ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიანობის სრულყოფის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტროს 2002 წლის 19 მარტის №64/ნ ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
363/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2004-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2005-01-11
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.006.983
ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიანობის სრულყოფის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტროს 2002 წლის 19 მარტის №64/ნ ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.006.983

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №363/ნ

2004 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიანობის სრულყოფის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 19 მარტის №64/ნ ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიანობის სრულყოფის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 19 მარტის №64/ნ ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №29, 2002წ., მუხ. 249) პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №8-ში (პროფილაქტიკურ სადეზინფექციო სამუშაოების ნომენკლატურა და სადერატიზაციო საშუალებათა ნუსხა) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

ა) სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო საშუალებების ნუსხაში სადეზინფექციო საშუალებებს დაემატოს შემდეგი შინაარსის 37-ე და 38-ე პუნქტები:

 

37

სეპტოდორი

ისრაელი

,,დორვერთ ლიმითედი”

38

სეპტოდორ ფორტე

ისრაელი

,,დორვერთ ლიმითედი”

                                                                                                                                        “.

ბ) სადეზინსექციო საშუალებებიდან ამოღებულ იქნეს მე-10 პუნქტი.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია