საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის №352/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
36/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-02-01
გამოქვეყნების თარიღი
2005-02-07
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.007.048
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის №352/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.007.048

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №36/ნ

2005 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის №352/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ვაკანტური თანამდებობების მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის №352/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №154, მუხ. 1404) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-8 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. კონკურსით კანდიდატების შერჩევა შეიძლება მოხდეს:

ა) სხვადასხვა ტიპის ტესტების გამოყენებით;

ბ) ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებით (შერჩევით);

გ) სახელმწიფო ენის ცოდნის დონის შეფასებით;

დ) გასაუბრებით.“ .

ბ) მე-8 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. კონკურსის ყოველი ეტაპის შემდეგ მიღებული შეფასების მიხედვით კონკურსის მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებაზე. ყოველი ეტაპის შემდეგ, კომისია სამი დღის ვადაში ადგენს მომდევნო ეტაპზე გასულ კანდიდატთა სიას და ნიშნავს შემდეგი ეტაპის ჩატარების თარიღს.“ .

გ) მე-8 მუხლის მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე,

ნ. ფრუიძე

მოვალეობის შემსრულებელი

 

კრებსითი — სრული ვერსია