საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 14 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
167
მიმღები ორგანო
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
მიღების თარიღი
2005-03-04
გამოქვეყნების თარიღი
2005-03-15
სარეგისტრაციო კოდი
010.170.000.22.029.007.127
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 14 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.007.127

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

ბრძანება №167

2005 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 14 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ანსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 14 იანვრის №38 ბრძანებით (სსმ III, 26.01.2005 წ., №9, მუხ. 97) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამმართველო თავის სამოქმედო ტერიტორიაზე (ბაღდათის, ზესტაფონის, ხარაგაულის, სამტრედიის, ხონის, ვანის, წყალტუბოს, ტყიბულის, ჭიათურის, საჩხერის, თერჯოლის, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთის რაიონები და ქალაქი ქუთაისი) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), რეპატრიანტთა, სტიქიური მოვლენებით დაზარალებულთა უფლებების დაცვას.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. ასტემიროვა

კრებსითი — სრული ვერსია