სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.007.074
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №86
2005 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
„სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 და 199-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ” (თანდართულ დანართებთან ერთად).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 ივნისის ბრძანება №413-სსმIII, №73, 16.06.2005წ.; მუხ.783
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 25 იანვრის ბრძანება №37-სსმIII, №10, 26.01.2007წ.; მუხ.108
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 ივლისის ბრძანება №869-სსმIII, №98, 11.07.2007წ.; მუხ.1051
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №907-სსმIII, №159, 30.12.2009წ.; მუხ.1970
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივნისის ბრძანება №458-სსმIII, №64, 07.06.2010წ.; მუხ.967
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №636-სსმIII, №98, 12.08.2010წ.; მუხ.1457
7. ძალადაკარგულია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №996 - ვებგვერდი, 03.01.2011წ.
ინსტრუქცია
სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 და 199-ე მუხლების შესაბამისად. განსაზღვრავს გადამხდელების მიერ სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების წესს.
მუხლი 2. ტერმინთა განსაზღვრებანი
გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) სასაქონლო ზედნადები (შემდგომში – ზედნადები) – აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სამეურნეო ოპერაციის, ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდების ფაქტი და რომლის გარეშე აკრძალულია საქონლის ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია;
ბ) საქონლის გამყიდველი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომლებიც ახდენენ საქონლის მიწოდებას;
გ) საქონლის მყიდველი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომლებსაც მიეწოდება ზედნადებში ასახული საქონელი ღირებულების ანაზღაურებით ან მის გარეშე;
დ) ტვირთის გამგზავნი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომლის განკარგულებაში გაგზავნის უზრუნველყოფის მიზნით გადაცემულია მისაწოდებელი საქონელი;
ე) ტვირთის მიმღები – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომლის მისამართით იგზავნება საქონელი;
ვ) ტვირთის გადამზიდველი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც საქონლის მესაკუთრის ან საქონლის მყიდველის, ან მიმღების მიერ დავალებული აქვს ტვირთის გადაზიდვა (სატრანსპორტო საწარმო ან ფიზიკური პირი – ინდივიდუალური მეწარმე);
ზ) ტვირთის მიღებაში და გადაზიდვაში ნდობით აღჭურვილი პირი – პირი, რომელიც მყიდველისაგან ან ტვირთის მიმღებისაგან მიღებული მინდობილობის საფუძველზე გამყიდველისაგან ან ტვირთის გამგზავნისაგან იბარებს საქონელს (ტვირთს);
თ) დისტრიბუტორი – პირი, რომელიც გამყიდველის სახელით აწარმოებს საქონლის რეალიზაციას.
მუხლი 3. ზედნადების გამოწერის და გამოყენების წესი
1. ზედნადები წარმოადგენს ამ ინსტრუქციის დანართი №1 შესაბამისად შედგენილ ფორმას, გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით, მათ შორის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებული სტრუქტურული ქვედანაყოფების (ფილიალები, საამქროები, უბნები, მეურნეობები და ა.შ.) მიერ საქონლის მიწოდების ან ტვირთის ტრანსპორტირების (გადაადგილების) შემთხვევებში, დგება სამ ცალად საქონლის მყიდველის ან საქონლის (ტვირთის) მიმღების მისამართით საქონლის მიწოდებისთანავე, ან ტვირთის გადაზიდვის დაწყებისთანავე. პირველი პირი გადაეცემა საქონლის მყიდველს ან ტვირთის მიმღებს და თან ერთვის საქონელს (ტვირთს), მეორე რჩება საქონლის გამყიდველს ან ტვირთის გამგზავნს, ხოლო მესამე პირს იტოვებს ტვირთის გადამზიდველი.
2. ზედნადების შევსების თარიღი ემთხვევა საქონლის მიწოდების ან ტვირთის გაგზავნის თარიღს. თვე ჩაიწერება სიტყვიერად.
3. ზედნადებში ,,გამყიდველის” აღმნიშვნელ სტრიქონებზე ჩაიწერება საქონლის გამყიდველი – იურიდიული პირის დასახელება ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელი და გვარი, მისამართი, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი.
4. ზედნადებში ,,მყიდველის” აღმნიშვნელ სტრიქონებზე აისახება საქონლის მყიდველი – იურიდიული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი ან ინდივიდუალური მეწარმის სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი.
