“საქართველოს პროკურატურის მუშაკთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
სხვა ადმინისტრაციული ორგანო
მიღების თარიღი
2005-04-20
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-20
სარეგისტრაციო კოდი
110.060.010.39.036.007.268
“საქართველოს პროკურატურის მუშაკთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.007.268

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №5

2005 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს პროკურატურის მუშაკთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ო” ქვეპუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანდართული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ზ. ადეიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 20 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 20.05.2005წ., მუხ.662

დანართი

საქართველოს პროკურატურის მუშაკთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის „ა” და „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროკურატურის მუშაკთათვის _ კომპიუტერული პროგრამების (Windows XP და Word) ცოდნა.

2. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსისათვის _ უმაღლესი ეკონომიკური განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, Excel  და Word) ცოდნა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

3. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილისათვის _ უმაღლესი ეკონომიკური განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, Excel და Word) ცოდნა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

4. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის მთ. ბუღალტრისათვის _ უმაღლესი ეკონომიკური განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, Excel და Word) ცოდნა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

5. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის მთ. ბუღალტრის მოადგილისათვის _ უმაღლესი ეკონომიკური განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, Excel და Word) ცოდნა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

6. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსისათვის – უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, Excel და Word) ცოდნა და სპეცია­ლობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდი­ლება.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 20 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 20.05.2005წ., მუხ.662

7. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკო­ნო­მიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილი­სათვის – უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, Excel და Word) ცოდნა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 20 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 20.05.2005წ., მუხ.662

8. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის მრჩევლისათვის _  უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და პროგრამისტად ან ქსელის ადმინისტრატორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

9. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკო­ნომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიც­ხვის სამმართველოს მრჩევლისათვის – უმაღლესი ეკონომიკური განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, Excel და Word) ცოდნა.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 20 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 20.05.2005წ., მუხ.662

10. საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლისათვის – უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, Excel და Word) ცოდნა.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 20 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 20.05.2005წ., მუხ.662

11. საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის სამმართველოს უფროსისათვის _ უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP და Word) ცოდნა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

12. საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის სამმართველოს უფროსის მოადგილისათვის _ უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP  და Word) ცოდნა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

13. საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის სამმართველოს განყოფილების უფროსისათვის და მრჩევლისათვის _ უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, და Word) ცოდნა.

14. (ამოღებულია).

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 20 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 20.05.2005წ., მუხ.662

15. საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფის (გარდა საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარ­ტამენ­ტის და ეკონომიკური დეპარტამენტის სამმართვე­ლოების) მრჩევლისათვის – უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP, და Word) ცოდნა.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 20 მაისის ბრძანება №9 - სსმ III, №62, 20.05.2005წ., მუხ.662

16. ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურების კანცელარიის უფროსებისათვის _ უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP და Word) ცოდნა.

17. ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურების კანცელარიის მრჩევლებისათვის _ უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP და Word) ცოდნა.

18. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების კანცელარიის უფროსებისათვის _ უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP და Word) ცოდნა.

19. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების კანცელარიის მრჩევლებისათვის _ უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP და Word) ცოდნა.

20. რაიონული პროკურატურების კანცელარიის უფროსებისათვის _ უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების (Windows XP და Word) ცოდნა.

 

 

კრებსითი — სრული ვერსია