ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების სამოქმედოდ შემოღების წესის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
-
მიმღები ორგანო
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი
1961-03-01
გამოქვეყნების თარიღი
1961-03-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების სამოქმედოდ შემოღების წესის შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების სამოქმედოდ შემოღების წესის შესახებ

 

შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1960 წლის 30 დეკემბრის კანონებისა „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დამტკიცების შესახებ“ და „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დამტკიცების შესახებ“ და სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 28 თებერვლის დადგენილებისა „საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების სამოქმედოდ შემოღებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. გათავისუფლებულ იქნან სასჯელისაგან (ძირითადი და დამატებითისგან) ის პირნი, რომლებიც მსჯავრდებულები არიან 1961 წლის 1 მარტამდე საქართველოს სსრ 1928 წლის სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სსრ ტერიტორიაზე მოქმედ სხვა სისხლის სამართლის კანონებით იმ ქმედობისათვის, რაც საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად არ ითვლება დანაშაულად.

2. შეწყდეს სასამართლოების, წინასწარ გამოძიების ორგანოებისა და მოკვლევის ორგანოების წარმოებაში მყოფი სისხლის სამართლის საქმეები  ისეთ ქმედობათა გამო, რაც საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად არ ითვლება დანაშაულად.

3. სასჯელის ზომები იმ პირების მიმართ, რომლებიც მსჯავრდებული არიან ადრე მოქმედ სისხლის სამართლის კანონების მიხედვით და რომლებსაც სასჯელი მოხდილი არ აქვთ, მოყვანილ იქნას საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისობაში იმ შემთხვევებში, როცა მათ მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უფრო მკაცრია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით.

4. ამ ბრძანებულების მე-3 მუხლის მოქმედება სასჯელის ზომის შემსუბუქების ნაწილში არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან განსაკუთრებით საშიშ სახელმწიფო დანაშაულისათვის, ბანდიტიზმის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განძრახ მკვლელობის, სახელმწიფო ან საზოგადო ქონების დიდი ოდენობით დატაცებისა და ყაჩაღობისათვის, აგრეთვე განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებზე, თუ განაჩენი იმ პირთა მიმართ ძალაში შევიდა 1961 წლის 1 მარტამდე, ესე იგი საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის სამოქმედოდ შემოღებამდე.

5. ჩაითვალოს ნასამართლობის მქონედ ის პირები, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან სასჯელისაგან ამ ბრძანებულების 1-ლი მუხლის შესაბამისად, აგრეთვე ის პირნი, რომელთაც მოხდილი აქვთ სასჯელი ან გათავისუფლებულნი არიან ვადამდე, თუ ისინი მსჯავრდებულნი იქნენ ისეთი ქმედობისათვის, რომელიც საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად არ ითვლება დანაშაულად.

6. ეს ბრძანებულება ძალაში შედის 1961 წლის 1 მარტიდან.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე            გ. ძოწენიძე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                      ზ. გელდიაშვილი

ქ. თბილისი, 1961 წლის 1 მარტი.

კრებსითი — სრული ვერსია