სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.007.034
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება N28
2005 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10.
სამეთვალყურეო საბჭო შედგება 6 წევრისაგან თავმჯდომარის ჩათვლით, რომლებსაც 2 წლის ვადით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა. სამეთვალყურეო საბჭოს 3 წევრი ინიშნება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და თითო წევრი საქართველოს პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და კერძო სექტორიდან. ერთი და იგივე პირი სამეთვალყურეო საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ 2-ჯერ”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი