,,შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
255
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-30
სარეგისტრაციო კოდი
280.090.000.10.003.001.199
,,შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №255

2008 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წ., №124, მუხლი 1358) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის:

ა) 15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 15. 2007 წლის 1 სექტემბრის შემდეგ იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს ასაკის გამო მინიმალური ოდენობის სახელმწიფო პენსიის პირველადი დანიშვნის ან სხვა სახის/კატეგორიის პენსიიდან ასაკის გამო მინიმალური ოდენობის სახელმწიფო პენსიაზე გადასვლის შემთხვევაში, 11 პუნქტით გათვალისწინებული დანამატი დაენიშნება და აუნაზღაურდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიულ ერთეულში ასაკის გამო მინიმალური ოდენობის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისათვის არსებული წლოვანების მიხედვით, განცხადების შეტანის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“;

ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 41. პირისათვის, რომელსაც ასაკის გამო მინიმალური ოდენობის სახელმწიფო პენსია დანიშნული აქვს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, არა უგვიანეს 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის შემთხვევაში ამ დადგენილებით გათვალისწინებული დანამატის გაცემას (ანაზღაურებას) 2007 წლის 1 სექტემბრიდან ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტო, ხოლო „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან – სააგენტო.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 7. სახელმწიფო პენსიის დანამატების ადმინისტრირებას ახორციელებს სააგენტო ამ დადგენილებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ სააგენტოსათვის დახმარების აღმოჩენა პენსიონერთა შრომით სტაჟთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებასა და გადამოწმებაში.“.

2. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს ეთხოვოთ, აღმოუჩინონ დახმარება მოქალაქეებს შრომით სტაჟთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებაში, ხოლო სააგენტოს – შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმებაში.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია