იძულებით გადაადგილებულ პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტტკიცების შესახებ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2002 წლის 24 სექტემბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
477
მიმღები ორგანო
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
მიღების თარიღი
2004-11-10
გამოქვეყნების თარიღი
2004-11-10
სარეგისტრაციო კოდი
010.170.000.22.029.006.829
იძულებით გადაადგილებულ პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტტკიცების შესახებ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2002 წლის 24 სექტემბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.006.829

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

ბრძანება №477

2004 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

„იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2002 წლის    24 სექტემბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2002 წლის 24 სექტემბრის №17 ბრძანებაში (სსმ III, №100, 2002წ., მუხ. 876) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

„იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2002 წლის 24 სექტემბრის №17 ბრძანებით დამტკიცებული წესის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. დევნილთათვის, რომლებიც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან დამოუკიდებელი მიზეზებით წინასწარ გამოცხადებულ ვადებში არ გაივლიან ყოველწლიურ ხელახალ რეგისტრაციას და არ გამოცვლიან დევნილის მოწმობას, მოწმობის გამოცვლა იწარმოებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში, ხოლო, სადაც ისინი არ არსებობენ – საქართვლოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ყოველი თვის დასაწყისში, პირველიდან ხუთ რიცხვამდე დადგენილი წესით.”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. ასტემიროვა

კრებსითი — სრული ვერსია