“სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №315 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
479
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-03-18
გამოქვეყნების თარიღი
2005-03-22
სარეგისტრაციო კოდი
040.150.000.22.027.007.148
“სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №315 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.007.148

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №479

2005 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №315 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №315 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №19, მუხ. 181) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის, აგრეთვე მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მოადგილე ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.”.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

,,6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მრჩეველი მინისტრის თანხმობით.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

 

კრებსითი — სრული ვერსია