სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.027.007.091
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2005 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
I. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველის კანონის მე-19 მუხლისა და„იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოებში კონკურსი ჩატარდეს 2 ეტაპად. პირველი ეტაპი ჩატარდეს ტესტირების, ხოლო მეორე ეტაპი გასაუბრების ფორმით.
2. კონკურსანტი, რომელიც ტესტირების შედეგად დააგროვებს ამ ბრძანებით დადგენილ აუცილებელ ქულათა რაოდენობას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს გასაუბრებაში ერთდროულად ორ ტერიტორიულ ორგანოში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, მაგრამ კონკურსანტი გადის გასაუბრებაზე მხოლოდ ერთჯერ და საკონკურსო-საატესტაციო კომისია განიხილავს კონკურსანტს განცხადებაში მითითებულ ორივე ვაკანტურ თანამდებობაზე.
3. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტი შედგება 100 შეკითხვისაგან, თითოეულ კითხვაზე გაცემული სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით.
4. კონკურსანტის ამოცანაა ტესტის ოთხი სავარაუდო პასუხიდან ამოირჩიოს სწორი პასუხი და სათანადო აღნიშვნა დაიტანოს პასუხების ფურცელზე.
5. ტესტის ოთხი პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი.
6. კონკურსანტმა უნდა აღნიშნოს მხოლოდ ერთი პასუხი. თუ აღნიშნულია ერთზე მეტი პასუხი, ან საერთოდ არ არის აღნიშნული პასუხი, ასეთი ამოხსნა შეფასდება 0 ქულად. ასევე 0 ქულას დაიმსახურებს ტესტის ისეთი ამოხსნაც, როცა ტესტის პასუხი გადასწორებულია.
7. ტესტური გამოცდის მინიმალური შეფასება არის 0, ხოლო მაქსიმალური შეფასება 100 ქულა.
1. კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრებაზე) გამსვლელ კონკურსანტთა რაოდენობა განისაზღვროს ტერიტორიულ ორგანოებში არსებული ვაკანტური თანამდებობის ორმაგი ოდენობით.
2. გასაუბრებაზე მიწვეულ იქნენ მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებიც ტესტირების შედეგად დააგროვებენ ქულების მეტ რაოდენობას ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, მაგრამ არანაკლებ 75 ქულისა.
1. ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად კონკურსანტს ეძლევა 3 ასტრონომიული საათი. დროის გადაცილების შემდეგ კომისიისათვის გადაცემული ნამუშევარი შეფასდება 0 ქულით.
2. კონკურსანტებს კომისია გააფრთხილებს საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – დროის დამთავრებამდე 30 და 15 წუთით ადრე.
3. კონკურსანტებს არა აქვთ უფლება დატოვონ დარბაზი ტესტისა და სწორი პასუხების ფურცლის ჩაბარების გარეშე. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოხსნას კონკურსანტი ტესტირებიდან.
მუხლი 4. სავალდებულო ინსტრუქტაჟი
ტესტირების დაწყებამდე სამდივნოს წარმომადგენელი ვალდებულია ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი კონკურსანტებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, სწორი პასუხების ფურცლის შევსების წესი.
მუხლი 5. ტესტირების შედეგების შემოწმება
ტესტირების პასუხები მოწმდება კომისიის წევრების მიერ.
მუხლი 6. ტესტირების შედეგების გამოცხადება
კომისია ტესტირების ჩატარების დღიდან არა უგვიანეს სამი დღისა აქვეყნებს შედეგებს.
II. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი