საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კანცელარრის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
480
მიმღები ორგანო
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
მიღების თარიღი
2004-11-10
გამოქვეყნების თარიღი
2021-03-23
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.029.006.827
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კანცელარრის დებულების დამტკიცების შესახებ

( ძალადაკარგულია - 23.03.2021, № 01-22/ ნ )

 

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

ბრძანება № 480

2004 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კანცელარიის დებულების დამტკიცების შესახებ

�საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის �ნ� ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კანცელარიის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. ასტემიროვა

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კანცელარიის დებულება

��� მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კანცელარიის (შემდგომში � სამინისტროს კანცელარია) სტატუსს, კანცელარიის მიზნებსა და ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

2. სამინისტროს კანცელარია არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, �საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� და �საჯარო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

3. სამინისტროს კანცელარია ახორციელებს საქმისწარმოებას სამინისტროში და უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს (შემდგომში � მინისტრი).

4. სამინისტროს კანცელარიას აქვს მრგვალი ბეჭედი თავისი დასახელების აღნიშვნით.

��� მუხლი 2. სამინისტროს კანცელარიის მიზნები და ამოცანები

1. სამინისტროს კანცელარიის მიზნებია:

ა) საქმისწარმოების სამუშაოების ორგანიზაცია;

ბ) საქმისწარმოების სამუშაოების ხელმძღვანელობა;

გ) საქმისწარმოების სამუშაოების კოორდინაცია;

დ) საქმისწარმოების სამუშაოების კონტროლი და რეალიზაცია;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა საჯარო რეესტრის წარმოების, საჯარო ინფორმაციისა და საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობის ნაწილში.

2. სამინისტროს კანცელარიის ამოცანებია:

ა) დოკუმენტებზე მუშაობის მეთოდების სრულყოფა;

ბ) საქმისწარმოების ერთიანი წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შესაბამისად დოკუმენტირების, დოკუმენტებზე მუშაობის ორგანიზაციის, საინფორმაციო-საძიებო სისტემების, შესრულების კონტროლისა და დოკუმენტების არქივში გადასაცემად მომზადების უზრუნველყოფა;

გ) დოკუმენტბრუნვის შემცირება, დოკუმენტების ფორმების უნიფიკაცია;

დ) სამინისტროში საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების, მეთოდური ხასიათის დოკუმენტების შემუშავება;

ე) საქმისწარმოების სფეროში ახალი ტექნოლოგიების შემუშავება და მათი დანერგვის ხელშეწყობა;

ვ) სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის და ტერიტორიული ორგანოებისათვის მეთოდური დახმარების გაწევა საქმისწარმოებისა და ადმინისტრაციული წარმოების საკითხში.

��� მუხლი 3. სამინისტროს კანცელარიის ფუნქციები

სამინისტროს კანცელარიის ფუნქციებია:

ა) დოკუმენტების ტაბელისა და უნიფიცირებული ფორმების ალბომების შემუშავება, დანერგვა და წარმოება, მათში ცვლილებების შეტანა;

ბ) დოკუმენტების საექსპედიციო დამუშავება, რეგისტრაციისა და დოკუმენტების მიხედვით სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა განხორციელება;

გ) შემოსული დოკუმენტების დროული განხილვისა და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზაცია, ხელმძღვანელობის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი;

დ) დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მათი გავლის, გაფორმებისა და შესრულების კონტროლის რეგულირება; დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ცნობების განზოგადება, ამ საკითხებზე ხელმძღვანელობის სისტემატური ინფორმირება;

ე) დოკუმენტების დაბეჭდვის, ასლის გადაღებისა და ოპერატიული გამრავლების ორგანიზება; დოკუმენტების ბლანკების შემუშავება და დაპროექტება;

ვ) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფა;

ზ) მოქალაქეთა წინადადებებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე მუშაობის ორგანიზაცია;

თ) კონტროლზე ასაყვანი დოკუმენტების განსაზღვრა;

ი) შემოსული კორესპონდენციის დახარისხება და დაგზავნა;

კ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში დოკუმენტებზე მუშაობის კონტროლის ორგანიზაცია;

ლ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ არქივისათვის ჩასაბარებელი საქმეების ფორმირებისა და გაფორმების სისწორის კონტროლის განხორციელება;

მ) სამინისტროს კანცელარიის თანამშრომელთა სამუშაო ადგილების ორგანიზაცია.

��� მუხლი 4. კანცელარიის უფლებები და პასუხისმგებლობა

1. კანცელარიას უფლება აქვს:

ა) მიიღოს ზომები და განახორციელოს კონტროლი ჭარბი ინფორმაციის შესამცირებლად;

ბ) აკონტროლოს და მოსთხოვოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს დაწესებულებაში დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების შესრულება;

გ) გამოითხოვოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სხვა დაწესებულებებისაგან საქმისწარმოებასთან დაკავშირებული მუშაობისათვის საჭირო ცნობები;

დ) შეამოწმოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში საქმისწარმოების ორგანიზაცია და შედეგები შეატყობინოს სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოსა და სამინისტროს ხელმძღვანელობას შესაბამისი ზომე-ბის მისაღებად;

ე) დადგენილი წესით ხელმძღვანელობის დავალებით დოკუმენტების პროექტების მომზადებაში ჩააბას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეები;

ვ) შემსრულებლებს დაუბრუნოს არასწორად მომზადებული დოკუმენტები საბოლოო დამუშავებისათვის;

ზ) არ გაატაროს რეგისტრაციაში და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეთანხმებით დააბრუნოს უკან სამინისტროში შემოსული არასწორად გაფორმებული და არსებული წესის დარღვევით შემოსული ოფიციალური დოკუმენტი;

თ) განახორციელოს საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის კონტროლი;

ი) გასცეს საჯარო ინფორმაცია და საჯარო ინფორმაციის ასლები დადგენილი წესით;

კ) განსაზღვროს ავტომატიზაციას დაქვემდებარებული საქმისწარმოების ამოცანები;

ლ) შეიმუშაოს საქმისწარმოების უზრუნველსაყოფად საჭირო სამართლებრივი აქტები და ინსტრუქციები;

მ) დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დარღვევის ყველა შემთხვევაში სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები ადმინისტრაციული ზომების მისაღებად.

2. სამინისტროს კანცელარია პასუხისმგებელია:

ა) სამინისტროში დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესის შესრულების უზრუნველყოფაზე;

ბ) სამინისტროს ხელმძღვანელობის მითითებებისა და დავალებების შესრულებაზე;

გ) სამინისტროში ოფიციალურ საიდუმლო და არასაიდუმლო კორესპონდენციაზე მუშაობის დადგენილი წესების შესრულების უზრუნველყოფაზე, საიდუმლოების რეჟიმის დაცვაზე;

დ) სამინისტროს საჯარო რეესტრის სწორად წარმოებისათვის, პირადი, კომერციული და პროფესიული საიდუმლოების დაცვის, საჯარო ინფორმაციისა და მისი ასლების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გაცემაზე.

��� მუხლი 5. სამინისტროს კანცელარიის ხელმძღვანელობა

1. სამინისტროს კანცელარიას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.

2. კანცელარიის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს კანცელარიის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამინისტროს კანცელარიის საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს კანცელარიის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს კანცელარიაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) ანგარიშვალდებულია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის წინაშე;

ვ) წარმოადგენს სამინისტროს კანცელარიას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და კანცელარიის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს;

ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს კანცელარიის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, კანცელარიის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

თ) შუამდგომლობს სამინისტროს კანცელარიის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა კანცელარიის ამოცანების შესასრულებლად;

კ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.

��� მუხლი 6. სამინისტროს კანცელარიის საჯარო მოსამსახურეები

1. სამინისტროს კანცელარიის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამინისტროს კანცელარიის საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციები განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

 

კრებსითი — სრული ვერსია