“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2004-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-12
სარეგისტრაციო კოდი
300.320.000.16.009.006.744
“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.006.744

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №12

2004 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარმა (სესბ) 2004 წლის 14 ივლისს №01/1105 წერილით სემეკს აცნობა, რომ სს „თელასს” სესბი-დან 35-110 კვ ძაბვის გარდა, ელექტროენერგია მიეწოდება 6-10 კვ ძაბვაზეც. აქედან გამომდინარე, სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებით, გამანაწილებელი ენერგოკომპანიებისთვის სესბი-დან 6-10 კვ ძაბვაზე დადგენილი შესასყიდი ტარიფი უნდა გავრცელდეს სს ,,თელასზეც”. აღნიშნულისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

1. ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილების (სსმ III, 15.08.2003 წ., №88, მუხ. 759) პირველ მუხლში მოცემული №1 ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                                                                                                      

                                                                                                                    ცხრილი №1

 

 

გამანაწილებელი ენერგოკომპანიები

თეთრი/კვტსთ

 

 

 

35 – 110 კილოვოლტი

 

6 – 10 კილოვოლტი

 

 

3,897

 

4,477

                                                                                                                                            “

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

თავმჯდომარე   გ. თავაძე

კრებსითი — სრული ვერსია