,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
236
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-03
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-05
სარეგისტრაციო კოდი
390.050.020.10.003.001.181
,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №236

2008 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №94, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-2 მუხლის 31 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი სადენების, არხების მშენებლობის, რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის) ან დემონტაჟისას;“;

ბ) მე-2 მუხლის 31 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი:

,,ე) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისას (რეაბილიტაციისას).“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია