭიროების ინდექსების ფარდობით მიიღება მაძიებლის კეთილდღეობის ინდექსი.

2. მაძიებლის სარეიტინგო ქულა (Q) გამოითვლება ფორმულით:

 

.

კრებსითი — სრული ვერსია