5. ტვირთის გამგზავნი შეიძლება იყოს საქონლის გამყიდველი. ამ შემთხვევაში ტვირთის გამგზავნის ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება გამყიდველის მონაცემები. სხვა შემთხვევაში აღნიშნულ სტრიქონზე ჩაიწერება იმ პირის დასახელება ან სახელი და გვარი, რომელსაც გაგზავნის უზრუნველყოფის მიზნით გადაცემული აქვს საქონელი ან ტვირთი და ტვირთის (საქონლის) ტრანსპორტირების დაწყების ადგილი (მისამართი).
6. ტვირთის მიმღები შეიძლება იყოს საქონლის მყიდველი. ამ შემთხვევაში ტვირთის მიმღების ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება საქონლის მყიდველის მონაცემები. სხვა შემთხვევაში აღნიშნულ სტრიქონზე ჩაიწერება იმ პირის დასახელება ან სახელი და გვარი, რომლის მისამართით ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად იგზავნება საქონელი ან ტვირთი და ტვირთის (საქონლის) ტრანსპორტირების დამთავრების ადგილი (მისამართი).
7. ზედნადებში ,,გადამზიდველის“ აღმნიშვნელ სტრიქონზე ჩაიწერება ტვირთის გადამზიდველის დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი ან მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი. გარდა ამისა, ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს ასევე გათვალისწინებულია გადამზიდველის მიერ ტვირთის გადატანასთან დაკავშირებით საჭირო მონაცემების ჩაწერა, მათ შორის: გადასატანად მიღებული ტვირთის რაოდენობა, გამყიდველის ან ტვირთის გამგზავნის დასახელება, ან სახელი და გვარი, გადაზიდვაში მონაწილე ფიზიკური პირის სახელი და გვარი, გადასატანად ტვირთის მიღების თარიღი. გადაზიდვის ფაქტს უნდა ადასტურებდეს გამყიდველის ან ტვირთის გამგზავნის ხელმოწერა, შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში), უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის ჩვენებით, ხოლო ტვირთის გადასატანად მიღების ფაქტს – გადამზიდველის ხელმოწერა, შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში). საქონლის მყიდველის ან ტვირთის მიმღების ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით საქონლის მიღებისას და ტრანსპორტირებისას ზედნადებში აღინიშნება ამ პირის სახელი და გვარი, მინდობილობის ნომერი და გამოწერის თარიღი. ამ შემთხვევაშიც, ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს გათვალისწინებულია ნდობით აღჭურვილი პირის მიერ საქონლის გადატანასთან დაკავშირებული მონაცემების ასახვა იმავე წესით, როგორც ტვირთის გადამზიდველის შემთხვევაში.
8. ტვირთის გამგზავნი, ტვირთის მიმღები და გადამზიდველი შეიძლება იყოს ერთი და იგივე პირი. ამ შემთხვევაში მისი მონაცემები ჩაიწერება ტვირთის გამგზავნის, ტვირთის მიმღების და გადამზიდველის ამსახველ სტრიქონებზე.
9. საქონლის გადაზიდვისას ზედნადებში შესაბამის სტრიქონებზე შეიტანება საქონლის (ტვირთის) დასახელება ან კონტეინერის ნომერი, ზომის ერთეული, რაოდენობა, ფასი, თანხა, შეფუთვის სახე, მასა ბრუტო, ხოლო შესაბამის სტრიქონებზე აისახება ამ მონაცემების ჯამი.
10. ადგილზე მიტანა და მყიდველისათვის ან ტვირთის მიმღებისათვის ჩაბარება ფიქსირდება ზედნადების ქვედა მარჯვენა მხარეს გამოყოფილ სტრიქონებზე, ჩაბარებული ტვირთის ფაქტიური ოდენობისა და ოპერაციის განხორციელების დღის აღნიშვნით, ჩამბარებლის ხელმოწერით, ტვირთის მიმღების შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში) და უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის ჩვენებით.
11. დისტრიბუტორისათვის საქონლის სარეალიზაციოდ გადაცემისას, საქონლის გამყიდველი ან საქონლის გამგზავნი გადაცემული საქონლის მთელ მოცულობაზე გამოწერს ამ ოპერაციის განხორციელების დღით დათარიღებულ ერთიან ზედნადებს და შეიტანს მასში შემდეგ მონაცემებს: საქონლის გამყიდველი, საქონლის გამგზავნი, “ტვირთის მიმღები”-ს სტრიქონზე ჩაიწერება დისტრიბუტორის დასახელება ან მისი გვარი და სახელი, შემდეგი ჩანაწერით – “დისტრიბუტორი . . . . . . .”, გადამზიდველის ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება – “დისტრიბუციის წესით საქონლის რეალიზაცია”, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი, მთლიანი ღირებულება, მე-13 და მე-14 სვეტებში აისახება ჯამი, შეივსება აგრეთვე მე-10, მე-11, მე-12 სვეტები, საქონლის გაშვებაზე გაიცემა უფლებამოსილი პირის (საქონლის გამყიდველი ან ტვირთის გამგზავნი – იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მის მიერ საქონლის (ტვირთის) გაგზავნის ნებართვის გაცემაზე განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი) ნებართვა, რაც დადასტურდება მისი ხელმოწერით, ხოლო ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს კეთდება საქონლის გაყიდვაზე ან ტვირთის გაგზავნაზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა, დაესმება შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში). საქონელთან ერთად დისტრიბუტორს გადაეცემა ზედნადების პირველი და მესამე პირები. ამ ზედნადებთან ერთად, საქონლის გამყიდველი ან ტვირთის გამგზავნი დისტრიბუტორს გადასცემს სხვა ზედნადებებს. მათი რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი მყიდველი ეყოლება დისტრიბუტორის განკარგულებაში გაცემულ საქონელს. დისტრიბუტორზე გაცემულ ზედნადებებში საქონლის გამყიდველის მიერ შეივსება შემდეგი მონაცემები: საქონლის გამყიდველი, საქონლის გამგზავნი. ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს საქონლის გამყიდველის ან გამგზავნის ხელმოწერასთან ერთად დაესმება შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში). ასეთი წესით შევსებული ზედნადებების ყველა პირი, საქონელთან ერთად, გადაეცემა დისტრიბუტორს. დისტრიბუციის წესით საქონლის მყიდველზე ჩაბარებისას, დისტრიბუტორი ზედნადებებში დამატებით შეიტანს შემდეგ მონაცემებს: საქონლის მყიდველი, საქონლის მიმღები, ტრანსპორტირების სახე, სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი, მძღოლის მოწმობის სერია და ნომერი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი, თანხა. საქონლის გაყიდვაზე ნებართვის ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება დისტრიბუტორის მიერ სარეალიზაციოდ მიღებული საქონლის მთელ მოცულობაზე გამყიდველის ან საქონლის გამგზავნის მიერ გამოწერილი ზედნადების ნომერი. საქონლის ჩაბარებას ხელმოწერით უნდა ადასტურებდეს საქონლის მიმღები, ზედნადების ქვედა მარჯვენა კუთხეში შტამპის ან ბეჭდის დასმით (მათი არსებობის შემთხვევაში), უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის ჩვენებით, ამ ოპერაციის განხორციელების დღის აღნიშვნით. იმავე დღით დათარიღდება დისტრიბუტორის მიერ შევსებული ეს ზედნადები. საქონლის მყიდველს გადაეცემა ამ ზედნადების პირველი პირი, ხოლო მეორე და მესამე პირები დარჩება დისტრიბუტორს. საქონლის სრულად რეალიზაციისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო დღისა, დისტრიბუტორი საქონლის გამყიდველს ან გამგზავნს წარუდგენს საქონლის მთელ მოცულობაზე გამოწერილი ზედნადებისა და საქონლის გამყიდველის ან გამგზავნის და დისტრიბუტორის მიერ იმ ერთობლივად შევსებული ზედნადებების მეორე პირებს, რომლის მიხედვითაც საქონელი ჩაბარდა მყიდველს, აგრეთვე დისტრიბუტორის მიერ გაუხარჯავი ზედნადებების ყველა ეგზემპლარს.
12. იმ შემთხვევაში, როცა დისტრიბუტორის მიერ სრულად არ არის რეალიზებული მასზე გადაცემული საქონელი, მაშინ საქონლის გამყიდველს აღნიშნულ პერიოდში ბარდება დისტრიბუტორის მიერ მყიდველებზე გამოწერილი ზედნადების მეორე ეგზემპლარი.
