საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
დოკუმენტის ნომერი
-
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი
1991-05-23
გამოქვეყნების თარიღი
1991-05-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, რომელსაც დაუშვებლად მიაჩნია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სახელმწიფო მეთაურის, პატივისა და ღირსების შელახვა, ადგენს:

1. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2061 მუხლი:

„მუხლი 2061. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის შეურაცხყოფა ან მის მიმართ ცილისწამება

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის საჯარო შეურაცხყოფა ან მის მიმართ ცილისწამება –

ისჯება ჯარიმით სამი ათას მანეთამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ორ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.

იგივე მოქმედება, ჩადენილი პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა გამოყენებით, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ექვს წლამდე ვადით“.

2. მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებას, რომელმაც გამოაქვეყნა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი ან მის მიმართ ცილისწამების შემცველი მასალა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ეკისრება ჯარიმა ოცდახუთი ათას მანეთამდე.

მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალების საქმიანობა, რომელიც განმეორებით გაავრცელებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელ ან მის მიმართ ცილისწამების შემცველ მასალებს, შეიძლება შეწყდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3. ეს კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი                  ზ. გამსახურდია

თბილისი, 1991 წლის 23 მაისი.

კრებსითი — სრული ვერსია