კომერიცული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №95 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებასი ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
165
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი
2004-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-23
სარეგისტრაციო კოდი
220.020.000.19.012.006.936
კომერიცული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №95 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებასი ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.19.012.006.936

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №165

2004 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №95 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №95 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მინიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” (სსმ III, 2004 წ., №79) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, ბანკის უფლებამოსილი კურიერის მიერ, ხოლო თუ საკურიერო მომსახურების გამოყენება შეუძლებელია – ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი ბანკის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური”), მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი №7, მე-7 სართული და კონფიდენური ინფორმაციის გრიფი.”;

ბ) მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული საბანკო ოპერაციების (გარიგებების) შესახებ უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომრებზე: ტელეფონი: (+995 32) 44 21 80; (+995 32)   93 69 41; ფაქსი: (+995 32) 93 69 41.”.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გეგუჩაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია