საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
475
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2005-05-11
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-13
სარეგისტრაციო კოდი
120.260.010.22.034.007.364
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.22.034.007.364

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №475

2005 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №38, მუხ. 399) დამტკიცებულ ნუსხაში:

ა) ნუსხის მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელის (დირექტორი, უფროსი), სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის, სამინისტროს სამმართველოს უფროსის (გარდა განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსისა), სამინისტროს სამსახურის უფროსის მიერ თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან:”

ბ) ნუსხის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. ნუსხის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოსამსახურეებისათვის, უმცროსი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება დეპარტამენტის ხელმძღვანელის (დირექტორი, უფროსი), სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის, სამინისტროს სამმართველოს უფროსის (გარდა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსისა) და სამინისტროს სამსახურის უფროსის მიერ.”

გ) ნუსხის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ყველა მოსამსახურეს (ნუსხის პირველი მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა გარდა) თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დაითხოვს, ამასთან სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობას სამხედრო სამსახურში ჩარიცხავს, სამხედრო სამსახურიდან დაითხოვს, რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობას მორიგ სამხედრო წოდებას მიანიჭებს, აგრეთვე, უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებას მიანიჭებს კურატორი მინისტრის მოადგილე.”.

2. ბრძანება გაეცნოს დაინტერესებულ პირებს.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის  ბ. ბრეგაძე

შემსრულებელი                                

 

კრებსითი — სრული ვერსია