საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
836
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-05-16
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-17
სარეგისტრაციო კოდი
100.110.000.22.027.007.380
საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.007.380

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №836

2005 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, 141 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების მე-7 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანების №2 დანართით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს დებულების:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამმართველოს მიზანია აღმოუჩინოს დახმარება სასამართლო აღმასრულებელს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებაში, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას, აღკვეთოს სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა უკანონო ქმედებები.”;

ბ) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ქ. თბილისის განყოფილება შედგება სამი მობილური ჯგუფისაგან, ქ. ქუთაისის განყოფილება – ორი მობილური ჯგუფისაგან, ქ. ბათუმის განყოფილება – ერთი მობილური ჯგუფისაგან.”.

გ) მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

დ) მე-7 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ე) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 4 ივნისიდან.

კ. კემულარია

კრებსითი — სრული ვერსია