საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
0
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1996-03-08
გამოქვეყნების თარიღი
1996-04-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონი
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ
უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 2064 მუხლის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით მინიმალური
ხელფასის ასმაგი ოდენობით, გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ“.

2. 2065 მუხლის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 8 მარტი. 


კრებსითი — სრული ვერსია