13. საქონლის რეალიზაციის ან ტვირთის გადაზიდვის ზემოთ აღწერილ ყველა შემთხვევაში ზედნადებში იწერება ტვირთის ტრანსპორტირების სახე (საავტომობილო, სარკინიგზო და სხვა), სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი, მძღოლის მოწმობის მონაცემები, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ზედნადებში დაფიქსირდება გამყიდველის ან ტვირთის გამგზავნის თანხმობა საქონლის გაყიდვაზე ან ტვირთის გაგზავნაზე.
14. საქონლის გამყიდველი (ან ტვირთის გამგზავნი), სასაქონლო ზედნადებების, როგორც პირველადი საგადასახადო დოკუმენტების აღრიცხვას აწარმოებს საქართველოში მოქმედი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
15. საქონლის (ტვირთის) ასორტიმენტის მრავალსახეობის დროს, როდესაც საკმარისი არ არის ერთი ზედნადები, გამოიყენება სასაქონლო ზედნადების დანართი, შემდგომში დანართი (ინსტრუქციის დანართი №3). დანართის შესაბამის სტრიქონზე ჩაიწერება იმ ზედნადების ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. დანართი ივსება ზედნადებთან ერთად. შესაბამისად, მათი შევსების თარიღი ემთხვევა. საქონელზე (ტვირთზე) ინფორმაცია დანართში შეიტანება იმ სახით, როგორც ეს არის გათვალისწინებული ზედნადების ფორმაში. იგი დამოწმდება გამომწერის ხელმოწერით და შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში). დანართის მე-2 და მე-3 სვეტებში ასახული ჯამი სავალდებულო წესით ჩაიწერება ზედნადებში და საქონლის დასახელების ამსახველ სტრიქონზე (მე-2 სვეტში) კეთდება ჩანაწერი – ,,ამ ზედნადების შესაბამისად მიეწოდება . . . დასახელების საქონელი დანართის მიხედვით.” მხოლოდ ამის შემდეგ ზედნადებში მონაცემები დაჯამდება და შედეგი აისახება ზედნადების მე-13 და მე-14 სვეტებში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 ივნისის ბრძანება №413-სსმIII, №73, 16.06.2005წ.; მუხ.783
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 25 იანვრის ბრძანება №37-სსმIII, №10, 26.01.2007წ.; მუხ.108
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 ივლისის ბრძანება №869-სსმIII, №98, 11.07.2007წ.; მუხ.1051
მუხლი 4. გამარტივებული ფორმის სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების წესი
იურიდიული პირის ან მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის მიერ ფიზიკური პირის პირადი მოხმარებისათვის საქონლის მიწოდებისას (გარდა საცალო ქსელში საქონლის მიწოდებისა) ან ტვირთის ტრანსპორტირებისას, აგრეთვე არამეწარმე ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის საქონლის მიწოდებისას ან ტვირთის ტრანსპორტირებისას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამარტივებული ფორმის სასაქონლო ზედნადები (დანართი №2), რომლის გამოწერაც დასაშვებია ორ ცალად, აქედან პირველი პირი გადაეცემა მყიდველს (ტვირთის მიმღებს) და თან ერთვის საქონელს (ტვირთს), მეორე რჩება საქონლის გამყიდველს (ტვირთის გამგზავნს). მასში ჩაიწერება საქონლის გამყიდველის და მყიდველის დასახელება ან სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონი, საიდენტიფიკაციო ან მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი, ტვირთის (საქონლის) ტრანსპორტირების დაწყებისა და დამთავრების ადგილი (მისამართი). საქონლის დასახელება, რაოდენობა, ერთეულის ფასი დღგ-ის და აქციზის ჩათვლით, მთლიანი თანხა. ზედნადები ხელმოწერილი უნდა იქნეს საქონლის ჩამბარებლისა და საქონლის მიმღების (ან გადამზიდველის) მიერ და დამოწმდეს გამყიდველის ან მყიდველის შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში). ამ ზედნადებების, როგორც პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების, აღრიცხვა ხდება საქართველოში მოქმედი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 25 იანვრის ბრძანება №37-სსმIII, №10, 26.01.2007წ.; მუხ.108
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 ივლისის ბრძანება №869-სსმIII, №98, 11.07.2007წ.; მუხ.1051
მუხლი 5. ზედნადების გამოწერისა და გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები
1. ამ ინსტრუქციის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულის გარდა, ზედნადები (დანართი №1) ან გამარტივებული ფორმის სასაქონლო ზედნადები (დანართი №2) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის დეკლარირებისას (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნისათვის, პირის მოთხოვნისას, დასაშვებია ზედნადების დამატებითი ეგზემპლარის გამოწერა, რომელიც წარედგინება და რჩება ექსპორტის საბაჟო რეჟიმის განხორციელების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს.
3. ზედნადები არ წარმოადგენს გადასახდების ჩათვლის მიღების საფუძველს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №907-სსმIII, №159, 30.12.2009წ.; მუხ.1970
მუხლი 6. ზედნადებების ელექტრონული რეესტრი
გადასახადის გადამხდელი, რომლის წლიური ბრუნვა კალენდარული წლის განმავლობაში აღემატება 1 მილიონ ლარს, ვალდებულია ელექტრონული ფორმით აწარმოოს ზედნადებების ელექტრონული რეესტრი, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) ზედნადების აღრიცხვის ნომერი;
ბ) ზედნადების გამოწერის თარიღი;
გ) გამყიდველის დასახელება;
დ) გამყიდველის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ე) მყიდველის დასახელება;
ვ) მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომერი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივნისის ბრძანება №458-სსმIII, №64, 07.06.2010წ.; მუხ.967
მუხლი 7. განსხვავებული ფორმის სასაქონლო ზედნადების გამოწერის და გამოყენების წესი
1. ამ ინსტრუქციის დანართი №1-ით გათვალისწინებული ზედნადების გარდა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს განსხვავებული სასაქონლო ზედნადები (დანართი№4).
2. განსხვავებული ზედნადების შევსების წესი, ეგზემპლარების რაოდენობა და გამოყენების წესი განისაზღვრება განხორციელებული ოპერაციის შინაარსის (მიწოდება, გადაზიდვა, დისტრიბუცია) მიხედვით.
3. საქონლის მიწოდების შემთხვევაში – განსხვავებული ზედნადები ივსება საქონლის მიწოდებისთანავე სამ ეგზემპლარად. პირველი პირი გადაეცემა საქონლის მყიდველს (ტვირთის მიმღებს) და თან ერთვის საქონელს, მეორე რჩება საქონლის გამყიდველს (ტვირთის გამგზავნს), ხოლო მესამე პირს იტოვებს ტვირთის გადამზიდველი. სასაქონლო ზედნადების შევსების თარიღი (სტრიქონი №2) ემთხვევა საქონლის მიწოდების თარიღს. განსხვავებულ ზედნადებში საქონლის გამყიდველის მიერ ასევე შეიტანება:
ა) პირველ სტრიქონზე – ზედნადების ნომერი;
ბ) მე-2 სტრიქონზე – ზედნადების გამოწერის თარიღი (რიცხვი, თვე (სიტყვიერად), წელი);
გ) მე-3 სტრიქონზე – საქონლის გამყიდველი (ტვირთის გამგზავნი) პირის დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი (9-ნიშნა ნომრის შემთხვევაში _ პირველ ორ უჯრაში „X” სიმბოლო), ან პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად;
დ) მე-4 სტრიქონზე – საქონლის მყიდველი (ტვირთის მიმღები) პირის დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი (9-ნიშნა ნომრის შემთხვევაში _ პირველ ორ უჯრაში „X” სიმბოლო), ან პირადი ნომერი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად;
ე) მე-5 სტრიქონზე – „მიწოდება” ოპერაციის ამსახველ უჯრაში _ „X” სიმბოლო;
ვ) მე-6 სტრიქონზე – ტრანსპორტირების დაწყების ადგილი (მისამართი);
ზ) მე-7 სტრიქონზე – ტრანსპორტირების დასრულების ადგილი (მისამართი);
თ) მე-8 სტრიქონზე – საქონლის მიწოდების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალებების მარკა, ნომერი;
ი) მე-9 სტრიქონზე – სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად;
კ) ცხრილში – პირველიდან მე-5 სვეტის ჩათვლით – მიწოდებული საქონლის დასახელება, ზომის ერთეული, რაოდენობა, ერთეულის ფასი (დღგ-ს გადამხდელისათვის დღგ-ის, ხოლო აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით), თანხა;
ლ) ცხრილში (რომელიც ივსება მხოლოდ დისტრიბუციის წესით მიწოდებისას) – მე-6, მე-7, მე-8, მე-9 სვეტები არ ივსება;
მ) მე-10 სტრიქონზე – სიტყვიერად ფიქსირდება თანხა სულ;
ნ) მე-11 და მე-12 სტრიქონებზე – საქონლის გამყიდველის (ტვირთის გამგზავნის) ან გაყიდვაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის მითითებით და ხელმოწერით დასტურდება საქონლის მიწოდების ფაქტი, რაც ასევე დამოწმდება შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში);
ო) მე-13 და მე-14 სტრიქონებზე – საქონლის მყიდველის (ტვირთის მიმღების) ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის მითითებით და ხელმოწერით დასტურდება საქონლის ადგილზე მიტანის და საქონლის მყიდველისათვის (ტვირთის მიმღებისათვის) ჩაბარების ფაქტი, რაც ასევე დამოწმდება შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში);
პ) მე-15 სტრიქონზე – საქონლის ადგილზე მიტანის (ჩაბარების) თარიღი (რიცხვი, თვე (სიტყვიერად), წელი).
4. მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ან პირის ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს (ფილიალებს, საამქროებს, უბნებს, მეურნეობებს და ა.შ.) შორის საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში – განსხვავებული ზედნადები ივსება სამ ეგზემპლარად საქონლის გადაზიდვის დაწყებისთანავე. პირველი პირი გადაეცემა საქონლის მიმღებს და თან ერთვის საქონელს, მეორე რჩება საქონლის გამგზავნს, ხოლო მესამე პირს იტოვებს ტვირთის გადამზიდველი. განსხვავებული ზედნადების შევსების თარიღი (მე-2 სტრიქონი) ემთხვევა ტვირთის გაგზავნის დაწყების თარიღს (თვე აღინიშნება სიტყვიერად). განსხვავებულ ზედნადებში ტვირთის გამგზავნის მიერ მე-5 სტრიქონზე – “გადაზიდვა” ოპერაციის ამსახველ უჯრაში აღინიშნება „X” სიმბოლო, მე-4 სტრიქონი არ ივსება, ხოლო დანარჩენი მონაცემები შეიტანება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
5. დისტრიბუციის წესით მიწოდებისას – დისტრიბუტორისათვის სარეალიზაციოდ გადაცემული საქონლის რაოდენობა და სხვა პარამეტრები ფიქსირდება ოპერაციის განხორციელების დღით დათარიღებულ განსხვავებული ზედნადების (დანართი №4) ფორმაში, რომელშიც საქონლის გამყიდველი (ტვირთის გამგზავნი):
ა) ავსებს პირველ, მე-2, მე-3, მე-5 (“დისტრიბუცია” ოპერაციის ამსახველ უჯრაში – აღინიშნება „X” სიმბოლო), მე-6, მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 სტრიქონებს, ჩანაწერი დამოწმდება შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში);
ბ) პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 სვეტებში შეიტანს სარეალიზაციოდ გადაცემული საქონლის დასახელებას, ზომის ერთეულს, რაოდენობას, ერთეულის ფასს (დღგ-ს გადამხდელისათვის დღგ-ის, ხოლო აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით), თანხას;
გ) მე-10 სტრიქონზე – ჩაწერს თანხას სულ (სიტყვიერად).
