საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №71 ბრძანებით დამტკიცებულ "საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფინანსებისა და ბუღალტერიის სამმართველოს დებულება"- ში დამატებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
27
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2005-03-07
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.22.023.007.119
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №71 ბრძანებით დამტკიცებულ "საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფინანსებისა და ბუღალტერიის სამმართველოს დებულება"- ში დამატებების შეტანის თაობაზე"

 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.119

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №27

2005 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №71 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფინანსებისა და ბუღალტერიის სამმართველოს დებულებაში’’ დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №71 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №129, მუხ. 1147) დამტკიცებულ ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფინანსებისა და ბუღალტერიის სამმართველოს დებულებაში’’ შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. სამმართველოს აქვს მრგვალი ბეჭედი სრული სახელწოდების აღნიშვნით’’.

ბ) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს სამინისტროს აპარატის ასიგნებების ხარჯვას”.

გ) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1” ქვეპუნქტი:

,,დ1) ხელი მოაწეროს ან ვიზირება გაუკეთოს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს”.

2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

      

 

კრებსითი — სრული ვერსია