ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
-
მიმღები ორგანო
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი
1981-06-11
გამოქვეყნების თარიღი
1981-06-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ბრძანებულება

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ მიწის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

„სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის 25-ე მუხლში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 15 იანვრის ბრძანებულების შესაბამისად შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ მიწის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1971 წ., №7, მუხ. 124) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 74-ე მუხლში ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 74. საკოლმეურნეო კომლისათვის საძოვრის და მიწის ნაკვეთის გამოყოფა სათიბად და სხვა საჭიროებისათვის

კოლმეურნეობის წესდების შესაბამისად საკოლმეურნეო კომლს პირუტყვისათვის გამოუყოფენ საძოვარს.

საკოლმეურნეო კომლს სათიბად და სხვა საჭიროებისათვის გამოუყოფენ მიწის  ნაკვეთს სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კოლმეურნეობის საზოგადოებრივ მეურნეობაში გამოუყენებელი მიწიდან ნაკვეთს სათიბად ან სხვა საჭიროებისათვის გამოუყოფენ კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მარაგის და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან – სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ხოლო დასახლებული პუნქტების მიწებიდან  –  სახალხო დეპუტატთა საქალაქო, სადაბო ან სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით“.

2. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 811 მუხლი:

„მუხლი 811. მიწის ნაკვეთის გაცემა პირუტყვისა და ფრინველის საკვები კულტურების მოსაყვანად, აგრეთვე სხვა საჭიროებისათვის

სსრ კავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ კოდექსის 75-ე და 76-ე მუხლებში ჩამოთვლილ მოქალაქეთა კატეგორიას შეიძლება მიეცეს მიწის ნაკვეთი პირუტყვისა და ფრინველის საკვები კულტურების მოსაყვანად, აგრეთვე სხვა საჭიროებისათვის“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე                      პ. გილაშვილი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                                თ. ლაშქარაშვილი

თბილისი, 1981 წლის 11 ივნისი

კრებსითი — სრული ვერსია