(ძალადაკარგულია - 13.12.2019, №103)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
2005 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ ქვეპუნქტებისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 აგვისტოს №468 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №559 - ვებგვერდი, 31.07.2015წ.
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის თანდართული წესდება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველოსა და ყოფილი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველოს ბაზებზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათ ოჯახის წევრთა (მეუღლე, შვილი), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა და მათ ოჯახის წევრთა, სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნილ პირთა (სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები) და სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჩარიცხულ სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მსმენელთა სამედიცინო უზრუნველყოფას, აგრეთვე, სამსახურის გავლის პერიოდში (მათ შორის, სამსახურში მიღების ან დათხოვნის დროს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას.
2. ჯანმრთელობის დაცვის სამსახური სამინისტროს სისტემაში ხელმძღვანელობს მიმაგრებული კონტინგენტის სამედიცინო უზრუნველყოფას.
3. სამსახურის სტუქტურასა და საშტატო ნუსხას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
4. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო შეთანხმებები და ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები „ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, „ პოლიციის შესახებ”, „ საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, წინამდებარე დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
41. სამსახურში დაწესებულია კანონმდებლობით დადგენილი პოლიციის სპეციალური წოდებები.
5. სამსახურს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში (მათ შორის სავალუტო), იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 72.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №559 - ვებგვერდი, 31.07.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 1 თებერვლის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 01.02.2017წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 26 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 27.04.2017წ.
სამსახურის ამოცანებია:
ა) მიმაგრებული კონტინგენტისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;
ბ) სამინისტროს თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური განვითარების შენარჩუნება და განმტკიცება, ავადობისა და შრომისუუნარობის რაოდენობათა შემცირება;
გ) დადგენილი წესით სამხედრო-საექიმო კომისიის ორგანიზება და ჩატარება;
დ) სამსახურის სამედიცინო ქვედანაყოფების მაღალი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა სამედიცინო მომზადება;
ე) შესაძლო საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილთათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და ევაკუაციის ორგანიზება, სანიტარიული დანაკარგის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით;
ვ) თანამშრომელთა დისპანსერიზაცია (პროფილაქტიკური გასინჯვა);
ზ) პენსიონერთა და უნარშეზღუდულთა სამედიცინო შემოწმება;
თ) მიმაგრებული კონტინგენტის სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფა, ამ მიზნით სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;
თ1) საჭიროების შემთხვევაში ცალკეული ქონების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა, ასევე მათი სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფა, პასუხისმგებელ პირზე გადაცემის გზით. სტრუქტურული ერთეულის პასუხისმგებელ პირზე გადაცემულ სამკურნალწამლო საშუალებებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ფაქტობრივი ხარჯების (ჩამოწერის) დამადასტურებელ დოკუმენტს;
ი) მიმაგრებული კონტინგენტის სტაციონარულ-სანატორიული მკურნალობა, ავადმყოფთა და დაჭრილთა სამედიცინო რეაბილიტაცია (დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით), სამსახურისათვის ამ მიზნით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;
კ) სამინისტროს სისტემაში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა კონტროლი;
ლ) სამსახურის შემადგენლობაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგების ორგანიზაცია, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება, მისი განახლება-შევსება (საველე პირობების გათვალისწინებით);
მ) სამედიცინო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება, სამინისტროს ქვედანაყოფებში ავადობისა და ტრავმატიზმის მიზეზების შესწავლა და ანალიზი;
ნ) სამედიცინო მიღწევების პრაქტიკაში დანერგვა;
ო) სამედიცინო პროფესიული კადრების შერჩევა;
პ) თანამშრომლეთა შორის სანიტარიულ-საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარება;
ჟ) მიმაგრებული კონტინგენტის ჯანმრთელობაზე გარემო ფაქტორების უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების, ყოფაცხოვრების, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაბამის სამსახურებთან ერთად;
რ) სპეცდანიშნულების დანაყოფების პირადი შემადგენლობის გაღრმავებული სამედიცინო შემოწმება, დაავადების გამოვლენის შემთხვევებში სათანადო მკურნალობისა და ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზება;
ს) საჭიროების შემთხვევებში, ადგილებზე პრაქტიკული და საკონსულტაციო დახმარების აღმოჩენის მიზნით, სამსახურის სამედიცინო პერსონალიდან მობილური საექიმო ბრიგადების ფორმირება;
ტ) საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
უ) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
თავი III. სამსახურის სტრუქტურა და მართვა
სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) საფინანსო-სამეურნეო განყოფილება;
ბ) ცენტრალური სამხედრო-საექიმო კომისია;
გ) აფთიაქი;
დ) პოლიკლინიკა.
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს შინაგან საქმეთა მინისტრი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
2. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიმაგრებული კონტინგენტის სამედიცინო დახმარების გაუმჯობესების მიზნით შექმნას სამედიცინო-მეთოდური საბჭო, რომლის ძირითადი მიზანია სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცესის, სანეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხილვა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან სამსახურისა და მის შემადგენლობაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელები და სპეციალისტები.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს ხელქვეით თანამშრომელთა შორის და აკონტროლებს მათ შესრულებას;
გ) სამსახურის შიგნით პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, მინისტრის ბრძანებებისა და განკარგულებების (მათ შორის საგანგებო) და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებაზე;
დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას უთანხმებს სამსახურის საშტატო ნუსხას;
ე) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე წარადგენს განაცხადს წლიური ასიგნებათა გამოყოფის შესახებ და სათანადო თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ;
ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის ყველა მოსამსახურისათვის;
ზ) უფლებამოსილია სამსახურის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში;
თ) უფლებამოსილია ხელი მოაწეროს და ვიზირება გაუკეთოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის დანაყოფების ხელმძღვანელებსა და მოსამსახურეებს;
კ) ამტკიცებს სამუშაო გეგმებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
ლ) იღებს გადაწყვეტილებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის შესახებ;
მ) უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
ნ) წარმოადგენს სამსახურს და დებს ხელშეკრულებებს კერძო და იურიდიულ პირებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ;
ო) სამინისტროს ხელმძღვანელობას დადგენილი წესით წარუდგენს სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
4. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
თავი IV. სამსახურის ქონება და დაფინანსება
სამსახურის დაფინანსება, მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ქონების შეძენა და გასხვისება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. სამსახურის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება როგორც სამსახურის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, აგრეთვე სამსახურისა და სამინისტროს სისტემის განვითარებას. სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
სამსახური ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
თავი V. სამსახურის სახელმწიფო კონტროლი
1. სამსახური ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
1. სამსახურის საკადრო და უზრუნველყოფითი (სამეურნეო, საფინანსო, სამედიცინო და კავშირგაბმულობის) მომსახურება ხორციელდება სამინისტროსთან შეთანხმებით. სამინისტროს თანხმობით სამსახურმა შეიძლება განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ის სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 10. წესდებაში ცვლილებების შეტანა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
სამსახურის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.