სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
197
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-02-07
გამოქვეყნების თარიღი
2005-02-08
სარეგისტრაციო კოდი
100.020.020.22.027.007.059
სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.027.007.059

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №197

2005 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

,,სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,პატიმრობის შესახებ” 1999 წლის 22 ივლისის საქართველოს კანონის 85-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანების (სსმ III, 2000 წ., №2, მუხ. 23) მეორე მუხლის ,,ე” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ქალთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება (ქ. თბილისი).”.

2. ქალთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში (ქ. თბილისი) შეიქმნას სპეციალური საპატიმრო განყოფილება.

3. ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით, დაევალოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს (შ. კოპაძე), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს მსჯავრდებულთა სარეჟიმო პირობების მიხედვით გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულების, მსჯავრდებულთა უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიე­ბე­ბის განხორციელების გზით.

4. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია