სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.006.863
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №17
2004 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციისთვის” ელექტროენერგიის წარმოების მოკლევადიანი ტარიფის დამტკიცების შესახებ
ხადორის ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის დროებითი რეჟიმის ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ნოემბრის №170 განკარგულების გათვალისწინებით, შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციის” 2004 წლის 3 ნოემბრის NEPC/2004/GE-68 განაცხადის და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის, აგრეთვე, 42-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1
შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციას” (ხადორის ჰიდროელექტროსადგური) 2004 წლის 20 ნოემბრიდან დაუდგინდეს ელექტროენერგიის წარმოების მოკლევადიანი ტარიფი – 6,51 თეთრი/კვტსთ დღგ-ს გარეშე.
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2005 წლის 31 დეკემბრამდე.
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 ოქტომბრის დადგენილება №22 – სსმ III, №122, 24.10.2005წ., მუხ.1370
გ. თავაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 ოქტომბრის დადგენილება №22 – სსმ III, №122, 24.10.2005წ., მუხ.1370