6. დისტრიბუტორს, საქონელთან და განსხვავებული ზედნადების პირველ ეგზემპლართან ერთად რომელიც ამავდროულად წარმოადგენს საქონლის ტრანსპორტირების დოკუმენტს, გადაეცემა ასევე საქონლის გამყიდველის მიერ არასრულად, ორ ეგზემპლარად შევსებული განსხვავებული ზედნადები (შემდგომში – არასრულად შევსებული განსხვავებული ზედნადები), რომლებშიც საქონლის გამყიდველი ავსებს მხოლოდ პირველ, მე-2, მე-3, მე-5 (“დისტრიბუცია” ოპერაციის ამსახველ უჯრაში – „X” სიმბოლო), მე-6, მე-11 და მე-12 სტრიქონებს, ჩანაწერი დამოწმდება შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში). არასრულად შევსებული განსხვავებული ზედნადების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი საქონლის მყიდველი ეყოლება დისტრიბუტორის განკარგულებაში გადაცემულ საქონელს. მათი ბოლომდე შევსება ხდება დისტრიბუტორის მიერ შემდეგი წესით:
ა) ნებისმიერი რაოდენობით საქონლის კონკრეტული საქონლის მყიდველისათვის (ტვირთის მიმღებისათვის) ან მიღებაზე უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებისას, შეივსება მე-4 და მე-7 სტრიქონები, ასევე პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 სვეტები, რომლებშიც, სხვა მონაცემებთან ერთად დაფიქსირდება:
ა.ა) დრო, ერთი და იმავე საქონლის მყიდველისათვის საქონლის დღეში ერთზე მეტად გადაცემის შემთხვევაში;
ა.ბ) ზედნადების ნომერი (მე-9 სვეტი), რომელიც საქონელთან ერთად საქონლის გამყიდველმა გადასცა დისტრიბუტორს და რომლის საფუძველზეც მოხდა საქონლის მყიდველისათვის (ტვირთის მიმღებისათვის) ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირისათვის საქონლის ჩაბარება;
ა.გ) საქონლის გადაცემის (ჩაბარების) ფაქტი დასტურდება საქონლის მყიდველის (ტვირთის მიმღების) ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის და დისტრიბუტორის ხელმოწერებით;
ბ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში აღნიშნულის პარალელურად, დისტრიბუტორი, სარეალიზაციოდ მისთვის გადაცემული საქონლის შესახებ განსხვავებული ზედნადების რომელიც ამავდროულად წარმოადგენს საქონლის ტრანსპორტირების დოკუმენტს პირველ ეგზემპლარში არსებული ჩანაწერის შემდეგ აფიქსირებს – არასრულად შევსებულ განსხვავებულ ზედნადებში ჩაწერილ იდენტურ მონაცემებს, კონკრეტულ საქონლის მყიდველზე გადაცემული საქონლის შესახებ. ამ შემთხვევაშიც დაფიქსირდება საქონლის მყიდველის (ტვირთის მიმღების) ან უფლებამოსილი და დისტრიბუტორის ხელმოწერები საქონლის გადაცემის (ჩაბარების) ფაქტთან დაკავშირებით, გადაცემული საქონლის ყველა მაჩვენებელის აღნიშვნით განსხვავებული ზედნადების ფორმაში, რომლის მე-9 სვეტში (საქონლის გადაცემის საფუძველი) ჩაიწერება არასრულად შევსებული განსხვავებული ზედნადების ნომერი;
გ) შესაძლებელია, მყიდველისათვის ერთი კალენდარული თვის განმავლობაში საქონლის მრავალჯერ მიწოდების შემთხვევაში (მათ შორის არაერთგვაროვანი საქონლის, ან/და მიღებაზე უფლებამოსილი სხვადასხვა პირის ან ჩაბარებაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა დისტრიბუტორის შემთხვევებშიც) ერთი არასრულად შევსებული განსხვავებული ზედნადების გამოყენება, რომლის დროსაც ამ ზედნადების ორივე ეგზემპლარს შესაძლებელია იტოვებდეს საქონლის მყიდველი (ტვირთის მიმღები) მანამდე (მაგრამ არაუგვიანეს ოპერაცი(ებ)ის განხორციელების თვის ბოლო დღისა), სანამ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება განხორციელებული მიწოდების თაობაზე მონაცემების განსხვავებულ ზედნადებში შეტანის დასრულებაზე, რა დროსაც არასრულად შევსებული განსხვავებული ზედნადების მე-10 სტრიქონზე ჩაიწერება (ასევე სიტყვიერად) მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა, საქონლის მყიდველისათვის ჩაბარება დასტურდება მე-13 და მე-14 სტრიქონებზე მყიდველის ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, თანამდებობის, სახელისა და გვარის მითითებით, დამოწმდება შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში), ხოლო მე-15 სტრიქონზე ჩაიწერება ბოლო ჩანაწერების განხორციელების თარიღი;
დ) დასაშვებია საქონლის სხვადასხვა მიზეზით გამყიდველისათვის დაბრუნების ფაქტის ასახვა არასრულად შევსებულ განსხვავებულ ზედნადებში, რა დროსაც საქონლის უკან დაბრუნება, დისტრიბუტორის (ამ შემთხვევაში მე-7 სვეტში „მიიღო”) და საქონლის მყიდველის (ტვირთის მიმღების) ან მიღებაზე უფლებამოსილი პირის (ამ შემთხვევაში მე-8 სვეტში „ჩააბარა”) ხელმოწერებთან ერთად, არასრულად შევსებულ განსხვავებულ ზედნადებში სათანადო ჩანაწერით ფიქსირდება დაბრუნებული საქონლის დასახელება, ზომის ერთეული, რაოდენობა, ფასი, თანხა, თარიღი, ხოლო მე-9 სვეტში იწერება „უკან დაბრუნება”. ამასთანავე დისტრიბუტორი, მის ხელთ არსებული განსხვავებული ზედნადების პირველ ეგზემპლარში შეიტანს არასრულად შევსებულ განსხვავებულ ზედნადებში შეტანილის მსგავს მონაცემებს, კონკრეტული საქონლის მყიდველისაგან უკან დაბრუნებული საქონლის შესახებ. საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი დასტურდება დისტრიბუტორის (სვეტი „მიიღო”) და მყიდველის (სვეტი „ჩააბარა”) ხელმოწერებით.
7. საქონლის გამყიდველი (ტვირთის გამგზავნი), განსხვავებული ზედნადებების, როგორც პირველადი საგადასახადო დოკუმენტების აღრიცხვას აწარმოებს საქართველოში მოქმედი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
8. საქონლის ასორტიმენტის მრავალსახეობის დროს ან სხვა მიზეზით, როდესაც საკმარისი არ არის ერთი განსხვავებული ზედნადები, გამოიყენება ამ ზედნადების დანართი (დანართი №5). დანართი №5-ის პირველ სტრიქონზე ჩაიწერება იმ განსხვავებული ზედნადების ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. დანართი ივსება განსხვავებულ ზედნადებთან ერთად. საქონელზე ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს არის გათვალისწინებული აღნიშნული ზედნადების ფორმაში. იგი დამოწმდება საქონლის მყიდველის ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის დაფიქსირებით, ხელმოწერით, ასევე შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში).
9. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის გამყიდველი არ არის გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს განსხვავებული სასაქონლო ზედნადები, რომელშიც მონაცემები შეიტანება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №636-სსმIII, №98, 12.08.2010წ.; მუხ.1457
დანართი №1
სასაქონლო ზედნადები №
|
|
|
|
|
|
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 4 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 5 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 6 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ტრანსპორტირების დაწყების ადგილი (მისამართი) ტრანსპორტირების დამთავრების ადგილი (მისამართი)
| 7 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 8 |
|
| 9 |
|
|
|
|
|
|
|
| 10 |
|
|
|
| 11 |
|
|
| 12 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| № | საქონლის (ტვირთის) დასახელება ან კონტეინერის ნომერი, მ.შ. დანართის მიხედვით | ზომის ერთეული | რაოდენობა | ერთეულის ფასი დღგ-ის და აქციზის ჩათვლით | თანხა | შეფუთვის სახე | მასა ბრუტო ტონა | |||||||||||||||||||||||
| ლარი | თეთრი | ლარი | თეთრი | |||||||||||||||||||||||||||
| 1 | 2 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | |||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||
| თანხა სულ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||
|
| სიტყვიერად |
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||
|
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 ივლისის ბრძანება №869-სსმIII, №98, 11.07.2007წ.; მუხ.1051
დანართი №2
სასაქონლო ზედნადები №
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||
| |||||
| დასახელება | რაოდენობა | ერთეულის ფასი დღგ-ის და აქციზის ჩათვლით | თანხა | |
| ლარი | თეთრი | |||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სულ
ჩააბარა
ხელმოწერა, შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში)
მიიღო
მყიდველის ან გადამზიდველის ხელმოწერა, შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 ივნისის ბრძანება №413-სსმIII, №73, 16.06.2005წ.; მუხ.783
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 ივლისის ბრძანება №869-სსმIII, №98, 11.07.2007წ.; მუხ.1051
დანართი №3
№ ____________________ სასაქონლო ზედნადების დანართი
| 1 |
|
|
|
რიცხვი, თვე (სიტყვიერად), წელი
|
№
| საქონლის (ტვირთის) დასახელება ან კონ- ტეინერის ნომერი | ზომის ერთეული | რაოდე ნობა | ერთეულის ფასი დღგ-ს და აქციზის ჩათვლით |
თანხა | შეფუ-თვის სახე | მასა ბრუტო– ტონა | ||||
|
|
|
|
| ლარი | თეთრი | ლარი | თეთრი |
|
| ||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
| 2 |
|
|
| 3 |
|
ჩააბარა ------------------------------------------------
ხელმოწერა, შტამპი ან ბეჭედი
მიიღო -----------------------------------------------------
ხელმოწერა, შტამპი ან ბეჭედი