სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ" საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2001 წლის 15 ოქტომბრის №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მიღების თარიღი
2005-05-11
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-17
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.21.014.007.377
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ" საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2001 წლის 15 ოქტომბრის №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.21.014.007.377

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №3

2005 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების შესახებ” საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის   2001 წლის 15 ოქტომბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2001 წლის 15 ოქტომბრის №1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების (სსმ III, 2001 წ., №114, მუხ. 209) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა. გაზეთში ,,24 საათი”

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. მელაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია