ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლში ცვლილებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს :
შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 234- ე მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ მუხლი 234. სისტემატური მაწანწალობა ან მათხოვრობა
სისტემატური მაწანწალობა ან მათხოვრობა , აგრეთვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხვაგვარი პარაზიტული ცხოვრება , –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე.
იგივე ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც წინათ გასამართლებული იყო ამ მუხლის პირველი ნაწილით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.
თბილისი, 1981 წლის 20 იანვარი.