“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
125
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2005-03-24
გამოქვეყნების თარიღი
2007-10-23
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.022.007.205
“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.022.007.205

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №125

2005 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების 41 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად და ამავე დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1001-სსმIII, №152, 30.10.2007წ., მუხ.1699

1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეც­ნიერე­ბის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ალ. ლომაია

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1001-სსმIII, №152, 30.10.2007წ., მუხ.1699

იურიდიული დეპარტამენტის დებულება

    თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარ­ტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია.

    მუხლი 2.

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვა­ნელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკ­რუ­ლებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერე­ბის მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 3.

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამ­სახუ­რებრივ ზედამხედველობას.

    მუხლი 4.

დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა და საშტა­ტო ნუსხა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

    თავი II. დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი

    მუხლი 5.

დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავება და მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღების ხელშეწყობა;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათ მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება;

გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან/დაწესებულებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნის მომზადება;

დ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ფუნქციათა განხორციელების ხელშეწყობა;

ე) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სამინისტროს სახელით დადებული ხელშეკრულებების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის დადგენა;

ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და მისი ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოებში;

თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოთა, მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციების განხილვა;

ი) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1001-სსმIII, №152, 30.10.2007წ., მუხ.1699

    მუხლი 6.

დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულე­ბისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს ნორმატიული აქტების პროექტები;

ბ) სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების მიერ შემუშავებულ ნორმატიული აქტების პროექტებთან დაკავშირებით მოამზადოს სამართლებრივი დასკვნები;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრს წარუდ­გინოს წინადადებები ნორმატიული აქტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

დ) წარმოადგინოს სამინისტრო და მინისტრის დავალებით, სათანადო მინდობილობის საფუძველზე, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულები სასამართლოში;

ე) დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, მათ შორის, სასამართლოებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულებისა და მათი თანამშრომლებისაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ახსნა-განმარტებები და ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, პირველადი დოკუმენტები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარ­გლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა უფლებამოსი­ლებანი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1001-სსმIII, №152, 30.10.2007წ., მუხ.1699

    მუხლი 61.

დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან (შემდგომში – სამმართველო):

ა) კანონშემოქმედებისა და ინიციატივების სამმართველო;

ბ) სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1001-სსმIII, №152, 30.10.2007წ., მუხ.1699

    მუხლი 62.

დეპარტამენტის მოსამსახურეებს განეკუთვნებიან:

ა) დეპარტამენტის უფროსი;

ბ) დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი;

გ) დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

დ) დეპარტამენტის სპეციალისტი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1001-სსმIII, №152, 30.10.2007წ., მუხ.1699

    თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

    მუხლი 7.

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

 2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის უფროსის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1001-სსმIII, №152, 30.10.2007წ., მუხ.1699

    მუხლი 8.

1. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1001-სსმIII, №152, 30.10.2007წ., მუხ.1699

    მუხლი 9.

დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხის­მგებე­ლია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

ბ1) ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სამმართველოების მუშაობას;

გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;

ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზით ადასტურებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების მიერ შემუშავებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ვ) წარუდგენს მინისტრს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალში ერთხელ, წლის ბოლოს კი საბოლოო, წლიურ ანგარიშს, აგრეთვე მინისტრის მოთხოვნით ნებისმიერ დროს;

ზ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს ან/და მინისტრის პირველ მოადგილეს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის ადმი­ნისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და საქართვე­ლოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1001-სსმIII, №152, 30.10.2007წ., მუხ.1699

    მუხლი 91.

კანონშემოქმედებისა და ინიციატივების სამმართველო:

ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს, ათანხმებს მათ სამინისტროს დაინტერესებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალ ერთეულებთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან/დაწესებულებებთან;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების მიღების/გამოცემის, რეგისტრაციისა და გამოქვეყნების პროცედურის დაცვას;

გ) უზრუნველყოფს კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან/დაწესებულებებიდან შემოსული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმა-ტიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადებას;

დ) უზრუნველყოფს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორცილებისათვის ხელშეწყობას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს და აწარმოებს ურთიერთობებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ ერთულებთან;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების საქმიანობაში;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს სამინისტრის ტერიტორიული ორგანოების, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა კორესპონდენციებს;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და მის საფუძველზე დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1001-სსმIII, №152, 30.10.2007წ., მუხ.1699

    მუხლი 92.

სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და მათ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას;

ბ) წარმოადგენს სამინისტროს ყველა ინსტანციის სასამართლოში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა კორესპონდენციებს, ახორციელებს სამართლებრივ საკითხებზე ზეპირ კონსულტაციებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს და უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას;

ვ) მონაწილეობს სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების საქმიანობაში. სამართლებრივად აფორმებს მათი მუშაობის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს;

ზ) ახდენს სამინისტროს პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების სამართლებრივ უზრუნველყოფას;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს და აწარმოებს ურთიერთობებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ ერთეულებთან;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და მის საფუძველზე დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1001-სსმIII, №152, 30.10.2007წ., მუხ.1699

    მუხლი 93.

სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას, წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის;

დ) თვალყურს ადევნებს სამმართველოს მოსამსახურეთა სამსახურებრივ საქმიანობას;

ე) ვიზირებით ადასტურებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებსა და პროექტებს;

ვ) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ კვარტალში ერთხელ, წლის ბოლოს კი საბოლოო, წლიურ ანგარიშს, აგრეთვე მისი მოთხოვნით ნებისმიერ დროს;

ზ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსთან სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე, ასევე მათი წახალისების და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და მის საფუძველზე დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1001-სსმIII, №152, 30.10.2007წ., მუხ.1699

    მუხლი 10. (ამოღებულია).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1001-სსმIII, №152, 30.10.2007წ., მუხ.1699

    მუხლი 11.

1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებო­ბიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. (ამოღებულია).

3. დეპარტამენტის მოსამსახურის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს შესაბამისი სამმართველოს უფროსის დავალებით ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი მოსამსახურე.

4. დეპარტამენტის მოსამსახურე:

ა) ასრულებს მისთვის საქართველოს კანომდებლობით, ამ დებულებით, დეპარტამენტის უფროსისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს და ცალკეულ დავალებებს;

ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაო­ზე;

გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული, შესასრულებელი დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;

დ) ამზადებს პასუხს მისთვის შესასრულებლად გადაცემულ კორესპონდენციაზე;

ე) პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესაბამისი სამმართველოს უფროსს ან/და დეპარტამენტის უფროსს გაწეული მუშაობის შესახებ.

5. დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სამინისტროსა და დეპარტამენტის დებულებით, დეპარტამენტის უფროსისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის სამსახურებრივი დავალებებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

6. დეპარტამენტის მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამისი სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1001-სსმIII, №152, 30.10.2007წ., მუხ.1699

    თავი IV. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 12.

დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის ბრძანებით.

 

კრებსითი — სრული ვერსია