საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისო საკრედიტო აუქციონის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
105
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2005-05-06
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-13
სარეგისტრაციო კოდი
220.010.040.18.011.007.359
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისო საკრედიტო აუქციონის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.18.011.007.359

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №105

2005 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის� №40 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულებაში� ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ბანკთაშორის საკრედიტო ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების კლებასთან დაკავშირებით დღის წესრიგში დგას საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე ეროვნული ბანკის საკომისიო საპროცენტო განაკვეთის შემცირება.

�საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონის მე-2, 33-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ �საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულებაში� (სსმ III, 21.02.2002, №16, მუხ. 117) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მუხლი 1. დებულების მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�12. გარიგების დადების შემდეგ საკრედიტო კომიტეტი ამზადებს საანგარიშსწორებო დოკუმენტაციას, რომელიც გადაეცემა ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოს შესასრულებლად, რის საფუძველზეც, გარიგების მონაწილეებთან შეთანხმებით, მათი საკორესპონდენტო ანგარიშიდან ეროვნული ბანკის სასარგებლოდ ჩამოიწერება საკომისიო თანხები, რომელიც განისაზღვრება გარიგების შესაბამისად წლიური 0.1 პროცენტის ოდენობით. ამასთან, ანგარიშსწორების განხორციელების ვადა შეადგენს 1 საბანკო დღეს გარიგების დადების დღიდან�.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 10 მაისიდან.

რ. გოცირიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია