საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
317
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2005-05-11
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-13
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.007.368
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.368

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №317

2005 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №58, მუხ. 503) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ზღვრული სპეციალური წოდებების დადგენის წესი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში დადგინდეს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:

ა) ფინანსური პოლიციის გენერალ-მაიორი – პოლიციის უფროსი, პოლიციის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი;

ბ) პოლკოვნიკი – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; სამმართველოს უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე;

გ) ვიცე-პოლკოვნიკი – სამსახურის უფროსი, მთავარი ბუღალტერი, კანცელარიის უფროსი, განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსი;

დ) მაიორი – სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსის მოადგილე, უფროსი გამომძიებელი;

ე) კაპიტანი – გამომძიებელი, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;

ვ) უფროსი ლეიტენანტი – ოპერატიული თანამშრომელი, უფროსი ინსპექტორი;

ზ) ლეიტენანტი – ინსპექტორი, რეფერენტი;

თ) უმცროსი ლეიტენანტი – პოლიციელი.”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ჩეჩელაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია