საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის №188 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამეტებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
44
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2005-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2005-01-31
სარეგისტრაციო კოდი
200.120.000.22.033.007.044
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის №188 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამეტებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.007.044

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №44

2005 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის №188 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის №188 ბრძანებაში (საქართველოს საკანონ-მდებლო მაცნე III, 2004წ., №35, მუხლი 293) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) გადამხდელთა მომსახურების სამმართველო;

ბ) აქციზური მარკების სამმართველო;

გ) ლიცენზირების და აქციზური საქონლის მოძრაობის აღრიცხვის სამმართველო;

დ) გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო;

ე) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო;

ვ) იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველო;

ზ) ადმინისტრაცია (აპარატი)”.

2. დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. აქციზური მარკების სამმართველო

აქციზური მარკების სამმართველო ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს აქციზური მარკების გაცემის ორგანიზება, აღრიცხვა და ინვენტარიზაცია;

ბ) მოამზადოს წინადადებები აქციზური მარკების დაბეჭდვის ორგანიზებისთვის”.

3. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

,,მუხლი 101. ლიცენზირების და აქციზური საქონლის მოძრაობის აღრიცხვის სამმართველო

ლიცენზირების და აქციზური საქონლის მოძრაობის აღრიცხვის სამმართველო ვალდებულია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს გადამხდელებისათვის ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობის სახეებზე ლიცენზიების გასაცემად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მათი რეესტრის წარმოება კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) საჭიროების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს ლიცენზიების გაუქმების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

გ) აღრიცხოს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული აქციზური საქონელი;

დ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს კონტროლის ღონისძიებები”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია