ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და მათი ინტერპრეტაციების სამოქმედოდ შემოღების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია
მიღების თარიღი
2005-04-06
გამოქვეყნების თარიღი
2005-04-19
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.13.006.007.236
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და მათი ინტერპრეტაციების სამოქმედოდ შემოღების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.13.006.007.236

საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის

დადგენილება №11

2005 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და მათი ინტერპრეტაციების სამოქმედოდ შემოღების შესახებ

ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია ადგენს:

1. სამოქმედოდ იქნეს შემოღებული ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის მიერ 2004 წელს დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მათ ინტერპრეტაციებთან ერთად.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

თავმჯდომარე ლ. ჭუმბურიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია