საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ. თბილისის სასკოლო ოლქის გაუქმების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
72
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2005-02-14
გამოქვეყნების თარიღი
2005-02-22
სარეგისტრაციო კოდი
430.050.000.22.022.007.087
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ. თბილისის სასკოლო ოლქის გაუქმების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.22.022.007.087

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის  ბრძანება №72

2005 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ. თბილისის სასკოლო ოლქის გაუქმების შესახებ

გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ ქ. თბილისის სასკოლო ოლქი არ აერთიანებს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) რამდენიმე რაიონულ განყოფილებას და პრინციპულად არ შეესაბამება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საშუალედო რგოლის მოთხოვნებს, „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. გაუქმდეს ქ. თბილისის სასკოლო ოლქი;

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 1 მაისის №71 ბრძანება „ქ. თბილისის სასკოლო ოლქის შექმნის შესახებ” და ამავე ბრძანებით დამტკიცებული ქ. თბილისის სასკოლო ოლქის სამმართველოს დებულება (სსმ III, 2003 წ., №42, მუხლი 286);

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ალ. ლომაია

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია