“უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართის ფორმის დამტკიცების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
149
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2005-04-05
გამოქვეყნების თარიღი
2019-08-05
სარეგისტრაციო კოდი
430.060.000.22.022.007.227
“უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართის ფორმის დამტკიცების შესახებ"

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №149

2005 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართის ფორმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ევროპულ საგანამანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად, ლისაბონის 1999 წლის კონვენციისა და ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კა­ნო­ნის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის საფუძ­ველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს უმაღლესი განათლების დამადას­ტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომის დანართი თანდართული ფორმის შესაბამისად, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დიპლომის დანართის ფორმების გაცემა მოხდეს უფასოდ.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ალ. ლომაია

 

კრებსითი — სრული ვერსია