სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.006.861
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №311/ნ
2004 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 9 ნოემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 9 ნოემბრის №193/ნ ბრძანებით (სსმ III, 2000წ., №111) დამტკიცებული დებულების 75-ე მუხლიდან ამოღებული იქნეს „ვ“ ქვეპუნქტი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი